შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


15-06-2015, 16:14
ავტორი goga27
ნანახია 16 792

აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის და რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას და გაიგე რა გიშლის ხელს ბედნიერი და ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობის შექმნაში. დაიმახსოვრე სამკაულის ციფრი და ქვემოთ დააწექი პასუხების ნახვას შედეგების სანახავად

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


ტესტის პასუხები


1. თუკი პირველი სამკაულისკენ გაგექცათ თვალი, მაშინ თქვენი პრობლემა თქვენს ლამაზ თავშია. რატომ ფიქრობთ ამდენს? გამუდმებით აწყობთ დიალოგებს გონებაში, უბრუნდებით უკვე ჩავლილს: საუბრებს, ქმედებებს… ან კიდევ რაში გაინტერესებთ რას ფიქრობენ სხვები? ეს თქვენი ცხოვრებაა. ისე უნდა იცხოვროთ, როგორც თქვენ გინდათ და თქვენმა პარტნიორმა. თქვენ თქვენთვის უნდა იცხოვროთ და არა სხვეისთვის, ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად და არა ისე, როგორც სხვები ფიქრობენ. სხვებმა, მნიშვნელობა არა აქვს, მშობლები იქნებიან ისინი, მეგობრები თუ მეზობლები, თავიან არეულ ცხოვრებას მიხედონ!

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


2. თქვენ მზად ხართ მთელი ცხოვრება შესწიროთ პარტნიორს და მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი ამას გრძნობს. რატომ პრობლემა? კაცები ბუნებით მონადირეები არიან. რაც უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ შეიძლება დაგკარგოთ, მით უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით, უფრო მეტი ყურადღებით იქნება და სხვებისკენ არ გაექცევა თვალი. თქვენ უქმნით პირობებს რომ მოდუნდეს და სხვა ამოიღოს მიზანში, რადგან საკუთარი ნებით იკრავთ ხელფეხს და მის გვერდით ისეთ ნანადირევივით წვებით, რომელიც არსად გაიქცევა. თავი მაინც მოაჩვენეთ, რომ მხოლოდ მისით არ მზეობს თქვენი მზე, რომ მის გარეშეც მოახერხებთ არსებობას და რომ სხვა მამაკაცებიც არსებობენ ამქვეყნად თქვენი გულის მონადირებას რომ ცდილობენ. ოღონდ ეს გემოვნებით გააკეთეთ და სხვისკენ აღარც გაიხედავს. კაცს თქვენთვის თვალის მოცილება უნდა ეშინოდეს, თორემ სხვისკენ გახედვის კი არა.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


3. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ძალიან ქალურად ფიქრობთ. კაცები სხვანაირად ფიქრობენ. ამ დასკვნამდე დიდი ხანია მივიდნენ მეცნიერები. ჩვენი ტვინები სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, ძალიან განვსხვავდებთ ერთმანეთისგან. რატომ გჯერათ ჯერ კიდევ იმის, რომ გამოიცნობს, რა გინდათ. ნუ ელოდებით, როდის მიხვდება რაზე ოცნებობთ. ეცადეთ ისწავლოთ მისი ენა, ,,მამაკაცების ენა”. თქვენ ხომ ქალი ხართ? ნამდვილი ჯადოქარი. ქალი, რომელსაც შეუძლია ისე ჩაუნერგოს მამაკაცს გონებაში საკუთარი აზრები, რომ ამ უკანასკნელს ეჭვიც არ შეეპაროს რომ თავად მოიფიქრა და თავად გადაწყვიტა!

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


4. მეოთხე სამკაულმა მოგტაცათ თვალი? რა გინდათ მალე იმ დიასახლისებს დაემსგავსოთ, ცხოვრების მთავარი მიზანი გათხოვება რომ არის და როგორც კი ქმარს იშოვიან, 15 წლით უფროსივით რომ გამოიყურებიან? გასაგებია რომ ბევრი საქმე გაქვს, უამრავი მოვალეობა გაწევთ კისერზე, პასუხისმგებლობის გრძნობაც დასაფასებელია, მაგრამ… თქვენ ქალი ხართ! ნუ დაივიწყებთ ამას! აუცილებლად მოუარეთ თავს, იზრუნეთ საკუთარ სხეულზე ყოველდღიურად, იზრუნეთ იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. გახსოვდეთ ყველაზე მთავარი თქვენი პირადი ბედნიერებაა და ქალური ბედნიერების ერთერთი უმთავრესი პრინციპი თავდაჯერება და სარკეში ჩაახედვისას საკუთარი თავით კმაყოფილებაა… არ არის სავალდებულო ვიქტორია სეკრეტის მოდელს ჰგავდეთ, კაცებს მოვლილი ქალები მოსწონთ, რომლებსაც უყვართ და ზრუნავენ საკთარ თავზე.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


5. თქვენ კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. ბევრს ლაპარაკობთ და მისთვის გაუგებრად. კაცები ბავშვებს ჰგვანან, დიდხანს ვერ კონცენტრირდებიან და ქარაგმების არ ესმით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ინფორმაციის მიღება პირველი 10 წამის განმავლობაში შეუძლიათ და დანარჩენს რასაც ილაპარაკებთ ამ პირველ 10 წამში ნათქვამის გაგრძელებად, დეტალებად აღიქვამენ. ამიტომ როცა თქვენ მთავარ სათქმელზე გადადიხართ, ის უკვე სხვაგანაა, ეს უმნიშვნელო ჰგონია და აღარ გისმენთ. ამიტომ თუ მასთან სერიოზული საქმე გაქვთ, დაიწყეთ პირდაპირ ამ საქმით და ძალიან მოკლედ. ნუ უვლით შორიდან. ჯერ მთავარი თქვით და მერე მოაყოლეთ დეტალები, თუ მაინცდამაინც, თორემ ხვალ უკვე აღარ ემახსოვრება.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


6. გამაგებინეთ, თქვენ დედობაზე თუ ოცნებობდით, რატომ შვილი არ გააჩინეთ? ვინ ხარ მისთვის? საინტერესოა თავისი მშობლები თუ უვლიდნენ თქვენსავით? მას ალბათ კი, ძალიან მოსწონს, კმაყოფილია, მაგრამ ორივე რომ ბედნიერი იყოთ, ეს მზრუნველობაც ორმხრივი უნდა იყოს. თქვენც მოსთხოვეთ გამოხატოს თავისი სიყვარული, იზრუნოს თქვენზე… მაგალითად, ყავა მოგართვათ საწოლში ხანდახან… ხანდახან მან მოამზადოს სადილი, ან მასაჟი გაგიკეთოთ. ბევრნაირად შეუძლია დაფასება… ცოტა მანაც შეიწუხოს თავი.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


7. თქვენ ზედმეტად რევთ თქვენს ურთიერთობებში გარეშე პირებს. მშობლებიც გარეშე პირებია სხვათა შორის. გიყვარდეთ და იზრუნეთ მათზე, არავინ გიშლით, მაგრამ თქვენც ხომ იცით რომ იდეალური არავინაა, არც მათ არ უცხოვრიათ ისეთი ცხოვრებით, როგორიც თქვენ მოგწონთ და რატომ აძლევთ უფლებას ტვინი აგირიონ თავიანთი რჩევებით? ნუ აძლევთ მათ თქვენს ცხოვებაში ჩარევის უფლებას.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


8. ორივე მაგრად დაიღალეთ. მოსწყდით ყველას და ყველაფერს. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ ქალაქშვე განმარტოვდით, ან სახლში დროზე მიდით და ეგრევე საწოლში შეძვერით. 9 საათზე. თვალები დახუჭეთდა იქამდე ითვალეთ ცხვრები, სანამ არ დაგეძინებათ, მერე დილით 6- ზე ადექით და სასეირნოდ წადით. აი იმ დროს, როცა მხოლოდ მეეზოვეებს და ჩიტებს ღვიძავთ. დასვენება გჭირდებათ და რეჟიმის გამოცვლა.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის


9. ურთიერთობის ცინცხლად შენარჩუნებისთვის ვნება აუცილებელია. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ? თუ წესრიგში გაქვთ, ეგრე განაგრძეთ, თუ არადა .. სარკეში ჩაიხედეთ, გარდერობში შეიხედეთ, საცვლებს თვალი გადაავლეთ და თუ დიდად არ მოიხიბლეთ საშოპინგოდ წადით. ამბობენ რომ კაცებს თვალებით უყვართ. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ რომ ქალები, გაცილებით უფრო მეტად იგზნებიან, როცა თავად გრძნობენ თავს ლამაზად და სექსუალურად. თავს მიხედეთ. დაანახეთ მას და საკუთარ თავს რომ მას ყველაზე მაგარი ქალი ჰყავს!.

ტესტი ქალებისთვის - აირჩიე სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბის



№1  offline წევრი შოკი მოკი

მეორე ჰაჰაჰ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent