შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც მოვიპარავდი (რამდენიმე სიტყვა ალუდაზე)


13-03-2018, 10:52
ავტორი magdamargia
ნანახია 4 067

"შავ არაგვზე ამაყია შენი სული
როშკის ტბებზე კრიალა გაქვს თვალები..."
***
"თუ აქ არ ხარ და ამ სივრციდან სადღაც წახვედი აქ მეყოლები ჩემებურად ჩემო ალუდა "
***
"ჩემი სიზმრების სტუმრად იქეცი
ცხადში კი ნატვრად გადაიქეცი ...."
***
"ასეა ძმისგულო
წახველ და მას შემდეგ ,
დილის მზე არხვატში
შენი ხმით ამოდის..."
***
"შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს ...შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა ... ! "
***
"წარსული კაეშნად გროვდება, მივნატრი შენს წარბებს, წამწამებს, უმთოდ და უშენოდ ცხოვრება, მაწამებს, მაწამებს, მაწამებს..."
***
"გაწვიმდი… გათოვდი… გამოიდარე… ოღონდ მოდი! მოდი და თუნდაც წვიმის შემდეგ მიწის სურნელად. ოღონდ მოდი"
***
"ოცნება მქონდა ქვაზე ვაზი ამომეკვეთა, ამ ქვაზე ახლა ძმაკაცების სახელებს ვაწერ."

დავით ტყეშელაშვილი
***
" და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ - არა!.. "
გიო საჯაია
***
" რომ შემძლებოდა დავარქმევდი ქუჩას შენს სახელს
და ამ ქუჩაზე დავიდებდი ბინას, სამყოფელს,
მე რომ შემეძლოს ვიყვირებდი ყველგან შენს სახელს
და აგინთებდი ჩაუქრობელ ხსოვნის დიდ სანთელს..."
***
"ამ დედამიწას ნაფლეთ-ნაფლეთ როგორ დავხევდი,
ალბათ ამის თქმა ზედმეტია, წერაც არ უნდა,
თუ აქ არ ხარ და ამ სივრციდან სადღაც წახვედი
აქ მეყოლები ,ჩემებურად ჩემი ალუდა ... !! "
***
"გიტარას დააწყდა სიმები,
მდუმარედ გიხმობენ ალუდა,
მთებმა მაიხვიეს ნისლები,
უშენოდ მზის სხივიც არ უნდათ."
***
"ჩემი ნება რომ ყოფილიყო, დაგმარხავდი აჩეჩილი თმით და ჯინსებით. ამიტომაც მჯერა დღემდე: ის, ვინც აწიეს და ატარეს, ბოლოს კი დაფლეს, უცებ გაზრდილი ვიღაც კაცია. ის, ვინც მომიკლეს – პატარა ბიჭი. ზაფხულის სამ თვეს ძველებურად ჩვენთან ატარებს."
***
"მაგრამ...
გათენდება!!
მაინც გათენდება!!
რწმენა გაბევრდება,დარდი გაძნელდება !!
მაინც ამღერდება !!
იქაც ამღერდება !!
სივრცეს ახმაურებს თავის სიმღერებით !!
ზეცას გაანათებს, ღრუბლებს ჩამოადნობს მთებში გაბნეული მისი სიმღერები !! "
***
"ერთად ავუყევით როშკას,
„არხვატს მივდივარო ძამი“.
ახლა, კი ვიხსენებ როცა,
უღვთოდ გარინდულა ჟამი.
"უნდა წავიდეო მორჩა",
არც კი დაგვილიე სამი.
„კიდევ შავხვდებითო ერცხვას“.
მახსოვს, რომ დამპირდი ძამი.
მე კი, სიცოცხლისა შემრცხვა.
არხვატს გაყინულა წამი..."
(ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას)
***
"კიდევ მრავალჯერ გამოიდარებს
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად
კიდევ ამოვა ვარდი გვირილა
მაგრამ ვაი რომ შენ აღარ მოხვალ"
***
"სევდამ მომგვარა შენმა სიშორემ
და გამიჩინა გულში იარა.
ეჰ.ნეტავ ეხლა შენს გვერდით ვიყო
სხვა არაფერი მე არ მინდა რა."
***
"შემინდე ძმაო ,
მე ვხარჯავდი დღეებს და ფრაზებს,
რატომ მეგონა ეს ცხოვრება იყო მარადი ,
ახლა ვზივარ და ეკლით ვითხრი ნაღმერთალ თვალებს ,
რომ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც მოვიპარავდი ....."
გიორგი არაბული
***
"ღმერთი არა გწამს ?! ... ადექი ძმისავ ,
მოდი და ჩემთან ერთად იარე ,
ეს მიწა შენიც ხომ არის , ... ვფიცავ ,
მარტო ვერ ვზიდავ ამდენ იარებს ."
***
" არ ვცნობ უშენო ყოფის ქარტიებს,
ღამე წარსულის მზით გავათიო!..
ერთი გაბუტვა არ მაპატიე
და მე სიკვდილი რით გაპატიო?! "

***
"დრომ სატკივარი შეკონა ძნებად
ახლა ვარ ჩუმი და ფერმიხდილი
გათავდა ალუდ ჩვენ ვრჩებით ძმებად
არვინ მიხსენოს შენი სიკვდილი..."

დავით ტყეშელაშვილი
***
,,სიკვდილის არ მეშინია,
მოვიდეს,აბა რაუნდა,
იქ თუ წამიყვანს,სადაც მყავს,
ჩემი ერო და ალუდა,,

დავით ტეშელაშვილი

***
' შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე,
შორს გაფრინდები, ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა, ალბათ, საფლავზე
და თუ ოდესმე, ერთხელ მაინც მოგაგონდები,
მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე. '

გიორგი მახარობლიძე
***
"ცაში არ ცივა ჩემო ალუდა?!
გიამბობს ამბავს ხეები ჭადრის.. ?!
ანგელოზები გარს გახვევიან ?
რომ დააბიჯებ ბაღში ედემის .
იცი?! უშენოდ ძნელია ყოფა..
სიცოცხლეს სიკვდილ დაუდგა მოძმედ..
გაუსაძლისდა შენი არყოფნა...
ყველას ატირებ, ყველას ატირებ.
ჩვენ გვჯერა ყველას დადგება დარი...
შენთვის ილოცებს ლაშარის ყმანი ..
საფიხვნოს თავში იჯდები მარად
ქეთელაური მთის საჩუქარი.
შენ გააცოცხლე პოემა ვაჟას
და გადალახე საზღვარი ბედის ..
ჩემო ჯონათან იფრინე ლაღად..
დარჩები ჩვენში ამაზე მეტი
ასეთი იყო ხევსური ბიჭი..
ამოუცნობი , იყო ალუდა.
მადლობა უფალს,მადლობა უფალს..
რომ თავი შენი ჩვენ გვიწყალობა"...
***
"მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს ,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია..."
***
ალუდას ...
სიმღერით ვინღა ააღელვებს ასის ღელესა,
დასწყევლოს ღმერთმა, ყველა ღრძო და შურის მთესავი,
ვერც ახლებს და ვერც მივიწყებულ იმ სიმღერებსაც,
აწი ვერავინ ვერ იმღერებს ძმაო შენსავით.
არ მიკვირს არც ეს ფანდური და ქნევა სატევრის,
გიტარას როგორ ათქმევინე „ჰაი დედასა“ ,
ბევრს ვუყვარვართ და ამიტომაც ბევრი გვყავს მტერი,
მათ რომ შეეძლოთ მოგვიკლავდნენ ხელოვნებასაც.
ვიყავით თუმცა მშვიდები და მაინც აგვრიეს,
ეს მაშინ მოხდა შინ, რომ ვეღარ მიხვედი იმ დღეს,
მას მერე ჩვენი საღრეობო ტაბლის მაგიერ,
მუხლებზე შენი სიმჩამწყდარი გიტარა მიდევს,
რომელიც ჩემს ტვინს ფიქრებისგან გლეჯს და ოთხად შლის,
იტაცებს შერლი,ხან ტაბიძის თოვა იების,
ზოგჯერ კი თითქოს თავისითაც უკრავს ოთახში,
როცა ხმა ესმის არწივების და თოლიების.
სიმღერით ვინღა ააღელვებს ასის ღელესა,
დასწყევლოს ღმერთმა ყველა ღრძო და შურის მთესავი,
ვერც ახლებს და ვერც მივიწყებულ იმ სიმღერებსაც,
აწი ვერავინ ვერ იმღერებს, ძმაო შენსავით...
ჯარჯი შუქიაური
***
"აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მღლიან
ბავშვობის ხანა დაიჩემეს სიზმრებმა ბინდად..
ვეგარ ვიხსენებ იმ გოგონას სახელს უცნაურს,
მე რომ მიყვარდა იქ... წარსულში... საოცრად წინათ
ახლა რა ხდება ჩემ ქუჩაზე, ნეტავ თენდება?
ალბათ ქვაფენილს მოფენია წითელი ვარდი,
ახლა ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ლოცავს
და არ აშინებს არეული, შეშლილი მარტი..
როდისმე, გულით კიდევ მოგისმენ..
საყვედურსაც მოგითმენ
სიმღერასაც მოგიმღერ...
დაა მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშს მეეე...
და ამ ლამაზ მოტივზე
მოვალ როდისმე!...
აქაურ ხეებს არ ჩურჩული არ შეუძლიათ
არც ეს ბუჩქები ინახავენ პირვანდელ კოცნას
გულის სიღრმეში მეშინია რომ უცაბედად
არ გათენდება და ერთ დილით მზე არ ამოვა
ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე, ნეტავ თენდება
ალბათ ქვაფენილს ამჯობინეს რუხი ასფალთი
ალბათ ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ტირავს
და არ აშინებს არეული შეშლილი მარტი..."
***
ალუდას
ვიცი ერთხელაც დაბრუნდები ლაღ სიმღერებით,
ერთხელაც ლექსად ამოხეთქავ მიწის გულიდან,
ცრემლები მაღრჩობს,მეჩხირება ყელში ბგერები,
ხევსურის ბიჭო,უშენობამ გამაგულისა...
ახლა ვინ იცის,რა ტკივილს და დარდს ატარებდი?
ვინ იტყვის ახლა,რა ნაღველი გულში გიდუღდა?
მე,უცნობმა ძმამ,მოგიძღვენი ლექსის ბწკარედი,
მაგ გულთან ერთად,ჩემი გულის ძგერაც მიჩუმდა...
და მაინც ალუდ,ნუ იტყვი,რომ შენ ვერ მიცანი,
მაშ რატომ გნატრობს ასე მწარედ გული სამიწე?
თუ ამ კუზიან,ცრუ სოფელში ვერ გაგიცანი,
როცა მანდ მოვალ,მოგძებნი და ძმობას გაგიწევ...
ზვიად მექვაბიძე
***
"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...
ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება.."
***
ალუდას

"რა დაგიწერო?
შენი არ ყოფნის არ ნაცნობი ტკივილი რომ ვთქვა?
იმდენი ლექსი აგიკინძეს მთებმა მძივებად,
რომელ ტკივილზე გესაუბრო - ზეცაც კი მოთქვამს,
საქართველოჲს ზეცა ტირის! -
ეპატიება?
შენი არ ყოფნა "თამარას" და "ქუჩის ნაპირებს"?
არხოტის თავზე შემოხვეულ ბინდის მანტიას?
მე ამ ცხოვრების არაკაცი დედა ვატირე!
თორემ სიკვდილზე კარგად ყოფნა რა სანატრია?!
მე რა გიმღერო, გაღმა ნაპირს მღერით გახვედი,
(სულეთს მუცალი შეგეგება ხელმოუჭრელი),
გაღმა გახვედი, ქარონის ნავს მღერით არხევდი,
სად მიდიოდი?
რად მიდიოდი?
გვტკივა ტვინის ყველა უჯრედი,
ყველა ნერვი და ყველა ძარღვი,
ყველა ამო- და ჩანასუნთქი ჰაერი გვტკივა.
გვცივა კი არა, გვეყინება თვალის გუგები.
სად მიდიოდი?
რად მიდიოდი?
რა გზას ედექი?
რა გზა შეგდგა მკერდზე ფეხებით?
შენ ცოცხალი ხარ - მხოლოდ მაშინ დაიღუპები,
როცა შენს საფლავს ასე აღარ შემოვეხვევით.
"პატარა მარის" არ ვიმღერებთ, როცა "როდისმე"
აქაურ ხეებს დასცილდება, "მუცოს გოდება"
ჩამოიშხნდება, "აპარეკას" აღარ მოვისმენთ
და არხოტივნებს ჴმლის ვადანი დაგვიობდება.
რაღა გიმღერო, უხმოდ მივდევ ქუჩის ნაპირებს,
ღამის უკუნი მახვევია მხრებზე მანტიად,
მე ამ ცხოვრების არაკაცი დედა ვატირე,
თორემ დღეს შენი ჩვენთან ყოფნა რა სანატრია?!"

თორრნიკე ნაროზაული
2013წ. 11 ივნისი

***
"გული მეყინება - 11 ივნისი,
სულიც გაფრენას ლამობს,
ამ დღეს აფრენილა სიცოცხლე ხალასი,
შენ სახელ რომ ჰქვია ალუდ.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა,
თითქოს დაფლეთილა ზეცა,
ეს დღეც გამითენდა,
თუმცა ძრიალ ვნანობ,
დღეს ხომ 11-ია, შემრცხვა.!
ალბათ ცა იტირებს,ცრემლად დაიღვრება,
მთაშიც ჩამოწვება ბინდი,
11 ივნისია , ეს დღე საზარელი,
ცად რომ გაგვიფრინდი ბიჭი....,

როგორ გაცუდდა ეს დღე ალუდა...
ცისკენ გაფრინდა შენზე ფიქრები,
არ დაგივიწყებს ერი ქართველი
ჩვენში იცოცხლებს შენი რითმები...
ისევ იტირებს შენი ,, თამარა"
და სიკვდილამდეც შენ ეყვარები,
ცაზე გამოჩნდი ჩემო ალუდა
დედამიწის ქვეშ რად იმალები.
,,პატარა მარი" დაგეძებს ალბათ
შენზე ფიქრებში გაივლის ღამე,
შენს მოლოდინში არ ძინავს დედას
მოდი ეზმანე,უთხარი რამე...
ცისკენ გაფრინდით შენ და ,,ჯონათან"
მჯერა იპოვე ქრისტე უფალი,
მუდამ ფრინავდი სივრცის გადაღმა
ახლა ღმერთთან ხარ თავისუფალი!!"

***
ღიმილის ბიჭები
"ზეციდან გაგვიღიმეთ ღიმილის ბიჭებო
თორემ სიბნელე გამეფდა არხოტში
ყველას ენატრებით ღიმილის ბიჭებო
ერთად გაიზარდეთ მთის ლამაზ წალკოტში
უდროოდ წახვედით ღიმილის ბიჭებო
ავ კარგი ვერ გაიგეთ ამ ცხოვრებისა
ხევსურეთს აკლიხართ ღიმილის ბიჭები
მამულის გმირებო , შვილებო ქვეყნისა !! "
***

"* ჰაი ერეკლევ,ცივ მთების გულს დაკრულო მჯიღო*
თვეები გადის,დრო მიდის და არცარა ფიქრობს,
ბედობა დილა გაგვითენე ისეთი მწარე,
ვიხსენებ ახლა,გარეთ წვიმს და მეც ალბათ მწარედ...!
როგორ ხარ ნეტავ?! ალბათ კარგად,ხევსურო ბიჭო...
არხვატს ასაში გაყინულა სამართალ მთების,
როგორ გაგიყო ჩემო ძმაო გულიდან სითბო,
იქნებ გიშველო, იქნებ გულში სინათლემ ინთოს..
გასულა დრო და ალბათ კიდევ რამდენი გავა,
შენ ხუმრობაში წამოგცდა და აგიხდა მერე,
ახლა იმავე სიტყვებისთვის ეშმაკსაც ვფარავ,
შეკითხვა ჩემიც ასეთია, შემდეგ ვინ წავალთ ?!"
(ერეკლე ჭინჭარაულის ხსოვნას)
***
"შემოდგომაზე დაბადებულხარ,
მაშინ როდესაც ფოთლები ცვივა,
როცა მიდამოს თბილი სურნელი ,
სიოს სურნელი გარს შემორტყმია.
შორსა ხარ მაგრამ, ახლო ხარ მაინც,
ყველაზე ახლოს ხარ ჩემთან გულში.
წახვედი მაგრამ ,მაინც დარჩები..
დარჩები ჩემთან შენ გულის გულში..
და ახლოვდება მალე თხუთმეტი..
მალე თხუთმეტჯერ დარეკავს ზარი..
თხუთმეტ ნოემბერს დაბადებულა
ქეთელაური, მთის საჩუქარი.."
***
"მე ჩემს ბიჭს შენს სახელს
დავარქმევ უეჭვლად
თვალის ფერს ქალების
საკოცნელს გავუხდი,
ვაჟკაც სულს ჩავუღვრი სულში
და ძარღვებში
გამოზრდილს დილამდე უძილოდ
დავუცდი.
მე ჩემს ბიჭს შენს სითბოს
ვარგუნებ ჯილდოდ და
სიყვარულს ვასწავლი ჩუმსა და
გამოცდილს,
უსიტყოდ ლაპარაკს მივაჩვევ
როგორც ჩვენ
სიტყვების მაგივრად მზერით რომ
ვართობდით.
შენს ღიმილს საკუთრად გავუხდი
პატარას
შენს თითებს მძივებად ავუწყობ
ხელებზე,
ზეცას დაიხურავს საბნად და
მიხვდება
მისი ცა მეტია ; მეტია ფერებზე.
ცხოვრების სიღრმეებს სხვა
თვალით შეხედავს
სიმღერად ააწყობს დღეების
ტკივილებს,
გულის დარდს გადმოღვრის
ფურცლებზე კალმით და
იმ ქალის სიყვარულს ლექსებით უჩივლებს.
მე ჩემს ბიჭს ბიძობას ვარგუნებ
შენსას და
ამაყად დაივლის
ჰორიზონტს,ქარაფებს,
ის შენი სისხლით და გულით
იარსებებს
ცოტა თუ გაუგებს აი ეგ
მადარდებს.
ეს წლები გარბიან ოხერი
სისწრაფით
სიმწარემ თვალების სინათლე
გაგუდა,
და მაინც, ვაპირებ ვაპირებ
უეჭვლად
მე ჩემს ბიჭს სახელად დავარქვა-
ალუდა"
თამუნა ქეთელაური
***
"შენი საფლავიდან მიწა მოვიპარე,
სულ ცოტა, რასაც ძლივს შემოვწვდი თითებით,
დაღამდა თუ არა გულზე მოვიყარე,
ამაღამ ორივე მიწასთან ვიწვებით.
გგონია გავცივდი?მიწა გავაცხელე,
ტალახად ვაქციე დაქცეულ ცრემლებით,
ღამე გავათენე საოცარ სიმშვიდით,
ორივე ერთნაირ ზეწარს რომ ვეხებით.
ოღონდ ესაა რომ მე ისევ აქ ვრჩები,
შურის და ღალატის წუთიერ სოფელში,
შენ კი არ მომიკვდი,შენ სიკვდილს გადარჩი,
რადგანაც ყველაფერ მიწიერს მოეშვი.
მე სულ გელოდები,ერთხელაც იქნება,
მომკიდებ ხელებს და ზეცისკენ წამიყვან
- შეხედე ალუსი სიცოცხლე იწყება! -
მეტყვი და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან.
და ისე დავიწყებთ არავინ დაგვითვლის
ბროწეულისწვენში გადახდილ კაპიკებს,
მე ვიცი,სუყველა ტკივილი გაივლის,
ყველა ტანჯვისათვის უფალი გაიღებს.
შენი საფლავიდან მიწა მოვიპარე,
ქვაზე რა ლამაზი სახელი წერია,
განა მართლა ვქურდობ,ისე შეგიყვარე
ეს მიწაც ჩემია,
საფლავიც ჩემი"
***
დედის ნათქვამი
"თითო დღეს თითო ნაოჭად მექეც,
სულ დამიღარე სახე უძრავი,
ტკივილმა დამხრა... თან მიხარია,
კანით შეგიგრძნობ დედა, გულმკვდარი.
თმაში თოვლის თეთრ ბილიკებს ვხედავ,
რარიგ ნაცნობი ნატერფალია,
გათოშილ სუნთქვას რბილად შემახებ..
- მამიხველ ნუთუ?
კვლავ სიზმარია...
ხელებზე დიდრონ ბებერებს ვუცქერ,
არ მენანება, ნაჯაფარია,
ხელებით გზარდე... თვალ დაგიხუჭე...
ხელებო, მიწამც დაგეყარიათ!
შენი თმა, სუნი,ღიმილი, ტანი,
თითნი, სიმებთან ნაომარია...
თავს გადებ... ლოყით გულის ძგერას ვგრძნობ,
მიწის ქვეშ ფეთქავ... საოცარია!
რკინის ქალამნებ უნდა ჩავიცვა,
ვეფხის დედასთან წასავალია,
სამძიმარ ვუთხრა... ისიც ვახარო,
ჩემ მზიან ვაჟიც შენის დარია!..."
***
" ამ თემას მე ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, რატო და სიყვარული და შეყავრებული მე ცოტა სხვაგვარად მესმის... ალბათ გადავწყვეტ რომ მყავდეს შეყვარებული მაშინ როცა დავაპირებ შევქმნა ოჯახი... და მანამდე რაღაც ეს ურთიერთობა ჩემი აზრით რავიცი უფრო ბავშვურ თამაშს მაგონებს რა.. სიყვარული რავიცი ჩემი გადმოსახედიდან, შეიძლება ჩემსავით არავის არ შეუძლია, მე როგორც შემიძლია... არა ისე,,, საერთოდ. უბრალოდ ის არის რომ ვერ ამირჩევია რა.. ერთი ის მახსონდება სტრიქონი, ჩვენი ძმაკაცის ბიძა არის პოეტი და იმას დიდი ლექსი უწერია და მახსონდება ორი სტრიქონი რა, ცოლი არ ჰყავს დღემდე და " ვერც ქალი ვნახე, რომ ჩემი ბოკვრები გამოეზარდაო" და... "
ალუდა ქეთელაური


***

,,ხანდახან ბავშვივით უნდა გიყვარდეს, ხანდახან ბავშვივით უნდა გატუტუცდე, ხანდახან ბავშვივით უნდა გეწყინოს და მალე დაგავიწყდეს რა. და ხანდახან უნდა მოიქცე გიჟურადაც რა..."
ალუდა ქეთელაური

***
მარტივად ვერ გეტყვი. ვარ მხიარული უფრო, ცოტა გიჟიც, ცოტა რომანტიკოსიც, მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები.
მიყვარს მწვანე ჭიქიდან დალევა ყველაფრის. ცაცხვის ყვავილის სუნი მიყვარს წვიმის შემდეგ, მიწის სუნიც მიყვარს. მწვანე არ ვიცი, გემრიელად ვსვამ უბრალოდ. ნაცრისფერი მიყვარს ისე მაგრად. ყველაფერს ვერ მოგიყვები ასე უცბად…. კითხვა მიყვარს კიდე, უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებების. ხო, დამავიწყდა. მზის ამოსვლის და ჩასვლის ყურება მიყვარს მაღალი ადგილიდან, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს…
ალუდა

***
" ის ტიპი არ ვარ ვინც მუსიკაში და სიმღერაში კომერციის გარდა ვერაფერს ხედავს , ანუ ჩვენი მიზანი ხარისხიანი მუსიკის კეთებაა მხოლოდ , მერე პოპულარობა თუ მოვა მოვიდეს თავისით , საწინააღმდეგო არაფერი მაქვს , ის კი ვიცი რომ ვერანაირი მდგომარეობა ვერ შემცვლის რა , მაშინაც სოფელში გაზრდილი ბიჭი ვიქნები და ეხლაც ეგრე ვარ , არც არავიზე მეტი ვარ არაფრით და არც არავიზე ნაკლები რამით . ადამიანები მართლა არ იცვლებიან "
ალუდა ქეთელაური
***
ერთი ადამიანი არ შემხვედრია ისეთი, ვინც ისეთად მიმიღებდა ბოლომდე, როგორიც ვარ. ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდე ჩემნაირი ვარ და რა ვქნა, არაფრის გულისთვის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები…
ალუდა ქეთელაური
***
მე ვხედავ როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება როცა იმათნაირი არ ხარ, ვხედავ გაკვირვებულ სახეებს, ბევრ რამეს ვამჩნევ და ჯერ სად ვარ...
ა.ქეთელაური
***
"ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე."
ალუდა ქეთელაური
***
" გახსოვს "ჭანჭლებ", სულ სხვა რამეზე ვსაუბრობდით,უცებ მომიბრუნდი და მითხარი: დავითა, ორ ადამიანის რომ ერთმანეთის მსგავსი სიყვარული ჰქონდეს ,ამისათვის ნახევარი სიცოცხლე სჭრდებათ ხანდახან და ჩვენ ორი დღეც გვეყოო. ალბათ ჩვენ აქამდეც ვიცნობდით ერთმანეთსო.არადა სულ ახალი დაწყებული გვქონდა მაშინ მეგობრობა.ახლაც თალებში მაქვს,რა დამავიწყებს შენს ამ სიტყვებს და შენს სახეს ჩემო ძმაო.მერე კი რამდენი რამ გადაგვხდა ერთად. მე რომ ვმღერივარ განა მართლა გულს ემღერებაო .... ერთხელ წამოგცდა.
აბა რა ვთქვა ძმაო, შენ არაფერი დამიტოვე სათქმელი."
დავით ტყეშელაშვილი ალუდაზე
***
"წლები გადის ჩემო ალუდ შენ არ მავიწყდები უკვე 3 ტკივილიანი წელი გავიდა უშენოდ მე კი ისევ ძველებურად მტკივა უშენობა , მენატრები ალუდ მენატრება შენი ხმა სიცილი აუ როგორ მენატრები , დრო ტკივილებს კურნავსო მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა რაც დრო გადის უფრო და უფრო მტკივა უშენობა ნეტავ შემძლებოდა შენს სიკვდილსაც მოვიპარავდი ჩემო ალუდა ჩემო იმედო შენ მუდამ იცოცხლებ ჩემს გულში მინდა ეს იცოდე , ჩემო დიდო ტკივილო მიყვარხარ და მეამაყები ჩემი გულიდან არასდროს წაიშლები ჩემი ფიქრები მუდამ გინატრებს , არ ვიცი უშენობით გამოწვეული ტკივილი როგორ გადმოვცე ბევრს ვეღარაფერს დავწერ მიყვარხარ და მეამაყები ალუდ ...........
........ ალუდა იყო
........ ალუდა არის
...... ალუდა იქნება
ალუდ უშენოდ უკვე 3 წელი 1 თვე და 13 დღე გავიდა .. უშენოდ ჩავლილმა დღეებმაც სულ ასე უღმერთოდ იარეს ..."

***

"დღეს მოკლედ გეტყვით ალუდა ქეთელაურის შესახებ ,,მცირე რამ ალუდას შესახებ"
“თმიანი დაბადებულა ვაჟა, გრძელი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული. უთქვამთ “ნაწილიანიაო”,”ღმერთთან წილნაყარიაო”.
ასე იყო ალბათ დაწერილი, ხორცით უნდა გვემულიყო. ბოლოს კი, ამქვეყნიური მისიის შესრულების შემდეგ, თავისივე პირით უნდა ეთქვა ცოდვილი ქვეყნისათვის: “მე ავიწიე ზეცადაო” და… ამაღლდა….
ეს რომ წავიკითხე ალუდას გიშრისფერი, ხშირი თმა გამახსენდა… მისი განვლილი ცხოვრების გზა, დანატოვარი ჩვენთვის, ჩვენს გულებში და მისი ზეცად გამგზავრებაც… არ ვიცი, ვისთვის– უბრალოდ კარგი ადამიანი, ვისთვის– ერთგული მეგობარი, ვისთვის –ნიჭიერი ახალგაზრდა, მაგრამ ჩემთვის ის ფშაველი ვაჟას ხატება იყო, რომელმაც 1987 წლის 15 ნოემბერს ხორცი შეისხა ხელმეორედ.
როცა პირველად ვნახე ქეთელაური, თვალებდახუჭული თავდავიწყებით მღეროდა:
“რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ…”
მე კი ვიდექი გაოცებული, ვუსმენდი და ვერ გამეგო როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ერთ ადამიანში ამდენი “დასასრული” და დასაწყისი ყოფილიყო…
ვხედავდი სიკვდილ სიცოცხლის გასაყარზე მდგარ უჩვეულო ბიჭს, რომელიც არც მიწას ეკუთვნოდა ბოლომდე და არც ცას და ეს არაჩვეულებრივობა მაკვირვებდა მასში.
განა სასწაული არ იყო სიცოცხლის ნაპერწკლები მის სისხლიან თვალებში?! ან ის სიკეთე, რომელიც მასში ვერ ეტეოდა და მთელ ქვეყანას ჰყოფნიდა…
იცით ვინ არის ალუდა?! მზე შემოდგომისა, რომელიც არასოდეს ჩაესვენება….
“ყვავილი შემოდგომისა” , რომელიც არასოდეს დაჭკნება…
მე ვწერდი ამ ტკივილებზე, ახლა კი სიტყვები დამიმთავრდა და აღარ ვიცი რა ვთქვა… უბრალოდ არ შემეძლო, თქვენთვის არ მეთქვა:
გილოცავ ,შეშლილო ნოემბერო, ალუდა დაიბადა…."
***
"ღიმილით მინდა გაგიხსენო და თვალები ისევ ცრემლებით მევსება. დრო ტკივილებს კურნავსო და უფრო და უფრო მეტად მტკივდება. მე რომ შემეძლოს სულს მოგცემდი ერთხელ კიდევ რომ ამოგესუნთქა. გულს მოგცემდი ერთხელ კიდევ რომ აგტკივებოდა. ჩემს სიცოცხლეს დაგითმობდი შეცდომები თავიდან რომ დაგეშვა. ნეტავ შემეძლოს… სულს მივცემდი ქვეყნად ყველაზე წრფელი თვალები კიდევ ერთხელ რომ მეხილა…"

***
ალუდას მეგობარი :
"ვიღაცამ იკითხა ვინ არის ალუდაო? მას შემდეგ სულ ვფიქრობი, როგორ გამეცნო ალუდა მათთვის, ვისაც არ ღირსებიათ ბედნიერება მისი არსებობის შესახებ მის სიცოცხლეშივე გაეგოთ და მასთან შეხვედრა ენატრათ... ვისთანაც ეს უცნაური ბიჭი არ მისულა. დიახ!მისულა...მან სწორედ ასე იცოდა. იჯექი შენთვის ფიქრებში გართული და უცბათ საიდანღაც, რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს"თემიდან მოკვეთილი ალუდა ქეთელაური" წაგადგებოდა თავს. ხელს გამოგიწვდიდა, გაგეცნობოდა და ისეთ რამეს გეტყოდა საერთოდ რომ გონებაშიც ვერ გაივლიდი... მე პირადად ისიც კი გავიფიქრე, იქნებ მაშინ არ მომკვდარა, იქნებ იარა, იარა თოვლსა და ნამქერს გადაურჩა და ბრძოლისგან ძალაგამოცლილმა ჩვენამდე მოაღწია მეთქი... თითქოს წიგნიდან ამოფრინდნენ ანბაბის ბგერები, სიტყვები, ფრაზები და ერთად შეასხეს ხორცი ვაჟას ოცნებას. ამ კითხვას მეც დღემდე ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს: და მაინც ვინ იყო ეს უცნაური ბიჭი?! ერთი კი ვიცი ბრმა რომ ყოფილიყავი, თვალს აგიხელდა. ყრუ რომ ყოფილიყავი, სმენას დაგიბრუნებდა. გულქვა რომ ყოფილიყავი, გულს გაგითბობდა... არ ცდილობდა... სულ არ ცდილობდა ორიგინალური ყოფილიყო და მაინც სამყაროს თავისი ფერებით ხატავდა. უბრალოდ ასეთი იყო, უბრალოდ ასეთი დაიბადა... არც იმას ცდილობდა ვინმესთვის თავი შეეყვარებინა, მაგრამ შეუძლებელი იყო შენთვის ერთხელ გაეღიმა და არ შეგყვარებოდა. არ შეიძლებოდა მისი გაცნობის შემდეგ არ გადაგეფასებინა, ღირებულებები, ფასეულობები, მიზნები... ოცნებებიც კი... დაბადებული იყო იმისთვის რომ ემღერა... არა! უბრალოდ კი არ მღეროდა... ის მუსიკით, ნოტებით სუნთქავდა.ღმერთისგან ბოძებული ამ უნიკალური ნიჭით სულაც არ ცდილობდა ყველას გულის დაპყრობას, ეს თავისთავად გამოსდიოდა. იცით კიდევ რა მაოცებდა მასში?! ის რომ მას არავინ ჰგავდა, არც არავის ესმოდა მისი, მაგრამ ყველა მაინც საოცრად უყვარდა. "ყველა"_ეს სიტყვა არ მოიცავს მხოლოდ მის ახლობლებს, ნაცნობებს, ან მეგობრებს. მას უბრალოდ უყვარდა ადამიანები. უყვარდა მათ სახეზე ღიმილის დანახვა, მათთან საუბარი, მათი მოფერება, გახარება... სანაცვლოთ კი არაფერს ითხოვდა, არც არაფერს ელოდა... მისი ხმა გულის გავლით სულამდე აღწევდა... მას შეეძლო გალიაში გამომწყვდეულიც კი თავისუფალი ყოფილიყო... არ ვიცი ამ უნარს რა ჰქვია მაგრამ შეეძლო ერთხელ გაეცინა და ყველა პრობლემა დაგვიწყებოდა... მისი ტკივილიც ასეთივე გადამდები იყო, სევდაც, სიხარულიც, ყოფნაც და ახლა ვხვდები რომ თურმე არყოფნაც... მე "ვხედავდი"მას! ვიცნობდი თუ არა ალუდას?! მეგონა რომ კი! და რაც დრო გადის ვხვდები, რომ შეუძლებელია უბრალო ადამიანი ჩაწვდომოდა მისი პიროვნების სიღრმეს... მე არ შემიძლია აგიხსნათ რატომ უნდა გიყვარდეთ ედვარდ მუნქის"ყვირილი" , არ შემიძლია გაიძულოთ მოუსმინოთ ჩემს საყვარელ სიმღერას, ან შეგაყვაროთ ჩემი ფავორიტი მწერალი, მაგრამ ალუდა ქეთელაურზე შემიძლია დაუსრულებლად გესაუბროთ... რადგან სწორედ ის იყო ჩემი ცხოვრების წიგნი. რადგან ამ წიგნში ვიპოვე საკუთარი თავი(და არ მიკვირს რომ ერთადერთი არ ვარ), რადგან მისი არდავიწყება გვჭირდება ყველას, რადგან ის იყო წარმოუდგენლად საოცარი ადამიანი, ადამიანი რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა და უკვდავებას ეზიარა... მე კი ამ ყველაფერს საკუთარი თვალებით ვხედავ... სწორედ მან მასწავლა ყველაზე მეტი, მაჩვენა გზა და მაიძულა მევლო, მევლო ბოლომდე, მევლო ყველაფრის მიუხედავად, მევლო ჩემს გამო......"

***
“უთხარით ყველას, რომ ცხოვრობდა ქართველი ბიჭი ალუდა, ზუსტად მაშინ როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით. უთხარით, რომ ასეთები იშვიათად იბადებიან. უთხარით ყველა შლეგს და უბირს სხვისკენ რომ გაურბის გული და გონება, რომ საქართველოში ბიჭი ცხოვრობდა. ვაჟი ცხოვრობდა ქეთელაური! ალუდა ქეთელაური! იამაყეთ მისით, უთხარით ყველას, ვისაც კი ალუდას სამშობლოს ზეცა დაჰყურებს! უთხარით უბრალოდ ყველას! ყველას ვისთანაც კი სიტყვა გეთქმით და ასე ვაჩვენოთ ჩვენ დაბრამვებულ ხალხს ფშაველი ვაჟას ხევსურმა ალუდამ 24 წლით ხორცი შეისხა და ჩვენთან, ჩვენს დროში იცხოვრა!”
***


ჩვენს უბანში ძალიან ბევრი ბავშვები არიან, ზაფხულის თვეები იყო და ალუდაც სახლში იყო ამ დროს, ერთხელაც ალუდამ შეკრიბა ეს ბავშვები და დაიბარა მეორე დილით 8 საათისთვის, ჩვენი სახლის წინ, შეკრებილიყვნენ და ალუდა გაეღვიძებინათ, რომ, ბავშვები ევარჯიშებინა.. უფრო სწორად ჯერ ერთ ბავშვს დაავალა ყელაზე ადრე ადგომა და ყველა ბავშვის გაღვიძება, ეს მორიგეობით იყო.. დილით ბავშვების ხმაურმა გააღვიძა ალუდა, მეც გადავიხედე და ასე ათამდე ბავშია ჩვენი სახლის წინ შეკრებილი და ალუდა გაიძახიან, თან როგორი ტემპით: ერთი რომ დაიძახებს შემდეგ მეორე და ასე მიყოლებით ყველა ეძახდა ალუდას, ალუდაც ადგა და გავიდა ბავშვებთან... მისალმება ასეთი იყო: გამარჯობათ ჯარისკაცებო, მიესალმა ალუდა, გაუმარჯოს.. დაიძახა ყველამ ერთად, ესეც ალუდამ ასწავლა. პირველ რიგში სიმაღლის მიხედვით აწყობდა ბავშვებს და ჯარისკაცები დაარქვა, რის ჯარისკაცები იქნებით თუ კოდური სახელები არ გერქმევათო ეუბნება ალუდა... ეს იყო ყველაზე სახალისო, ბავშვებს კოდური სახელები დაარქვა მაგრამ, სახელებს თვითონ ბავშვები ირჩევდნენ თავისი სურვილით.. სახელები იყო ასეთი: ვარდისფერი ბაჭია, თეთრი გედი, ეს გოგონებისთვის. ბიჭებისთვის: მრისხანე კობრა, აჩრდილთან მებრძოლი, არწივის კლანჭი და ერთი ბავშვია ჭამა უყვარს ძალიან, მან სახელად მჟავე კიტრი დაირქვა... შემდეგ ყველა თავისი კოდური სახელით ესალმებოდა ალუდას.. ვარჯიშები ჰქონდათ ასეთი: ძუნძულით სირბილი 50 მეტრზე, აჯიმანიები სამიდან ხუთამდე, მოთელვები და ა.შ.. ალუდას ჟურნალიც ჰქონდა სადაც ბავშვებს ნიშნებს და შენიშვნებს უწერდა, ალუდა მასწავლებელს ეძახდნენ ბავშვები... ბავშვები ამ ყველაფერს იმდენად სერიოზულად ეკიდებოდნენ რომ დილის ვარჯიშს არცერთი ბავშვი არ აცდენდა. ალუდა კი ამ ყველაფრით ძალიან მაგრად ხალისობდა, ეს რაღაც ისეთი იყო ამაღლებული და სახალისო...............

ლევან ქეთელაური
***
*ჩემს ძმას - ალუდას* (უმისამართო წერილი...)
"შენი სიცოცხლით სიცოცხლეს მიხალისებდი და შენი სიკვდილით სიკვდილი გამიადვილე!!!" საიდან დავიწყო, ჩემო ძმაო,ამ ყველაფერს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული,აქ ჩემთან მიწაზე!!! იცი "ჭანჭლებ" აი თვალის დახამხამებას, რომ დრო სჭრდება, ის დრო არ დამვიწყებიხარ ძმაო! მთელი ამ ხნის მანძლზე! იმ ბოლო დროს ყველაფერი აგერია, შენ კი აღარაფერს დაელოდე და წახვედი.წახვედი და წახვედი..... მე კი შენი ცხოვრების კადრებიღა შემომრჩა ხელში.ჩვენი მცირე მოგონებებით დავიწყე ცხვორება... ნეტავ როგორ ხარ ?!ან სად ხარ ?!ახლა სად ღელავ?! ახლა სად სწუხარ?! ახლა სად იღიმი?!ისე მარტო შენ რომ იცოდი. მომენატრე ძმაო, აუ როგორ მომენატრე! რა კარგია ნაღდი მეგობრობა რა შეუდარებელი გრძნობაა!!! სად არის ის დიდი ნუგეში რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს?! ნუ დაივიწყებ, შენც ნუ დაივიწყებ ჩემო ძმაო,რადგან ის წუთები აქ მიწაზე, იყო წმინდა პატიოსანი,რომელსაც კაცი, ისიც ზოგიერთი ერთხელ შეხვდება თავის ცხოვრებაში და ის სანატრელი წუთები აღარ განემორდება... გახსოვს "ჭანჭლებ",სულ სხვა რამეზე ვსაუბრობდით,უცებ მომიბრუნდი და მითხარი: დავითა,ორ ადამიანის რომ ერთმანეთის მსგავსი სიყვარული ჰქონდეს ,ამისათვის ნახევარი სიცოცხლე სჭრდებათ ხანდახან და ჩვენ ორი დღეც გვეყოო.ალბათ ჩვენ აქამდეც ვიცნობდით ერთმანეთსო.არადა სულ ახალი დაწყებული გვქონდა მაშინ მეგობრობა.ახლაც თალებში მაქვს,რა დამავიწყებს შენს ამ სიტყვებს და შენს სახეს ჩემო ძმაო.მერე კი რამდენი რამ გადაგვხდა ერთად. მე რომ ვმღერივარ განა მართლა გულს ემღერებაო .... ერთხელ წამოგცდა. აბა რა ვთქვა ძმაო, შენ არაფერი დამიტოვე სათქმელი. მე? მაშინ ასე არ მიჭირდა,არც მომავალი წარმომედგინა ასეთი,მგონია ისევ ისეთი ვარ ,ახლა უფრო ღრმად მწამს და მიყვარს ვიდრე უწინ!!! ჰო, გამახსენდა! შენი ძმა ლევანი! რა მინდა გითხრა "ჩემო ჭანჭლებ"მას ხომ შენი სისიხლი უჩქეფს ძარღვებში ძმაო,იცი ხანდახან სულ შენ გგავს ,ან შენ გავხარ მას. ჰო, "ჭანჭლებ" შენს სიყვარულს ვერაფერი შეცვლის და ჩაანაცვლებს, მაგრამ მე შენ მასში მაინც გეძებ ხანდახან და ის სიყვარული ,რაც მე მიწაზე შენთვის მქონდა,ახლა მას მინდა გაუნაწილო,მასთან გამოვხატო.აბა მანდ მე შენ ვეღარ გწვდები ძმაო, მაგრამ შენ შენ იყავი: ალუდა ქეთელაური. ჩემს წინ გადაშლილი წიგნი ,რომლის წაკითხვა არ დამცალდა!!! თუმცა იცოდე ლევანი,რომ შენი ძმა არ ყოფილიყო და მე ის სადმე მენახა, არანაკლებ შევიყვარებდი,როგორც დღეს.ცარიელი გულია ბიჭო!!!ეგ რომ არ მყავდეს ეჰ...ვერც კი ვფიქრობ მაგაზე. აბა, რაღა გითხრა მეტი ?!!ასე ვართ ჩვენ რა ვქნათ?რა ვქნათ?ჩვენში გვინდა არ გვინდა რჩება ბოლოს ადამიანი,რომელიც გვთხოვს,რომ ვიცოხვროთ და ვიარსებოთ.ერთმანეთს შევეხოთ, გაუღიმოთ.ასეა შექმნილი უფლისაგან.ჩვენც მის ნებას ვმორჩილებით,ხოდა ჩვენც ასე ვართ და გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად!!! ეჰ ძმაო მაშინ რა გულიანად ვლაპარაკობდით ამაზე,ოცნება კი ოცნებად დარჩა.რა უბრალო და ნამდვილი ოცნებები გქონდა!!! ერთი უბრალო სახლი იქ ზემოთ,სადაც იქნებოდა ბევრი წიგნები,ბუხარი,გიტარა,პატარა აივანი,სადაც გახვიდოდი და დაუკრავდი.მთებს, როგორც მსმენელებს შეაზანზარებდა შენი ხმა!!!ნისლებს გაშლიდა ცაზე შენი ნამღერი.ერთ უბრალო სახლი შენი (გრძნობების სახლი)!!! ადრე ლევანს უთხარი ამ ოცნებაზე და მან თქვა, რომ ჩვენ აუცილებალდ ავიხდენთ ამ ოცნებას,მე კი ვფიქრობ ,რომ იმ ოცნებას ვეღარასდროს ავიხდენთ. ის ოცნება სხვანაირი იყო!!! მარადის და მარადის იქითაც. შენი ძმა დავითა.

დავით ტყეშელაშვილი

***
"28ში,მარიამობას, მე და ჩემი მეგობარი ალუდასთან ვიყავით ასულები.სოფელში წყალი არ მოდიოდა და სასაფლაოს გვერდით მდებარე პატარა სახლში შევედით. მასპინძლებმა მაშინვე გამოგვიტანეს დოქი და თან ლაპარაკიც გაგვიბეს,გამოგვკითხეს,სადაურები ვიყავით და საით მივდიოდით. ვუთხარი,თბილისელები ვართ და ალუდასთან მოვედით-მეთქი. შევამჩნიე,სიტყვა "ალუდასთან" რაღაცნაირად რომ მოხვდათ გულზე. ჯერ არ დაგვიჯერეს,რამდენჯერმე გაგვამეორებინეს,მერე კი ნელ-ნელა თვალები ცრემლით აევსო ორივეს და ტირილი დაიწყეს,უდროოდ წასულ ალუდას დასტიროდნენ და მადლობას გვიხდიდნენ,ამხელა გზა მის გამო რომ გამოვიარეთ... მოხუცებს მალევე დავემშვიდობეთ და ქვემოთ დავეშვით. ორივე რაღაცნაირად გულდამძიმებულნი და თან გახარებულები მივაბიჯებდით. და ზუსტად მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობსო.."

მთებში მოხეტიალე
***

ალუდა იყო!
ალუდა არის!
ალუდა იქნება!
მიწის ქვეშ ფეთქავ ქეთელაურო













პ.ს უმრავლესობა ინფორმაციისა აღებულია გვერდიდან ...გვეამაყები ქეთელაუროო



№1  offline მოდერი bla.ell

ვაიჰ იმდენი ვიტირე...არვიცი გული ამომივარდა ისეთი სიტყვები იყო ისეთი გრძნობით დაწერილები ჰო ალუდა მართლაც იყო, არის და იქნება...მადლობა ამ სიახლისთვის❤

 


№2  offline წევრი magdamargia

bla.ell
ვაიჰ იმდენი ვიტირე...არვიცი გული ამომივარდა ისეთი სიტყვები იყო ისეთი გრძნობით დაწერილები ჰო ალუდა მართლაც იყო, არის და იქნება...მადლობა ამ სიახლისთვის❤

ვაჰჰ <3 მადლობა შენ რომ წაიკითხე <3 ალუდა იყო! ალუდა არის! ალუდა იქნევა!

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

პირადად არ ვიცნობდი მაგრამ ყოველ სიტყვაზე ეკალი მაყრიდა❤️❤️მეტიც ერთი ორი ცრემლიც გადმომიგორდა❤️❤️ისეთი გრძნობა იგრძნობოდა თითოეულ წინადადებაში ძნელიც იყო თავის შეკავება❤️❤️მართალია ალუდა იყო,არის და იქნება❤️

 


№4 სტუმარი Ani

Unichieresi xart gulamde mivida es sityvebi

 


№5  offline წევრი magdamargia

წარსული კვდება...
პირადად არ ვიცნობდი მაგრამ ყოველ სიტყვაზე ეკალი მაყრიდა❤️❤️მეტიც ერთი ორი ცრემლიც გადმომიგორდა❤️❤️ისეთი გრძნობა იგრძნობოდა თითოეულ წინადადებაში ძნელიც იყო თავის შეკავება❤️❤️მართალია ალუდა იყო,არის და იქნება❤️

მეც არ ვიცნობდი ალუდას, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ "გავიცანი", უკვე მე-4 წელია ალუდა "დამემართა" და მე მიხარია ეს ადამიანი ჩემთან ერთად ,ერთ ეპოქაში ,რომ ცხოვრობდა <3 მადლობა , რომ წაიკითხე <3

Ani
Unichieresi xart gulamde mivida es sityvebi

მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ <3 <3

 


№6 სტუმარი ალუდას ხსოვნა

ჩემი ნათესავი რომ იყო არ ვიცოდი უბრალოდ ვუსმენდი მის სიმღერებს ვკითხულობდი მის შესახებ
შენი ბრალია რას აკეთებდი იმ წამალს. ხომ შეიძლებოდა რომ ესე არ ყოფილიყო . ზოგი ამბობს რომ შეყვარებულის გამოვო . ვენაში შეირჭო დაეძინა და მოკვდა მეგობრებმა არ იცოდნენ რომ გაიკეთა ეგონათ სძინავსო და ია მან სამუდამოდ დაიძინა მაგრამ ის მაინც აქ არის ხალხის გულში

ეს ყველაფერი ისე მიხარია რომ არ იკარგება და ხალხს ახსოვს ალუდა და მას ლექსებს და სიმღერებს უძღვნიან

 


№7 სტუმარი ალუდას ხსოვნას

შენ საფლავს ალუდ წავაწყდები შუაღამ მთვრალი
კარს შემოვაღებ და შემოვლ საკრავთან ერთად
ვიმღერებ მერე გამიჩნდება მკერდს შიგნით ბზარი
შემიპყრობს შიში და შენს იქით ვერ წავალ ვერსად

გიორგი ოქროპირიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent