შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 1-2


გუშინ, 22:37
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 006

პროლოგი
​ამბობენ, რომ ყველაზე დიდ ბრძოლას ადამიანი არა ომის ველზე, არამედ საკუთარი სულის სიღრმეში, სიმარტოვესა და სიცივეში გადის. ზოგჯერ დაცემა იმდენად მძიმეა, რომ კაცი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, რწმენას კარგავს და გრძნობებს ისე გაურბის, თითქოს მათი გამოჩენისა და სიმართლის ეშინოდეს.
​ლუკა გელოვანიც სწორედ ამ გზას გადიოდა. მისი ცხოვრება ბნელით იყო მოცული, თავად კი საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მოიაზრებდა. თუმცა, მის ცივ და კონტროლირებად სამყაროში მოულოდნელად შემოიჭრა ნათელი. ნია სრულიად გაუცნობიერებლად გახდა ლუკას ცხოვრების ნაწილი და, უნდოდა ეს კაცს თუ არა, გოგონას ნათელმა ნელა და მტკივნეულად შეაღწია ჯერ მის ყოველდღიურობაში, შემდეგ კი გულში. შეაღწია იმდენად ღრმად, რომ გაყინული სული გამოაღვიძა.
​მათი გზები სრულიად განსხვავებული იყო, თითქოს არც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბედისწერასა და ღვთის განგებას თავისი გეგმები ჰქონდა. ამ წინააღმდეგობაში დაიბადა გრძნობა, რომელსაც ვერცერთი აღიარებდა. ეს არ იყო უბრალო გატაცება — ეს იყო მტკივნეული განაჩენი, რომელიც თავგანწირვას მოითხოვდა; გრძნობა, რომელიც მათ ან საბოლოოდ გადაარჩენდა, ან სამუდამოდ დაღუპავდა.
​რადგან ნამდვილი ცხოვრება და სულიერი ტრანსფორმაცია იქ იწყება, სადაც საკუთარ სიმართლეს ბაგით აღიარებ და მთელი გულით ირწმუნებ, რომ ყველაზე დიდი დაცემის შემდეგაც შესაძლებელია მკვდრეთით აღდგომა. ლუკასთვის ეს სრული გარდასახვა მაშინ დაიწყო, როცა საყვარელი ადამიანის გამო შატილის მკაცრ ბილიკებს დაადგა — იქ, სადაც მისი რწმენა, ერთ დროს ტაძარში ნაპოვნი, კლდესავით მყარად უნდა განმტკიცებულიყო.
​ეს არის ისტორია კაცზე, რომელმაც შატილის მთებში საკუთარი თავი იპოვა და... გადარჩა.

თბილისის ძველ ქუჩებში მზემ ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა, ოქროსფრად შეანათა სახლებს და დილის თბილი სხივებით აავსო ჰაერი. ეს ქუჩები, თავისი პატარა, ჭრელად შეღებილი ხის აივნებიანი სახლებითა და ვიწრო, ქვაფენილიანი ბილიკებით, ისტორიის სუნთქვას ატარებდა. აქ ყოველი ქვა, ყოველი კუთხე-კუნჭული უძველეს კულტურასა და ტრადიციებზე მოგვითხრობდა. ეს იყო უბნები, სადაც დრო თითქოს შეჩერებულიყო და ხალხი ისევ ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდა, ერთმანეთის სიხარულითა და დარდით.
​დილის შვიდი საათი იყო. ქალაქი უკვე ფუსფუსებდა. ზოგი ქუჩებს ხვეტავდა და თან ხალისიანად საუბრობდა; მათი ხმები ძველი თბილისის ექოს ერწყმოდა. იქვე ახლოს ყავის გამაბრუებელი, მწარე-ტკბილი არომატი ტრიალებდა. როგორც ჩანს, მეზობელ არტურას უკვე გაეღო თავისი პატარა ჯიხური და ახლად დაფქულ ყავას ამზადებდა. არტურას ყავა მთელ თბილისში იყო განთქმული – მისი ულვაშებიანი სახე, წამობზეკილი ღიპი და კეთილი, სომხური ღიმილი უკვე ქალაქის სიმბოლოდ ქცეულიყო. ჯიხურთან რამდენიმე მაგიდაც იდგა ტურისტებისთვის, რომლებიც დილაადრიან ეძებდნენ ქართული დილის ავთენტურ სურნელს.
​არტურას ყავის ჯიხურისგან არც ისე შორს, ძველებურ სტილში მოპირკეთებული, საშუალო ზომის სახლი იდგა. მისი აგურის კედლები და ნაქარგი აივნები თითქოს საუკუნეების ისტორიას ინახავდა.
​— ღმერთო, ჩემო ნია, როდემდე აპირებ ლოგინში კოტრიალს?! ნახე, რომელი საათია?! — გაისმა ქალის გამაყრუებელი, მაგრამ ნაცნობი ხმა.
​ნია, დენდარტყმულივით წამოფრინდა. კარგად იცოდა მამიდამისის, ქალბატონი ნანულის ხასიათი – მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. საათს დახედა და გაოცებისგან პირი დააღო.
​— რაა? უკვე ცხრა გახდა? — წამოიძახა გაოგნებულმა. — მამიდა მომკლავს! — ჩაიბუტბუტა და საწოლიდან წამოდგა. სწრაფად გაასწორა საწოლი, შემდეგ კი თავის მოწესრიგებას შეუდგა. კარადიდან მოკრძალებული, მთლიანი კაბა გადმოიღო და სწრაფად მოირგო. გრძელი, მუქი ხვეული თმა გადაივარცხნა და ნაზი ლენტით შეიკრა. მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა – მის უნაკლო, ბუნებრივად ლამაზ სახეს მეტი არც სჭირდებოდა. ყველაფერს რომ მორჩა, ოთახიდან გავიდა.
​— დილამშვიდობისა, მამიდა, — ღიმილით უთხრა.
​— ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, — უთხრა ქალმა; მის ხმაში უკვე სითბო იგრძნობოდა.
​— სად არიან დანარჩენები? — კითხა ნიამ, როდესაც ნახა, რომ შინ არავინ იყო მათ გარდა.
​— ყველა შენსავით ძილისგუდა კი არ არის, — გაეღიმა მამიდას. — შენი და და მშობლები საყიდლებზე წავიდნენ.
​— გასაგებია, — ნიამ ამოიოხრა. — კიდევ კარგი, არც ისე ძალიან დავაგვიანე, — ჩაილაპარაკა თავისთვის, შემდეგ სწრაფად ისაუზმა და მამიდას დალაგებაში მიეხმარა.

**
​ამასობაში, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი მამულის წინ შავი, გაპრიალებული „ფორდ მუსტანგი“ შეჩერდა. მალე მანქანის მინა ჩაიწია და იქიდან მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, რომელიც რატომღაც გადმოსვლას არ ჩქარობდა. ბოლოს კარები გამოაღო და მანქანიდან გადმოვიდა. მას ძვირად ღირებული შავი შარვალ-კოსტიუმი და რუხი ფერის პერანგი ეცვა. თმა გვერდზე გადაევარცხნა და თმის გელით ჰქონდა დაყენებული, რომელსაც, შეთხელებული და მოვლილი წვერი ამშვენებდა, რაც უფრო მამაკაცურს ხდიდა. ოდნავ მოგრძო ცხვირი და ოდნავ სქელი ტუჩები ჰქონდა. სახეზე სათვალეები მოირგო. მანქანიდან გადმოვიდა და შენობისკენ დაიძრა თავისებური სიარულის მანერით. მასთან ჟურნალისტები მიცვივდნენ.
​— ბატონო ლუკა, გთხოვთ, გვითხარით, მართალია, რომ თქვენ დადიანების ძველი მამული უნდა შეისყიდოთ? — თავხედურად კითხა ჟურნალისტმა.
​გელოვანმა ცივად გახედა მის წინ მდგარ ჟურნალისტს. ისედაც თავს ძლივს იკავებდა, რომ ნერვებს არ ემტყუნა და ეს არამკითხე მოამბე ჟურნალისტი უფრო აღიზიანებდა მას.
​— ჯერ ერთი, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფთ, და მერე მე არ ვაპირებ ამ თემაზე არავისთან საუბარს და მით უმეტეს, ამის გაშუქებას ტელევიზიით, — მკაცრად უპასუხა.
​— მაგრამ...
​— თქვენ რა, ერთხელ გაგონილი არ გესმით?! თავიდან მომწყდით! — გაღიზიანებულმა დაუყვირა და მცველებს ანიშნა, დაერბიათ ჟურნალისტების ბრბო.
​სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და ხალხის ბრბოს ჩაუარა, ძალიან მალე უკვე სასახლის წინ იდგა. უკვე იგრძნო შინაგანად, როგორ დაიძაბა და სუნთქვა შეეკრა, ბრაზისგან კი ხელები მოემუშტა. სათვალეები მოიხსნა და არაფრისმთქმელი თვალებით გახედა იქაურობას. წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ამ მამაულში მშობლებთან და დებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ერთმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი ოჯახი შეძრა. და ამის შემდეგ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. თვალებს ხუჭავს და თვალწინ ის კადრი უდგება, როდესაც ბიძამისმა უმოწყალოდ გააგდო ამ მამულიდან ობოლი ბავშვები.
მიუხედავად მისი გათიშული თვალებისა, მასში მაინც იკითხებოდა ის ტკივილი, რომელიც უკვე წარსულის აჩრდილად ქცეულიყო მისთვის.
​შენობაში შევიდა, რადგან მამულის მფლობელთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
​— რადგან უკვე ყველა ადგილზე ვართ, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, — საუბარი დაიწყო კაცმა. — ბატონო ამირან, უკვე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ ვალის გასტუმრების თაობაზე. იმის გამო, რომ ჩემგან აღებული დიდი თანხა არ დამიბრუნეთ, თქვენი მამული ჩამოგართვით ამის საფასურად. ძალიან ბევრი გელოდეთ, თუმცა თქვენ არაფრის გაკეთებას არ ცდილობთ, მე კი მეტი ვეღარ დაგიცდით. დღეს კი ამ სახლს კლიენტი გამოუჩნდა, რომელიც სარფიან თანხას იხდის.
​— დიახ, მე მზად ვარ ეს სახლი შევისყიდო, — ცივი და ირონიით სავსე ხმით წარმოთქვა გელოვანმა და ქეისი იმ კაცის მიმართულებით გააცურა.
​— რაა?! თქვენ ასე ვერ მომექცევით, ბატონო სერგო, — გულმოსულმა წამოიძახა ამირანმა. აშკარად არ ესიამოვნა მომხდარი.
​— ვწუხვარ, მაგრამ მე დიდხანს გიცადეთ და ისიც გითხარით, რომ თუ თავის დროზე ვალს არ გადაიხდიდით, სახლს დაკარგავდით. ახლა ყველაფერი ბატონი გელოვანის ხელშია, — ცინიკური ხმით უპასუხა სერგომ.
​ამირანი მიმავალ გელოვანს აედევნა, რომელიც თავისი უჩვეულოდ მტკიცე და სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. კაცი მას დაეწია.
​— ბატონო, მოიცადეთ, ძალიან გთხოვთ, სახლიდან ნუ გაგვყრით.— შეევედრა კაცი.
​— ეგ ჩემი პრობლემა არ არის. დღეს საღამომდე მამული უნდა დაცარიელდეს, გასაგებია?! — ცივად მიუგო.
​— მაგრამ სად უნდა წავიდეთ?
​გელოვანი მისკენ მიბრუნდა და გამყინვარე ხმით უთხრა:
​— ეს სიტყვები საიდანღაც მეცნობა. აა, ხო, გამახსენდა: წლების წინ თქვენც იგივე გააკეთეთ, როდესაც მე და ჩემი და ობლად დავრჩით. თქვენ უმოწყალოდ გამოგვაგდეთ სახლიდან. — გაღიზიანებულმა უთხრა და სათვალეები მოიხსმა
​კაცი ბიჭის სახის დანახვაზე გაქვავდა და ვერ იჯერებდა, რომ მის წინ მისი ძმისშვილი იდგა.
​— შენ ხომ ლუკა დადიანი ხარ, ჩემი ძმისშვილი...
​— ლუკა დადიანი აღარ არსებობს, ახლა თქვენ წინ ლუკა გელოვანი დგას და მე თქვენთან საერთო არაფერი, მაქვს თქვენც ისეთივე ბრალი მიგიძღვით, ჩვენს უბედურებაში, როგორც მამაჩემს, გულის ამრევები ხართ. ეს მამულიც თქვენ არ გეკუთვნით ის დედაჩემს მამიმისმა უსახსოვრა, მაგრამ თქვენ ის მიისაკუთრეთ, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, ჩვენ კი, გამოგვაგდეთ, ხოდა დრო მოვიდა ამის გამო პასუხი აგოთ. — კბილებში ავად გამოსცრა, შემდეგ მტრული მზერა მოავლო და წავიდა.
***
​— როგორც იქნა, დაბრუნდით! — მხიარულად წამოიძახა ნიამ და მათ შეეგება.
​— ოჰ, ჩვენს მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია, — სიცილით თქვა მამამისმა.
​— გაიღვიძებდა, ძმაო, აბა რას იზამდა! სანამ არ დავუყვირე: „ადექი-თქო“, მანამდე ადგომა არ ინება, — თავი გაიქნია მამიდამ.
​— ოო, კარგით რა, მამიდა! დილის შვიდ საათზე წამომაგდეთ საწოლიდან, თანაც არც ისეა საქმე, როგორც თქვენ გგონიათ. უბრალოდ, დილის ძილი მიყვარს და ვერ ვიღვიძებ. კარგი, რადგან ყველა აქ ხართ, მინდა, რაღაც გითხრათ.
​— რა ხდება? — ყველა ინტერესით მიაჩერდა.
​— მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მუშაობა დავიწყო, — შეპარვით უთხრა, რადგან იცოდა მამამისის დამოკიდებულება ამ თემაზე.
​— კი, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, შვილო. შენ ხომ ცეკვის გაგრძელება გინდოდა, — მშვიდი და სერიოზული ხმით უთხრა.
​— მე უბრალოდ მინდა, დაგეხმაროთ, მამა. ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებ. დღეს ერთ კომპანიაში გასაუბრება მაქვს. წავალ, გავესაუბრები და ვნახოთ, იქნებ ამიყვანონ.— ენთუზიაზმით წამოიძახა.
​— კარგი, რადგან ასე გინდა, წადი. მე არ შეგიშლი ხელს, — ღიმილით უთხრა.
​ამის გაგებისას გახარებული გაიქცა და მამამისს მოეხვია.
​— საუკეთესო მამა ხარ! — უთხრა და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ოთახში გაიქცა მოსამზადებლად.
​თავის პატარა ხატების კუთხესთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა და როგორც ყოველთვის, ახლაც თხოვა უფალს, დაელოცა მისი გზა. შემდეგ თავისი ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა.
​— წავედი! — უთხრა მათ.
​— შვილო, ფრთხილად იარე, — დედამ სიტყვა დააწია.
​ბედნიერი გამოვიდა სახლიდან. გარეთ უკვე საკმაოდ ცხელოდა და ხალხიც ირეოდა. ფეხით ჩაიარა ვიწრო ქვის ბილიკები და არტურას ჯიხურს მიუახლოვდა.
​— გამარჯობა, არტურა ბიძია, — მხიარულად მიესალმა.
​— ვაა, გაგიმარჯოს, ნია, ჯან ცავატანემ! — სიცილით გამოეგება საშუალო სიმაღლის, ღიპიანი კაცი და სიცილისგან ულვაშები ზემოთ აუვიდა. — სად გაგიწევია?
​— საქმეზე მივდივარ, — გაეკრიჭა და გზა განაგრძო.
​ცოტათი აუჩქარა ნაბიჯებს, რადგან მას ქალაქის მეორე მხარეს იბარებდნენ. ტელეფონს დახედა და უკვე შუადღე დგებოდა. ახლა ავტობუსის გაჩერებასთან დგომა ესიკვდილებოდა. უეცრად მის თვალს მაღაზიასთან გაჩერებული მოპედი შეენიშნა და თავში ეშმაკურმა იდეამ გაკრა. ჩუმად მივიდა და მატორი აამუშავა, შემდეგ შემოაჯდა და მოპედი ქვაფენილიან დაღმართზე სულ რიხინ-რიხინით დაეშვა. მაღაზიაში მყოფმა მძღოლს ხმა შემოესმა და ყვირილით გამოედევნა მას.
​— ეი, რას აკეთებ, გოგონი! ახლავე დამიბრუნე ჩემი მოპედი! — დაუყვირა, თუმცა ნია უკვე საკმაოდ შორს იყო.
​— მაპატიეთ, გთხოვთ, გამატაროთ! — ყველას ეუბნებოდა, ვინც ხელს უშლიდა. ქვიან და ვიწრო გზაზე სიარული ცოტა გაუჭირდა, თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ არც მართვა იცოდა.
​— იმედია, არ დავიმტვრევი, — შიშით გაიფიქრა და ცდილობდა, ხალხმრავლობაში გზა გაეკვლია.
​მალე ცენტრალურ გზაზე გავიდა და თავი უკვე მტკვრის სანაპიროზე ამოყო. ძალიან გაუჭირა მისამართის მიგნება და მგონი, დააგვიანა კიდეც მისვლა, რადგან უკვე ნელ-ნელა ბინდდებოდა.
​— მგონი, ეს ადგილია, მაგრამ რატომ ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის? — წამოიძახა და არემარეს მოავლო თვალი. აშკარად მისამართი აერია, მაგრამ გადაწყვიტა, შესულიყო.
​— ნუთუ აქ უნდა ვიმუშაო? — გაიფიქრა თავისთვის. შიგნიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა.
​ამავდროულად, გელოვანმა თავი წარუდგინა იქ დამსწრე საზოგადოებას.
​— ყველას მოგესალმებით. სანამ ღონისძიებას დავიწყებდე, მინდა, ორიოდე სიტყვით გამოვიდე. დღეს „გელოვან გრუპმა“ ეს რელიკვიური მამული შეისყიდა ეს ჩემს ბიზნესში უმთავრესია, რადგან პირველი კოლექციის ჩვენება აქ ჩატარდება. — სიტყვით გამოსვლა მისთვის ძალიან რთული იყო, რადგან ბევრი საუბარი არ უყვარდა. მისი თვალები კი, როგორც ყოველთვის გათიშული და ურეაქციო იყო.
​ჩვენება ნელ-ნელა დაიწყო და მოდელებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს სცენაზე გამოსვლა. მხოლოდ გელოვანი იჯდა ურეაქციოდ, მისთვის დამღლელი იყო ხმაურიანი ადგილები, ამიტომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ცივი, გაყინული სახით იყურებოდა, თვალები კი ჩამქრალი და გათიშული ჰქონდა, თუმცა მაინც ირეკლებოდა მის თვალებში რაღაც ამოუცნობი, რაც მოსვენებას არ აძლევდა.

***
ნია შენობაში შევიდა და დაბნეულებისგან აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება. ეს ის ადგილი არ იყო, სადაც დაიბარეს.
​— ღმერთო, სად მოვხვდი? ეს რა ადგილია? — შეშინებულმა მოათვალიერა ტერიტორია. ის არ ეყო, რომ შეცდომით სხვაგან მოხვდა, ახლა ამხელა შენობაში გზაც აებნა.
​უეცრად ხელი დაავლეს და ორგანიზატორს მიუყვანეს.
​— ბატონო, ის გოგო მოვიდა, ვისაც ელოდით, — უთხრა დამხმარემ.
​— როგორც იქნა, მოხვედი, თორემ ბატონი გელოვანი ცოცხლად შეგვჭამდა. ეს რა გაცვია? რა არის? რაღაც არ გავხარ მოდელს, — შეიცხადა კაცმა.
​— ბატონო, გთხოვთ, გამიშვათ. მე აქ შეცდომით მოვხვდი, მე არ ვარ მოდელი, — მუდარით უთხრა კაცს.
​— ახლა უკვე გვიანია. ჩვენი მოდელი არ მოვიდა და ჩვენებას შენ დახურავ.
​— რაა?! მე... მე... — ანერვიულდა გოგონა.
​ისე სწრაფად გაუკეთეს თმები, ცოტა მაკიაჟი შეუსწორეს, შემდეგ მაღალქუსლიანი ტუფლი ჩააცვეს და სცენაზე გააგდეს. თავი დიდი აუდიტორიის წინ ამოყო, სადაც მოდების ჩვენება იყო. შეშინებული იდგა ხელები უცახცახებდა, ნერვიულობისგან ყელი უშრებოდა და არ იცოდა რა ექნა,
​ხალხის ჩოჩქოლი ატყდა. ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. ის საერთოდ არ ჰგავდა მოდელს, არც თემის მიხედვით ეცვა და არც სათანადოდ იქცეოდა. გელოვანის ყურამდეც მივიდა ხალხის საუბარი, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ იყო ის გოგო. თვალები, რომლებიც დახუჭული ჰქონდა, ნელა გაახილა და ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი წამოდგა ფეხზე. აშკარად არ ესიამოვნა ეს აურზაური, რადგან ამან შესაძლოა, ღონისძიება ჩაუშალოს.
​შეშინებულ გოგონას ორივე მხრიდან ხელი მოკიდეს და სცენის შუაგულში გაიყვანეს. ძლივს ახერხებდა მაღალქუსლიანებით სიარულს და ბარბაცებდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა. სცენაზე აქამდეც გასულა, მაგრამ მაშინ მთელი მისი ყურადღება ცეკვაზე იყო მიმართული ახლა კი ამხელა აუდიტორიის წინ იდგა რომელშიც უნებურად მოექცა ყურადღების ცენტრში. მთელი აუდიტორია მას უყურებდა და ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს გოგო, რომელიც არსაიდან შემოიჭრა ჩვენებაზე.
​ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც გელოვანი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი იდგა და ცდილობდა, გაერკვია, რა ხდებოდა მის საკუთარ ჩვენებაზე. ინსტინქტურად ზევით აიხედა და დაინახა უცნაურად გამოწყობილი გოგონა, რომელიც შეშინებული იყურებოდა.
​გოგონამაც წამიერად შეხედა მას, შემდეგ შებრუნდა, თუმცა კაბაზე ფეხი გამოედო, რის გამოც ფეხი გადაუბრუნდა, წონასწორობა დაკარგა და მთელი სიმძიმით გადაწვა უკან და გაურკვევლობაში მყოფ გელოვანს მკლავებში ჩაუვარდა. იმდენად მომენტალურად მოხდა ყველაფერი, რომ აზრზეც ვერ მოვიდა. გოგონამ ხელი შემოხვია კისერზე და მზერა გაუსწორა მის პოტენციურ გადამრჩენელს.
​მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და თითქოს ელვარებამ გაიარა მათ შორის. ბიჭის ყავისფერ და ცივ თვალებში გაურკვევლობა, ბრაზი, გაოცება იკითხებოდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და იდეალურად უნდა ყოფილიყო, თუმცა არსაიდან გამოჩენილმა უცნობმა გოგონამ ყველაფერი აურია. ნია, თავისი დიდი და ნაცრისფერი თვალებით შეშინებული უყურებდა კაცს. გელოვანი მას თვალს არ აშორებდა და გამჭოლი მზერით უმზერდა, თითქოს ცდილობდა, მის სულში შეეღწია. რაღაც იყო გოგოში, რამაც მისი ინტერესი გამოიწვია.
​ნია, როგორც კი გონს მოეგო, მის მკლავებში შეშინებული აწრიალდა და ცდილობდა, თავი დაეღწია მისგან. ეს რომ შენიშნა, გელოვანმა მოღუშული სახით გახედა და უხეშად მოიშორა. გოგონა წაბარბაცდა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. აცრემლებული თვალებით გახედა გელოვანს, რომელიც აშკარად ბრაზისგან დუღდა.
​მათთან ორგანიზატორები მიცვივდნენ.
​— ბატონო, ახლავე მოვაგვარებთ ყველაფერს, — შიშით უთხრა გელოვანს.
​დაცვამ ხელი ჩაავლო გოგონას და გასასვლელისკენ გაიყვანეს.
​— გთხოვთ, გამიშვით! მე არაფერი ვიცი, — შეშინებულმა წამოიძახა, თუმცა არავინ მოუსმინა.
​კულისებში გაიყვანეს და ოთახში გამოკეტეს.
​— გამომიშვით აქედან, ძალიან გთხოვთ! — ყვიროდა გოგონა, მაგრამ არავის ესმოდა მისი.
​შეშინებული იქვე ჩაიკეცა და ატირდა. ოთახში სიბნელე იყო, რაც მის შიშს უფრო ამძაფრებდა. ეს სად ამოყო თავი? რა უნდოდა, რას აიჩემა მუშაობა? ეს რომ არა, ახლა სახლში იქნებოდა, ოჯახთან ერთად და ამ ყველაფრის გავლა არ მოუწევდა, მაგრამ ამის მაგივრად ცივ და ბნელ ოთახში იყო, გამოკეტილი.
​— სახლში ალბათ, როგორ ღელავენ... — ლუღლუღით წამოიძახა.
​ტელეფონიც დაუჯდა და ვერაფერს იზამდა. საკმაოდ დიდხანს იყო ოთახში. მობუზული იჯდა იქვე კუთხეში და დაბნეული აცეცებდა აქეთ იქით თვალებს, თითქოს იმ უკუნით სიბნელეში რამის დანახვა იყო შესაძლებელი, ბოლოს რომ მობეზრდა ასე ჯდომა სიბრაზე ყელში მოაწვა, ეს რა სისასტიკე იყო, რომელი ნორმალური ადამიანი იქცეოდა ასე, თითქოს ვიღაც ქურდი ყოფილიყოს ისე ჩაკეტეს სხვენში.საბოლოოდ წამოენთო და როგორც ხევსურს სჩვეოდა არ გატყდა თავი ხელში აიყვანა და კარებზე ბრახუნი და ყვირილი დაიწყო იქნებ ვინმესთვის მიეწვდინა ხმა და ან ვინმე კეთილსინდისიერი გამოჩენილიყო, თუმცა კაცი შვილის ჭაჭანება არიყო.
გარკვეული დროის შემდეგ კარები გააღეს და როგორც კი კარების გაღების ხმა გაიგო, მთელი სისწრაფით გავარდა გარეთ, იმ იმედით, რომ თავს დააღწევდა ამ საშინელი ადგილიდან, მაგრამ ნურას უკაცრავად იქვე მდგარმა გელოვანმა ხელი ჩაავლო თუ არა, უხეშად დააბრუნა უკან, შემდეგ კი თავისი გამყინვარე თვალებით გადმოხედა ზემოდან გოგონას პატარა სხეულს. მოღუშული სახით უყურებდა და ნერვიც კი არ უტოკდებოდა; არცერთი ემოცია არ იკითხებოდა, გარდა ბრაზისა.
​— მომისმინეთ, გთხოვთ, გამიშვით! უკვე ძალიან გვიანია და ალბათ სახლში ყველა ნერვიულობს, ამდენ ხანს, რომ ვერ დავბრუნდი… — ცრემლიანი თვალებით უთხრა და კაცს შეხედა, რომელიც გამჭოლი და ცივი მზერით დაჰყურებდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მტკიცედ იდგა.
​— თუ გგონია, რომ შენს ზღაპრებს დავიჯერებ, ძალიან ცდები. ახლავე მითხარი, რამდენი გადაგიხადეს?!— გაისმა კაცის ბოხი ხმა, რომელიც ბრაზით იყო სავსე.
​— უკვე დავიღალე იმის გამეორებით, რომ არავის შემოუგზავნივარ და არც ფული გადაუხდიათ. რა ადამიანი ხართ ასეთი, რომ ვერაფერი გაგაგებინეთ? სახლში ყველა ჩემზე ღელავს, განსაკუთრებით კი ჩემი და, რომელმაც ნერვიულობისგან ალბათ მთელი თვალები ამოიშრო ტირილით. — მოთმინება დაკარგულმა ამოიყვირა გოგომ.
​— არაფერია, ალბათ ისიც შენნაირია და ფულის გამო ყველაფერზე იქნება წამსვლელი. როგორღაც გადაიტანს შენს არყოფნას, — ცინიზმით უთხრა.



******

— იცით, მე არსად შემხვედრია თქვენნაირი თავხედი და უგულო ადამიანი! ნუ გგონიათ, რომ ცხოვრებაში მთავარი ფულია, სხვა, უფრო ღირებული რაღაცებიც არსებობს! არც თქვენნაირი ფულზე დახამებული ვარ, რომ ფულის გამო ვიღაცის ჩვენება ჩავშალო, — ზიზღით მიახალა ნიამ. — მოგეწონებათ თქვენს დაზე ასე რომ ვილაპარაკო?!
ამ სიტყვების გაგებისას, გელოვანი კიდევ უფრო გაღიზიანდა და მისმა ბრაზმა პიკს მიაღწია. წამიერად განზე გადგა, რის გამოც გოგონამ დრო იხელთა და გაქცევა დააპირა, თუმცა იმავე წამს ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა. მისი გაყინული თვალები, კისევ უფრო ცივი და მუქი გაუხდა.
— ჯერ არ დაგვისრულებია საუბარი. გგონია, მას შემდეგ, რაც მითხარი, წასვლის უფლებას მოგცემ?! — უხეში ტონით უთხრა. — მე არავის ვაძლევ უფლებას, ასე მელაპარაკოს. ჯერ არ დამიწყია ცუდად მოქცევა, მაგრამ ახლა ისწავლი ჭკუას, — კბილებში გამოსცრა მზერა მის ყელზე გადაიტანა სადაც ჯვარი ეკიდა, გოგოს შემდეგ კი,ელვის სისწრაფით სწვდა გოგოს ყელზე ნაკიდ ჯვარს.
გოგონა გაშტერებული იდგა, მისი სხეული მოულოდნელობისგან შეკრთა და გაიყინა. გელოვანმა არ დააყოვნა და საშუალო ზომის ოქროს ჯვარს ხელი ძლიერად მოჰკიდა. იმდენად მძლავრად მოგლიჯა, რომ ძეწკვის ტკაცანის ხმა გაისმა, რომელიც შემდეგ ხმაურით დაეცა იატაკზე. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ნიასთვის, რომ შოკისგან თვალები გაუფართოვდა და გაქვავდა. თითქოს მისი სულის ნაწილიც ამოეგლიჯათ. აცრემლებული თვალებით ახედა მაღალ სხეულს, რომლის თვალებშიც მხოლოდ სიცივე მოდიოდა. ტუჩები აუცახცახდა, ტანში ერთიანად სიცივემ დაუარა. თავადაც არ იცოდა, საიდან მოიკრიბა ამდენი ძალა, მაგრამ იმდენად გამწარდა, რომ მთელი ძალით კრა ხელი გელოვანს და ინსტინქტურად აცახცახებული ხელი ყელზე წაიღო, სადაც ჯვარი ეკიდა. თითქოს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ჯვარი აღარ ეკეთა. როდესაც გულზე მიიდო ხელი, იქ ვერაფერი აღმოაჩინა.
— არა, ეს შეუძლებელია… — გაიფიქრა სასოწარკვეთილმა, მუხლებზე დაემხო და ჯვრის ძებნას შეუდგა.
იქვე მდგარი გელოვანი გახევებული იდგა და თვალს ადევნებდა გოგონას, რომელიც ასე სასოწარკვეთილი დაეძებდა დაკარგულ ნივთს. ისიც კი ვერ შენიშნა, თუ როგორ შერჩა ხელში პატარა ზომის ჯვარი, ხელი ავტომატურად ჯიბეში ჩაიყო. უყურებდა და უჭირდა იმის გაგება, თუ რატომ იქცეოდა ასე, რა იყო ასეთი ამ ყელსაბამში, თუმცა წამიერად სინანულიც კი გაუჩნდა. იქნებ ასე არ უნდა მოქცეულიყო.
გოგონა გამწარებული წამოდგა და მის წინ მდგარ გელოვანს დაუყვირა:
— ეს რატომ გააკეთეთ?! რა ადამიანი ხართ ასეთი?! ნუთუ თქვენთვის არაფერია წმინდა?!
— ეს უბრალოდ ოქროს ნაგლეჯია და მეტი არაფერი, — ურეაქციოდ უთხრა გელოვანმა.
— რაა?! რა თქვით?! ოქროს ნაგლეჯია? ის იმაზე ღირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! თქვენ რა, არ იცით, მას რა მნიშვნელობა აქვს?! ის ხომ რწმენის სიმბოლოა და ძალაა! იცით, რა, თქვენ ამ ქმედებით დაამტკიცეთ, რომ მე მართალი ვიყავი, თქვენ უგულო ადამიანი ხართ! — ზიზღით უთხრა და უკანმოუხედავად გაიქცა, უკან კი გელოვანი
დატოვა, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.


***

სახლში, განადგურებული დაბრუნდა ნია,
რომელიც ჯერაც შოკში იყო. ძალიან დააგვიანდა და ახლა ალბათ ყველა ძალიან გაბრაზებული და აღელვებული იქნებოდა. თვალებიდან წამოსული მორიგი ცრემლების ნაკადი მოიწმინდა და შიგნით შევიდა. მისი დანახვისას ყველა მას მივარდა.
— ნია, სად იყავი ამდენ ხანს?! — აღელვებულმა უთხრა დამ.
მაგრამ საბრალო ჯერაც შოკში იყო და ვერაფერს ამბობდა, სახე წაშლილი და გადაფითრებული ჰქონდა.
— ღმერთო, ჩემო შვილო, ენა გადაყლაპე?! — მამიდამ ნერვიული, მაგრამ მკაცრი ტონით კითხა.
— ჩემო ჭრიჭინავ, არ იტყვი, რა მოხდა? — თბილი ხმით უთხრა მამამისმა.
ნიამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
— მამა, მე... მაპატიეთ ამდენი, რომ განერვიულეთ. მისამართი ამერია და სხვაგან მოვხვდი. იქიდან კი არ გამომიშვეს და მთელი ღამით ოთახში ჩამკეტეს... იმ შენობაში მოდების ჩვენება მიმდინარეობდა და ეგონათ, რომ კონკურენტების მიგზავნილი ვიყავი... — სლუკუნებდა გოგონა.
— რას გეუბნებოდი, ძმაო, ეს შტერი რაღაც შარს გადაეყრება-თქო, არ ღირს მისი გაშვება არსად.
— მამიდა, რა ჩემი ბრალია, თუ არასწორი მისამართი მომცეს!
— კარგი, დაო, ისედაც ცუდადაა, ნუღარ უმატებ, ვერ ხედავ, სახეზე ფერი არ ადევს, — უთხრა ნანულის და ისევ ნიას მიუბრუნდა. — ამაზე ხვალ ვისაუბროთ, ახლა წადი დაისვენე, — მზრუნველი ხმით უთხრა.

მთელი ღამე თვალი ვეღარ მოხუჭა. ღამის სიჩუმეში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა, დაუნდობელი და მწარე: „რატომ მაინცდამაინც მე? რატომ უნდა შეხვედროდა ის კაცი? ის, ვინც ასე უგულოდ მოექცა, ასე უხეშად წაართვა ყველაზე ძვირფასი ნივთი, არა,ეს უბრალოდ წართმევა არ იყო ყელიდან ჩამოგლიჯა, უმოწყალოდ, ისე, თითქოს არაფერს ნიშნავდეს მისი ტკივილი.“
— ღმერთო, რატომ გამომიგზავნე ეს განსაცდელი? რატომ გადამყარე ამ საშინელ ადამიანს? — ამოესმოდა საკუთარი ხმა ფიქრებში, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად. გული საშინლად უცემდა, მთელი სხეული სტკიოდა განცდილი ტრავმის გამო. — „ღმერთო, გთხოვ, დამიფარე,“ — ჩურჩულებდა თითქოს, და ამ სიტყვებთან ერთად ცრემლები შეუჩერებლად მოედინებოდა, გზას იკვლევდნენ გაცხელებულ ლოყებზე და ნიკაპზე ეცემოდნენ. ყოველი წვეთი უფრო მეტად წვავდა, ახსენებდა დანაკარგს, დამცირებას, უსამართლობას. სამყარო თითქოს მის წინააღმდეგ იყო შეკრული და ცხოვრებას ურთულებდა. გონებიდან არ ამოსდიოდა ცოტა ხნის წინ მომხდარი.

**

გელოვანი თავის ოთახში შევიდა, პიჯაკი გაიხადა და საწოლზე მიაგდო. შარვლის ჯიბიდან ტელეფონი უნდა ამოეღო, როდესაც ხელზე რაღაც ცივი მოედო. სწრაფად ამოაძვრინა ჯიბიდან და ხელში პატარა ზომის ოქროს ჯვარი შერჩა. გაოგნებულმა დახედა. ჯერ ვერ მიხვდა, რა უნდოდა ამ ნივთს მის ჯიბეში ან ვისი იყო, მაგრამ ბოლოს გონებაში ამოუტივტივდა მომხდარი, რაც ჩვენებაზე მოხდა: ის, თუ როგორ ჩაუვარდა მკლავებში მისთვის უცხო გოგო და ჩაუშალა ამდენი ხნის დაგეგმილი ჩვენება. შემდეგ მათი კამათი და ჯვრის ჩამოგლეჯვის სცენა, რომელმაც გოგონა გაანადგურა. ხელის გულზე ედო ჯვარი და თვალს არ აშორებდა. გულის სიღრმეში ნანობდა კიდეც მომხდარს, თუმცა ამას არ ამჟღავნებდა.
— რატომ მგონია, რომ არასწორად მოვიქეცი? იქნებ ეს ზედმეტი იყო...? — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. მიუხედავად მისი ცივი თვალებისა, მაინც მოჩანდა ფარული სევდა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გადაეგდო, ადგა და უჯრაში საგულდაგულოდ შეინახა ჯვარი. მისთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ მაინც შეინახა. რატომ გამწარდა ასე? იქნებ იმიტომ, რომ მისი ცხოვრება ყოველთვის კონტროლის ქვეშ იყო. ის ყოველთვის წინასწარ გეგმავდა და აკონტროლებდა ყველაფერს. ახლა კი სიტუაცია ვეღარ გააკონტროლა. ფიქრობდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ დაავიწყდა, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ მოერევა. ეს ღვთის განგებულება იყო, სწორედ ამიტომ გელოვანი უძლური აღმოჩნდა და კონტროლი დაკარგა. შემდეგ თავი მოიწესრიგა და დაიძინა.



***
ღამე ხანგრძლივი აღმოჩნდა ორივესთვის. ვერცერთმა ვერ მოხუჭა თვალი, მათ გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა მომხდარი. ეს არ იყო უბრალო შემთხვევა, არამედ მათი ბედისწერა. ნია მთელი ღამე შფოთავდა და ვერ ისვენებდა, ყელზე ჯერაც გრძნობდა, თუ როგორ სასტიკად ჩამოგლიჯა იმ უცნობმა ჯვარი. თითქოს სიცარიელეს დაესადგურებინა მასში. ისე იყო გამწარებული, რომ ალბათ სადმე რომ გადაყაროდა, იმ კაცს შავ დღეს დააყრიდა. გათენებული არ იყო, რომ ჩუმად ადგა და მამამისის საკონდიტროში მივიდა, რათა მისი საყვარელი ორცხობილები გაეკეთებინა. ეს ერთადერთი საშუალება იყო იმისთვის, რომ სტრესიდან გამოსულიყო და ეფიქრა.
ჩუმად შეიპარა, ცომი მოამზადა, შემდეგ ღუმელი აანთო და მათი გამოცხობა დაიწყო. აცხობდა და თან მისი გონება ისევ მომხდარზე ფიქრობდა. დილით სახლში რომ ვერ იპოვეს, მიხვდნენ, სად იქნებოდა. მამამისმა მიაკითხა საკონდიტროში და მასთან მივიდა.
— შვილო, კარგად ხარ? — მზრუნველი ხმით უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა.
— მამა, მე... მე... უბრალოდ ღამით ვერ დავიძინე და ამიტომ...
— არაფრის ახსნა არ არის საჭირო, წუხანდელს განიცდი, არა?
— ჰო...
— არ ინერვიულო, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება.
— კარგი, წავალ, მოვწესრიგდები და ტაძარში წავალ. დღეს კვირაა და წირვებია. ვფიქრობ, მე მხოლოდ ეს მიშველის, — უთხრა და სახლში გაიქცა.
სწრაფად მიიღო შხაპი, თავი მოიწესრიგა. კარადიდან თეთრი სარაფანი გადმოიღო თავის თეთრი შარფით, უცებ გადაიცვა, თმები გადაივარცხნა და ცხენის კუდი გაიკეთა. გაიკეთა ძალიან სადა მაკიაჟი. შემდეგ ტაძარში წავიდა.
ნია ტაძრის ეზოში იდგა. მზის სხივები ძველ ქვებზე ეცემოდა, ჰაერში საკმევლის სურნელი ტრიალებდა. ის ცდილობდა, სიმშვიდე ეპოვა, დაევიწყებინა ის საშინელი ღამე, როდესაც გელოვანმა მისი სული გაანადგურა. მოგლეჯილი ძეწკვის კვალი ისევ სტკიოდა, თითქოს ჭრილობა იყო.
მოულოდნელად, მისი მზერა გაშეშდა. ტაძრის შესასვლელთან, მზის შუქზე, ის იდგა. გელოვანი. მისი მკაცრი, უემოციო სახე, უნაკლოდ მორგებული სამოსი — ყველაფერი ისე იყო, როგორც იმ საშინელ ღამეს. ნიას სისხლი გაეყინა, შემდეგ კი მთელ სხეულში ცეცხლი მოედო. ტკივილი, რომელიც გულში ჰქონდა ჩამალული, მყისიერად სიძულვილში გადაიზარდა. არ დააყოვნა და მისკენ წავიდა.
— შენ! — მისი ხმა ისე გაისმა, თითქოს ტაძრის კედლები აზანზარდაო, ნია ელვის სისწრაფით მივარდა მასთან, თვალებიდან კი ცეცხლს აფრქვევდა,— როგორ ბედავ აქ გამოჩენას?! როგორ ბედავ ჩემს თვალწინ გამოჩენას, იმის შემდეგ, რაც ჩაიდინე?!
გელოვანი გაოგნებული იდგა. ის არ ელოდა, რომ ნიას აქ ნახავდა, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში. მის სახეზე გაღიზიანება გამოისახა, მაგრამ ნიას მრისხანებამ მასში რაღაც უცნაური დაბნეულობა გამოიწვია.
— რა გინდა?! — მისი ხმა ცივი იყო, მაგრამ ნიას სიტყვები მასში რაღაცას არღვევდა.
— რა მინდა?! — ნიამ მწარედ ჩაიცინა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, რომლებიც სიბრაზისგან მალევე გაშრა. — შენ წამართვი ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო! შენ უგულო, თავხედი ადამიანი ხარ, რომელსაც არაფერი ესმის! ფული და ძალაუფლება გგონია ყველაფერი?!
მისი ხმა კანკალებდა, მაგრამ სიტყვები მტკიცე იყო. გელოვანი უსმენდა, მისი მზერა ნიას სახეზე იყო მიპყრობილი. ის ხედავდა მის ტკივილს, მის სასოწარკვეთას, და ეს მასში უცნაურ, უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა.
— შენ არაფერი იცი! — გელოვანმა ხმას აუწია.
— მე ყველაფერი ვიცი! ვიცი, რომ შენნაირ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ! — ნიამ ხელი გაიშვირა მისკენ.
ამ დროს, მოულოდნელად, ფეხი რაღაცას წამოდო და წონასწორობა დაკარგა. ის წაქცევას აპირებდა. გელოვანმა ინსტინქტურად და გაუცნობიერებლად გაუწოდა ხელი, რათა დაეჭირა. მათი ხელები წამიერად შეეხო ერთმანეთს. ნიას სხეულში თითქოს დენის ტალღამ გაიარა, ეს დამუხტული ენერგია გელოვანმაც იგრძნო და მაშინვე გადგა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა.
ნია წელში გასწორდა, თვალები კი ბრაზისგან უელავდა.
— ვერ წარმოიდგენთ, თქვენმა ქმედებამ რამხელა ტრავმა მომაყენა! ნუთუ საერთოდ არ ნანობთ თქვენს საქციელს, ან აქ რა გინდათ?! ღმერთის მაინც არ გეშინიათ? — გაღიზიანებულმა უთხრა.
— ღმერთის?! ღმერთი არ არსებობს. — დამცინავად უთხრა.
— რაა?! ამას როგორ ამბობთ, მით უმეტეს ახლა, როდესაც ტაძრის ეზოში ხართ?! — გაბრაზებულმა უთხრა. — თქვენ გავიწყდებათ ერთი რამ, ის, რომ ის რაც ახლა გაგაჩნიათ, მხოლოდ მისი დამსახურებაა, რადგან მხოლოდ უფალი წყვეტს ჩვენს ცხოვრებას.
გელოვანმა ცინიკურად ჩაიცინა.
— თუ ასეა, მაშინ წუხელ,რატომ არ აგარიდა თავიდან ეს ინციდენტი? არანაირი ბედისწერა არ არსებობს და არც ღმერთი... ეს ყველაფერი ადამიანის გამოგონილი ზღაპრებია, ყოველი ადამიანი თავად ქმნის თავის ცხოვრებას და ის რაც მე გამაჩნია, მხოლოდ ჩემი შრომით მივაღწიე, რადგან ჩემი თავის ღმერთი მე ვარ.
— ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ. მოვა დრო და მიხვდებით, რომ მცდარი წარმოდგენა გქონდათ ყველაფერზე. უფალს ვთხოვ, რომ მეტი აღარ გამოჩნდეთ ჩემს ცხოვრებაში, — აცრემლებულმა წამოიძახა, სწრაფად მოშორდა ადგილს და ხალხს შეერია.
გელოვანი მარტო დარჩა ტაძრის ეზოში, მზერა ნიას მიმავალ სილუეტს გააყოლა. მისი გონება ქაოსში იყო. „რა ჯანდაბა მემართება?!“ — დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. აშკარა იყო, ამ გოგოს მის გონებაში ქაოსი შემოჰქონდა, რაც ძალიან აღიზიანებდა.
— ჯანდაბა, დაო, შენ რომ არა, ამ არანორმალურს არ გადავეყრებოდი დღეს, — წამოიძახა, ჯიხურთან მივიდა და ყველაფერი იყიდა, რაც დაავალა.

**

განერვიულებული ნია ტაძარში შევიდა. წირვა უკვე დაწყებული იყო, ხალხს შეერია და ცდილობდა, კონცენტრირებული ყოფილიყო. თუმცა მაინც იმ საზიზღარ უცნობზე ეფიქრებოდა, რას წარმოიდგენდა, რომ ტაძრის ეზოში ნახავდა მას. ან რა უნდოდა იმ ურწმუნოს ტაძართან, მას ხომ არ სწამდა ღმერთის.
— ღმერთო, დამეხმარე, დამეხმარე, რომ ის დემონი, ამოვიგდო გონებიდან და დავივიწყო, როგორც ცუდი სიზმარი, — ფიქრობდა და თან თვალებზე ცრემლები აწვებოდა, სული ჰქონდა დამძიმებული.
პირველად ხდებოდა, რომ ლოცვებს გული ვერ დაუდო. იქვე მდგარ ხატთან მივიდა და სანთელი დაანთო, შემდეგ პირჯვარი გადაისახა, გარეთ გავიდა და ეზოში ხის ბოძზე ჩამოჯდა. ვერაფერს აკეთებდა, რადგან გონებაში სრული ქაოსი ჰქონდა, რომელიც სტანჯავდა.
— შვილო, კარგად ხარ? — ჰკითხა მოძღვარმა თბილი და მზრუნველი ხმით.
— არ ვიცი, მამაო, უფალმა ასეთი განსაცდელი რისთვის მომივლინა... — ჩამწყდარი ხმით უთხრა.
— რა მოხდა?
— წუხელ საშინელი რამ გადამხდა თავს, — ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა.
— ანუ, იმ ადამიანმა ნათლობის ჯვარი გაგიწყვიტა, რის გამოც დაკარგე?
— დიახ, მამაო, ის ჯვარი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, სულ ვატარებდი და წამითაც არ მომიხსნია, ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სულის ნაწილი ამოგლიჯეს ჩემი სხეულიდან, — უთხრა და ცრემლები მოიწმინდა. — ეს არ მეყო და დღეს ტაძრის ეზოში ვნახე, — ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები.
— ნუ გაიტეხ, შვილო, გულს. მესმის, რთულია, ეს ნამდვილად არ არის სასიხარულო ამბავი, მაგრამ ამით ცხოვრება არ სრულდება. ჯვრის დაკარგვა კარგი არ არის, მაგრამ ამით უფალი შენს მფარველობას არ შეწყვეტს. იქნებ ეს გამოცდა იყო შენთვის.
— გამოცდა...?
— ჰო, რადგან ამოუცნობია, უფლის განზრახვა არავინ ვიცით, ვის როგორ გამოგვცდის. წინ კიდევ ბევრი გამოწვევები გექნება ცხოვრებისგან, ამიტომ უკან არ უნდა დაიხიო, პირიქით, უნდა მყარად დადგე და შეებრძოლო, — თბილად გაუღიმა.
— უფალმა საჭირო დროს გამომიგზავნა თქვენი თავი, მამაო. ძალიან განვიცდიდი მომხდარს და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.
— ჩემი დანიშნულებაც ის არის, რომ დავეხმარო, ვისაც უჭირს.
— კარგი, ახლა წავალ.
— მოიცადე, დღეს კვირის წირვა იყო და ისე როგორ წახვალ, სეფისკვერი თუ არ წაიღე. აქ დაიცადე, სტიქაროსანს ვეტყვი, მოიტანოს, — ტაძარში შევიდა და მალე სტიქაროსანთან ერთად დაბრუნდა. — აი, შვილო, გამომართვი, — ნიამ ხელისგულის გაშალა და მამაომაც ჩაუდო.
— დამლოცეთ, მამაო, — ჩუმი ხმით უთხრა და მამაომაც დალოცა.
— გფარავდეს უფალი, არაფრის შეგეშინდეს, — გაუღიმა და წავიდა.
სრულიად დამშვიდებული გამოვიდა ტაძრის ეზოდან. თვალცრემლიანი, მაგრამ მომღიმარი სახით, ხელში სეფისკვერი ეჭირა. ახლა უკვე იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორ განსაცდელშიც არ უნდა ჩავარდნილიყო, უფლის წყალობით ამასაც გადალახავდა. მართალია, ჯვარი დაკარგა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.
— მადლობა, უფალო, შენ დამანახე ამ სიტუაციიდან როგორ უნდა მომეძებნა გამოსავალი, — ღიმილით თქვა და სეფისკვერის პატარა ნაწილი შეჭამა.


***

გელოვანი, მთელი გზა ნიასთან კამათს იხსენებდა და მისი სიტყვები და სახე გონებიდან არ ამოსდიოდა. ეს ერთი ციდა გოგო როგორ შეეპასუხა თვით გელოვანს, ან საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. იმ წუთას მის თვალებში იმხელა ბრაზი და სიძულვილი ამოიკითხა. როგორც ჩანს, წინა ღამით მომხდარმა გოგონას ღრმა კვალი დაუტოვა. მაინც ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა ამხელა მნიშვნელობა ამ ნივთს მისთვის, ასე რომ გამწარდა. როგორ შეიძლებოდა ადამიანს სჯეროდეს არარსებულის?
მისი სიტყვები მოაგონდა:
— თქვენ გავიწყდებათ, რომ ის რაც თქვენ გაგაჩნიათ და რომ არსებობთ, ეს მხოლოდ უფლის წყალობითაა. მის გარეშე არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება. ასევე თქვენს ცხოვრებასაც ის განკარგავს, გინდათ ეს თუ არა.
— თუ ასეა, შენმა ღმერთმა წუხელ რატომ არ გიხსნა ამ ინციდენტისგან? იმიტომ რომ არანაირი ღმერთი არ არსებობს. ეს გამოგონილი ზღაპრებია, რომელიც ხალხს სჯერა.
— მოვა დრო და აუცილებლად მიხვდებით, რომ თქვენი წარმოდგენები არასწორია.
— ჯანდაბა, რატომ მოქმედებს ასე მისი სიტყვები? — გაბრაზებულმა მოუჭირა საჭეს ხელი და სიჩქარეს უმატა.
სახლში მივიდა და თავის დას მიუტანა, რაც თხოვა.
— აი, გამომართვი, დაო, რაც გინდოდა, მოვიტანე, — გაღიზიანებულმა უთხრა და გაუწოდა.
— რა მოხდა? რატომ გაქვს ასეთი არეული სახე?
— ხომ იცი, რომ არ მიყვარს მსგავსი რაღაცები, მაგრამ მხოლოდ შენი ხათრით მივედი იქ, — სინამდვილეში მისი გაღიზიანების მიზეზი მხოლოდ ტაძარში მისვლა არ იყო, არამედ იმ ადამიანის ხილვა, რომელმაც მის გონებაში ქაოსი შემოიტანა.
— კარგი, ახლა უნდა წავიდე, საღამოს მოვალ, — უთხრა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.



გელოვანი თავის მდიდრულ კაბინეტში იჯდა, ფანჯრიდან ქალაქის მოციმციმე შუქები მოჩანდა. მაგიდაზე პატარა გლობუსს ხელი დაავლო და ნერვიულად დაიწყო მისი თითებით თამაში. აშკარად გაღიზიანებული იყო, რადგან ის უცნობი გოგო დაუკითხავად შეიჭრა მის ცხოვრებაში და ქაოსი დააყენა. თვალები დახუჭა და უმალ თვალწინ დაუდგა ნიას ბრაზნარევი სახე და მისი სიტყვები გაახსენდა: „ნუ გავიწყდებათ, რომ ყველა მატერიალური ყოფის მიღმა ღმერთი არსებობს, სწორედ მისი დამსახურებაა, რაც გაქვთ და სწორედ ის განაგებს ჩვენს ცხოვრებას.“
სწრაფად გამოერკვა, მისი მზერა უფრო ცივი და ცბიერი გახდა, თითქოს რაღაც ცუდს მოასწავლებდა. ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც გადარეკა.
— ახლა კარგად მომისმინეთ, მინდა, რომ ყველა არხზე გაუშვათ წუხანდელი კადრები.
— ბატონო, მაგრამ თქვენ ხომ...
— გადავიფიქრე, მინდა, რომ ყველა არხზე იტრიალოს ამან ახალ ამბებში, მთელი ოცდაოთხი საათი, ხომ გაიგე? — მკაცრად გააფრთხილა. — ახლა ვნახავთ, თუ როგორ დაგეხმარება შენი ღმერთი, — გაიფიქრა თავისთვის.

***

დილის რვა საათი იქნებოდა, როდესაც ნია, დედამისთან ერთად, ქალაქის ქუჩებში გავიდა. ნეტა, სულ არ გასულიყო გარეთ. რაღაცას ბუტბუტებდა, ხალხი და უცნაურად უყურებდნენ. ნიას ვერ გაეგო, რატომ აკვირდებოდნენ ასე. ტექნიკის მაღაზიასთან შეჩერდა და უეცრად, ფანჯრიდან, ტელევიზორის ეკრანზე გასულ კადრს მოჰკრა თვალი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც იმ უგულო სნობს, გელოვანს, მკლავებში ჩაუვარდა. კადრი რამდენიმე წამით გაიყინა, შემდეგ კი ისევ განმეორდა. ნიას სისხლი გაეყინა. იმ წუთას ინატრა, ნეტა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნო, გული საშინლად ეტკინა. თვალები აუწყლიანდა და სახეზე ფერი დაკარგა. დედამისი, რომელიც მის გვერდით იდგა, გაოგნებული უყურებდა ეკრანს, შემდეგ კი ნიას შეხედა, მის სახეზე შიში და გაუგებრობა იკითხებოდა.
ტელევიზორის ეკრანზე ციტატები გამოჩნდა, სადაც ეწერა: „ვინ არის ეს უცნობი გოგონა, რომელიც ურცხვად უვარდება ცნობილ ბიზნესმენ ლუკა გელოვანს მკლავებში? რა იყო მისი მოტივი?“
საშინელი ზიზღის შეგრძნება დაეუფლა გელოვანის მიმართ. ნია მიხვდა, რომ ეს მისი ნახელავი იყო. მხოლოდ მას შეეძლო ასე სასტიკად მოქცეულიყო. ხალხში მითქმა-მოთქმა ატყდა. ყველა მისკენ იშვერდა ხელს და გაუთავებლად ბუტბუტებდნენ. ნიას ყურებში ხმაური გაისმა, თითქოს მთელი სამყარო მასზე ლაპარაკობდა. მან დედამისს ხელი მოუჭირა და სწრაფად გაეცალა იქაურობას, ცდილობდა, ამ დამამცირებელი სიტუაციიდან თავი დაეღწია. მისი სული ტკივილისგან იწვოდა. გზად ქუჩაში მყოფ კაცებს გადაეყარა, რომლებმაც უცნაურად დაუწყეს ყურება.
ნია დედამისთან ერთად სწრაფად მიდიოდა ქუჩაში. მას გული საშინლად უცემდა, ყურებში კი ხალხის ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ესმოდა. ყველა მას უყურებდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩაიდინა. ნიას უნდოდა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა.
— ეი, ლამაზო, საით გაგიწევია?! — შტვენით მიმართა ერთმა მამაკაცმა და მისკენ გაემართა. მის სახეზე ამაზრზენი ღიმილი თამაშობდა.
ნიამ სწრაფად დაიწყო სიარული, ცდილობდა, გაეღწია თავი ამ სიტუაციიდან. დედამისი შეშინებული მიუყვებოდა გვერდით, მისი ხელი ნიას მკლავზე ძლიერად იყო მოჭერილი. მოულოდნელად, მათ წინ კიდევ რამდენიმე მამაკაცი გადაუდგა. მათი თვალები ზიზღითა და დაცინვით იყო სავსე.
— შენ ის არ ხარ, ტელევიზიით რომ აჩვენეს? — თქვა ერთ-ერთმა, ხმაში ირონია ერეოდა. — იმ ბიზნესმენს თუ ჩაუვარდი მკლავებში, ჩვენ რას გაგვირბიხარ? — ამაზრზენად გაიცინა და ნიასკენ წავიდა.
ნიას სისხლი გაეყინა. მისი სული ტკივილისგან იწვოდა.
— თავი დამანებეთ! — დაუყვირა ნიამ, ხმაში სასოწარკვეთა ერეოდა. ის შეეცადა, თავი გაეღწია, მაგრამ გასაქანი არ მისცეს. მამაკაცები მის გარშემო წრეს კრავდნენ, მათი მზერა კი მის სხეულზე დაეხეტებოდა. ნია თავს ხაფანგში გრძნობდა, უსუსურად და დამცირებულად. დედამისი შეშინებული იდგა გვერდით, ვერაფერს აკეთებდა.
— თქვენ რა, ვერ გაიგეთ, გოგომ რა გითხრათ, თავი დაანებეთ მას, თუ არ გინდათ, რომ ძვალ-რბილი გაგიერთიანოთ, — არსაიდან მამაკაცის ხმა გაისმა, შემდეგ კი მისი სილუეტიც გამოჩნდა. შეშინებული ნია დედას ამოეფარა.
— შენ ვინღა ხარ?! — გაღიზიანებულმა წამოიძახა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა.
— გოგოს თავს თუ არ დაანებებთ, აი მაშინ გაიგებთ, ვინც ვარ, — მრისხანედ უთხრა
უცნობმა.



№1 სტუმარი ეკა

წარმატებებიიი ❤️❤️

 


№2  offline წევრი La dolce vita

ეკა
წარმატებებიიი ❤️❤️

მადლობა.❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent