შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინტერვიუ ენ ქეისთან


გუშინ, 23:06
ავტორი Analizuri
ნანახია 260

1.გვითხარი რამდენიმე სიტყვით საკუთარ თავზე,ის რასაც ფიქრობ,რომ უნდა ვიცოდეთ:

ვფიქრობ პირველრიგში ჩემი სახელი უნდა იცოდეს ყველამ.მარიამი მქვია.😁ანას რატომ მეძახიან არ ვიცი,ბევრმა მომმართა ასე.არც უფროსი ვარ,21 წლის ვარ,სამართლის სტუდენტი და თავისუფალ დროს მაქსიმალურად ვიყენებ წერისთვის.

2. რატომ აირჩიე სახელი რომლითაც მკითხველი გიცნობს?

სახელის არჩევა საიტზე ძალიან სპონტანურად მოხდა.ძალიან პატარა ვიყავი,ალბათ 12-13 წლის.ყველა ის სახელი რომელიც მინდოდა დაკავებული იყო,მერე ჩემთვის საყვარელი ადამიანების სახელებით რამდენიმე ვერსია მოვსინჯე და საბოლოოდ ეს გამოვიდა.

3. გახსენდება თუ არა, რაიმე ფაქტი რამაც შთაგაგონა წერა?

მიზეზი იმისა თუ რატომ ვწერ ალბათ ჩემი ქართულის პედაგოგია.ხშირად გვავალებდა 120-150 სიტყვიანი ესეების წერას და მოთხრობების ანალიზს.ერთხელ მითხრა რომ რაღაც განსაკუთრებული სამყარო მქონდა,რომელიც იმსახურებდა უფრო მეტ ყურადღებას და მავალებდა დამეწერა ათას საკითხზე,რომელზეც საუბარი მინდოდა.მას შემდეგ სულ ვწერ. 🙂

4. გეგმავ თუ არა ისტორიის ყველა დეტალს წინასწარ, თუ ხდება ხოლმე რაღაც დაუგეგმავადაც?

ისტორიის წერისას თავიდან ყოველთვის შუა ნაწილი მაფიქრდება და მიწევს დასაწყისზე დიდხანს ფიქრი,თუმცა არასოდეს ვგეგმავ დეტალებს,შუა პროცესში თავდაყირა ვაყენებ ყველაფერს და ვცდილობ სწორად შევკრა ყველაფერი,თუ არ გამომდის ხან მეტირება კიდეც😂

5. რა გიყვარს წერისას ყველაზე მეტად?

წერისას ყველაზე მეტად ჩემი თავისუფლება მიყვარს.ნებისმიერი პერსონაჟი რომელსაც ეცნობით ჩემი სარკეა.ყველას აქვს ჩემი რაღაც თვისება,კარგიც და ცუდიც.მიყვარს რომ შემიძლია ალალად დავხატო ჩემი ყველა მანკიერი თვისება და როგორღაც ადამიანები მაინც უძებნიან გამართლებას.🌟

6. რა გჭირდება (მუზის გარდა), რომ წერო?

მუზა არასოდეს არის საკმარისი იმისთვის რომ დავწერო.ამინდი უნდა მიწყობდეს ხელს და გარემო.ძირითადად ღამე უნდა უყოს,მარტო ვიყო,სინათლე არ უნდა ენთოს და ეძინოს ქალაქს სხვა დანარჩენთან ერთად.🌚

7. რა არის ხოლმე წერის დროს ყველაზე სტრესული?

ჩემთვის ყველაზე სტრესული ალბათ მაინც გონებასა და თითებს შორის ჯახია.ხან იმდენად სწრაფად ფიქრობს ჩემი გონება რომ თითები ვერ მიყვება და ბოლოს მავიწყდება რისი დაწერა მინდოდა.ამავე დროს თუ ვიცი რომ დროში შეზღუდული ვარ,მაგალითად სამსახურში ან უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი იმდენად ვიძაბები,თუნდაც 4-5 საათი მაშორებდეს იქამდე,რომ ვეღარ ვწერ.ამიტომ ვცდილობ წერისთვის მაქსიმალურად თავისუფალი დღე ავარჩიო.

8. ყოფილა თუა რა შენს ცხოვრებაში “უმუზობის” პერიოდი და შენი აზრით, რა იწვევს ამას?

კი,ნამდვილად მქონდა ეს პერიოდი.სტუდენტობის პირველი წელი ყველაზე რთული იყო.ქაოსი გონებაში და ყოველდღე ერთიდაიგივე რუტინა,რომელიც ანგრევს ადამიანს.ამას განვიცდიდი მეც.ვერაფერს ვწერდი,რადგან იმდენი მქონდა სათქმელი აზრებს ვერ ვალაგებდი,ხანაც ისეთი ცარიელი ვიყავი საათობით ვუყურებდი სიფთა ფურცელს და სიტყვა არ მაფიქრდებოდა რომ დამეწერა.
ჩემთვის ძირითადად სტრესი და დედაქალაქი იწვევს ამას.თბილისურ ცხოვრებას ვერ ვეგუები და ორგანიზმიც შესაბამისად რეაგირებს…

9. აქვს თუ არა შენს ყველა ისტორიას რაღაც საერთო?

ისტორიებს საერთო ყოველთვის აქვთ.რაღაც მესიჯის მიტანა მინდა მკითხველამდე ყოველთვის.მხოლოდ ის რომ რომანი იყოს არ არის საკმარისი,მინდა გაიგოს მკითხველმა რისთვის დაიწერა,რა იყო მიზანი.თანაც ქალ პერსონაჟებს ყოველთვის აქვთ საერთო,ჩემნაირი ჯიუტები არიან და რომ განიკითხავენხოლმე სულ მეფიქრება რომ იცოდნენ მეც ასეთი ვარ ნეტავ რას იზამდნენთქო😂

10. რომელმა საკუთარმა ისტორიამ გაცინა/გატირა?

საკუთარი ისტორიები ძირითადად სულ მატირებს.”სვანეთი გეტყვის” ამ ისტორიამ მატირა ძალიან,იმდენად სპონტანურად დაიწერა დასასრული მეც ვერ მივხვდი და რამდენიმე დღე გულდამძიმებული დავდიოდი.
თუმცა ყველაზე მეტად “აქ შეგხვდები ისევ” ამ ისტორიამ დამამძიმა.ყველას საკუთარი ტკვილი აქვს აფხაზეთის,მე ჩემი წილი მეტკინა წერისას.თან უცხო მიწაზე მყოფი ვწერდი,უცხო ხალხისთვის და მინდოდა მათ გულამდე მიმეტანა ყველა ქართველის ტკივილი.ახლაც ამეტირა…

11. რომელი ისტორიიდან გინდა რომ მკითხველმა გაგიცნოს ყველაზე მეტად:

თუ ვინმე ახლა გამიცნობს მინდა “რიონის პირას” ამ ისტორიიდან გამიცნოს,თუმცა არა მხოლოდ ლოლიტას პერსონაჟის სახით,არამედ კონსტანტინეც თავისი წილი ტკივილებით,თორნიკეც და მათი მშობლებიც.
ცეზოს დედაც არ დაავიწყდეს არავის.☹️

12. ნანობ თუ არა რომელიმე ისტორიის დაწერას, ან გავრცელებას, თუ კი რატომ?

ყველა ისტორიის წერა და გამოქვეყნება მაფიქრებს.სინანულის მომენტი ყველას თანაბრად მოყვება კრიტიკიდან გამომდინარე.ყველა ისტორია მიყვარს მიუხედავად მოტანილი ტკვილისა,ამიტომ არ ვნანობ არცერთს.

13. რას შეცვლიდი შენი წერის ისტორიაში, თუნდაც ახლა, თუნდაც წარსულიდან:

რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს უფრო დიდ დროს დავუთმობდი წერას და იქნებ სამართალზეც არასოდეს ჩამებარებინა.მთელი ჩემი დრო და ენერგია წერას მოხმარდებოდა…

14. ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა გინდოდა შენი ისტორიის პერსონაჟი ყოფილიყავი?

ჩემი ისტორიების პერსონაჟი ისედაც ვარ,თუმცა მინატრია მათი რეალობით რომ მეცხოვრა,რაღაცნაირად მშურს ხან იმ სიყვარულის რომელსაც იღებენ.

15. როგორ არჩევ პერსონაჟის სახელებს?

სახელების შერჩევა ყველაზე რთული პროცესია.მილიონჯერ მაქვს წაკითხული “გოგოს და ბიჭის 100 ქართული სახელი” და მაინც,ყოველი ისტორიისთვის თავიდან ვავლებ თვალს და იმას ვარჩევ რომელზეც გული სხვანაირად იწყებსხოლმე ფეთქვას.ჩემით ასე უნებურად თუ ავარჩიე მაინც მიწევს შეცვლა შუა პროცესში,ამიტომ გულისხმას ვენდობი ამ საკითხში.

16. რომელ შენს მიერ შექმნილ პერსონაჟს გაესაუბრებოდი და რაზე?

დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი რამდენიმეს.
“სვანეთი გეტყვის”-ნანინას და ლუკას…ჩემს ლუკას იმიერში.ნანინას ვკითხავდი როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ძლიერი,ლუკას…ლუკას ვკითხავდი როგორ შეეძლო ყოფილიყო ამდენად მამაცი…
“ჯაჭვლიანების აურზაური”-დან ალექსს.ვკითხავდი თუ ღირდა ის დაკარგული წლები ამად…
“აქ შეგხვდები ისევ”-ასლანს.მისი სიყვარულის ისტორიას მოვისმენდი დიდი სიამოვნებით.

17. რამდენად არიან შენი პერსონაჟები რეალურები?

ყველა ისტორიაში არის ვიღაც რეალური.თან იმდენად რეალური მკითხველს სძულს მერე ის პერსონაჟი🙂😁

18. ხომ არ ყოფილა ისტროიაში შენი პროტოტიპი?

ყველა ისტორიაში მიპოვნით მე,უბრალოდ კარგად უნდა მომძებნოთ😁

19. გვითხარი რამდენიმე სიტყვა, შენს საყვარელ ავტორსა და ისტორიაზე, 4love.ge-ს და მის გარეთ:

ჩემი საყვარელი ავტორი საიტიდან ქეთი დადიანია.ალბათ იმიტომ რომ იმ მოგლეჯილ საქართველოზე წერს მე ასე ძალიან რომ მაინტერესებს.ალბათ კიდევ იმიტომ რომ რაღაცნაირად ძლიერ და მოსიყვარულე კაცებზე წერს,უკვე შემდგარზე და არა ისეთებზე მე რომ მხვდებიან ყოველ ნაბიჯზე.
ჩემი საყვარელი ისტორია მაინც “დიდი შერიგებაა”.მიუხედავად მისი ცივი და პირქუში ხასიათისა დემნა არის ჩემთვის სულ სხვა დონის ადამიანი
საიტს გარეთ ძირითადად იურიდიულ ლიტერატურას ვკითხულობ,თუმცა მაჯნც ვიტყოდი რომ დოსტოევსკი ჩემი ფავორიტია.😎



№1 სტუმარი სტუმარი თეო

მიყვარს ეს გოგო და მისი ისტორიები❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ირინა

ყოჩაღი და ნიჭიერი გოგო ხარ მე მიყვარს შენი ყველა ისტორია (ნოველა) არ გაჩერდე წერე და გაგვახარე😘

 


№3  offline წევრი თ. ა.

ვაიმე რა კარგად მოიფიქრე ეს ინტერვიუების ამბები.
შესანიშნავი რესპოდენტიც აგირჩევია.
აი ახლა შენი პოსტების მოლოდინის რეჟიმი მექნება სულ.
რა კარგი იქნება თუ გადაკარგულ ახალბედა მწერლებსაც გამოაცოცხლებ ინტერვიუებში მაინც.

 


№4  offline წევრი Analizuri

თ. ა.
ვაიმე რა კარგად მოიფიქრე ეს ინტერვიუების ამბები.
შესანიშნავი რესპოდენტიც აგირჩევია.
აი ახლა შენი პოსტების მოლოდინის რეჟიმი მექნება სულ.
რა კარგი იქნება თუ გადაკარგულ ახალბედა მწერლებსაც გამოაცოცხლებ ინტერვიუებში მაინც.

ახლებსაც და ამბიცია მაქვს ძველებს მივაწვდინო ხმა, რამდენად გამომივა არ ვიცი…

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent