შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ სიო დარიანთან


გუშინ, 09:38
ავტორი Analizuri
ნანახია 626

1. რატომ ეს და არა სხვა ფსევდონიმი?

რეალურად, ძალიან სპონტანურად არჩეული სახელია. თავიდან, გვირილა მეწერა, ძველი მეგობარი მეძახდა ხოლმე, მაგრამ დამებლოკა ეგ ექაუნთი და სახელიც წარსულს ჩავაბარე...
ახალ სახელზე ჩემს ტასუნასთან ერთად ვფიქრობდი, რომელიც ჩემი N1 გულშემატკივარია (ხშირად შეხვდებით სასაცილო ნიკით - TinatinMzesaWunobda). 😆
დარიანული ციკლი მიყვარს ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ლექტორი ნახევარი საათი მეკამათებოდა ელენე დარიანის „არანამდვილობაზე“, ჩემთვის ზედმეტადაც რეალურია. „სიოს“ რაც შეეხება, ვფიქრობ, ერთდროულად უბრალო და ბრალიანი სიტყვაა. ლამაზიცაა და მარტივიც.

2. პირველი წიგნი რომელმაც გატირა:

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან აქტიური მკითხველი ვარ, ეგრე მძაფრი ემოცია ცოტა გვიან მოიტანა ხალედ ჰოსეინის - „ფრანით მორბენალმა“.

3. ყველაზე ცუდი და კარგი გრძნობა რა არის რომელი
წერისას გაგჩენია ან დღემდე გიჩნდება:

ყველაზე კარგი გრძნობა, ალბათ ის არის, როცა ნელ-ნელა ხვდები, რომ პერსონაჟი შედგა. ის რაც თავში გქონდა, გაცოცხლდა და მალე მკითხველამდე მივა.
დაა ყველაზე ცუდი ალბათ ის მომენტია, როცა ტექსტს თავიდან გადაიკითხავ და არაფერი არ მოგწონს. ეს რამ დამაწერინათქო- მიფიქრია ბევრჯერ და ჩემს თავზეც გავბრაზებულვარ. თუმცა, ალბათ ესეც წერის ნაწილია. ჯერ ახალი ვარ და ისევ „ვსწავლობ“🤓

4. მომენტი რომლითაც ისურვებდი რომ გაგიცნონ:

ცოტა რთული კითხვაა... ერთი მომენტით არ ვიცი რამდენად სწორად დამინახავენ ადამიანები, თუმცა 12 წლის ასაკში ავტობუსის მძღოლს ვეჩხუბე, რადგან ქუჩაში მცხოვრებ კაცს მგზავრობის უფლებას არ აძლევდა.. დღემდე მიკვირს მაშინ ამხელა გამბედაობა როგორ მოვიკრიბე. მეშინოდა თან იმ მძღოლის, სულ დაბღვერილი სახით დაატარებდა ავტობუსს...:)

5. შენი აზრით რა არის საჭირო ადამიანისთვის, რომ მან წეროს?

ალბათ, სათქმელის ქონის სურვილი, მუზასთან ერთად.

6. რას ეტყოდ შენს პატარა ვერსიას?

ვეტყოდი, რომ არასდროს დაკარგოს ის ცნობისმოყვარეობა, რომლითაც სამყაროს უყურებს. 🧚🏻

7. შენი პირველი მანუშევარი რა იყო, და გამოაქვეყნე თუ არა იგი:

ჩემი პირველი ნამუშევარი პატარა ჩანახატი იყო - ჩემთვის ძალიან ინტიმური და ემოციური, რომელიც არ გამომიქვეყნებია. თუმცა საიტზე მაქვს ერთი მოთხრობის დასაწყისი ატვირთული, 14 წლის ასაკში, რომლითაც არ ვამაყობ და ძალიანაც მიხარია, რომ მხოლოდ 17 ნახვა აქვს. 😆
რეალურად, ჩემი პირველი, სრული ნამუშევარი „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ არის. ძალიან ვღელავდი სანამ გამოვაქვეყნებდი და მგონი, გაამართლა. (მეორე წერის პროცესშია)🤭

8. რომელია შენთვის ყველაზე დაუფასებელი რამ მხატვრულ ლიტერატურაში?

კითხვას ცოტა ავცდები, მხატვრული ლიტერატურის შემქმნელი არ არის, თუმცა ქართველი პოეტია და აუცილებლად უნდა დავასახელო... ვფიქრობ, პაოლო იაშვილი არის საკმაოდ დაუფასებელი პოეტი. თუ საუბრობენ, მხოლოდ მის შემოქმედებაზე (აქაც ვაი-ვაგლახით) და თავად პიროვნებას სადღაც მიჩქმალავენ ხოლმე (((

9. რამდენად რეალურია პერსონაჟები შენს ნამუშევრებში:

“გაზაფხული შემოსულა, ლენ-ში“ გამოგონილი პერსონაჟები არიან, არც ერთს არ ჰყოლია პროტოტიპი. თუმცა, იმ მოთხრობაში, რომელიც ახლა წერის პროცესშია, თითქმის ყველა პერსონაჟს ჰყავს თავისი ნამდვილი ორეული. სიუჟეტებიც ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებიდან იქნება და ვფიქრობ, საკმაოდ დააინტერესებს მკითხველს.

10. თვლი, რომ როცა წერ, წერ უფილტროდ?

კი. ზედმეტი კონტროლი ტექსტს რაღაც მნიშვნელოვანს აკარგვინებს ხოლმე, მაგრამ მერე მეორე უკიდურესობაში ვარდები - ზედმეტად მშრალი და რეალური დიალოგები გამომდის, უამრავი „ჟარგონებით“, მაგრამ ეგეც ერთგვარი ხიბლია ზოგჯერ, არა?! Who knows… ))

11. რა იმედგაცრუება ახლავს შენთვის ავტორობას ან წერას?

ჰმმ.. ჯერ ზედმეტად ახალბედა ვარ ალბათ იმედგაცრუებებისთვის, თუმცაა უფრო დავაფასე დროის ფაქტორი. არ მეგონა ამხელა რესურსი თუ სჭირდებოდა წერას, თან მითუმეტეს, როცა მკითხველი უდიდესი ენთუზიაზმით გელოდება და შენ უბრალოდ ვერ წერ, რადგან 5 გამოცდა გელოდება უნივერსიტეტში☹️ (კიდევ ერთხელ ბოდიში ჩემს მკითხველს დაგვიანებული მოთხრობისთვის)

12. ერთი სიმღერის საუნდტრეკად არჩევა, რომ შეგეძლოს რომელიც შენ აღგწერდა, რას აირჩევდი?

Queen&David Bowie – Under Pressure

13. ყველაზე რთულად აღსაწერი რა არის შენთვვის ან რა აღმოჩნდა?

პერსონაჟის შინაგანი სამყაროს სწორად გადმოცემა მიჭირდა ხოლმე თავიდან. ქმედებებით, დიალოგებით და ავტორის ნარატივით განისაზღვრება პერსონაჟის პიროვნულობა, მე კიდე ერთმანეთში ვხლართავდი ყველაფერს. მერე ნელ-ნელა დავლაგდი.

14. რომელ პერსონაჟს მიამსგავსებდი თავს ლიტერატურიდან ან თუნდაც საიტიდან და რატომ?

ალბათ, ჯო მარჩი ვარ „პატარა ქალებიდან“, ჩემი გააზრებული თუ გაუაზრებელი შეცდომებით, ადამიანების და თავისუფლების სიყვარულით.

15. როგორ ფიქრობ შენ როგორც ავტორი განსხვავდები, შენ როგორ მკითხველისგან?

ძაალიან. როცა ვწერ, სხვა ავტორების მოთხრობებს ვერ ვკითხულობ ხოლმე. მკითხველის რეჟიმი არ მაქვს ჩართული და მაგიტო. 😆
მოთხრობისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, ტექნიკურად ვაკვირდები ისტორიას, წერის სტილს და სხვაგან გამიბრის ფიქრები. წერა უნდა შევწყვიტო იმისთვის, რომ მკითხველობას დავუბრუნდე.

ბლიცი:
მაღიზიანებს - ჩემი უნივერსიტეტის ლიფტი და ოთახში გადაწეული ფარდები
ვგრძნობ - ბევრს, ზოგჯერ ზედმეტსაც
მეშინია - ნოსტალგიის
ვიცი - რომ ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს
არ ვიცი - რატომ ეძახიან ჩემი მეგობრები ჩემს კატას ყველაფერს, თავისი სახელის გარდა
შემიძლია - მთელი ცხოვრება ვუყურო You’ve Got Mail-ს შემოდგომის დასაწყისში და არასდროს არ მომბეზრდეს
არ შემიძლია - მეტროში ადამიანების ნაცრისფერი სახეების ყურება
ვაპატიებ - ყველას, ვინც გულით ნანობს
ვტირი - იშვიათად (სამწუხაროდ)
ვიცინი - სასაცილო სიცილით, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ...



№1 სტუმარი Ana-maria Beridze

წარმატებები 🩷🩷🩷

 


№2  offline წევრი Analizuri

Ana-maria Beridze
წარმატებები 🩷🩷🩷

ანამარია ჩემს ინტერვიუებსაც ხო შემოალაგებ შენი ბიბლიოთეკის თაროზე??

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესო იყო ❤️ წარმატებები ❤️

 


№4  offline წევრი ფარვანა

როგორმა ნოსტალგიამ შემომიტია ნეტა იცოდეთ!… ძალიან შორს, პატარა მესთან გადამისროლა ამ რუბრიკის დაბრუნებამ.

ნამდვილად საინტერესო “გახსნა” იყო სიოსთან ერთად და იმედი მაქვს ხშირ-ხშირად გაგვანებივრებ ხოლმე შენი ჩვენთვის საყვარელი რესპოდენტებით.

წარმატებები!

 


№5  offline წევრი Analizuri

ფარვანა
როგორმა ნოსტალგიამ შემომიტია ნეტა იცოდეთ!… ძალიან შორს, პატარა მესთან გადამისროლა ამ რუბრიკის დაბრუნებამ.

ნამდვილად საინტერესო “გახსნა” იყო სიოსთან ერთად და იმედი მაქვს ხშირ-ხშირად გაგვანებივრებ ხოლმე შენი ჩვენთვის საყვარელი რესპოდენტებით.

წარმატებები!


ძალიანნგამიხარდება თუ მეტყვით, ვისთან ინტერვიუს ელოდებით. ასევე, ძალიან დიდი მადლობა⭐️⭐️

 


№6  offline წევრი ფარვანა

Analizuri
ფარვანა
როგორმა ნოსტალგიამ შემომიტია ნეტა იცოდეთ!… ძალიან შორს, პატარა მესთან გადამისროლა ამ რუბრიკის დაბრუნებამ.

ნამდვილად საინტერესო “გახსნა” იყო სიოსთან ერთად და იმედი მაქვს ხშირ-ხშირად გაგვანებივრებ ხოლმე შენი ჩვენთვის საყვარელი რესპოდენტებით.

წარმატებები!


ძალიანნგამიხარდება თუ მეტყვით, ვისთან ინტერვიუს ელოდებით. ასევე, ძალიან დიდი მადლობა⭐️⭐️


დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ინტერვიუს შეიძლება ითქვას, რომ განახლებული სახით იმ ორ ავტორთან, რომლებითაც თავის დროზე ეს საიტი გავიცანი მარგარიტა ლოკისა და ლინდა ზედგინიძის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ საიტს უკვე აღარცერთი სძენს იმ ელფერს რომლის ტარებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ ვერ გამოვა ალბათ მათთვის ინტერვიუს ჩამორთმევის ამბავი, მაგრამ მინდოდა მაინც დამესახელებინა ისინიც იმიტომ რომ განსაკუთრებული ადგილი აქვთ ჩემთვის.

ასევე ვისურვებდი ელ პინის, სალანდერის, ლალაბაის, მარიანა გაგუას (“იო”-ს ავტორი)-ს ხილვას შენს წარმოსახვით სკამზე ინტერვიუსთვის, რადგანაც მახსოვს, რომ აპირებდა ჩვენთვის ეთქვა ვინ თუ რა გახდა შთაგონება მისთვის რომ “იო” შეექმნა მაშინ როცა ბუმი იყო საიტზე მისი ქმნილების გამო, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა რაღაცებიდან გამომდინარე ეგ ამბავი და თუ სურვილს გამოთქვამდა დიდი სიამოვნებით “მოვისმენდი” ამ საკითხზეც სხვა დანარჩენთან ერთად მისგან.

ასევე ვისურვებდი “გამიზნული შხამის” ავტორ მუნ ლაითს,”ბროწეულების” უსაყვარლეს ავტორ თაკოს, THE ქეთი დადიანს, ტასო იაშვილს, ტასუსუნას, აირ ისს რომელმაც ვერც კი გეტყვით რამდენი ხნის შემდეგ დამიბრუნა საიტზე კითხვის სურვილი და ლიზა კანდელაკს რომელმაც გადაწყვიტა რომ
წავიდეს (რასაც ვერასდროს ვერ მივიღებ), მაგრამ… მოკლედ ვისურვებდი მის რესპიდენტად ხილვასაც, რა…

ძალიან ბევრი საყვარელი ისტორია მაქვს საიტზე, მკითხველისთვის კი ალბათ არაფერია იმაზე მეტად ამაღელვებელი, რომ ასე მაინც “შეავლოს თვალი” იმ ადამიანის პერსონას, რომელიც მძიმე მომენტების თუ მსგავსად გასაფერადებლად გამეტებულ წუთებში ეგულება ნავსაყუდელად. შესაბამისად ძალიან დიდი ცდუნებაა როცა გეკითხებიან “ვის ელოდები” და კი მეტყობა ალბათ, რომ მეც აღარ ვიცი რომელ წყალში გადავვარდე ჩემი სიიანად რომელიც ბევრად უფრო გრძელია, მაგრამ ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლები.

პ.ს მადლობა შენ!!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent