ნაცრის'ფერი გოგონებისთვის
ჩვენ ნაცრისფერი გოგონები ვართ ვეწევით ბევრს და ვსაუბრობთ ცოტას ![]() ვუსმენთ ყველა'ფერს ბრამსიდან კოკერამდე და სულ ფეხებზე ზედა მეზობლის გემოვნება დილით უფერულები ვართ საღამოს მკრთალები ღამით კი ღამით ბნელები ყველაზე მუქი გაგებით ![]() ვსვამთ ყველა'ფერს ერთჯერად ჭიქაში ჩამოსხმული ნემიროვიდან ბარიდან მოწოდებულ ჯეიმსონამდე (უკანა ჯიბეში დარჩენილ რუსთაველის გამოსახულებების რაოდენობას გააჩნია) ვკითხულობთ დიკენსს, ბრონტეს და ოსტინის დარსიზე ვოცნებობთ ![]() და შემდეგ საღამოს პრინცის ნაცვლად მომდევნო დორიან გრეი გვრჩება ხელში ჩვენ ყველაფერი და არაფერი ერთდროულად ვიცით ![]() დღის ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩებით საკუთარი აუტანელი თავის ასატანად ჭიქა კონიაკთან და ერთ ღერ კენტთან ერთად ![]() ნაწილი მარტოსულებს გვეძახის ნაწილი დეპრესიულებს ან უცნაურებს სხვებს ორიგინალურები ვგონივართ არადა ჩვენ ნაცრისფერი გოგონები ვართ ალაგ-ალაგ შავი კოპლებით ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.