შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ორმოცი წესი (3)


5-03-2018, 16:53
ავტორი Avianna
ნანახია 4 038

1. ‘’კი ხარ გატრუნული, მაგრამ კარგა გვარიანად გაქვს მოზღვავებული ბრაზი და ამბოხების სურვილი, რომელსაც გულმოდგინედ იხშობ; მაგრამ იცოდე, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ერთხელაც იქნება, აფეთქდები’’
2. ‘’ვიდექი და ბავშვივით მჯეროდა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი, სიბნელე ერთიანად ჩაყლაპავდა ყველას..’’
3. ‘’ნუ გაფიქრებს ის, საით წაგიყვანს გზა. ჯობს, მთელი ყურადღება პირველ ნაბიჯს მიაპყრო. ეს არის ყველაზე რთული და შენც პასუხს სწორედ ამაზე აგებ’’
4. ‘’ ნუ მიჰყვები დინებას. თავად იყავი დინება.’’
5. ‘’სრულ სიბნელეში აღმოვჩნდი, ისიც კი აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი. სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე დავფარფარებდი და უკვე აღარც მენაღვლებოდა , სად ამოვყოფდი საბოლოოდ თავს. ‘’
6. ‘’თუკი მათ მიმოწერას ფლირტის ელფერი დაჰკრავდა, ამ ფლირტს,ელას აზრით, ორივესთვის მხოლოდ დადებითი ემოციები მოჰქონდა. კიბერსივრცის დახლართული ლაბირინთების სხვადასხვა ბოლოში მოკალათებულებს შეეძლოთ, უსასრულოდ გაეგრძელებინათ ურთიერთობა..’’
7. ‘’აკრძალული ნაყოფის ჭამას ჰგავდა ეს ყველაფერი, ოღონდ კალორიების მომატების ალბათობა იყო ნაკლები.’’
8. ‘’ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის ზედამხედველობა მოინდომა.’’
9. ‘’ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეებად გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს.’’
10. ‘’გულისტკენა არ ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.’’
11. ‘’რელიგიურობა და სულიერება ერთი და იგივე არ არის და მე თუ მკითხავთ, ამ ცნებებს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ღრმა უფსკრული , როგორიც დღესაა.’’
12. ‘’ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ ფხიზელი გონების კარნახით, მაგრამ მგონი მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა უნდა ვაღიაროთ მისი შეზღუდულობა.’’
13. ‘’სულიერი ხრწნა ბევრად არ განსხვავდება რომელიმე საშინელი სენისაგან, მოულოდნელად რომ იფეთქებს, ელვის სისწრადით რომ მოედება ქვეყანას და განურჩევლად ჟუჟავს ყველას - მდიდარსა და ღარიბს, დიდს თუ პატარას. ‘’
14. ‘’..რას უნდა ელოდოთ კარგს ადამიანისგან, ვისაც ერთ ადგილას ფეხი ვერ მოუკიდებია? თუ კაცს საკუთრების გრძნობა არ აქვს, ქარს აყოლილი ხმელი ფოთოლივითი უმისამართოდ დაფრიალებს წინ და უკან. ‘’
15. ‘’ბაღის სტუმარი თვითონა ირჩევს მას, რაც მოეწონება. ლამაზ ყვავილებს მყისვე კრეფენ, ეკლიან მცენარეებს კი ძვირად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას. არადამ ყველამ ვიცით - უებარი წამლები სწორედ მათგან მზადდება. ‘’
16. ‘’სიყვარული რაღა სიყვარულია, თუ ადამიანი მხოლოდ მისი სილამაზით ტკბება, სიძნელეებს კი გვერდს უვლის? მაგაზე იოლი რა არის - კარგით გაიხარო, ცუდი კი აითვალწუნო. ეგ ყველას შეუძლია. ნამდვილი გამოცდა ის არის, როცა კრგსაც და ცუდსაც ერთნაირად შეიყვარებ; განა იმიტომ, რომ ავსა და კარგს ვერ არჩევ, არამედ იმიტომ, რომ ამ განსაზღვრებებზე მაღლა უნდა დადგე და სიყვარული მთლიანად, თავისი ავითა და კარგით მიიღო.’’
17. ‘’ღვთის სიყვარული უნაპირო ოკეანეა. მოკვდავნი ცდილობენ, ამ ოკეანედან რაც შეიძლება მეტი წყალი ამოიღონ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ჭურჭლის ზომაზეა დამოკიდებული. ზოგს კასრი უპყრია ხელთ, ზოგს - სათლი, ზოგს კი - მხოლოდ თასი..’’
18. ‘’ისე ხმადაბლა , გაუბედავად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იცინი, თითქოს დარწმუნებული არ ხარ, რომ სიცილის უფლება გაქვს; ასე ისინი იცინიან, ვინც სხვების აზრს ვერასდროს გადააბიჯენს, რადგან მსგავსი რამ მისთვის არ უსწავლებიათ.’’
19. ‘’ეს ქვეყანა ერთ დიდ მდინარეს ჰგავს, წყალი კი, ხომიცით, არაფერს აჩერებს ერთ ადგილას და ყველაფერს ერთმანეთში ურევს.’’
20. ‘’სწავლულებმა უდავოდ ბევრი იციან, მაგრამ როცა საქმე რწმენას ეხება, არა მგონია, ბევრი ცოდნა სასარგებლო იყოს.’’
21. ‘’ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო : კაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდე, ერთ საწოლში იწვე და მაინც გრძნობდე, რომ ის შენთან არ არ არის.’’
22. ‘’სიტყვა ‘’რწმენა’’, თუ მას სარჩულად სიყვარული არ უდევს, ერთი რიგითი, დუნე, უსიცოცხლო და ფუყე სიტყვაა, რომელიც გულიდან არ ამოდის.’’
23. ‘’ამა თუ იმ მიზეზით მუდამ ვიღაცაზე გაბუტულები ყოვლისშემძლისგან ელიან, რომ ჩაერიოს მათ უბადრუკ ცხოვრებაში და მათ მაგივრად იძიოს შური.’’
24. ‘’რწმენას აქვს ერთი თვისება: ცალკეულ ხეებს ხედავს და არა - მთელ ტყეს.’’
25. ‘’განა ჯოჯოხეთურ სატანჯველზე ბევრად უარესი არ არის განცდა კაცისა, რომელმაც გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ სასტიკად შეცოდა?’’
26. ‘’თუნდაც აღმოჩნდეს ოდესმე შამსის მგსავსი კაცი, არის კი სადმე მისი დამნახავი რუმი?’’
27. ‘’სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა მოვლენებს მხოლოდ ყურმოკრული მითქმა-მოთქმის საფუძველზე აფასებს.’’
28. ‘’განა შეიძლება სიყვარულის აღქმა, თუ თავად არ გიყვარს?’’
29. ‘’სიყვარული ახსნას გაურბის. მისი განცდა შეიძლება მხოლოდ.’’
30. ‘’სიყვარული გაუგებარია და მაინც.. ის ყველაფერს გასაგებს ხდის.’’



№1  offline წევრი niako^-

კაიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

 


№2  offline წევრი PooSiiTiiVee

ძაან მაგარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent