შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


17-07-2016, 03:01
ავტორი Pour LOLA
ნანახია 3 812

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ეს გაგიჟება უცნაურია,
ქარიშხალივით მოდის ოცნება.
ახლა გაფრენა როგორ მწყურია
ახლა მწყურია გამოცოცხლება.
თეთრი ოცნება იდუმალია,
ქარიშხალივით მოდის ოცნება
სიგიჟე უფრო ვალია,
ახლა მწყურია გამოცოცხლება

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


მე დავდიოდი შენთან ყოველთვის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
მე დავდიოდი შენთან მარადის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


გულში დარდია და სულში წვიმა
და მთაზე ქარი გაქვავდა სადღაც.
მე შენ გიმზერდი, ეს იყო წინათ,
მას შემდეგ ახლა, არ ვიცი, სად ხარ.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


უკვე დაღამდა, ამოდის მთვარე
და ვიღაც ხარობს შენი შეხებით.
როდის ვიხილავ შენს ციფერ თვალებს
და ჩვენ ერთმანეთს როდის შევხვდებით?

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა
და მე ვფიქრობდი სხვანაირ ბედზე.
ვიღაც ბრუნდება ახლა ვაგზლიდან
და ახღა ვიღაც ადის კიბეზე.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ის კაცი გაჰქრა და ვიღაც არის,
იქ აცილებენ შორეულ ცხედარს.
იქ, სადღაც.ბაღში შეიჭრა ქარი
და სადღაც ბავშვი ეძახის დედას.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


და იქ წუხილი უფრო გამეფდა,
მე სხვანაირი დაღუპვა მელის.
და ასე მიდის ჩემი ცხოვრება,
და ასე მიდის ცხოვრება ნელი.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ისევ მარტო ვარ, ირგვლივ ქარია,
გრიგალი მისდევს ოცნების ხომალდს.
ეს დღე, ძვირფასო, სხვა სიზმარია,
ეს დღე, რომელიც გავს შემოდგომას.
ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს
და წმინდა გული მე შენთან მომაქვს.
ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,
ეს დღე, რომელიც გავს შემოდგომას.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.
და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება.
სადაც მე ვდგავარ, იქ უფსკრულია,
იქეთ არავინ არ იხედება.
ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


ახლა შენ უმზერ იმ ვარდის რტოებს,
წინ გიდევს ჩემი ლექსთა კრებული.
მიგონებ, როგორც უნაზეს პოეტს
და ზიხარ მარტო, ჩაფიქრებული.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


მიცქერი, გული დარდით ამივსე,
არ იღიმები, თითქო დადუმდი.
მე რაც ვიყავი, ისა ვარ ისევ,
და შენ სრულიად გადასხვაფერდი.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


მე შენს გამო სამყარო მინდა..
გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ,
კარს შემოვაღებ...

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..


სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

არა ვარ, მინდა გამოცოცხლება..



№1  offline წევრი ХуЛиГаНка

ძაან მაგარი სიახლეა love

 


№2  offline წევრი Pour LOLA

ХуЛиГаНка
ძაან მაგარი სიახლეა love

მადლობა love

 


№3  offline წევრი noname..

ყოჩაღ მომეწონა

 


№4 სტუმარი nini

კარგია ეს სიახლე wink lol love

 


№5 სტუმარი salo

ყიჩაღ მომეწონა ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent