სამყაროს შესახებ მცირე რამ...
არასდროს თქვათ, რომ დახმარებას არავის სთხოვთ. არასდროს თქვათ, რომ არავის დახმარება არ დაგჭირდებათ, ან არასდროს წარმოთქვათ სიტყვები: "ყველაფერს ჩემით გავაკეთებ, ჩემით მივაღწევ." სამყაროს პერიფერიებში ჩაწერილ კანონს არ ცვლის თქვენი სიტყვები. სამყარო არ მოქმედებს სხვაგვარად, ის იწერება ინდივიდუალურად თქვენი გეგმების მიხედვით, თუმცა მაინც მარტო ვერაფერს მიაღწევთ. მარტო ვერ გაფრინდებით, მარტო ვერ გადალახავთ ზღვებს, მარტო ვერ გადადგამთ რთულ და საპასუხისმგებლო ნაბიჯებს, მარტო ვერ დაამარცხებთ გოლიათს, და თუ მაინც ძალა გეყოფათ და ის დაამარცხეთ თქვენს უკან იდგება რწმენა, რომელსაც უამრავი ადამიანი ან სხვათა ენერგია გაძლევთ. სამყაროში არაფერი იკარგება უკვალოდ. არაფერი ქრება და ყველა ენერგია გარდაიქმნება რაღაც საოცრად. და ეს ენერგია გარდასახული ფიქრების წრფელი პათოსია. ადამიანის ენერგეტიკული ველი ძალზედ ძლიერია, მას მთების გადადგმაც კი შეუძლია ერთს და მათი ერთიანობა ხომ საერთოდ სამყაროს დაშლის მარტივ მამრავლებად, მაგრამ ეს მხოლოდ სწორი მიმართულებით მიცემისას. ჩვენი გონება კი გაფანტულია, ბევრ რამეზე გადართული და უამრავი ფიქრი გვიტრიალებს თავში. ეს ფიქრები ჩვენი ცნობიერების ფორმირებას ახდენენ და მთავარ საფიქრალს გვაშორებენ, მაგრამ მთავარი ერთიანობა, ადამიანთა გულების და გონების ერთიანობაა. არა - მარტო. არამედ - ერთად. ეს დაუწერელი კანონი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით და მას შემდეგ არსებობდა, შუმერებში, ეგვიპტეში თუ სხვა უამრავ ერებში... პირამიდები მარტო არ აშენებულა, არცერთი დიდი ტაძრის გუმბათი არ აღმართულა ერთი წყვილი ხელის იმედად. ყოველი ქვა, რომელიც ცას სწვდება, ათასობით ადამიანის საერთო სუნთქვითა და ერთიანი რიტმით არის გაჟღენთილი. ჩვენ ვართ ძაფები ერთიანი ქსოვილისა, სადაც ერთი ძაფის გაწყვეტა მთელ სურათს აუფერულებს... ბაბილონის გოდოლზე - ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ აშინებდა "ზეციურ ძალებს" ადამიანთა ერთიანობა. ლეგენდის თანახმად, ადამიანებმა მხოლოდ იმიტომ შეძლეს ცამდე აწვდენილი კოშკის აგება, რომ მათ ერთი ენა ჰქონდათ და ერთი მიზანი. მათი დამარცხების ერთადერთი გზა ამ ერთიანობის დარღვევა - ენების არევა იყო. ეს მიგვანიშნებს, რომ ერთობა იმდენად ძლიერია, ის ღვთაებრივ წესრიგსაც კი უქმნის გამოწვევას. ომის ისტორიაში რომაული "კუ" (Testudo) ერთიანობის ფიზიკური განსახიერებაა. ცალკეული ჯარისკაცი თავისი ფარით მოწყვლადია, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ებჯინებიან, იქმნება ერთიანი, შეუვალი ჯავშანი. აქ ინდივიდუალური გადარჩენა პირდაპირ დამოკიდებულია გვერდით მდგომის სიმტკიცეზე. მარტო ის უბრალოდ მეომარია, ერთად კი დაუმარცხებელი მანქანა. ბუნებაშიც კი, ხეები, რომლებიც ერთი შეხედვით მარტო დგანან, მიწისქვეშა სოკოვანი ქსელებით (მიკორიზა) არიან დაკავშირებულნი. ისინი ერთმანეთს გადასცემენ საკვებ ნივთიერებებს და ინფორმაციას საფრთხის შესახებ. ტყე ერთიანი ორგანიზმია და არა ხეების გროვა. ეს პირდაპირი დასტურია იმისა, რომ სამყაროს პერიფერიებში ეს კანონი ბიოლოგიურ დონეზეა ჩაწერილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


