უცნაური განთიადი (სრულად)
სასტუმროს ნომრიდან ისეთი საშინელი მტვრევის ხმები გამოდიოდა პერსონალი ვერც კი ბედავდა კართან მიახლოვებას. მართალია არავის გაუფრთხილებია, რომ სტუმრები არ შეეწუხებინათ, თუმცა ამას თვითონაც ხვდებოდნენ. ნომერში ქაოსურად მიმოფანტული ნივთების უმეტესობა იატაკზე დამტვრეული ეყარა. ეტყობოდათ, რომ ნომრის სუსაფთავესა და იმიჯზე ბევრი არ უფიქრიათ მითუმეტეს წყვილს, რომელიც რბილ საწოლზე კომფორტულად იწვა და გაღვიძებას არც ერთი ჩქარობდა. თუმცა, ტელეფონის ზარმა მაინც დარღვია სიმყუდროვე და მამაკაცს აიძულა გამოღვიძება. უკმაყოფილო სახით გადაწვდა მობილურს, ყურთან მიიტანა და საწოლიდან წამოდგა. -რა ხდება საბა?-ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა და აივანზე გავიდა. -დემეტრე ის ნაბი****ბი გამოჩნდნენ ვისაც ამდენ ხანს ვეძებდით- გადაღლილი ხმით ამცნო საბამ. -რატო მაშინვე არ დამირეკე- ბრაზმორეული ხმით ჩასძახა ყურმილში და ტანსაცმლის ძებნას შეუდგა. -ღამე მაინც ვერაფერს იზამდი, ამიტომ ვარჩიე დღეს დამერეკა-თვალების ტრიალით გასცა პასუხი. -კარგი მოვდივარ, ჩემს კაბინეტში დამელოდე და ჩემს მოსვლამდე არაფერი გამოგეპაროს-გაცეცხლებული იცვამდა ტანსაცმელს. -ბიჭები უკვე შენს მითითებებს ელოდებიან მაგაზე შენ არ იდარდო-დემეტრემ უპასუხოდ გაუთიშა მოსაცმელი შემოიცვა და ნომრიდან ისე გაუჩინარდა თითქოს იქ არც ყოფილა. შავი შევროლე მაღალი შენობის წინ გაჩერდა. მანქანიდან კლასიკურ სამოსში გამოწყობილი დემეტრე გადმოვიდა და შენობისკენ გაეშურა. დაცვამ შესასვლელი რამდენიმე ნაბიჯით გააგანივრა, რომ უფროსი გაეტარებინათ და თავის დაკვრით მიესალმნენ. როცა დემეტრე ლიფტით ბოლო სართულზე ავიდა მაშინვე თავისი კაბინეტისკენ მიაშურა. კარში ნორმალურად შესული არ იყო, რომ საბას მკაცრი სახით კითხა. -რა გაარკვიე იმ ნაბი*****ზე. -მოკლედ-საბა სავარძლიდან წამოდგა და ცალი ხელით დაეყრდნო მაგიდას- ვინც შენი კომპანიის ესკიზები და ასევე შენი კომპანიის საბუთები მოიპარა შენზე არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენი ნიკოლოზ გეგეჭჯორია, თუმცა რაში დასჭირდა ეს არავინ იცის. დარწმუნებული ვარ ნიკოლოზის შემოგზავნილი გვყავს ვინმე შიგნით და სანამ კიდევ რაიმე გავა აქედან და უარეს ზარალს ნახავს კომპანია მანამდე უნდა გავარკვიოთ ვინ არის. -ბევრი ლაპარაკის გარეშე ახლავე შეკრიბე ყველა თანამშრომელი. არ მაინტერესებს ვინ შვებულებაშია, ვის სიცხე აქვს, მკვდარიც კი კუბოდან უნდა წამოდგეს და აქ მოვიდეს ათ წუთში ყველა-პასუხისთვის არც დაუცდია ისე გავიდა გარეთ და საკონფერენციო დარბაზისკენ აიღო გეზი. ათ წუთში მართლაც ყველა თანაშრომელმა იქ მოიყარა თავი. -მოკლედ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ სათქმელზე გადავალ. როცა კომპანიის ის საიდუმლო მასალები გადის კომპანიის გარეთ, რომელიც ჯერ გამოქვეყნებულიც არ იყო და ამის შესახებ კომპანიის თანაშრომლების 90% არ იცოდა ვის შეიძლებოდა გავეყიდეთ? დიზაინერს? ან იქნებ ამას ვინც ამ ესკიზებზე იმუშავა? არ ვიცი ნიკოლოზ გეგეჭკორმა ერთ-ერთ თქვენგანს რა შემოგთავაზათ ან რითი შეგაშინათ ისე, რომ ჩემი კომპანიის შიდა საქმეები და ესკიზები მას გადაეცით, თუმცა როცა დავადგენ ეს ვინ გააკეთა ის ადამიანი თავ ბედს იწყევლის იმის გამო, რომ საკუთარი ხელით არ მოიკლა თავი როცა კომპანია გაყიდა. ახლა დაიშალეთ და ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ. წამში დაცარიელდა საკონფერენციო დარბაზი. მხოლოდ საბა და დემეტრე დარჩენენ შიგნით. -საბა ყველაფერი გამირკვიე ნიკოლოზ გეგეჭკორის შესახებ. ისიც კი არ უნდა გამოგრჩეს რა ესიზმრება როცა ძინავს- არც ახლა დააცადა პასუხის გაცემა ისე გამოვარდა გარეთ და მანქანისკენ აიღო გეზი. უნდა დაფიქრებულიყო და გაეანალიზებინა მომხდარი. უნდა დაეწყო გეგმა როგორ ეძია ნიკოლოზზე შური. -ესეიგი იარაღების მეწარმეა... ექსპორტი იმპორტი... თანაც მსხვილ ბაზარზე.. ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში ჩანს მის საქმეებში-ჩაფიქრებული აკვირდებოდა დემენეტრე ნიკოლოზზე მოპოვებულ ინფორმაციას. -დედ-მამა დიდიხნის დაღუპილი ყავს. ერთადერთი მისი სუსტი წერტილი მისი საცოლეა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სთხოვა ხელი, თუმცა ჯერ თანხმობა არ განუცხადებია იმ გოგოს. კიდევ დიდხანს ისაუბრეს საბამ და დემეტრემ გეგმები დაალაგეს როგორ უნდა ეძია შური ნიკოლოზზე. მეორე დღეს კომპანიაში მისულს უკვე ჰქონდა კომპანიის გამყიდველის სახელი და გვარი. ასევე მოისმინა მისი და ნიკოლოზის საუბარი. საღამომდე მოთმინებით იცდიდა, რომ სამსახურიდან გასულიყო და ნიკოლოზის დათქმულ ადგილას მისულიყო. საღამოს, როდესაც დემეტრე ბარის მაღალ სკამზე იჯდა ვისკით ხელში და მოცეკვავე ახალგაზრდებს აკვირდებოდა, მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. -ხო საბა, არის რამე ახალი?- მოუმთმენლად ჩასძახა ყურმილში. -ჩემთან გელოდები სახლში, ათ წუთში აქ იყავი-პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა და მანქანისკენ აიღო გეზი. საბას ნორმალურად კარის გაღება არ აცადა სახლში, რომ შევარდა და კითხვა ნარევი თვალები მიაპყრო ბიჭს. -გიორგი შეხვდა ნიკოლოზის მარჯვენა ხელს და შესრულებული საქმისთვის ფული აიღო. სანამ შენ რამე სისულელეს იზამდი მე უკვე მოვაგვარე ეს საქმე და საკადრი მიიღო გიორგიმ უკვე, თუმცა ჯერ გვჭირდება, რომ ნიკოლოზის ყველა ნაბიჯი გავიგოთ რაც ჩვენი კომპანიის ინტერესებში შედის. გიორგი ისე მოიქცევა, რომ ნიკოლოზს ეჭვი არ გაუჩნდეს და ილოცოს, რომ ღმერთი არ გაუწყრეს და კიდევ ჩვენი გადაგდება არ სცადოს თორემ მერე მამა ზეციერიც ვეღარ უშველის ისე გავაქრობ-გაბრაზებულმა დაასრულა ბიჭმა საუბარი. -ძალიან კარგი. ნიკოლოზის საცოლეზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება. ვიცი როგორც უნდა გავაგიჟო ისე, რომ შეცდომა დაუშვას და გამოაშკარავდეს. -ნიკოლოზის შეყვარებული ნილა დევდარიანია.. ფსიქოლოგიის მესამე კურსზეა და საკუთარი კაბინეტი აქვს უკვე და სხვათაშორის უამრავი პაციენტიც.. გოგონა ბავშვთა სახლში გაიზარდა, ახლობელი არავინ ყავს ნიკოლოზის გარდა... აშკარად ეტყობა, რომ არ თამაშობს და ნიკოლოზთან მხოლოდ ფულის გამო არ არის. ისიც შევატყე, რომ ნიკოლოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან სამი წლის მანძილზე არ გაჩერდებოდა. -დანარჩენს მე თვითონ გავარკვევ. ბიჭებს კი უთხარი ეგ გოგო აიყვანონ და ჩემთან მოიყვანონ. სამწუხაროდ ნიკოლოზს იმედები უნდა გავუცროვო და ნიშნობა უნდა ჩავუშალო-ცინიკური ღიმილი მოედო სახეზე დემეტრეს. ორ საათში უკვე ნილა დემეტრეს წინ იჯდა და შეშინებულ თვალებს აცეცებდა. -აქ რატომ ვარ? ან შენ ვინ ხარ?-შეშინებულმა თუმცა მტკიცე ხმით იკითხა და დემეტრეს თვალებში ჩააშტერდა. -სანამ შენი ძვირფასი საქმრო გიპოვის აქ მოგიწევს ყოფნა, როგორც ჩანს მისი შეცდომები შენც გეხება. -ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ნიკოლოზი უკვე მეძებს-მტკიცე მზერა გაუსწორა ბიჭს. დემეტრეს გოგოს გაბედულებაზე და დარწმუნებულობაზე ჩაეღიმა და გახალისებულმა დატოვა შენობა. მას შემდეგ ორი დღე გავიდა რაც ნილა აიყვანეს. -იმ ნაბი****ს არც გახსენებია გოგო ორი დღის განმავლობაში. მგონი დროა ჩვენ შევახსენოთ რომ საცოლე ყავს-თან ლაპარაკობდა და თან მეილს აგზავნიდა ნიკოლოზთან. რამდენიმე წუთში საპასუხო მეილიც მოუვიდა. " თმის ერთი ღერიც, რომ ჩამოუვარდეს იცოდეთ ყველა თქვენგანი საკუთარი სიცოცხლით აგებთ პასუხს. დარწმუნებული იყავი, რომ მე მას ვიპოვი შენ კი ჩათვალე მკვდარი ხარ." დემეტრემ როცა გაიგო, რომ ნიკოლოზმა გოგოს ადგილ სამყოფელის შესახებ უკვე იცოდა ისიც იქით გაეშურა. ცოტახანში ნიკოლოზი გაავებული შევარდა შენობაში და გოგონას ძებნას შეუდგა. ცოტახანში მიაგნო კიდეც მას და დემეტრეს. -დიდხანი დაგჭირდა ნიკოლოზ გოგოს მოსაძებნად-ცინიკური ღიმილით მიტრიალდა დემეტრე მისკენ. -ნიკოლოზ- გოგომ ნიკოლოზისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაგდა, თუმცა დემეტრემ ცალი ხელით დაიჭირა და გააკავა. ამ დროს ნიკოლოზმა დემეტრეს მიმართულებით იარაღი გაისროლა, თუმცა დემეტრესთვის ნასროლი ტყვია გოგონას მოხვდა და ტკივილისგან ადგილზე ჩაიკეცა. სანამ დაცვა ნიკოლოზს სხვა ოთახისკენ მიათრევდა დემეტრემ გოგონა ხელში აიყავანა და გასასვლელისკენ წავიდა. მანქანამდე ხელში აყვანილი მიიყვანა დემეტრემ და მარტივი მოძრაობით ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსა. ქამარი გამოიძრო და გოგონას ჭრილობის მაღლა მაგრად მოუჭირა. არც გოგონას კივილმა დააყოვნა და გარემოს მოედო. -სად მიგყავარ?-ამოიკნავლა ტკივილისგან გაბრუებულმა გოგონამ როდესაც მანქანა დაიძრა. თუმცა დემეტრეს პასუხი არ გაუცია და მანქანის მართვა სერიოზული სახით განაგრძო. ცოტახანში გოგონამ წრიალი დაიწყო და საბოლოოდ ხმაც ამოიღო. -ტყეში იმიტომ მომიყვანე, რომ აქ დამტოვო და ცხოველებს ჩემი თავი შეაჭმევინო ხო. სისხლის სუნზე კი უკეთესად მომაგნებენ და საქმეს გაგიიოლებენ ხომ ასეა- არ იმჩნევდა გოგონა შეშინებულ და აკანკალებულ ხმას, თუმცა დემეტრეს არ გამოპარვია და გოგონას გულუბრყვილობაზე გაეცინა. -დამშვიდდი შენს მოკვლას და ტყეში ცხოველების საჭმელად დაგდებას არ ვაპირებ-სარკიდან გახედა უკან მჯდომ შეშინებულ გოგონას. -მატყუებ! შენ ნიკოლოზზე შურისძიება გინდა. ამას კი მხოლოდ ჩემი წართმევით მოახერხებ-გამბედაობის და შიშის ტონები ერთნაირად ისმოდა გოგონას ხმაში. -არ შეგედავები მაგაზე, ნამდვილად წავართმევ ნიკოლოზს შენს თავს, თუმცა არა შენი მოკვლით მე ჩემებური გეგმა მაქვს-ბიჭის ხმაში ცინიზმის ნოტები ისმოდა. უზომოდ გაიწელა სულ რაღაც ათი წუთის სავალი გზა. ნილას ყოველ წამს ეგონა, რომ ან ეხლა დამტოვებს ან ეხლა ტყეშიო. რამდენიმე წუთში დემეტრეს ტელეფონმა დარეკა. -გისმენ გუგა.... კარგია, მოამზადე ყველა საჭირო ნივთი ორ წუთში ადგილზე ვიქნები.... თითქმის გათიშულია ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა... თითქმის უკვე გათიშული იყო მანქანა, რომ გაჩერდა და პატარა ხის სახლი გამოჩნდა. აივანზე კი ახალგაზრდა მამაკაცი ელოდებოდა. დემეტრემ გათიშული გოგონა ხელში აიტაცა და სახლში ჩქარი ნაბიჯით შეიყვანა. საწოლზე დააწვინა და გუგას საშუალება მისცა ჭრილობისთვის მიეხედა თვითონ კი დასაწყნარებლად გარეთ გავიდა. ნახევარი საათი იყო გასული რაც ნილა გუგასთან დატოვა და თვითონ გარეთ გამოვიდა. ღერს ღერზე ეწეოდა დასამშვიდებლად და აქეთ-იქით მოუთმენლად დაიდო. ვერც წარმოიდგენთ რა დაემართა როცა ნილაში თავისი ბავშვობა აღმოაჩინა. თავისი ბავშვობის უდიდესი სიყვარული იყო ნილა და დღემდე ასე დარჩა. იცოდა, რომ თავისი გადაწყვეტილებით სამუდამოდ დაკარგავდა ნილას, თუმცა ვერც იმას დაუშვებდა, რომ ნაბი**** ნიკოლოზს ცოლად გაყოლოდა. რამდენიმე წუთში გუგაც გამოვიდა გარეთ და ძმაკაცისკენ დინჯი დაბიჯით დაიძრა, რომელიც მისგან ზურგით აშკარად ჩაფიქრებული იდგა და ვერც გაიგო მისი გამოსვლა. -დემეტრე! ყველაფერი კარგად არის. საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა, თუმცა რამდენიმე დღეში მოძლიერდება- თითქოს შვებით ამოისუნთქაო დემეტრემ და გეზი სახლისკენ აიღო. ოთახში შევიდა და ნილას თავთან ჩაიმუხლა. თმა ხელით გადაუწია და მის გადაღლილ სახეს დააკვირდა. ამ სიტუაციაშიც კი ულამაზესი ეჩვენა გოგონა. არ იცოდა დემეტრემ ამჟამად ნილა როგორი იყო. იყო კი ისევ ისეთი ნილა, როგორი ნილაც მას უყვარდა. თუ ისიც ნიკოლოზისნაირი არაადამიანი გახდა. სხვა შემთხვევაში მისნაირი ადამიანი ვერ შეუყვარდებოდა. უდიდესი იმედგაცრუება იგრძნო იმ მომენტში, როცა ყველაფერი გაანალიზა. დილით ნილა მზის სხივებმა გააღვიძა, რომლებიც ურცხვად დათარეშობდნენ მის სახეზე. ოთახს თვალი მოავლო. პატარა, თუმცა კომფორტული ოთახი იყო. იქვე სავარძელში დემეტრეს ეძინა. მის დანახვაზე სახე ეცვალა გოგონას და ზიზღნარევი მზერა მიაპყრო. ოდნავ წამოიწია ასადგომად, თუმცა ტკივილმა თავი შეახსენა და ისევ უკან მოუწია დაბრუნება. როგორ უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და უბრალოდ გამოღვიძებოდა. როგორ უნდოდა ისევ ნიკოლოზთან დაბრუნებულიყო და ბედნიერად გაეგრძელებინა ცხოვრება. მას ხომ ისედაც ამდენი ტანჯვის გადატანა მოუწია ცხოვრებაში. ძალიან პატარა იყო, როდესაც დედ-მამა დაეღუპა და ბავთვთა სახლში გაიზარდა. არ ახსოვს როგორია დედის სითბო. როგორია როცა მშობლები გვერდით გიდგანან და სითბოს გინაწილებენ. ამ ფიქრებში იყო ნილა, როდესაც დემეტრემ თვალები გაახილა და ცრემლიან გოგონას მიაპყრო მზერა. ვერაფრის თქმა ვერ გაბედა, ისევ არჩია თავი მოემძინარებინა და როცა მიხვდებოდა, რომ ნილა დამშვიდდა მაშინ გასულიყო ოთახიდან. ბოლოს, რომ ვეღარ მოითმინა ადგა და სიტყვის უთქმელად დატოვა ოთახი. არც გაუგია გოგონას მისი ოთახიდან გასვლა ისე იყო მოგონებებში ჩაფლული. დემეტრე დაბლა მისაღებში იყო, როდესაც მაღლიდან მტვრევის და კივილის ხმები გაიგო. სწრაფად დაფარა მანძილი ნილას ოთახამდე და კარები შეგლიჯა. წინ გადაშლილმა სანახაობამ გული მოუკლა და ნილასკენ წავიდა. სუსტი სხეული მთელი ძალით ჩაიკრა გულში და მის დაწყნარებას ეცადა. გოგონა კი იატაკზე იჯდა და მთელი ხმით მოსთქვამდა თავის უბედურებაზე. ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა თორემ ცოტახანში გაგიჟდებოდა. სჭირდებოდა ვინმე ისეთი ვინც ტკივილს დაავიწყებდა. დემეტრეს შეხებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში და ამაზე უარესად ეშლებოდა ნერვები. აქამდე თუ ეგონა, რომ ნიკოლოზი უყვარდა ეხლა თითქოს გაუფერულდა ის ადამიანი მისთვის. ემოციებისგან დაღლილს დემეტრეს მკლავებში ჩაეძინა. ფრთხილად აიყვანა გოგონა და საწოლზე დააწვინა. იქვე გაფანტული ქაღალდები აიღო და გადაათვალიერა. გულში ათასჯერ დაწყევლა საკუთარი თავი დაუდევრობისთვის და მილიოჯერ დაიდანაშაულა თავი ნილას ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. რაც უნდა ყოფილიყო ნიკოლოზი ნილასთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ეს საბუთები მას არ უნდა ენახა. ასე არ უნდა სტკენოდა ნიკოლოზის ნაბიჭ***ბა. ასე არ უნდა გაეგო ნიკოლოზის ბნელი საქმეებისა და მისი დაქორწინების ამბავი. რამდენიმე საათის შემდეგ გაიღვიძა ნილამ. ისევ იმ საძულველ ოთახს მოავლო თვალი და ზიზღისგან სახე დამანჭა. დილანდელის მერე ჯერ კიდევ საშინლად უსკდებოდა თავი. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რას უპირებდა დემეტრე და რის მიღწევას ცდილობდა. რამდენიმე წუთში კარი დემეტრემ შემოაღო. ყოველგვარი მისალმების გარეშე დაიწყო. -მოკლედ ხვალ დილით შენ უკვე ჩემი ცოლი გერქმევა. ამას ან შეეგუები ან მოკვდები. ხო და კიდევ სანამ შენვე მკითხავ გეტყვი, რომ სხვა ვარიანტი არ განიხილება. შეგიძლია არჩევანი თავად გააკეთო. გააჩნია ნიკოლოზს რა უფრო მოეწონება იმისდა მიხედვით-დამცინავმა ღიმილმა გაუპო სახე და ოთახიდან ისე გაუჩინარდა თითქოს იქ არც ყოფილა. ნილა კი დატოვა ასე გაოცებული. რომელი იყო უკეთესი მოეკლა თავი და დაემტკიცებინა ნიკოლოზისთვის თავისი ერთგულება მიუხედავარ იმისა, რომ მან ამით თავი არ შეიწუხა თუ გაყოლოდა დემეტრეს და დაევიწყებინა ნიკოლოზი. მთელი დღე საწოლში იწვა და ჭერს მიშტერებოდა. დემეტრეს შემოტანილი საჭმლისთვისაც არ დაუდია პირი. რამდენიმე საათის შემდგომ შემოაკითხა დემეტრემ და ნილას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ გული მოუკლა. მართალია უმძიმდა მისი ტკივილი, თუმცა ვერ ეტყოდა სიმართლეს. ის გაცილებით უფრო მტკივნეული იქნებოდა ვიდრე ახლანდელი ვითომდა რეალობა. -თუ მოკვდები მაგით ვერავის დაემარები- ფიქრებიდან ბიჭის ხმამ გამოიყვანა. -ახლა არ მითხრა, რომ ძალიან გაღელვებს ჩემი მდგომარეობა-ცინიკური ღიმილი შეაგება ბიჭს. -შენი მდგომარეობა არა მაგრამ ამ შემთხვევაში მჭირდები. გადაწყვიტე თვითონ შეჭამ თუ ეს მე გავაკეთო-თავზე წამოადგა გოგონას და ბრაზნარევი მზერა მიაპყრო. -მაგას მაინც ვერ გადამიწყვეტავ ბატონო დემეტრე მე როდის რა ვჭამო-არ ტყდებოდა მაინც ნილა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მაინც ვერაფერს გახდებოდა მის წინააღმდეგ. -კარგი რადგან ასე გგონია საპირისპიროს დამტკიცების დროა ძვირფასო-საჭმელს ხელი წაავლო, გოგონას გვერდით ჩამოჯდა და ღიმილით შეხედა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ბოლომდე მოუწია ნილას ჭამა. დემეტრე ყოველ უარზე მის გაბრაზებას ცდილობდა და საჩხუბრად გაღებულ პირს საჭმლით უტენიდა. ცოტახანში წამოდგა წამალი მიაწოდა და ოთახი ისე დატოვა. ვერ ხვდებოდა ნილა ბიჭის ხასიათს. ის კი დანამდვილებით იცოდა, რომ სულ სხვანაირი იყო დემეტრე. სულ სხვანაირი კეთილი და ყველასგან განსხვავებული. თითქოს რაღაც მიზიდულობას გრძნობდა მის მიმართ, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ და დიდად თავს აღარ იღლიდა ფიქრით. სიმართლე ბოლოს მაინც გაირკვევოდა დიდხანს ვერ დამალავდა ამ ყველაფერს დემეტრე. ჯერ კიდევ ნიკოლოზის არაკაცობაზე ფიქრონდა ნილა. როგორ გაცვალა სულ რაღაც ორ დღეში სხვაში. არც კი დაინტერესდა იმ ადამიანის ბედით ვისაც სამი წლის მანძილზე სიყვარულს უხსნიდა და ვისი ბედნიერებისათვისაც არაფერს იშურებდა. ალბათ ზედმეტად კარგად გამოსდიოდა თამაში. საკუთარ თავზე ბრაზობდა ნილა, როგორ ვერ შეამჩნია ნიკოლოზის ნამდვილი სახე და როგორ მისცა უფლება საკუთარ გრძნობებზე თამაშის ვინმეს. დემეტრემ ბედნიერი ღიმილით შემოაღო ოთახის კარი. ისე ააფრიალა გოგონა ხელში ნილამ ჯერ კიდევ გაშტერებული უყურებდა და მთელ სხეულში ჭიანჭველების არსებობას აიგნორებდა. -პირი დაკეტე და მაგრად მომეჭიდე-დემეტრეს ჩაცინებამ გამოაფხიზლა. არ შეიმჩნია, რომ ბიჭი ასე მოქმედებდა მასზე და თავი გვერდით გააბრუნა. -შენ შენი გული დააოკე ბატონო დემეტრე თუ შეიძლება და სხვებს ისე დასცინე-ზუსტად მიზანში მოარტყა ნილამ. კმაყოფილებისგან ჩაეღიმა დემეტრეს დაბნეული სახის დანახვისას და გამარჯვებულის ღიმილი მოირგო. -ბევრს ლაპარაკობ პატარა ქალბატონო- მალევე გამოერკვა დემეტრე და მანქანაში დასვა, თავისი ხელით გადაუჭირა ღვედი და მძღოლის ადგილი დაიკავა. მანქანის დაძვრის შემდეგ გამოერკავ ნილა, რომ სადღაც მიყავდა. -სად მიგყავარ-გაკვირვებულმა მოათვალიერა გარემო. რაღაცნაირად ეცნო აქაურობა თითქოს აქამდეც ყოფილა ამ ადგილას. -ერთი ძალიან ლამაზი ადგილია მგონი მოგეწონება-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გასცა პასუხი და სიმღერას აუწია. სასიამოვნო აური სუფევდა მანქანაში. თითქოს რაღაც ახსენდებიდა ნილას, თუმცა ბოლომდე ვერ იხსენებდა. თითქოს აქამდეც ყოფილა ამ ადგილებში საყვარელ ადამიანთან ერთად, თუმცა ეს ნიკოლოზი ნამდვილად არ ყოფილა. ვიღაც იყო ისეთი ვინც მთელი არსებით უყვარდა, თუმცა ვინ. ძალიან ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხების გაცემას ნილას გონება რატომღაც არ ჩქარობდა. ერთმანეთს არ უყურებდნენ. ორივენი საკუთარ ფიქრებში იყვნენ. ვერც წარმოიდგენთ რა რთულია დემეტრესათვის იმის გააზრება, რომ მისი ცოლი ქალი, რომელიც სამი წლის მანძილზე მკვდარი ეგონა და რომლის საფლავზეც ყოველ დღე მისი საყვარელი მინდვრის ყვავილებით მიდიოდა ცოცხალია და ახლა მის გვერდით დგას. ვერც წარმოიდგენთ რა რთული იყო დემეტრესათვის იმის გადახარშვა, რომ ნიკოლოზის შეყვარებული კი არა მისი პატარა ნილა იყო ეს გოგონა და ეს ყველაფერი ნიკოლოზის მოწყობილი იყო. სიტუაციას ის კიდევ უფრო ამძაფრებდა, რომ ნილას არაფერი ახსოვდა და დემეტრეს მიმართ ამ მომენტში სიძულვის გარდა სხვა არანაირი გრძნობა არ გააჩნდა. ყოველი შემთხვევისთვის დემეტრეს ეგონა ასე თორემ ნილა ჯერ კიდევ გრძნობების ჭიდილში იყო. ალბათ იქნებოდა ერთი ისეთი განთიადი, როდესაც ნილას გაახსენდებოდა ყველაფერი და ისევ შეიძლებდნენ ისე ცხოვრებას როგორც სამი წლის წინ. მაგრამ როდის ან როგორი იქნებოდა ეს არავინ იცოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დანიშნულების ადგილზე იყვნენ უკვე. გაკვირვებული უყურებდა ნილა გარემოს და ვერ ხვდებოდა საიდან ეცნობოდა ეს ყველაფერი ასე ძალიან და საკუთრად რატომ მიაჩნდა. დემეტრეც არაფერს ამბობდა და ფიქრში ხელს არ უშლიდა. უდიდესი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი გაახსენდებოდა ნილას და ისევ იმ საშინელი დემეტრეს როლის მორგება არ დასჭირდებოდა. -აქ რა გვინდა-რამდენიმე წუთიანი სიჩუმის მერე ძლივს ხმა ამოიღო ნილამ. -უბრალოდ მიყვარს ეს ადგილი და წამოსვლა გადავწყვიტე, არც შენი მარტო დატოვება მინდოდა სახლში ამიტომ ხარ აქ-არც შეუხედავს ისე გასცა პასუხი. -ჩემი მარტო დატოვება არ გინდოდა თუ ამაზე უკეთეს ადგილს ჩემს მოსაკლავად ვერ ნახავდი-მშვიდი და აუღელვებელი ჩანდა გოგონას ხმა, თუმცა ასე სულაც არ იყო. ისიც იცოდა, რომ დემეტრე ასეთი არ იყო და რაღაცის გამო იყო, თუმცა რის ვერ გაეგო. -შენ როგორც გინდა ისე იფიქრე, მაგრამ თუ შეიძლება შენს გამაღიზიანებელ ხმას ნუღარ მასმენინებ და უბრალოდ მოკეტე-როგორ გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა, თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო. რამდენიმე წუთი ხარშავდა ნილა დემეტრეს ნათქვამ სიტყვებს და ვერ იჯერებდა. არ სჯეროდა, რომ დემეტრეს შეიძლება ასე სძულდეს გოგონა, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია. ვერც გაიაზრა ისე მოსწყდა მის ცრემლის რამდენიმე ბურთულა თვალს და მწვანედ მოხასხასე ბალახში ჩაიკარგა. გგონიათ ვერ დაინახა დემეტრემ? დაინახა და საკუთარი თავი მილიარდჯერ გალანძღა გონებაში. არ შეიმჩნია, ვითომც არ დაინახია ისე განაგრძო გარემოს თვალიერება. ნილა კი იჯდა ორი წლის გაბუტული ბავშვივით ტუჩებ დაბუშტული და დემეტრეს მიხრჩობის უდიდესი სურვილი კლავდა. -დემეტრე წავიდეთ-ბრძანებლური ტონი ჟღერდა გოგონას ხმაში. არც დაელოდა ისე წამოდგა ფეხზე და კოჭლობით მივიდა მანქანამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა ზედმეტად სტკიოდა თავისი სიამაყე მაინც არ დაივიწყა და ბიჭს დახმარება არაფრის დიდებით არ სთხოვა. რამდენიმე წუთი ელოდებოდა დემეტრეს მისვლას, თუმცა ის ისევ გაუნძრევლად იჯდა. არ დალოდებია ისე გაუყვა გოგონა მინდორს და ტყისკენ აიღო გეზი, როგორც ახსოვდა ამ გზით მოვიდნენ. დაახლოვებით 10 წუთის შემდეგ ინება დემეტრემ უკან მიბრუნება და ნილა ვერსად, რომ ვერ დაინახა დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და გიჟივით დაიწყო მისი ძებნა, თუმცა ვერსად მიაგნო. ვეღარც ითვლიდა რამდენჯერ დასწყევლა საკუთარი თავი დღეს თავისი საქციელის გამო და ტყეში უფრო ღრმად შევიდა გოგონას მოსაძებნად. საკმაო ხანი ეძებდა გოგონას, თუმცა ჯერ კიდევ მისი კვალი არსად ჩანდა. გიჟს გავდა დემეტრე, თუმცა ხვდებოდა მის დანაშაულს და საკუთარ თავზე ასმაგად ბრაზობდა. ერთი საათის ძებნის შემდეგ გადააწყდა გონება დაკარგულ გოგონას. ჭრილობა გახსნოდა და საკმაო ოდენობის სისხლი ჰქონდა დაღვრილი. ხელში აიტაცა და სირბილით მიიყვანა იქვე გაჩერებულ მანქანასთან. ვერც აგიღწერთ რამდენად სწრაფად მანქანას და ერთი საათის გზა ოც წუთში როგორ დაფარა, თუმცა ფაქტია ასე იყო. სწრაფადვე შეიყვანა სახლში გოგონა საწოლზე დააწვინა, შარვალი გახადა და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა. კიდევ ვერ პატიობდა საკუთარ თავს ნილას ასეთ ტანჯვას. ვერ პატიობდა საკუთარ თავს იმას, რომ მისი სიკვდილი ასე მარტივად დაიჯერა და ისე ჩაიკეტა საკუთარ თავში მის დაკრძალვასაც არ დაესწრო. იქნებ ასე, რომ არ ყოფილიყო აქამდე ნილა მის გვერდით ყოფილიყო. მალევე მორჩა ჭრილობის დამუშავებას იქვე სავარძელში ჩაჯდა და ნილას გამოღვიძებას ელოდა. საკმაოდ სუსტი პულსი ჰქონდა. ღმერთს სთხოვდა, რომ მისი ნილა გადაერჩინა. ლოდინის მეტი არაფერი შეეძლო სანამ გუგა მოვიდოდა. დაახლოვებით 20 წუთის შემდეგ გუგაც მივიდა. ნილა ამდენი ხნის შემდეგაც გონზე არ მოსულა. დემეტრე ოთახიდან გამოუშვა და ნილას ჭრილობის უკეთ დამუშავებას შეუდგა. თან გულში ძმაკაცზე ბრაზობდა რა დღეში აგდებდა გოგოს. მას შემდეგ რაც ეგონა, რონ ნილა დაიღუპა გაცხოველებული იყო დემეტრე. ყველას და ყველაფრის ნდობა ჰქონდა დაკარგული. იმდენად გაციებული იყო ადამიანების მიმართ, რომ ნილასთანაც ვეღარ იყო თბილი. უნდოდა ყველაფერი გახსენებოდა და ისევ ისეთი ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდათ, თუმცა ამისთვის დემეტრე არაფერს აკეთებდა. არ ცდილობდა გოგონასთვის რაიმე გაეხსენებინა, მხოლოდ იმ ადგილას წაყვანით არაფერი უცვლებოდა თუ დემეტრე ისევ ჩვეულად ცივად მოიქცეოდა. განა თვითონ არ იცოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და გოგონას უნდა დახმარებოდა, თუმცა რომ გეკითხათ პირიქით რატომ იქცევიო პასუხს ვერ გაგცემდათ. გადაწყვიტა, რომ როგორც კი ნილა ფეხზე წამოდგებოდა მაშინვე ჯვარს დაიწერდნენ და შემდეგ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ყველაფერის გახსენებაში დახმარებოდა. რამდენიმე წუთი იყო გასული ოთახიდან გუგა, რომ გამოვიდა. ერთი ის უთხრა კარგადააო და ძმაკაცისთვის ზედ არ შეუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ესმოდა დემეტრეს გუგასი. ერთად გაიზარდნენ ის და ნილა. შეიძლება დემეტრეზე რთულადაც გადაიტანა მისი დაკარგვა, თუმცა მაინც ძლიერად იდგა ფეხზე და ახლა როცა აღმოჩნდა, რომ ნილა გოგონა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარი, თუმცა მეგობარი არა ყველაფერი იყო გუგასთვის დაც, დედაც, მამაც, მეგობარიც და აბსოლიტურად ყველაფერი ცოცხალი აღმოჩნდა ამის გააზრება უფრო უჭირდა. დემეტრე ნილას ოთახში შევიდა. გოგონას უკვე ეღვიძა და შეშინებულ თვალებს აცეცებდა ოთახში. კარის გაღებაზე თითქოს შეცბა, თუმცა დემეტრეს დანახვაზე უჩვეულო სიწყნარემ მოიცვა. იქვე საწოლთან ჩამოუჯდა დემეტრე თავი კედელს მიადო და სიტყვებს არჩევდა გოგონასთან დასალაპარაკებლად, თუმცა ნილა დაასწრო. -დემეტრე-გოგონას ნაზმა ხმამ მოიცვა დემეტრე. -გისმენ ნილა-ისე უპასუხა თვალები არც გაუხელია. -ასე რატომ გეზეზღები?-აცრემლებული თვალებით დასვა კითხვა. არც იცოდა რომელი პასუხის მოსმენა უნდოდა. დემეტრე კი ამ კითხვამ ერთანაირად დაანგრია. -არ მეზიზღები ნილა... არ მეზიზღები.. უბრალოდ აღარ ვიცი რასაც ვგრძნობ როგორ გამოვხატო... არ ვიცი გესმის?-ზედმეტად დიდი ტკივილი იგრძნობოდა ბიჭის ხმაში. -ფილს ვუყუროთ კარგი?-თემის გატანას ეცადა გოგონა და თან დემეტრესთან უფრო დიდი დროის გატარება უნდოდა. -ვუყუროთ ნილა ვუყუროთ-სიცილით წამოდგა ფეხზე და გოგონა ისე ააფრიალა ხელში ვერც მიხვდა ჰაერში როგორ აღმოჩნდა, თუმცა არაფერი უთქვამს, ბიჭის ძლიერ მკლავებში გაიტრუნა. ნელა დავსვა დივანზე, პლედი მიაფარა, თვითონ კი სასურველი ფილმის არჩევას შეუდგა. არც უკითხავს ნილასთვის თუ რა ფილმის ყურება სურდა, ვინაიდან კარგად იცოდა რომელი ფილმი უყვარდა ყველაზე მეტად გოგონას. რამდენიმე წუთში სასურველი ფილმიც იპოვა და ნილას მიუჯდა გვერდით. არ გამოპარვია გოგონას გაბრწყინებული თვალები ფილმის დანახვისას. პატარა ბავშვს მისთვის სასურველ შოკოლადს, რომ მიაწვდი და თვალებში ჭინკები აუთამაშდება იმ წამს დემეტრეს ასე წარმოუდგა მისთვის სასურველი ქალი. ფილმის მსვლელობისას ვერც მიხვდა ნილა როგორ ნაუსველა სახე ცრემლებმა, სანამ დემეტრეს მკლავები არ იგრძნო და მანაც თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ ფილმიდ ყურება განაგრძო ნილამთქო, თუმცა ბევრად ამაღელვებელ რამეს უსმენდა და უყურებდა, დემეტრეს აკანკალებულ ხელებსა და აჩქარებულ გულისცემას უსმენდა ჩვენი ქალბატონი და ეღიმებოდა. ხვდებოდა, რომ დემეტრე მისი ხსნა იყო, თუმცა როგორ და რანაირად ან რა აკავშირებდა მას წარსულში ჯერაც არ იცოდა. დემეტრეს გულის ცემა ისე მელოდიურად ჩაესმოდა ნილას, რომ მორფეოსის სამყაროში მალევე გადაეშვა. დიდხანს უყურა მძინარე ნილას დემეტრემ და გულში ისევ ძველებური სითბო ეღვრებოდა. ამდენი წლიანი განშორების მერეც კი ისევ ისე მოქმედებდა ნილა დემეტრეზე როგორც პირველი შეხვედრის დროს. დღემდე ახსოვს წვიმისგან გალუმპული სიფრიფანა სხეული. თავისი საწვიმარი ძაღლისთვის, რომ გადაუფარებია და მის გათბობას ცდილობდა. მსგავსი რამ არასდროს უნახავს დემეტრეს და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ასეთმა გულკეთილობამ. რამდენჯერმე მეგობრების წრეში მოუწიათ შეხვედრა და ამის მერე დაიწყო მათი გიჟური და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია. მთელი ქალაქი მათ წყვილზე ლაპარაკობდა. ვერანაირი ინტრიგა ვერ ახერხებდა მათ დაშორებას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ცდილობდა. მხოლოდ ნიკოლოზმა მოახერხა. სპეციალურად მოწყობილი ავარიით. სიმართლე, რომ ვთქვათ მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული, თუმცა ავარიის ადგილზე მისულს იმდენად ლამაზი ეჩვენა ნილა, რომ სასიკვდილოდ ვეღარ გაიმეტა და საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმისგან ძალზედ სასურველი ამბის მოსმენისას ანუ ნილას მეხსიერების დაკარგვის შესახებ გაგებისას კიდევ უფრო მზაკვრული გეგმა მოუვიდა თავში და მისთვის თავის შეყვარება განიზრახა. დემეტრემ გადაწვიტა რადაც არ უნდა დასჯდომა წარსული გაეხსენებინა ნილასთვის, ხოლო ნიკოლოზისთვის კი სამაგიერო ძალიან მწარედ გადაეხადა. რამდენიმე საათში ნილას თავის საწოლში გამოეღვიძა. ჩათვალა, რომ დემეტრეს მკლავებში არ ჩასძინებია და ეს მხოლოდ სიზმარი იყო, თუმცა მის გვერდით მძინარე დემეტრე სულ სხვა რამეს ამტკიცებდა. დიდხანს უყურა მძინარეს. მის გაღვიძებას ვერ ბედავდა. თითქოს ძალიან ეცნობოდა მისი ყოველი ნაკვთი, თუმცა ვერ იხსენებდა საიდან. თითქოს მისთვის იმაზე ახლობელი და საყვარელი იყო ვიდრე სინამდვილეში უნდა ყოფილიყო. ერთიანად დაიბნა და ვეღარ იგებდა რა უნდა ეფიქრა. თითქოდ კადრებად გაურბინა თავში რაღაც დეტალებმა, თუმცა მხოლოდ ადგილი იყო და არც ის იცოდა სად იყო. ტყეში ერთ-ერთ ხეზე ულამაზესი პატარა ხის სახლი იყო, თუმცა რა კავშირი ჰქონდა მასთან ან ეს უცაბედი ამოტივტივება რა იყო ვერ მიხვდა. ნელა წამოდგა ფეხზე ისე, რომ დემეტრე არ გაეღვიძებინა, ყავარჯენს დაეყრდნო და ჩუმად გავიდა ოთახიდან. სახლის თვალიერება დაიწყო. თითქოს უცხო არ იყო და იცოდა საით უნდა წასულიყო. ერთ პატარა ოთახს მიადგა. კარი შეხსნა და გაოცებისგან იქვე გაჩერდა. ყველა კედელზე ჭერზე ნილას და დემეტრეს სურათები იყო გამოფენილი. მათი ქორწილის, მათი ერთად გატარებული დროის გამოსახულებები. -შენ ეს არ უნდა გენახა-დემეტრეს გამტყდარი ხმა მოესმა უკნიდან. -ეს.... ეს ხომ... ეს ხომ მე და შენ... მე და შენ ერთად... დემეტრე.. ეს როგორ-დაბნეული ლუღლუღებდა და ახსნის მოლოდინში დემეტრეს დაბნეული მზერით მისჩერებოდა. -ყველაფერს აგიხსნი ოღონდ აქ არა-თვალს ვერ უსწორებდა. ან რა უნდა ეთქვა. როგორ უნდა აეხსნა ის ყველაფერი რაც მათ თავს ხდებოდა. -ახლავე ამიხსენი-კატეგორიული და შეუვალი იყო მისი ხმა. დემეტრე მასთან ახლოს მივიდა. იქვე ოთახის კუთხეში დაგდებულ პუფზე დასვა თვითონ კი მოსაყოლად მოემზადა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო მოყოლა: -ოთხი წლის წინ დავქორწინდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. წლების მანძილზე მემტერებოდა ნიკოლოზი. ჯერ კიდევ მანამდე სანამ შენ საერთოდ გაგიცნობდი. აღარ იცოდა როგორ გავემწარებინე. თურმე მის დას ვუყვარდი ის კი ჩემს სიყვარულს უშლიდა. იმ ზომამდე მიიყვანა გოგო, რომ თავი მოიკლა ამ ყველაფერში კი დღემდე მე მადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ გოგონასა და მისი ჩემდამი სიყვარულის შესახებ არაფერი ვიცოდი. ბოლოს გადაწყვიტა, რომ შენი თავი წაერთმია და ასე დავესაჯე. ზოგადად არასოდეს ჯდებოდი მანქანაზე ყოველთვის გეშინოდა ხოლმე, თუმცა ამის შესახებ ნიკოლოზმა არაფერი იცოდა და შენს მანქანას, რომელიც ძალიან გინდოდა და მხოლოდ იმიტომ გიყიდე, რომ შიში დაგეძლია მუხრუჭები გადაუჭრა. სწორედ იმ საბედისწერო დღეს ძალიან ვიჩხუბეთ. გაბრაზებულმა ისე წამოავლე მანქანის გასაღებს ხელი და სახლიდან გავარდი აზრზე ვერც მოვედი. უკან გამოგყევი, თუმცა შენს კვალს ვეღარ მივაგენი. მალევე გავიგე, რომ ავარია მოხდა და სხეული შიგვე დაიწვა. იმდენად იყო დამწვარი მანქანა და გვამი, რომ მათი ამოცნობა ვერ მოხერდა და მე მიმიყვანეს ავარიის ადგილას, ვინაიდან პოლიციაში განვაცხადე შენი დაკარგვის ამბავი. მანქანაში შენი მედალიონი ვიპოვე, რომელსაც არასდროს იხსნიდი. ვერ აგიხსნი რა დამემართა მაშინ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ შენი სიკვდილი ტყუილი და მოწყობილი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ნიკოლოზი ყველაფერზე იყო წამსვლელი-მოყოლა დაამთავრა ერთი ღრმად ამოისუნთქა და ნილას მოლოდინში თავი დაბლა დახარა. არ იცოდა რას მოიმოქმედებდა ნილა. იქნებ საერთოდ დაეტოვებინა დემეტრე და წაისულიყო. იქნებ ვეღარ გრძნობდა მის მიმართ იმას რასაც ადრე. ნილა კი არ ჩქარობდა ლაპარაკს. ჯერ კიდევ გაოცებული იჯდა და ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი. დიდხანს იჯდა ნილა გაჩუმებული და ერთ წერტილს მიშტერებული. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს თუ რა ხდებოდა მის თავს და რა უთხრა დემეტრემ. იჯდა და თავის ფიქრებში გარკვევას ცდილობდა. იჯდა და მის დამხობილ ტყუილ ცხოვრებაზე ფიქრობდა. იქნებ ნიკოლოზის მერე დემეტრეც იგივენაირად მოჰქცეოდა და იქნებ სულაც აღარ გრძნობდა მის მიმართ სიყვარულს. იქნებ ერეოდა დემეტრეს სიყვარული და სამი წლის შემდეგ ნილას გამოჩენისას დაუფლებული გაკვირვება ერთმანეთში. არ იცოდა შეიძლებოდა კი ნდობოდა ადამიანს, რომელიც დემეტრეს მონაყოლით წარსულში მისთვის ყველაფერი იყო, ახლა კი თითქოს მისი სხეული და სული დაცარიელებულია მის მიმართ რაიმე გრძნობისგან. ნუთუ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მისი სიყვარული ოდესმე დაგავიწყდეს, თუნდაც მკვდარს. თვითონაც არ იცოდა ნილამ რა უნდოდა. უნდოდა კი, რომ ეცადა დემეტრესთან. უნდოდა ჩემო მეგობრებო უნდოდა თუმცა, ეშინოდა. მის ადგილას არ ვიცი თქვენ როგორ იგრძნობდით თავს თუმცა, მე ნამდვილად შემეშინდებოდა მორიგი იმედგაცრუების. ერთი იმედგაცრუება და გულის ტკენა სრულიად დაანგრევდა მის შინაგან სამყაროს და სრუილად გაანადგურებდა იმ ადამიანს, რომელიც ასე უყვარდა დემეტრეს. ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. კოჭლობით მივიდა თავდახრილ ბიჭთან და წვალებით ჩამოჯდა მის წინ. ვერაფრით უსწორებდა დემეტრე თვალს. საკუთარ თავს ადანაშაულებდა მათ ახლანდელ მდგომარეობაში თუმცა, დამეთანხმებით სრულიად უდანაშაულო იყო. არის რაღაცეები რისი გამოსწორებაც შესაძლებელი არ არის თუმცა, ბევრად უკეთესად შეგვიძლია გადავაქციოთ. -დემეტრე-ხმის კანკალით და ზედმეტად თბილი ხმით წარმოთქვა მისი სახელი. თვითონაც გაუკვირდა საიდან ამდენი სითბო მისთვის ამჟამად უცხო ადამინისადმი. ოხ როგორ უყვარდა დემეტრეს მისი თუჩებით წარმოთქმული თავისი სახელი. რამხელა სითბოს უღვრიდა მას სხეულში. როგორც იქნა გაბედა და თვალი გაუსწორა. ამ მომენტში თითქოს რაღაც ჩასწყდა სულში ნილას, როდესაც დემეტრეს ცრემლიანი თვალები დაინახა. -მე... მაპატიე ნილა... ბევრად მეტი უნდა გამეკეთებინა შენთვის.. არ უნდა დამეჯერებინა შენი სიკვდილი.. უნდა მეცადა მაინც შენი პოვნა და ასე მარტივად არ უნდა დავნებებულიყავი- სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. -მე მინდა, რომ შანსი მოგცე. მინდა, რომ გამახსენო ყველაფერი, სულ მცირე დეტალებიც კი. მინდა, რომ იმაზე მეტად შემაყვარო თავი ვიდრე, აქამდე მიყვარდი. მინდა, რომ ისევ ისეთად ვიყო, როგორიც ვიყავი და თავიდან გავიცნო ჩემი თავი ისეთი, როგორიც შეგიყვარდი-ღიმილით აკვირდებოდა დემეტრეს გაბრწყინებულ თვალებს ამ სიტყვების წარმოთქმისას. დაამთავრა თუ არა ნილამ ლაპარაკი ერთი ხელის მოძრაობით გოგოს მის კალთაში მიუჩინა ადგილი და ისე ძლიერ მოეხვივა გეგონება მისი მოკვლა უნდა და სადაცაა ძვლებს სათითაოდ დაუტეხსო. კარგა ხანს ისხდნენ გაჩუმებულები ასე ერთმანეთზე მიხუტებულები და ხმას არ იღებდნენ. ან რა საჭიროა მეგობრებო საუბარი, როცა ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია ერთ ოთახში. ამ დროს გულის ერთი ფეთქვა ნებისმიერ სიტყვაზე ძვირფასია და ნებისმიერ სიმღერაზე უფრო მელოდიური და სასიამოვნო. ყველაზე უბედურია ის ადამიანი ვინც ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ წავა და ვერ გამოსცდის როგორია გიყვარდეს ერთი ადამიანი საკუთარ თავზე მეტად. საკუთარზე მეტად გტკიოდეს მისი ტკივილი და ზეპირად იცოდე მისი ყოველი დეტალი ხასიათისა. სიყვარულია ნიჭია მეგობრებო, რომელიც ან გაქვს ან არ გაქვს. ყველაფრის სწავლა შეიძლება სიყვარულის გარდა. ძალიან დიდხანს ისხდებოდნენ კიდევ ასე ერთმანეთზე მიხუტებულები დემეტრეს ტელეფონის ზარს, რომ არ დაერღვიათ მათთვის სიმყუდროვე. უკმაყოფილოდ დამანჭა სახე და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა, თუმცა ნომრის დანახვისას ღიმილმა გაუპო ბაგე და უთბილესი ხმით უპასუხა. ნილა გაკვირვებული უსმენდა დემეტრეს საუბარს და ვერ ხვდებოდა ვის შეიძლებოდა დალაპარაკებოდა ასეთი თბილი ხმითა და სიტყვებით. არ მოგატყუებთ და იეჭვიანა კიდეც ცოტა არ იყოს. საუბარს მორჩა და ნილასიანად ფეხზე წამოდგა. -ვიღაც უნდა გაგაცნო-ეს უთხრა და ისე გაიკრიჭა ყველა კბილი სათითაოდ გამოაჩინა. ნილას სახეზე კი დაიჭირა ეჭვიანობა, თუმცა არ შეიმჩნია და უფრო გახალისებული ჩაუყვა კიბეებს ნილასთან ერთად. ნილას კი სჭამდა ეჭვიანობის ჭია, თუმცა გასუსული იყო და არაფერს ამბობდა. მანქანაში ჩასვა და თავისივე ხელით გადაუჭირა ღვედი, თვითონ მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ნახევარ საათში ორ სართულიან ულამაზეს სახლს მიადგნენ. თითქოს ეცნობოდა და თან არ ეცნობოდა ნილას. ზედმეტად ბევრი ნაცნობი და უცნობი დეტალი ჰქონდა სახლს. მანქანიდან დემეტრეს დახმარებით გადავიდა და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა ჯერ კიდეც ბოლომდე არ ჰქონდა შეხორცებული იმდენად იყო ახალი ადამიანის გაცნობის სურვილით აღვსილი და გაბრუებული სულ აღარ ახსოვდა ტკივილი. ჭიშკარში შესულს ეზოში მორბენალი პატარა გოგონა მოხვდა თვალში. მისდა გასაკვირად ბავშვი დემეტრესკენ ხელებ გაშლილი მამიკოს ძახილით გამოიქცა. თითქოს რაღაც ჩასწყდა ნილას გულში. თითქოს თან ნაცნობმა და თან ძალიან უცნობმა გრძნობამ დაიპატრონა მისი სხეული. ვერ აღწერდა რა გრძნობა იყო. სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული. გოგონა ჩამუხლულ დემეტრეს კისერზე ჩამოეკიდა და მანაც მაშინვე ხელში ააფრიალა. უყურებდა ნილა ამ სანახაობას და ვერც კი გაანალიზა როგორ დაუსველდა მთლიანი სახე. -მამიკო ეს ქალი რატომ ტირის?-გაკვირვებული უყურებდა გოგონა ნილას. -უხარია მა შენი დანახვა-ღიმილიანი სახით უყურებდა მტირალ ნილას. -მე რომ არ ვიცნობ? მე უცნობების დანახვა კიდე არ მიხარია ხოლმე ესე-გაკვირვებული იყო პატარა ქალბატონი. -დედიკოს ფოტო ხომ გაქვს?-ეშმაკური ღიმილით ჰკითხა და ნილას გახედა. გაკვირვებული აცეცებდა ნილა თვალებს და ხან დემეტრეს ხან პატარა გოგონას უყურებდა. მამის მკლავებიდან დაიხსნა გოგონამ თავი და თავისი ოთახისკენ სირბილით წავიდა. -ნელა ანასტასია-ერთი კი მიაძახა დემეტრემ, თუმცა ვინ უსმენდა. ამასობაში გაკვირვებული და გახევებული ნილა სახლში შეიყვანა და დივანზე დასვა. ჯერ კიდევ შოკირებული იყო და ხმას ვერ იღებდა. ერთ წერტილს გაშტერებული მისჩერებოდა და გონებაში ათასი ვერსია უტრიალებდა, თუნცა იმ ფაქტს თავიდან მაინც ვერ იგდებდა, რომ ძალიან ჰგავდა მას. ამასობაში გოგონამაც ჩამოირბინა კიბეები და დემეტრეს ფოტო მიაწოდა. -მა მოდი დახედე აბა გავს დედიკოს?-ჭინკებათამაშებული თვალებით გახედა ნილას და ბავშვთან ჩაიმუხლა. -ცოტათი-დაბნეული იყო ბავშვი ხან ფოტოს უყურებდა და ხან ნილას. დემეტრეს გაეღიმა ბავშვის გულუბრყვილო გამოხედვაზე. მამას დაუძვრა მკლავებიდან და ნილას წინ დადგა. -ჩემი დედიკო ხარ?-კითხვა ნარევი თვალები მიაპყრო. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა ნილას. -მე... მე არ ვიცი... მე ისაა... დემეტრე- ორივე დემეტრეს მიაჩერდა და პასუხის მოლოდინში გაირინდნენ. დემეტრეს ჩაეცინა ორი ერთნაირი მზერის დანახვისას. თვითონაც დივანზე დაჯდა და ანასტასია კალთაში ჩაისვა. -შენი დედიკოა მა-ამ სიტყვების თქმა და ნილას გონების დაკარგვა ერთი იყო. ერთი დღისთვის ძალიან ბევრი ემოცია იყო ერთად თავმოყრილი. ნელა გაახილა თვალები ნილამ და მის გვერდით მწოლიარე ანასტასიას გაუსწორა თვალი. დედას იყო ჩაბღაუჭებული ტუჩები გამოებურცა და მშვიდად ეძინა. დიდხანს უყურა მისთვის ძალიან ნაცნობ, თუმცა თან ძალიან უცნობ ადამიანს. ძლივს გაბედა, რომ ხელი წაევლო ეგონა სიზმარი იყო და თუ გაინძრეოდა მაშინვე გაქრებოდა. ვერც შენიშნა სავარძელში მჯდარი დემეტრე აცრემლებული, თუმცა მომღიმარი სახით რომ უყურებდა. -დე- ერთი ჩაიჩურჩულა და სახეზე ნაზად მოფერება დაუწყო. თვითონაც ვერ გაიაზრა ისე წარმოსთქვა ეს სიტყვა. მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დროის მანძილზე მაინც ვერ შეძლო გახსენება. იმედი აღარ ჰქონდა დემეტრეს, რომ რაიმეს გაიხსენებდა, თუმცა იმითაც კმაყოფილი იყო ცოლი რომ დაიბრუნა და ანასტასიამ დედა. თავიდან შეიყვარა ნილამ ორივე ისე ძლიერად, რომ გეკითხათ მეტად როგორ შეიძლება შეყვარებაო გეტყოდათ, რომ ამაზე მეტად მხოლოდ ღმერთს შეიძლება შეუყვარდეს ადამიანიო. ძალიან ბევრი განსაკუთრებულ წამს ვერ იხსენებდა, რათქმაუნდა გულის სიღრმეში ძალიან დარდობდა და განიცდიდა, თუმცა დემეტრესთან არაფერს არ იმჩნევდა. ბოლო რამდენიმე დღე სუსტად გრძნობდა თავს ვერ გაეგო თვითონაც რისი ბრალი იყო ეს სისუსტე. ეჭვები ღრღნიდა და ამ ეჭვების დასადასტურებლად აფთიაქში ორსულობის ტესტი იყიდა. იჯდა და გაკვირვებული დაყურებდა ტესტზე გამოსახულ ორ წითელ ხაზს და ვერ გეტყვით რას განიცდიდა თუ თვითონ არ გამოგიცდიათ. სიტყვებით შეუძლებელია ამ გრძნობის აღწერა. ცოტახანში იმაზე დაფიქრდა როგორ ეთქვა ეს დემეტრესთვის. ბევრი ფიქრის შემდეგ ყველაზე კარგი ვარიანტი აირჩია. ძვირფასო მკითხველო მოდი ეს თქვენთვისაც საიდუმლოდ დავტოვოთ. ანასტასიას ძიძას დაურეკა და ერთი ღამით დარჩენა სთხოვა. იმ საღამოსთვის კი გეგმები დააწყო და გუგას სთხოვა დახმარება. სახლში დაბრუნებულ დემეტრეს ნილა სახლში, რომ არ დახვდა გაგიჟდა. ვერ გაეგო სად შეიძლებოდა წასულიყო თანაც ისე, რომ დემეტრე არ გააფრთხილა. ძიძამაც არაფერი იცოდა იმის გარდა, რომ ღამე დარჩენა სთხოვა. ბოლოს წერილი იპოვა. ხელის კანკალით გაშალა დაკეცილი ფურცელი და შიშით დახედა. მისამართის გარდა არაფერი ეწერა შიგნით. მისამართი კი მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ხის სახლი იყო. გიჟივით გავარდა გარეთ და ნახევარი საათის გზა ათ წუთში დაფარა. ბოლომდე გაჩერებული არ ყავდა მანქანა, რომ გადმოხტა და ელვის სისწრაფით შევარდა სახლში. იქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი სახლი ჩაბნელებული იყო და მხოლოდ სანთლების შუქი ანათებდა იქაურობას, რომლებისგანაც ბილიკი იყო გაკეთებული და დემეტრეს ამცნობდა საით უნდა წასულიყო. სანთლების ბილიკი უკანა კართან მთავრდებოდა. დემეტრემ გამოაღო კარი და უკანა ეზოში გავიდა. მთელი ეზო სანთელებით იყო გარშემორტყმული. სანთელების შუაში მაგიდა იდგა და ამ მაგიდასთან ნილა იჯდა მომღიმარი სახით. დემეტრეს მთელი შიში სადღაც გაქრა. მუსიკის ნაზი მელოდია გაისმა და ნილა დემეტრესკენ გაემართა. ნაზად ააყოლეს ტანი მუსიკის მელოდიას. ყველაფერი ისე იყო როგორც პირველად, როდესაც დემეტრემ პირველად აუხსნა სიყვარული ნილას. ვერც წარმოიდგენთ იმ წუთებში რა ბედნიერი იყო დემეტრე. ბედნიერებამ პიკს მიაღწია როცა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები გაიგო: -მამა გახდები-მთელი გრძნობა ჩააქსოვა ნილამ ამ სიტყვებში. ვერც გაიგეს ისე დაათენდათ თავზე. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად ყველაზე უცნაური განთიადი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.