შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარგადასული ჩანაწერები


19-03-2019, 01:20
ავტორი Keko-ti
ნანახია 2 513

თავი 1
დღეს ისე როგორც არასოდეს ყველაფერი რეალობად იქცა, სასოწარკვეთილებამ მონუსხა თითქოს ყველა მომენტი. საკვირველია ფიქრი იმაზე რისი წარმოდგენაც უბრალოდ ბზარებს აჩენს გონებასა და ქვეცნობიერს შორის. და აი თითქოს ესე თავისუფლად შემოაბიჯა უფრო მეტიც შემოანათა, თუმცა ეს განსხვავებულია, რომლის შემონათება ნადმვილად არ გაგძნობინეს თავს ჩვეულად. ადამიანები ვუარყობთ ზოგიერთ არსებულ მოვლენას , დღემდე არ არის ახსნა იმის თუ რატომ შეიძლება ყველაფერი უბრალოდ ასე მოისროლო ან უბრალოდ უარყო ვინმეს ან რაიმეს არსებობა. სირთულესთან გვაქვს საქმე, ზუსტად ეს არის საწინდარი იმისა თუ რატომ შეიძლება დაგიმორჩილოს სასოწარკეტილებამ. ადამიანები ეს ხომ ფენომენალური მოვლენაა და მათი ცხოვრება ეს ხომ შთამბეჭდავია. უბრალოდ რატომ არ ვცხოვრობთ ისე როგორც ჩვენ ადამიანებს გვსურს ან უფრო მარტივად ‘’გვაწყობს’’ ?!

თავი 2
დღეს როდესაც ფიქრებმა გადაწყვიტეს უფრო ამოტივტივება ზედაპირზე და გონება დიდი წნეხის წინაშე დადგა თითქოს პასუხი იპოვა თუ რატომ შეიძლება იყოს ადამინი ასეთ მდგომარეობაში. ფსიქოანალიტიკოსები ამ ყველაფერს უარყოფითად აღიქვამენ თუმცა ეს ხომ ასე არ არის უბრალოდ დრო გადის და რეალობის კარს აღებ სადაც არც მეტი და არც ნაკლები გხვდება დიდი სასოწარკვეთილება და აი ამის დეფინიცია უმარტივესია ფორმალობის გარეშე მიმოხედვა და ყველაფერი ნათელი გახდება. ამ ყველაფერმა კი მე დამაწყებინა იმაზე ფიქრი, როგორი არის იყო იმქვეყნად ? როგორი იქნება ჩემი გარდაცვალების დღე? ან თუნდაც როგორ მოხდება ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ყველა განვლილი წამი. სასაცილოა ამაზე ლაპარაკი მაგრამ საკმაოდ ფხიზელ გონებაზე მყოფი ვარ იმისთვის რომ არ დავფიქრებულიყავი.

თავი 3
მარტივია იფიქრო იმაზე თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი თუმცა რეალობა რისი რეოლობაა თუ არ გვაჩვენა მისი თავი მტკიცედ. უკიდორესობასთან მისულმა საკუთარმა მე მ იპოვა რაღაც რის გამოც არჩია დამშვიდება და ელოდება მომავლის წუთებს ისე როგორც არასოდეს და არავისთან დალოდებია. საკვირველია ის ფაქტი როგორ შეიძლება ასე უცებ ამოძვრე იმ ღრმა ფსკერიდან რომელსაც სასოწარკვეთილება ეწოდება და რომელზეც დრო და დრო ეშვებოდი და თანაც გაუჩერებლად. აი ახლა ამ წუთსა და ჟამში დადგა ის დღეს, ის სასიამოვნო დღე რომელზეც არმცთუ არ მიოცნებია არამედ არც მიფიქრია და ყველაზე საინტერესო ამ ნაწილში ის არის რომ თავს ისე ვგძნობ როგორც თევზი წყალში როგოც შემეფერება და მეტიც ცდება იმ ფარგლებს რომელშიც ვყოფილვარ ოდესმე თუმცა ისღა მინდა დავამატო რომ არ მავიწყდება ის დღები როცა ასე განვიცდიდი უამინდობას გარეთ ხეტყეში ეულად მარტო.

თავი 4
გამოიდარა მალულად, გაუაზრებლად თითქოს ვხვდები და თითქოს ვერა, გრძნობას რომელიც მომყვება ნელა და ერთფეროვნება ფერს იცლის ნაზად. ჩემი ლამაზი ფიქრები გადმომაქვს თუმცა იმდენად ბევრია უბრალოდ ვერ ვუყრი თავს. ყველაფერს ერთად ვგრძნობ და განვიცდი, ვფიქრობ რომ შთაგონებული ვარ იმდენად რომ ამ ყველაფერმა სული გამილამაზა ასევე ვფიქრობ შთაგონების წყარო არის მალულად შემოპარული ბედნიერება რომელიც, ჯერ კიდევ ანალიზის სტადიაშია და დიდი დრო დასჭირდება. თუმცა ეს დასაწყისის საწყისი პროცესია რომელშიც ბევრი კარგი რამ ხდება. ეს ის ფაქტია რომელიც ხშირად არ მემართება მაგრამ მიანც ვწერ, და ეს ჩემი ქვეცნობიერის დამსახურებაა ასევე ხშირი შემთხვევა ჩემს სცხოვრებაშ ის რომ ვერ ვიჯერებ იმ არსბულ მოვლენებს რომლებიც რეალურად ხდება, ჩემთვის ამ ყველაფერს დრო სჭირდება რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს.

თავი 5
რა არის ჩემთვის ადამინში მთავარი ?! ეს ის კითვხაა რომელზეც დღეს ვფიქრობდი და პასუხიც ძალიან მარტივად აღმოვაჩინე. ადამანში მთავარია სიწმინდე და წრფელი გძნობა და ამის დანახვა უმარტივესია თუ ამას სუფთა თვალით შევხედავთ პირველივევე შეხედვისას, თუმცა ყველა ხო ასე არ ფიქრობს მაგრამ მე მაინც ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას. რეალობად რომ ვაქციოთ ეს ფაქტი უბრალოდ უნდა გავიაზროთ რომ არ შევაფასოთ მკაცრად რაღაც ჩვენებური კრიტერიუმებით და იმ ფასეულობებით რომლებიც რა თქმა უნდა ყველა ადამიანს გააჩნია თავისებურად. საჭიროა უბრალოდ იყო მართალი შენს თავთან და უნდა გჯეროდეს იმის რასაც ფიქრობ და ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჯობს არ ითამაშო , იყო ის ვინ ხარ სწორი მცნებაა ჩვენ ადამინებს შიორის. თუმცაღა ეს ბევრს არ ესმის და მაინც ისე ამბობენ როგორც ჰქონიათ, მაგრამ მაინც ყველაფერი ურთიერთსაპირისპიროდ ან უკუსაპირისპიროდ ან კიდე ყველამხრივ საპირისპიროდ ხდება. ერთი მაგალითი მოვიყვანოთ როდესაც: ვიღაც გოგონა ამბობს რომ უმჯობესი ბიჭი შეეფერება მის საუკეთესო მეგობარს და კარგი იქნებოდა რომ მას ჰყოლოდა მანქანა, ის ხომ ესე არ იტყოდა იმ შემთხვევაში თუ იმ გოგოს ადგილას თვითონ აღმოჩნდებოდა, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ რომ ეს რეალობაა და სათქმელის თქმის პირას მყოფემბა ზოგჯერ პატარა მონახაზიი უნდა გავაკეტთთ იქნება თუ არა სწორი ის რასაც ვიტყვით.

თავი 6
დილით გაღვიძებისას უმალვე არ მიფიქრია მაგრამ იმდენად რეალური სიზმარი დამესიზმრა რომ დღის განმავლობაში მაინც გამახსენა ჩემი ქვეცნობერის რაღაც ნაწლმა რომ იყო რაღაც ისეთი რაც ალბათ უნდა დარჩენილიყო ჩემს გონებაში. სიზმარი ძალიან ახლოს იყო ჩემთან და ძალიან შორს გულიდან, ასე შევაფასებდი უკვე ფხიზელ მდგომარეობაში. მინდა დავხატო სიტუაცია რომელიც იყო ამ სიზმარში. დიდი სახლი ადამიანების გარემოცვაში, გოგო და ბიჭი საერთო მეგობრების წრეში. გოგო და ბიჭი ადრეულ ასაკში ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულნი და მოხდა ისევ რომ წლებმა დააბრუნა ერთმანეთთან, და ყველაზე მძაფრად დასამახსოვრებელი კადრი იყო როგორ დაადო გოგომ ბიჭს მხარზე თავი და ჰკითხა, უბრალოდ რატომ გააკეტე ესე ? ამის შემდეგ სიტუაცია თითქოს გაფერმკრთალდა და ისევ ისე დავდაპირველი სიუჟეტივით დაბრუნდა ბევრი ხალხი საერთო სამეგობრო და გოგონა მარტო .


თავი 7
რაც უფრო გადის ცხოვრება მით უფრო რეალური ხდება ადამიაების ცნობიერება ჩეთვის, თუმცა მაინც ვაგრძელებ იმის ფიქრს რომ, ცხოვრების ყოველი ეტაპი ზედმეტად გაუცნობიერებელი არის ჩემთვის და ეს სულაც არ მაკოპლექსებს გამომდინარე იქედან რომ მუდამ ასე ხდებოდა და მოხდება ჩემში . ეს რაღაც ძალიან მაფიქრებს და ასევე ძალიან მომწონს იმიტომ რომ განსხვავებულია ყველასგან და ყველაფრისგან. ჩემი დევიზი კი ის არის რომ ვიყო განსხვავებულად გამორჩეუილი ყველასგან ასევე ავღნიშნავ რომ ჩვეულებრივად განსხვავებულობაც მიზიდავს. რამდენი რამის დაწერა შემიძლია და ახლა მოზღვავებული მაქვს სიტყვები რომლებსაც ხმამაღლა არ ვიტყვი ალბათ არასდროს,რატომ?! იმიტომ რომ არ დაიტაცონ და სხვანაირად არ გაიგონ, მეშინია თუ არა ამ ყველაფრის თქმა ?! არა რა თქმა უნდა, არ მინდა გავუყო არავის ის რომ მე ასე განსხვავებულად შემიძლია ვიფიქრო ჩემს ცხოვრებაზე და არსებულ ფაქტებზე რომლებიც ასევე განსხვავებულად გაჟღერდებადია. აქვე დავამატებ იმას რომ ზემოქმედების ქვეშ ვარ და არა რაიმე მოსაწევის ან ტაბლეტის არამედ ადამიანის რომელიც ჩემში უამრავ კარგს ან ცუდ განცდებს (ჯერ ამას ვერ ვხდები) აღვიძებს და ეს შესანიშნავია. დიახ მე არ ვკითხულობ წიგნებს თუმცა ცოდნის გაღრმავება შემიძლია თვით ცხოვრებისგან რაცა უკვე დიდი ხანია ვაკეთებ. ამას იმიტომ ვამბობ რომ ბევრი რამ იმალება ჩემს მიღმა და ის მომენტი რომელშიც ეხლა ვიმყოფები ძალიან მომწონს უსასრულოდ შემიძლია გავაგძელო ახსნა განმარტებები და ის შეხედულებები რომლებიც (თურმე) მაქვს. გრძნობები და აღმასვლის ფიქრი, რამდენად საინტერესოა ჩემთვის ვერც კი ვიაზრებ ისე ვწერ ამ ყველაფერს. და მაინც ბედნიერება რაშია თუ მკითხავს ვინმე (ჩემთვის ჯერ არ დასმულიკითხვა) ჩემთვის ბედნიერებაა ფაქტი თუ როგორ შეუძლია ადამიანს ესეთი ზეგავლენა მოახდინოს ჩემზე. ბევრი არარსებობს ასეთი, სწორედაც რომ მაგიჟებს ამაზე ფიქრი.

თავი 8
ზიზღის გრძნობას განვიცდი, მაგრამ არ ვიცი საიდან მოდის ეს. გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე და ვერ მივმხვდარვარ რატო. თითქოს რაღაც დაუსრულებლად მეჩვენება და ფიქრიც კი მეზიზღება ამ მომენტისთვის კერძოდ კი დღევანდელი დღის 2019 წლის მარტის 7 რიცხვზეა საუბარი საათსაც დავაკონკრეტებ სრულყოფილებისთვის 12:08. როგორ იცისს ხოლმე შემოტევა ჩემში გაუსაძლისმა თვითგვემამ, ყველაზე მეტად ეს მომენტი მეზიზღება. ვფიქრობ რომ არაფრის მაქნისი ჩვეულებრივი გოგო ვარ რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს ამ ცხოვრებაში ვერაფერს. იქნებ მეღიარებინა რომ ამ მომენტში ჩემი თავი მეზიზღება. უბედურების და ბედნიერების თანხვედრაზე არაფერი მსმენია და არც წამიკითხავს არასოდეს მაგრამ შეგძნება მაქვს რომ ეხლა ამ ორი უკიდურესობის მოწმე ვარ და ცოტა შეშინებული. ვფირობ რომ ცოტაც და გავგიჟდები რადგან საერთოდ მოვწყდი რეალობას ვერ ვფიქრობ ვერც კარგზე და ვერ ცუდზე თუ იმ ცუდ აზრს არ ჩავთვლით რომ ამ წამს გავიფიქრე წერის დროს უცებ რომ მოვკვდე და ეს ჩემი ჩანაწერები ვინმემ წაიკიტხოს მერე რას იფიქრებდნენ ჩემზე პასუხიც ეგრევე გამოვამჟღავნე, აშკარად გაგიჟების პირას მყოფი იყოო და ბევრი მითქმა მოთქმა იკნება იმის შესახებ თუ რატომ ვინახავდი ჩემს პირად მონაცემებში ამ ტექსტებს.

თავი 9
ერთი მომღერლის ფრანგული სიმღერა იყო საფუძველი იმის რომ მთელი დღე უბედნიერესი ვიყავი, შეუჩერებლად ვუსმენდი და იმდენად წრფელად განვიცდიდი ბედნიერებას რომ ვეღარ ვატევდი გონებაში სხვა ფიქრებს. ყველა ცუდსა და კარგს ხაზს უსვამდა, არაფერს ვაძლევდი იმის საშვალებას გაეფუჭებინა ერთი ლამაზი დღე.

თავი 10
თითქოს მინდვრებმა დაიწყეს ფიქრი ფერი იცვალეს ამ ცივ ნიავზე, სიბრალულისგან მოწყვეტილ ფოთლებს ისევ ეტყობათ მალული სიბერე . ფერთა სიმრავლე მიეცა წარსულს აღარ ბრუნდება უკან ჩვენამდე, უბედურება ახლოს ან შორს არის ამას გვიყვება ორმხრივი სიცოოცხლე.
ასეც შეიძლება,
და მაინც ფოთლბი ვერ დაუბრუნდნენ ადრეულ ვნებას, მოუყვებიან უიმედობას და უკან ტოვებენ გარე მშვენებას იმედით თითქოს ვინმე გაჰყვება ნაკვალებს რომელიც ცრემლად იღვრება.
ზღვარგადასული ყველაფერი ცუდი არის თურმე, ვიღაც ბძენს აქვს ნათქვამი, თუმცა ვფიქრობ რომ არის რაღაცები რაზეც ვერ ვიტყოდი რომ ზღვარგადასვლა ცუდად გამოიხატება პირიქით (vise a versa) იმაზე კარგი რა უნდა იყოს თუარა ზედმეტად გიჟური შემოქმედებითობა, და ის სიამოვნება რომელსაც ეს სტილი განიჭებს. ხო ეს გადაჭარბებაა ნამდვილად მაგრამ ზოგჯერ უნდა გავცდეთ რეალურ სამყაროს (ჩემი რჩევა). მაინც მე ხომ მჯერა რომ ისეთ ცხოვრებაში ვცხოვრობ სადაცბ ბევრი რამ ცდება რეალობას.

თავი 11
ერთი ჭიქა წითელშავი ღვინო, ოდნავ მშრალი და მცირე სიტკბო, ცხოვრება მშვენიერია როდესაც პირველ ჭიქაში მხოლოდ წვეთები რჩებიან. რაოდენ საინტერესო ფაქტია ის რომ დალევის შემდეგ ადამიანი ბევრად უკეთესად ან უარესად შეუძლია იგრძნოს თავი. ეს ის ორივე შემთხვევაა ალბათ ყველას რომ გამოუცდია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent