შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედის სიყვარული განუმეორებელია


3-03-2018, 00:20
ავტორი Mzika
ნანახია 15 595












დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს, დედა ხელით ატარებს შვილს ვიდრე ფეხზე დადგება, დედა გულით ატარებს შვილს, შემდგომ, მთელი სიცოცხლე.






ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა.







ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას.





დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა, ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ ხელებზე.
ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს – ესაა როგორ თანდათან გვიბერდება დედა.









ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით.









ადამიანები მუდამ იქნებიან ისეთნი, როგორებადაც მათ ქალები ქმნიან, ამიტომ თუ თქვენ გსურთ შექმნათ დიადი და სათნო ადამიანები, შთააგონეთ ქალებს, თუ რა არის სიდიადე და სათნოება.



არ არსებობს იმ დონის სულელი ადამიანი, რომელიც კარგმა აღზრდამ უკეთესობისაკენ არ შეცვალოს.


აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა, პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს.
აღზრდა არის ხელოვნება, რომლის სრულყოფა მრავალ თაობაში მიმდინარეობს.
თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უნდა მოექცე.

„დავკარგე შვილი“, - დედა ტიროდა, -

ჩასდევდა მოთქმით მდინარის კიდეს;

არ დარჩენილა ხმელეთზე კუთხე,

რომ არ მოევლოს, ან არა ვლიდეს.

ზეცას ვერ მისწვდა, თუმცა დაკარგულს

თვალებით ეძებს ვარსკვლავთა შორის.

ახლოს არ არის, ცამდე შორია -

ამითი გულზე ნაღველი მოსდის.

- თავს რაზე იკლავ? - სხვამ დაუძახა, -

ცხრა კიდევ დაგრჩა, ნუთუ არ კმარა?

- ხომ კმარა, მაგრამ მკვდრისა ალაგსა

ცოცხალი გულში დაიჭერს განა?!

მას როდი ესმის, რას ეძახიან,

მისდევს მდინარეს პირის ხოკითა,

ვინ დააბრუნებს იმას უკანა,

თუნდა დააბან ასი თოკითა?!

იარა ბევრი… ზღვას მიაღწია

და შეუდრკელად გადვარდა შიგა;

ზღვამ ხელი არ ჰკრა: აქ ნუ მოხვალო,

ზვირთებმა ზღვისამ უფსკრულს დალიკა.

იქაც ეძია და დღესაც ეძებს,

მინამ არ ჰპოვებს, არ დაბრუნდება…

ასეა ყველგან, საცა დედაა,

ასეა ყველგან დედის ბუნება.

ზღვათა მეფემა დარბაზს იწვია

დიდის ზეიმით და ამბით ისა;

ზღვნად მას მიართვა თავის სალარო,

გადაუშალა თავისი ქისა.

მტირალი დედის მოსალხენადა

მოიპატიჟა მნათობნი ცისა.

ისეთი ლხინი და მასპინძლობა

კაცთაგანს ნუთუ გენახოსთ ვისა?..

მგლოვარე დედას ვერ უსალბუნა,

იმას უფროცა ცრემლები სდისა…


შვილმაც იტირა მკვდარი მშობელი,

მჭმუნვარე სახით სამ დღესა ვლიდა;

მეოთხესა სთქვა: „ჭმუნვით რას ვშველი,

ბევრის ნაღველით და ცრემლის ღვრითა?!“

მეხუთეს დაჰკრა ბუკს და ნაღარას,

ლხინი მოძებნა დარდის წამლადა,

შესანდობარსა დედისას ჰსვამდა,

დარდს მას ატანდა მტვრად და კვამლადა.

მხოლოდ ფიცის დროს დედის სულს ჰფიცავს,

თუ არა ჭირს-რა - სიმართლისადა;

თუ გაუჭირდა, არ ეზოგება

მშობლისა სული თავის ხსნისადა. ვაჟა ფშაველა



№1 სტუმარი სახელი

საყვარლობა ფოტოებია

 


№2  offline წევრი Ninuca)

კარგი იყო <3

 


№3  offline მოდერი Marry Amm

Mაგრებოა დზალიან

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

შვილის თვალებში მზე თუ იცინის დედისთვის მუდამ გაზაფხულია

 


№5  offline წევრი mariam m.k

Momewona yvelanairad shedevri iyo ?!?!

 


№6 სტუმარი Rhachel

You really make it seem so easy with your presentation but I find this matter to be actually something บาคาร่าออนไลน์

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent