ადამიანი
ზოგადად, ადამიანი უცნაური არსებაა, სხვებისგან განსხვავებით შეუძლია აზროვნება და რაღაც ახლის შექმნა, თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, ადამიანებს ბევრი სხვა უცნაურობა ახასიათებთ(ვსაუბრობ მასაზე). დღეს მეგობრობას შემოგფიცებს, ხვალ კი სხვა ვინმეზე ან რამეზე გაგცვლის ან კიდევ უარესი, არ დაგეხმარება მაშინ როცა ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ თავისივე უაზრო "პრინციპების" გამო. გულისამრევი არსებები ვართ ყველანი, იმდენად გულისამრევები, რომ ალბათ ეშმაკის გვერდით რომ დადგეს თითოეული ჩვენგანი, ეშმაკი პირჯვარს გადაიწერს და ლოცვას დაიწყებს. არ ვიცით რა არის მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება და ასე შემდეგ. სამაგიეროდ ვიცით თუ რა არის მტრობა, ადამიანების ფეხებზე დაკიდება, სიძულვილი და ღალატი. ეს ყველაფერი კარგად გამოგვდის, ჩვენი ხელობაა. ამაში ვინმე ფულს რომ გვიხდიდეს, ალბათ ყველა მილიონერი გახდებოდა ერთეულებოს გარდა. ვის რა დავაბრალო ეგეც არ ვიცი. ვისი ბრალია ასეთი რომ არის ჩვენი 95%, ღმერთის? ეშმაკის? ჩვენი, თუ კიდევ სხვა ჯერ არ ან ვერ აღმოჩენილი რამის ან ვინმესი? ყველანი ერთ ბრბოს ვეკუთვნით, რომელსაც გამორჩეული არავინ ჰყავს ან არავინ იჩენს თავს, რადგან იცის, რომ იმ ბრბოს მსხვერპლი გახდება ვის გვერდითაც არის. კაცობრიობა განვითარდა, ბევრი იშრომა რომ ამხელა გზა გაევლო და აქამდე მოსულიყოო ვინმე იტყვის. უკაცრავად, მაგრამ სადამდე მოსვლაზე ლაპარაკობთ? რა მიღწევაზე ლაპარაკობთ? მიმიფურთხებია ყველანაირი თანამედროვე ტექნიკისთვის, მიმიფურთხებია თბილი და თანამედროვე სახლისთვის. რა ჯანდაბად გვჭირდება ასეთი რამ თუ გულისამრევები და არაადამიანები ვიქნებით? რათ გვინდა ფული და მდიდარი დედიკოს და მამიკოს ნაყიდი ძვირფასეულობა? რათ გვინდა ამ ყველაფრით თავის მოწონება თუ ადამიანად არ ვვარგივართ და სრულიად, აბსოლუტურად აცდენილები ვართ ადამიანის იდეალს?იდეალური არავინაა, მაგრამ ადამიანები ადამიანებს აღარ ჰგვანან. საერთოდ შეგვრჩა დადებითი თვისებები? უკვე ამაშიც ეჭვი მეპარება. უმრავლესობა ანგარებითაა სავსე და იმის გამო რომ ვიღაცას რაღაც გაუკეთა, ახლა მისგან სამაგიეროს ითხოვს. მიმიფურთხებია იმ კაცობრიობისთვის, იმ დროისთვის, იმ პლანეტისთვის, იმ მიღწევებისთვის როცა ადამიანი ვერ ადამიანობს და ყველა ადამიანური თვისება დაკარგული აქვს. მონოლოგის დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.