ინტერვიუ ტასუსუნასთან
1. როგორ დაახასიათებდი შენს თავს, გარდა სახელწოდება ავტორისა, რომელიც საიტზე გაქვს:
ძლიერ,შეუპოვარ,სანდრო,მხიარულ ადამიანად მახასიათებენ ხოლმე,მე თუ მკითხავთ,სულარ მინდოდა ეს სიძლიერე დამჭირვებოდა,სიმხნევე და ამტანობა,თუმცა,ესეც შემძლებია! 2. რატომ აირჩიე ფსევდონიმი რომლითაც გიცნობს მკითხველი: 2014 წელს,ძველი პროფილი რომ დამებლოკა,ახლის შექმნისას,კლავიატურამ გაჭედა და ტასუნას მაგივრად,შევრჩი საიტს “ტასუსუნა”. დღეს ამ ნიკის იქით ვერ წარმოიდგენია ,სხვა რა უნდა ვიყო. 3. ყველაზე მეტად რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანში: სუფთა,რწფელი თვალები,უპირველეს ყოვლისა. თვალები თუ მღვრიეა,იქ თუ სიმართლე არ ჩანს,ის ადამიანიც უფერულდება ჩემთვის. 4. როგორ ფიქრობ, შენ როგორც ავტორი განსხვავდები, შენ როგორც მკითხველისგან? კითხვისთვის ალბათ ყველაზე რთულად ვიცლი,იმაზე რთულად,ვიდრე წერისთვის.. კითხვის დროს თითქოს ვხუჭავ რაღაცებზე თვალს და არ მივსდევ ყველა აბზაცს.. ვცდილობ,ავტორს მოვერგო. ისე წავიკითხო,როგორც მე მებდომებოდა,ჩემი წაეკითხათ.. აი წერა.. წერის დროს სულ სხვა ვარ.. ზოგჯერ ისე გავუბრაზდები ხოლმე ჩემს თავს შეცდომებზე. 5. წიგნი, რომელსაც მუდამ გაუწევ რეკომენდაციას: ორი წიგნი მიდევს ხოლმე ტუმბოზე წლებია აუღებლად. 2 და 3 წელს არ ვგულისხმობ,17 წელია,მეტი თუარა, პიუზოს “ნათლია” და “დათა თუთაშხია”. 6. რისი გაკეთება გიყვარს ყველაზე მეტად, და რატომ? მიყვარს , როცა საჩუქარს ვუკეთებ ხოლმე მეგობრებს.. დიდი წრე მყავს,საოცარი ადამიანებით და ისენი რომ ბედნიერები არიან,სულ წვრილმანითაც კი, აი ეს მიყვარს. 7. გაიხსენე მომენტი, როცა ყველაზე მეტად იგრძენი შიშის გრძნობა: ბავშვმა ვერ ამოისუნთქა.. წამით არ შემშინებია. პირიქით შევაგულიანე ექიმი.. რაღაც მომენტში დავმძიმდი და რომ მაძინებდნენ,მაშინ შემეშინდა სიკვდილის.. უფრო იმის,რომ მის უნახავად წავიდოდი. ეს იყო ყველაზე მწარე შიში. 8. როგორ გგონია, ამ სამყაროში რა არის ყველაზე ძლიერი, და ადამიანური ემოცია/გრძნობა: ყველაზე ძლიერი ემოცია/გრძნობა მე სიძულვილი მგონია.. მგონია კიარა, ასეცაა. როცა გძულს,გგონია რომ მკლავებში უშრეტი ძალა გაქვს. ეს ძალა გადენინებს შემდეგ ზღვარგადასულ სისასტიკეებს. 9. ყველაზე რთულად აღსაწერი შენთვის, როგორც ავტორისთვის რა ყოფილა ან დღემდე არის: უტა ბაბალანის სიკვდილი “არხოტის გულში” არის და იქნება ალბათ ყველაზე რთული რამ,რაც კი დამიწერია. იქნებ ემოციურად უფრო მძიმე პერსონაჟებიც კი შემიქმნია,მაგრამ,არაფერს ისე არ მოვუკლივარ მე,როგორც მისი სიკვფილის წერას. 10. რომელი ჟანრის კითხვას ერიდები? იქ,სადაც კაცი ხელს წევს,წერტილი ისმება. თუნდაც ოქროდ ფასობდეს, ჩალის ედება ჩემთვის და,სულ ვანებებ თავს,არათუ ჟანრი,პერსონაჟს ვარიდებ თავს. 11. რაზე საუბარს ან წერას ერიდები? არ ვსაუბრობ არასდროს განვლილ დღეებზე,როცა ბეწვზე ვეკიდე. არ წერა კიდევ დანაშაულია. ყველაფერზე უნდა დაიწეროს. 12. როგორ ფიქრობ, მკითხველი ახდენს ზემოქმედებას შენს ნაწერზე? მკითხველი მაძლევს მოტივაციას,გზავნის ჩემკენ ჟინს,რომ გავაგრძელო.. თუმცა,მითითება,რომ ეს ასე არ ვქნა,ტყუილი დროის კარგვაა. არა იმიტომ,რომ ვიუკადრისო,პირველ ასოს რომ ვკრებ,იქ უკვე დასასრული ვიცი როგორია. შეიძლება არ ვიცოდე სახელი, სათაური, არ ვიცოდე როგორ განვავითარებ,მაგრამ,ის,რაც 100% ვიცი,დასასრულია. ამაზე ვერავინ ახდენს ზემოქმედებას. თუმცა,ის,რომ პირველ ასომდეც მივიდე,მკითხველია თავიდა თავი. 13. რაზე დაცინი წარსულის შენს თავს ან შენს თავს როგორც ავტორს: წარსულს ვერ დავცინი.. ყველა წამი მიყვარს იქ გატარებული და ის ტასოც მიყვარს,აქამდე რომ მოვიდა. თუმცა,როგორც ავტორს კი დავცინი ხოლმე,პერსონაჟი რომ მოუკვდება და მთელი კვირა ცრემლებს ვერ იშრობს. 14. რომელ პერსონაჟს მიამსგავსებდი საკუთარ თავს მხატვრული ლიტერატურიდან და რატომ? ჩათს შევეკითხე და ელიზაბეტ ბენეტი ხარ” სიამაყე და ცრურწმენიდანო”. “მგონია, შენში სიამაყე და მგრძნობელობა ერთად ცხოვრობს. გარედან შეიძლება მკაცრი და მომთხოვნი ჩანდე, მაგრამ შინაგანად გაცილებით უფრო მგრძნობიარე ხარ, ვიდრე გინდა, სხვებმა დაინახონ.” რავიცი,რას გაუგებ ხელოვნურ ინტელექტს,მაგრამ,მგონი,ყველაზე კარგადაც მიცნობს. 15. რომელ ჟანრში გინდა წერა, თუმცა ვერ წერ, და რატომ? ვერ ვწერ მხიარულ,ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხ პატარა,მომცრო რომანებს. შეიძლება თვეები შევალიო ამ ჟანრში წერას,როცა დრამატურგიას 1 დღეში დავწერ. მერთულება და მგონია,სულარ არ გამომდის.. ვიცი?! არვიცი. 16. შენი ცხოვრებიდან ერთი მომენტით რომ გიცნობდნენ ადამიანები, რომელ მომენტს აირჩევდი? როცა გადავრჩი. ეს ვერსია,რაც ახლა ვარ, ბევრ ჭირ-ვარამზე გამარჯვებული,ასე მგონია,ყველაზე მაგარია! ეს ტასო მაგიჟებს,ისეთი ძლიერია! ამ ტასოზე მინდა ველაპარაკო ყველას და მიტომაც ვახსენებ აგერ უკვე მესამედ მგონი! 17. ერთი სიმღერის ან თუნდაც კომპოზიციის არჩევა რომ შეგეძლოს შენს soundtrack-ად რომელს აირჩევდით? მთელ ჩემს შეგნებულ ცხოვრევას მოსდევს ორი მუსიკა masekela-stimela pink floyd-wish you were here აქ იწყება და აქ მთავრდება მუსიკა ჩემთვის. 18. ვისთან გექნებოდა დიალოგი, თუნდაც 4love.ge-დან, თუნდაც მის გარეთ? დიალოგი მექნებოდა ამ ჩემი თინეიჯერობის მრავალწლიან “ქრაშთან”-თუთაშხია დათასთან. ალბათ ვერ ავალაპარაკებდი,სიტყვაძუნწია,თუმცა,ის ორი-სამი სიტყვაც ძვირფასი იქნებოდა. 19. არის ხოლმე მომენტი, როცა ზედმეტად ეგოისტურად უდგები შენს ნაწერს, და “გენანება” გასაზიარებლად? პირიქით,რომ ვწერ,არ ვაციებ,მომენტალურად ვტვირთავ. ემოცია მჭირდება, მკითხველისგან რომ დადგეს მომენტი,ვერ მივიღო წერისთვის და გაგრძელებისთვის საჭირო მუზა,იქ დავასრულებ. 20. რა იმედგაცრუება ახლავს შენთვის ავტორობას ან წერას: წერისას ხელებში გამოცლილი მუზა მიტოვებს გაცრუებულ იმედებს.. როცა მეგონა,რომ უსასრულოდ დავწერდი და, აბზაცსაც ვერ გავცდი. 21. გქონია განცდა, რომ მკითხველს ვერ ან სხვანაირად გაუგია შენი ნაწერი? შენი აზრით რა იწვევს ამას? მკითხველმა ვერ გამიგო “არბი ომანში”.. უფრო მის დასასრულში. მაშინ ძალიან მეტკინა. ახლაც მტკივა.. 22. როგორ ფიქრობ რამდენად ახდენს ზეგავლენას შენი გარემოება, ცხოვრების მოვლენები შენს ისტორიებზე ? უჰ,პირდაპირ პროპორციულად! როცა რთულ პერიოდს გავდიოდი ცხოვრებაში, მაშინ დავწერე “საფარი”, “არბი ომანი” “არხოტის გული”. ის ტკივილი და დაუტეველი ემოცია რომ არ გადმომეღვარა,მომგუდავდა. შვილის მოლოდინში დავწერე ალბათ ყველაზე მსუბუქი ნოველები. მათ შორის “თვალები გეტყვის” 23. ყველაზე რეალური რომელი ისტორიაა შენთვის? ყველაზე რეალური,ახლო და ჩემი,როგორც პერსონაჟები,გარემო,სამეგობრო,წერტილი და მძიმე არის “ლეგენდა შალინიაკზე” და “არხოტის გული” ვფიქრობ,მასშტაბურად სწორედ ამ პერიოდში გამიცნო მკითხველმაც. არადა,რამდენი რამეა ახლა მათში ჩასასწორებელი,მაგრამ,წერტილსაც ვერ ვშლი. მენანება. მესიკვდილება. 24. ბოლო კითხვა, მელოდია რომელსაც აუცილებლად უსმენ წერისას? orange blossom-ya sidi-თუ ვიღაც ბოლოში აღარ რჩება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


