ჩემი სამყარო
მინდა გირჩიოთ ერთი ძალიან კარგი და საინტერესო ფილმი რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ.ყურებას,რომ დაიწყებთ თქვენს გულში იმხელა სითბო დაისადგურებს...ეს სითბო კი ძალიან დიდხანს გაგყვებათ.საერთოდ რაღაც საინტერესო ფილმის აღმოჩენა და შემდეგ სხვისთვის გაზიარება ძალიან კარგია მეგობრული რჩევის სახით.ძალიან ცხოვრებისეული ფილმია.ისე შეგითრევთ თავის სიღრმეში ვერც კი იგრძნობთ.არ ვიცი,ბევრი შეიძლება ისწავლოთ,გაიგოთ გასწავლოთ ცხოვრება განსაკუთრებით იმათ ვისაც კრიზისული პერიოდი გაქვთ,უამრავი პრობლემა იყრის თავს,აქვე გაუგებრობა და უამრავი კითხვის ნიშანი. შესაძლოა დაგამშვიდოთ კიდეც ამ ფილმმა.რადგან არასდროს დაგაკარგვინებთ მოტივაციას,გასწავლით,რომ განაგრძოთ ცხოვრება ისეთად როგორიც ხართ.უბრალოდ შენ არ გაქვს უფლება არ მოგწონდეს საკუთარი თავი,მას ვერ იტანდე და კარგს ვერ ხედავდე.მხოლოდ უარყოფითს ამჩნევდე დადებითს კი ფარავდე.უნდა იცოდე ისიც რომ შეუძლებელი არაფერია.შენ შეგიძლია,მთავარია უკან არ დაიხიო...უნდა სცადო იქამდე სანამ არ გამოგივა...ფილმის პერსონაჟიც ამ მდგომარეობაში იყო... ფილმში მონაწილეობს თურქი,პოპულალური ვარსკვლავი ჩვენთვისაც ნაცნობი უნიჭიერესი ბერენ საატი. ფილმის ხანგრძლივობა 2-საათი. ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება არგუნა ღმერთმა,შესაბამისად სხვადასხვა სამყაროდან ვართ და სხვადასხვა სამყარო გვაქვს იქ სადაც ვცხოვრობთ,ვარსებობთ და ვცოცხლობთ.ზოგიერთისთვის სამყარო კეთილი,მეგობრული და ფერადია ზოგისთვისაც კი ამოუცნობი,რთული,პრობლემებით სავსე და შავ-თეთრი რომელსაც ერთფეროვნების კვალი დასტყობია მარად.ასეთი იყო ერთ დროს ფილმის მთავარი პერსონაჟი გოგონას ცხოვრებაც მას თავისი ჩაკეტილი სამყარო ჰქონდა.ვერავინ უგებდა,ვერც საკუთარი მამა თქვენ წარმოიდგინეთ არადა სიღრმისეულად მასში იმხელა ნიჭი იმალებოდა მას მზის სინათლის სხივზე გამოტანა უნდოდა და დახმარება მარტო ამას ვერ შეძლებდა ჯერ ის სულ პატარა იყო... შშმ პირი,ვერ ხედავდა იყო უსინათლო,საუბრითაც ვერ ლაპარაკობდა.რაღაც მანიშნებელ ხმებს გამოსცემდა...ნუ,ბევრი რამ სვადეს მაგრამ უშედეგოდ ერთ დღეს მის ცხოვრებაში გამოჩნდა მისივე გადამრჩენელი,ცხოვრების მასეავლებელი,ფეხზე დამყენებელი,გამაძლიერებელი,რომელმაც ცხოვრების ყველა საფეხური გაატარა ასწავლა ღირებულებები ჰქონდა თავისი წესები,ტაქტიკა თავიდან თითქოს სიმკაცრე მაგრამ ამან დადებითად წაიყვანა სიტუაცია. თურქები როგორც იტყვიან "ჰოჯა" დამოუკიდებლობას მიაჩვია,მოქცევის წესები ასწავლა,კულტურა...გოგონასაც დროთა მანძილზე ძალიან შეუყვარდა ჰოჯა,მას გვერდიდან აღარ შორდებოდა...მისი წყალობით გოგონამ ღიმილი ისწავლა,მიიღო განათლება წერდა სპეციალურ კლავიატურაზე..ერთხელ არ გამოუვიდა,არც ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ მაგრამ შემდგომ გამოუვიდა და ჩააბარა გამოცდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.