პატარა ტესტი - აირჩიე გიფი და გაიგე როგორია შენთვის იდეალური მეორე ნახევარი
ერთი უძველესი მითის მიხედვით, ცა და ზღვა მარადიული შეყვარებულები არიან. მათი როგორი სინთეზი გეჩვენებათ იდეალურ შეხამებად, ძალიან ბევრს მეტყველებს თქვენი სიყვარულის იდეალებზეც თურმე. წარმოიდგინეთ, თქვენი სახლის ფანჯრიდან იყურებით. რომელ ხედს აირჩევდით? 1 2 3 4 დაიმახსოვრეთ თქვენი გიფის ნომერი და ნახეთ შედეგები 1. ეს განსაკუთრებული გიფია. მას ისეთი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც მონათესავე სულებს დაეძებენ. თქვენ გჭირდებათ სიყვარული, სადაც არ იარსებებს არავითარი დისტანცია. ადამიანი, ვისთანაც დაისვენებთ, იცინებთ, მშვიდად იგრძნობთ თავს…ადამიანი ვის ნაწილადაც იგრძნობთ თავს, ვის გვერდითაც იქნებით ის, ვინც რეალურად ხართ. თქვენ ეძებთ სიყვარულს, რომელიც მთელი ცხოვრება კი არა მარადიულად გასტანს, თუკი რეინკარნაციის თეორია მართალია. თქვენი შეყვარებული, მხოლოდ შეყვარებული კი არა, საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს. ადამიანი სახლი – რომელშიც შეხვალ და დაისვენებ. პირველი შეხვედრაც ასე წარმოგიდგენიათ: თქვენ დანახვისთანავე გექნებათ შეგრძნება, რომ ის სადღაც გყავთ ნანახი, რაღაც დეჟავუს მსგავსი, თითქოს უკვე იცნობთ. არასდროს შეწყვიტოთ ძიება… აუცილებლად იპოვით ერთმანეთს. 2. თქვენ წიგნებში წაკითხული, ფილმებში ნანახი რომანების მსგავსი სიყვარული გხიბლავთ. ყველაფერი იდეალური უნდა იყოს – პირველი შეხვედრაც, პირველი კოცნაც, ქორწილიც, კაბაც, პიჯაკიც…. თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და აჩქარება არ ღირს. ხანდახან ხდება ხოლმე და პრინცი/ პრინცესა არ ჩანს. მერე მეგობრები, ოჯახის წევრები უკვე დარდს იწყებენ, გეუბნებიან რომ ზედმეტად წუნია ხართ. თქვენც ეჭვებში ვარდებით – ეგებ ძალიან მაღალი მოთხოვნები გაქვთ? არ გაქვთ! თქვენზე უკეთ არავინ იცის რა გჭირდებათ და ნურავის უსმენთ საკუთარი გულის გარდა. აუცილებლად შეხვდებით მას, როცა დრო მოვა და მიხვდებით რომ ნამდვილად ღირდა ლოდინი. 3. თქვენ ვნებებით სავსე ცეცხლოვან ურთიერთობას ხართ მოწყურებული. თქვენ ნელ-თბილი გრძნობების არ გწამთ, სიყვარულმა უნდა დაგწვათ, დაგმდუღროთ, დაგდაგოთ. ამ გრძნობას ყველა უჯრედით, ყველა ნერვით უნდა გრძნობდეთ. რაც უფრო სახიფათო იქნება ურთიერთობა, რაც უფრო მეტი რისკი იქნება, მით უკეთესი თქვენთვის. თქვენი პარტნიორი ამ თქვენს სისავსეს უნდა იზიარებდეს, თქვენს ვნებებს, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე, ოპტიმისტი ადამიანი გჭირდებათ, ვინც მუდმივად შეეცდება ურთიერთობაში ცეცხლისწამკიდებელი იყოს. თქვენ ერთად ისეთი წყვილი იქნებით, მთელი სამყარო რომ შეჰნატრის. გიჟი, გადარეული, ემოციებით სავსე და მუდამ შეყვარებულ მდგომარეობაში მყოფი. რა თქმა უნდა, პრობლემები თქვენც გექნებათ და თან არც ისე ცოტა, მაგრამ საერთო ოპტიმიზმის წყალობით ყოველთვის მოახერხებთ ცხოვრებით ტკბობას, მხიარული თავგადასავლების მოწყობას და ბედნიერებას. 4. თქვენ შეიძლება ამის გამო ცოტა ძველმოდურადაც მოეჩვენოთ ვინმეს (ან ეგებ არც იმჩნევდეთ?) , მაგრამ ურთიერთობაში თქვენთვის მთავარი თავდადება და ერთგულებაა. ჭკუიდან შემშლელ ვნებებს და ღრუბლებში მოლივლივე გრძნობებს მიწიერი, ნამდვილი სიყვარული გირჩევნიათ. მუცელში პეპლებს, საყვარელი ადამიანის მხარზე თავის ჩამოდებას და ღამღამობით მშვიდ ძილს არჩევთ. სავარაუდოდ, ცხოვრების საწყის ეტაპზე ამის გააზრებას ვერ მოახერხებთ და შეიძლება ბევრი ვნებათაღელვაც გქონდეთ. ეგებ ბევრჯერ გეტკინოთ კიდეც გული და ამ გზით მოახერხოთ იმის გააზრება, თუ რა არის ამქვეყნად ყველაზე ფასეული – ნდობა და ერთგულება. ნამდვილ მეორე ნახევარსაც ცოტა მოგვიანებით შეხვდებით, როცა საკუთარ თავს კარგად გაიცნობთ. თუკი გაგიმართლათ და ადრეულ ასაკშიც შეხვდით, საჭირო იქნება ერთობლივი სულიერი განვითარება. თქვენ ერთმანეთის დასაყრდენი და ძლიერი მხარეები იქნებით, თვალდახუჭული ენდობით ერთმანეთს და ყველაფერში მხარს უჭერთ სამსახური იქნება ეს, ოჯახი თუ საზოგადოება – აი, თქვენი იდეალური ურთიერთობის მოდელი. ჩვენ იდეალური პარტნიორის პოვნას გისურვებთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.