როგორ მამაკაცს დაგაკავშირებთ ბედი - სახალისო ტესტი ქალებისთვის
როგორ მამაკაცს დაგაკავშირებთ ბედი - სახალისო ტესტი ქალებისთვის ნებისმიერი გოგოს სურვილია იცოდეს, თუ ვის დააკავშირებს ბედი სამომავლოდ და მაინც, როგორი იქნება მისი "პრინცი". ამიტომ, ეს ტესტი მხოლოდ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი და მისი მეშვეობით სუსტი სქესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება, გაიგონ როგორი პარტნიორი შეეფერებათ და რა თვისებებით იქნება შემკული მათი რჩეული. წარმოიდგინეთ, რომ ცნობილი და პოპულარული დიზაინერი თქვენთვის სახელობით, ექსკლუზიურ ფეხსაცმელს კერავს. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აარჩიოთ ფეხსაცმლის დასამზადებლად განკუთვნილი მხოლოდ ერთი, თქვენთვის მისაღები მასალა და ამის შემდეგ გადახედოთ პასუხებს. 1. ხბოს ტყავით 2. პითონის ტყავით 3. ციყვის ბეწვით 4. თიკნის ტყავით 5. ნიანგის ტყავით 6. მელიის ბეწვით 7. ცხვრის ტყავით 8. ზებრის ტყავით 9. მგლის ბეწვით 10. კენგურუს ტყავით 11. დათვის ტყავით 12. ღორის ტყავით პასუხები 1. თუკი თქვენ ხბოს ტყავით შეკერილი ფეხსაცმელი აირჩიეთ, პარტნიორი ცოტა ჯიუტი, ხელმომჭირნე, მაგრამ მზრუნველი და სტაბილური მამაკაცი იქნება. კუროს ან თხის რქის ტიპაჟი. 2. პითონის ტყავის მოყვარულს ერთი შეხედვით მშვიდი, თუმცა შინაგანად ემოციური, ვნებიანი და ტემპერამენტიანი პარტნიორი ეყოლება. წინდახედული, გამჭრიახი და ეშმაკი. მორიელის ტიპაჟი. 3. თუკი ფეხსაცმლის შეკერვა ციყვის ბეწვით მოისურვეთ, პარტნიორი მოუსვენარი ხასიათის, დინამიკური და კომუნიკაბელური ინდივიდი იქნება. კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე და ერუდირებული. ტყუპის ტიპაჟი. 4. იმ შემთხვევაში, თუ თიკნის ტყავს მიანიჭეთ უპირატესობა, ცხოვრების მეგზური ასაკით გაცილებით უფროსი, გამოცდილი და წინდახედული ადამიანი იქნება. შესაძლოა, თქვენი ქორწინება გარიგებითაც მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ კავშირს, აუცილებლად ექნება საფუძვლად ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. თხის რქის ტიპაჟი. 5. ნიანგის ტყავით შეკერილი ფეხსაცმლის მსურველს დიდი ქონების პატრონი და ფინანსურად უზრუნველყოფილი პარტნიორი ეყოლება. თუმცა, ოჯახური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ხშირად მოუწევს მძაფრი განცდების, ეჭვიანობის და დრამატული ისტორიების გადატანა. მშვილდოსნის ტიპაჟი. 6. მელიის ბეწვით თუ ისურვეთ ფეხსაცმლის გაწყობა, თქვენი ცხოვრების მეგზური ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელი, განსაკუთრებული ქარიზმის მქონე მამაკაცი იქნება. თუმცა, ამასთანავე ეშმაკი, დიპლომატიური და მოქნილი ურთიერთობაში. გამორიცხული არ არის მას თქვენგან დაფარული ბევრი საიდუმლო გააჩნდეს. ეყვარება რისკი და მისგან უპირობო ერთგულების იმედი ამაოდ ნუ გექნებათ. თევზების ტიპაჟი. 7. თხის ტყავით შეკერილი ფეხსაცმლის მსურველს ლოიალური, გარკვეულწილად ინერტული და რბილი ხასიათის მქონე პარტნიორი ეყოლება. იგი მარტივად მიანდობს მეუღლეს პირველობას ოჯახში და ზოგადად ურთიერთობაში. მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ უკანასკნელის პროფესიულ წინსვლას და სიამოვნებით მისცემს ცოლს მაქსიმალურ თავისუფლებას მოქმედებაში. ასეთი კაცები აღმერთებენ საკუთარ მეორე ნახევრებს, არიან კარგი მამები და იშვიათად მიდიან ცოლის ღალატზე. სასწორის ტიპაჟი. 8. თუკი ზებრის ტყავით შეკერილ ფეხსაცმელს მიანიჭეთ უპირატესობა, მეუღლე თავგადასვლების მოყვარული, დინამიკური და მოხეტიალე ადამიანი იქნება. ეყვარება ექსტრემალური სპორტი, აზარტული თამაშები და ზოგადად რისკი. შესაძლოა ხშირად ისახავდეს უტოპიურ მიზნებს, იყოს იდეალისტი და ახასიათებდეს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა. მშვილდოსნის ტიპაჟი. 9. თუკი ფეხსაცმლის მგლის ტყავისგან შეკერვა გადაწყვიტეთ, პარტნიორი სამხედრო, სპორტსმენი ან ძალოვანი პიროვნება იქნება. იგი ერთი შეხედვით ტლანქი, სიტყვაძუნწი და უხეში შეიძლება ჩანდეს. თუმცა ასეთი მამაკაცები, როგორც წესი ერთგულების უნარითა და საყვარელი ქალისადმი მაქსიმალური ყურადღების გამოჩენის ნიჭით გამოირჩევიან. ვერძის ტიპაჟი. 10. თუ გსურთ, რომ ფეხსაცმელი კენგურუს ტყავით დამზადდეს, პარტნიორი წინააღმდეგობრივი ხასიათის, ცვალებადი და უზომოდ ემოციური ადამიანი იქნება. იგი თქვენა ცხოვრებაში არაერთ სკანდალურ ისტორიას, მოულოდნელ (ხშირად ნეგატიურ) სიურპრიზებს და ბევრ ცვლილებას მოიტანს. მისი ხასიათის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება და იგი ყოველთვის მოიქცევა ისე, როგორც თავად მოუხუშტურებს. მერწყულის ტიპაჟი. 11. მას, ვისაც ფეხსაცმლის შეკერვა დათვის ტყავით აქვს გადაწყვეტილი, პარტნიორად ავტორიტეტული, მეფური მანერების მქონე, ერთობ ოდიოზული ფიგიურა შეეფერება. ასეთი მამაკაცები ძალაუფლების სიყვარულით, ამტანობითა და უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალით გამოირჩევიან. თუმცაღა საყვარელი ქალისგან უპირობო მორჩილებას და ერთგულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქვთ უნარი ძალზე მკაცრადაც დასაჯონ ეს უკანასკნელი ურჩობის გამო. ლომის ტიპაჟი. 12. დაბოლოს, თუ რატომღაც გულმა ღორის ტყავით შეკერილი ფეხსაცმელებისკენ გაგიწიათ, პარტნიორი მატერიალურად უზრუნველყოფილი, უზომოდ მშრომელი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი იქნება. იგი საყვარელ ქალს ყოველთვის გაანებივრებს საჩუქრებით და მაქსიმალური ყურადღებით. იზრუნებს მისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად და იქნება არაჩვეულებრივი მოსიყვარულე მამა. კირჩხიბის ტიპაჟი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.