შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეიყვარე


27-01-2021, 22:17
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 016

დღეს კი მინდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფილმი გირჩიოთ.ეს,ფილმი გახლავთ დრამა,კომედია.
ზაფხულს ძალიან უხდება,ცივ სასმელებთან ერთად სასიამოვნოდ საყურებელი ფილმია,ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
გაარჩევთ თუ რა არის ნამდვილი და ყალბი,სწორი და არასწორი.ვინ არის სანდო,ვის უყვარხარ ნამდვილად.
ასევე აქვე არის ის,ფაქტორები,რომ არასდროს უნდა თქვა არაფერზე უარი,არაფერზე დაიხიო უკან და არ თქვა "არა"
განადგურებულისგან შექმნა რამე ფასეული და ძვირფასი.აქ,კი მთავარია გულწრფელობა და ბუნებრიობა.

ადამიანის მოთმინებას და გაძლებას საზღვრები არა აქვს,რომ თუ მოგატყებენ კი არ უნდა დაეცე არამედ უნდა იდგე მყარად ფეხზე და დაიწყო ახლიდან ყველაფერი ე.ი არაფასეულისგან შექმნა ფასეული რამ.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ხოლმე ცხოვრებისეული კრიზისი.ფილმის მთავარი გმირიც გაურკვევლობაშია.ვერ გაურკვევია რა არის სწორი,ნამდვილად უყვარს თუ არა,საერთოდ რა მოსწონს ან რა უნდა.ერთ დღესაც გადააწყდება განცხადებას და შეიძენს სასტუმროს.ერთი შეხედვით გამართული,ძალიან ლამაზი სასტუმრო ჩანს და რატომაც არა ცვლილებების დრო იყო სწორედ მის ცხოვრებაში.გადაწყვეტს დატოვოს თავისი ქვეყანა წავიდეს სან-ფრანცისკოდან,თავი დაანებოს ქალაქურ ცხოვრებას და გადასახლდეს ახალ ზელანდიაში.

ასეც მოიქცევა თუმცა იქ ჩასვლისას რეალობა სხვანაირია.სულ სხვა სურათი დახვდება.არარსებული სასტუმრო უფროსწორად ძველი,მიტოვებული,ჭუჭყიანი შენობა,აქა-იქ ნანგრევები.არადა ფული გადახდილია,სასტუმრო კი უკვე ნაყიდი აქვს.ამხელა გზა გამოვლილი...რა უნდა ქნას? არც არავის იცნობს და მისთვის იქაურობა სრულიად უცხოა.

ახლა მან არაფრისგან ყველაფერი უნდა შექმნას.ახლა იცის რაც სჭირდება,რაც უნდა.აქვს მიზანი და ამას განახორციელებს კიდეც.გადაწყვეტს,რომ განაახლოს სასტუმრო,გააკეთოს რემონტი ამაში კი ერთი უცხო,სიმპატიური ბიჭი დაეხმარება.

იქნებ ეს ყველაფერი დამთხვევა არ არის? ან ასე იყო საჭირო? ქალაქის დატოვება და ახალ ზელანდიაში წასვლას ხომ აქვს მიზეზი? იქნებ აქაურობას ეკუთვნის ეს გოგონა და მისი ბედიც სწორედ აქ არის.შეიყვარე-ის რომანტიკული ფილმია რომელიც ბევრ თქვენთაგანს მოეწონება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent