შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა


14-10-2016, 12:24
ავტორი desktop
ნანახია 2 962

მხ/ფ. არასერიოზული კაცი

- მართლა წერდა გიგუშა ლექსებს?
- ვინ არ წერდა..
- შენ?
- მე...
- ის, ჩვენი მეზობელი რომ არი, დარია თუ ავდარია, აი მაგისთანების წყალობით მოვხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში, ხოდა 30 დღეც იქ ვბრძანდებოდი. ხო კიდე რა უნდა მეთქვა, აი ის შემხვდა ''ეე როგორ მიყვარდა..'' ხო გახსოვს ლილი?
- ჰო.
- შენ კიდე მეუბნები ცოლი მოიყვანეო, კარგი რა.

***

- რა უბედურება გავუჩნდი ამ ქვეყანას ა? რა გავუჭირვე საქმე. ჩემო თინა ტყვილა დაგტანჯე, შენც მნახე რა ადამიანი, ვისთვისაც ღირდა ამდენი ლოდინი, ეგ არაფერი..
ვინა ვარ მე? რატომ ვარ? რისთვის ვარ? შენც დაგტანჯო? კიდევ ცოდვას, ცოდვა მივუმატო?
- ამსთვის მოხვედი?
- რავიცი, შენ გაგიმარჯოს. წავედი... ნეტა სახლში არ დამხვედროდი.

***

- მაგასაც ჩემსავით არ აეწყო ცხოვრება, გული ვერაფერს დაუდო ბოლომდე, რამეს რომ ბოლომდე მიჰყოლოდა, სხვაზე ნაკლები არ იქნებოდა… მე ხომ ვიცი, რომ ბევრ რამეს ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი უცხო იყო მისთვის..

***

- გამარჯობა ნიკო.
- გამარჯობა. ხომ არ მოგეხმარო?
- არ არის მძიმე მადლობ. ეს ძაღლი შენია?
- ეხლა გავიცანით ერთმანეთი.
- შენ არ იცვლები ნიკო. კარგად იყავი.

- ეეჰ, ჩემო მეგობარო, შენ არ იცი როგორ მიყვარდა ეს ქალი..


მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა


მხ/ფ. მონანიება

- ესეიგი მიცვალებული საფლავიდან ამოიღეთ?
- ამოვიღე.
- აი ეს არის დანაშაული, თვითონ ფაქტია დანაშაული.
- დიახ, მე ამოვიღე მიცვალებული საფლავიდან მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.
- დაბრძანდით! მე გთხოვთ დაბრძანდეთ და დაიცვათ სასამართლოს წესი და რიგი.
- სასამართლო უკვე შედგა, განაჩენიც გამოტანილია.
- დაბრძანდით!
- ვიდრე სული მიდგას, ვარლამ არაბიძეს მიწაში არ გავაჩერებ. განაჩენი საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ვინაიდან განგებამ გამოგვიტანა ორივეს, მეც და მასაც.
სამჯერ კიარა, სამასჯერ ამოვთხრი.
- დაბრძანდით.

***

– ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?
– ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს?!
– ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.
– არა? მაშ რა საჭიროა იგი? რისი მაქნისია გზა თუ კი იგი ტაძართან არ მიმიყვანს?'

მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა


მხ/ფ. თეთრი ბაირაღები

- ლიმონ, მე მგონი ქვეყანაზე ყველაზე დიდი გამოგონება მაინც ქალია. რას იტყვი?
- მე მგონი ხო.
- ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამივე თავისუფლების სათავეა. დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სათნოებასა და ძმობას გამოხატავდა. ოცი საუკუნე იქეთ და ოცი საუკუნე აქეთ თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან. ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი ვეებერთელა თეთრი ბაირაღი.
- არ გძინავთ ძია ისიდორე?
- არა მძინავს.
- თქვენ რაღა მოგივიდათ.
- მოკლული მელანდება შვილო.
- ხუმრობთ ძია ისიდორე?
- ვხუმრობ კიარა, კიდევ რამდენიმე ღამე და მოვკვდები.
- რას ამბობთ ძია ისიდორე, სიკვდილამდე ჯერ გრძელი გზაა.
- ყველაზე გრძელი გზა ის არის დევდარიანო რომ წახვალ და უკან ვეღარ დაბრუნდები გაიგე?
- ვერა.
- საწყენია.

***

- სამართალში მიცემულო სალარიძე! სამართალში მიცემულო სალარიძე! ძია ისიდორე, თქვენ გეძლევათ საბოლოო სიტყვა.
- მე საბოლოო სიტყვა არა მაქვს. მე მაქვს თხოვნა. 5 თვის წინ ვაშლოვანის ქუჩა ნომერ 54-ში, მე დავტოვე კუბოზე დამხობილი 2 ადამიანი: ჩემი ქალიშვილი ნათელა და შვილიშვილი მეგი. ბიჭებო დედას გაფიცებთ, გაფიცებთ ყველაფერს თუკი რამ საფიცარი გაქვთ ამ ქვეყანაზე, თუ გეღირსათ აქედან გასვლა, მიმიხედეთ იმ ორ ადამიანს.

მოკლედ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა


P.S. სვეტიცხოვლობას გილოცავთ.



№1 სტუმარი ემი

ძალიან ვისიამოვნე....

 


№2 სტუმარი ალექსი

საინტერესო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent