შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გმირი


16-03-2021, 21:50
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 106

ჩემი გმირი
2008 წლის 8 აგვისტო
სახლში გამაყრუებელი სიჩუმეა,შემაწუხებელიც კი.ტელევიზორთან მივდივარ ვრთავ საინფორმაციო ომის ამბებს აშუქებს,ელენიკოს თავის ლოგიშნი მშვიდად ძინავს.უცებ ტირილს იწყებს,რასაც ტელეფონის რეკვის ხმაც ჰყვება.ტელეფონთან მივირბინე,ხელი ასაღებად გავწიე მაგრამ შემეშინდა ელენემ ტირილს უმატა.უმალ ვუპასუხე ტელეფონს.კაცის ხმა გაისმა,რომელიც მეუბნებოდა
-ქალბატონო ანა,მორგში უნდა მობრძანდეთ...
2006 წელი 1მარტი
ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო.უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი,მომავალი ჟურნალისტი,ერთ-ერთ გაზეთში დავიწყე მუშაობა პირველივე ინტერვიუზე სამხედრო ბაზაზე გამგზავნეს მეთაურისთვის ინტერვიუს ჩამოსართმევად.პირველად მივდიოდი და ვნერვიულობდი.ზუსტად იქ შევხვდი მას სკამზე იჯდა და წიგნს კითხულობდა,სამხედრო ფორმა ეცვა,საშინლად ქარიზმატული იყო.ამომხედა და გამიღიმა,დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ღიმილი ჰქონდა.ინტერვიუ ვერ ავიღე მეთაურმა უარი განაცხადა ბევრი ვეხვეწე მაგრამ რედაქციაში ხელცარიელი დავბრუნდი.სამსახურიდან გამომიშვეს ჩემი ვერ შესრულებული სამუშაოს გამო.სახლისკენ მიმავალს ყველაფრის იმედი დაკარგული მქონდა სახლის კარებთან დიდი თაიგული დამხვდა უცნობი პიროვნებისგან, ბარათის გარეშე.მეორე დღეს ისევ იგივე თაიგული იდო სახლის კარებთან და ასე გრძელდებოდა მთელი თვე.ყვავილები უცნობი თაყვანისმცემლისგან.წერა დავიწყე შთაგონების წყარო იყო ბიჭი,ჯარისკაცი, რომელიც ბაზაზე ვნახე მისი ღიმილი და გამომეტყველება თვალებიდან არ ამომდიოდა.ერთ დღეს კარებზე ზარის ხმა გაისმა კართან ნაცნობი ღიმილი დავინახე,ასევე ნაცნობი გამომეტყველებითა და ფორმით რომლის ტარებაც ასე ეამაყებოდა,მას თაზო ერქვა ჯარისკაცს,რომელიც დანახვისთანავე შემიყვარდა.იდგა და მიღიმოდა,ხელში ზუსტად ის ყვავილები ეჭირა,რომელიც ყოველ დღე მთელი თვის მანძილზე სახლტამ მხვდებოდა.ახლა ნათელი იყო ვინ მჩუქნიდა ამ ყვავილებს.

2007 წლის 1 მარტი
დღეს ჩემი და თაზოს ქორწილია,დააწინაურეს და ახლა ბევრად მეტი დრო რჩება ჩემთვის.ურთიერთობის პირველი ეტაპი ორივესთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა.არასდროს ეცალა,ზოგჯერ თვეებითაც კი ვერ ვნახულობთი ტელეფონით საუბარსაც მხოლოდ კვირაში ერთხელ ახერხება.მიუხედავად იმისა,რომ გათავისებული მქონდა მისი საქმიანოდა და მოვალეობები და მეამაყებოდა კიდეც ის რომ ჯარისკაცი იყო,მისგან შორს ყოფნა დიდი ტკივილს მაყენებდა გრძნობა,რომელიც მისი სიშორით იყო გამოწვეული მკეტავდა,შიში,რომელიც მისი საქმიანობის გამო მეუფლებოდა მთრგუნავდა,იმაზე ფიქრი რომ ერთ დღეს შეიძლება სახლიდან გასულიყო და ვეღარასდროს მენახა კიდევ უფრო მეტად მაშორებდა მას, მაგრამ გადავლახეთ ყველაფერი და ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ერთი თვის თავს დავთქვით ქორწილი.ულამაზესი თეთრი კაბით ვიქორწინე ადამიანზე, რომელიც ჩემშვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყო.
2008 წლის 3 მაისი
დღეს სამშობიაროდან გამომწერეს მე და თაზოს პატარა გოგონა,ელენიკო შეგვეძინა. ულამაზესია მისი პატარა ცხვირი,თვალები, ტუჩები, სურნელი,რომელზეც ვგიჟდები. თაზო ჩემს გვერდით არ იყო ვერ გაენთავისუფლა, არ მწყენია ის ხომ ჯარისკაცია.მაისის ბოლოს უნდა განთავისუფლებულიყო და აგვისტომდე ჩვენთან უნდა ყოფილიყო რაც ძაან მახარებდა.ამიტომ არ ვბრაზდებოდი იმაზე,რომ რთულ პერიოდში ჩემს გვერდით არ იყო.
2008 წლის 1 ივნისი
თაზო უკვე ჩვენთანაა,ელენიკოსთან ერთად თამაშობს მთელი ორი თვით ვაპირებთ სურამში წასვლას და დასვენებას.როგორც ოჯახი დროს ისე გავატარებთ.ერთი სული მაქვს როდის წავალთ...
2008 წლის 1 აგვისტო
სურამიდან დავბრუნდით თუ არა ელენიკოს მამის მკლავებში მიეძინა მეც ვდგავარ ოთახის კართან და ლამაზი სანახაობით ვტკბები.რა შეიძლება დამიანს ამაზე მშვენიერი გააჩნდეს ცხოვრებაში.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა თაზოს ურეკავდნენ.ბავშვი დააწვინა და მალევე უპასუხა რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა ოთახიდა შეშფოთებული სახით და მითხრა ომი იწყება.უმალ გაემზადა ბაზაზე წასასვლელად მაშინ ბოლოჯერ ვნახე ვაცილებდი და ზუსტად ვიცოდი,რომ ჩემი ხელით ვუშვებდი სიკვდილთან. შუბლზე მაკოცა და მითხრა მე თუ ვერ დავბრუნდი ელენიკოს შენ გაბარებ და გაუფრთხილდი.წავიდა...

2008 წლის 8 აგვისტო

სახლში გამაყრუებელი სიჩუმეა,შემაწუხებელიც კი.ტელევიზორთან მივდივარ ვრთავ საინფორმაციო ომის ამბებს აშუქებს,ელენიკოს თავის ლოგიშნი მშვიდად ძინავს.უცებ ტირილს იწყებს,რასაც ტელეფონის რეკვის ხმაც ჰყვება.ტელეფონთან მივირბინე,ხელი ასაღებად გავწიე მაგრამ შემეშინდა ელენემ ტირილს უმატა.უმალ ვუპასუხე ტელეფონს.კაცის ხმა გაისმა,რომელიც მეუბნებოდა
-ქალბატონო ანა,მორგში უნდა მობრძანდეთ...
ყურმილი დავდე ელენიკოს სწრაფად ჩავაცვი და მორგში წავედი.იქ მისულმა თაზოს ცხედარი ვნახე უსიცოცხლო სხეული ისე იყო დაფლეთილი მისი სახის გარჩევა შუძლებელი იყო.მარჯვენა ხელზე დიდი ხალი ჰქონდა ზუსტად ამ ხალით ვიცანი.ადამიანი,რომელიც ერთი კვირის წინ ჩემს გვერდით იყო შვილს ეთამაშებოდა და მე მეალერსებოდა ახლა უსიცოცხლოდ იწვა მისგან არარაფერი იყო დარჩენილი.გაქვავებული სახით გამოვედი მორგიდან უცებ ელენეს მომღიმარი სახე დავინახე და თაზოს სიტყვები გამახსენდა.
„ელენიკოს გაუფრთხილდი“
ახლა მხოლოდ ორი რამ დამრჩა ცხოვრებაში ელენიკო,რომელიც თაზომ ჩამაბარა და ტკივილი,რომელთან ერთადაც მომიწევს ცხოვრების გაგრძელება.თაზო ჩვენი გმირია,ჩემი და ელენიკოს გმირი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

მართლაც რომ გმირები არიან...❣❣❣❣????

 


№2  offline წევრი Sikete gadamdebia

სტუმარი ნინი
მართლაც რომ გმირები არიან...❣❣❣❣????

აბსოლუტურად გეთანხმები????????????
--------------------
ნ.ჩობანიძე

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი

იდეა კარგია.
როგორც ვხედავ, ქართველ გმირებზეა ისტორია და ფოტოდ რატომ აირჩიეთ სომხეთის არმიის ჯარისკაცი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent