თოლია ჯონათან ლივინგსტონი (საინტერესო ფრაზები)
ვინც შემეცნებისთვის იღვწის წინ ვერაფერი დაუდგება *** ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! *** ზეცაშ არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს. *** ცხოვრება არ არის მარტო ძღომა, მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება. ათასი სიცოცხლე, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი, ვიდრე დაიწყებთ მიხვედრას, რომ არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრულყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ. იგივე კანონი რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მოქმედებს. *** –ჩიანგ, ეს ზეცა არ არის, ხომ მართალია? მთვარე ანათებდა, უხუცესმა გაიღიმა –შენ ჯერ კიდევ სწავლობ, ჯონათან,–თქვა მან –კარგი, მაგრამ წინ რა გველოდება? საით მივდივართ? ნუთუ არ არსებობს ისეთი ადგილი, ზეცა რომ ჰქვია? –არა, ჯონათან ეგეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა *** დაიხსომე ჯონათან ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ. *** –მერე შეგეძლება მომავალსა და წარსულში იფრინო. მაშინ შენ უკვე ყველაზე რთული, ყველაზე სასიამოვნო გამოცდისთვის იქნები მზად. შენ აღმა ფრენას შეძლებ და გაიგებ, რა არის სიკეთე და სიყვარული. *** თუ ჩვენი მეგობრობა ისეთ პირობით ცნებებზეა დამყარებული, როგორიც სივრცე და დროა, მაშინ გამოდის, ჩვენვე დავარღვევთ მას, როცა სივრცესა და დროს საბოლოოდ გადავლახავთ. როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის–„აქ“. როდესაც დროს ძლევ, ერთადერთი რასაც ტოვებ არის–მ „ახლა“. როგორ ფიქრობ, განა არ შეგვიძლია ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც „ქ“ და „ახლა“ ჰქვია? სალივანს უნებურად გაეღიმა.“შენ სულ გადაირიე, – უთხრა მან. თუკი ვინმეს ძალუძს სულიერისთვის მიწიდან ზეცის დანახვება, ეს უეჭველად ჯონათან ლივინგსტონია.“ *** აზრთა ფრენა ისეთივე რეალური და შესაძლებელი იყო, როგორც ქარის ქროლვა თუ ჩიტის ნავარდი. –მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყო მისაწვდომი. – ეუბნებოდა ჯონათანი დროდადრო – დაამსხვრიეთ ეგ ბორკილები, თქვენს აზრს რომ ბოჭავს და ამით თქვენ დაამსხვრიეთ სხეულის ბორკილებს... *** შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი „მე“, იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია. *** –როგორ ფიქრობ ფლეტჩ? მართლა გავუსწარით დროს? ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. –ჩემი აზრით, ასე ფრენა ყოველთვის იყო შესაძლებელი, ოღონდ ვინმეს უნდა მოენდომებინა და აღმოეჩინა; დრო არაფერ შუაშა. ჩვენ, შესაძლოა, მოდას, თოლიების ფრენის ჩვეულებას გავუსწარით. *** შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო. *** ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან? – ფიქრობდა იგი. – ძალიან კარგი, ის დროც მოვა, შენს ნაპირზე გამჭვირვალე ჰაერიდან რომ გამოგეცხადები და ერთ–ორ ახალ რაღაცას გაჩვენებ! *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.