Love you
ჩემი ამინდები მომენატრა.. წვიმაშერეულს მაინც შემეძლო შენი უემოციო სახის გარჩევა სხვების ნიღბებისგან.. დამაკლდი.. ჩემს სევდიან ღიმილს ვერაფერი შველის შენი ხმის ფრაგმენტების გარდა.. ბოხი ბარიტონი სიზმარივით შემორჩა მეხსიერებას.. ავირიე.. უკვე რამდენიმე დღეა ჩაშავებული თვალებით დავდივარ.. სიცარიელის დამალვას ჩემი თბილი კაშნით ვცდილობ.. ხასიათი შემეცვალა.. თვალები გამუქდა.. უკვე თვეებია სხივები გაქრა ჩემი შავი თვალებიდან.. შემომეფანტე.. დაბრალება დამსგავსება ვერ მოვასწარი.. იანვარი უაზრო ამინდებით დაიწყო.. ახლწელმა მხოლოდ მონატრების არომატი დამიტოვა.. როცა ყველას ძინავს.. ჰო.. ზუსტად მაშინ.. როცა ქალაქი გათიშულია მე ღამის ნახევარს ჩემს აივანზე.. ცხელი ყავით ხელში ვატარებ და სევდიანად ვუყურებ მწკრივად ჩალაგებულ ჭადრებს.. დილაობით ჩემი ფანჯრებიდან ღიმილიანი წყვილების სახეები მოჩანს.. მე მთელი ემოციით ვცდილობ თავის შეკავებას რომ არ ვიღიალო.. ნოემბრის მერე ქალაქს თოვლი არ ღირსებია.. თოვლმა ყველა მოგონება ერთად წაიღო.. მე ჯიუტად ვცდილობ დარჩენილის ჩაბღაუჭებას.. ადამიანებს აღარ ესმით ჩემი ბოდიალი.. არც მას ესმის ჩემი გამქრალი თვალების ემოცია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.