შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტესტი - აირჩიე სახლის კარი და გაიგე შენი ქვეცნობიერის გეგმები


10-05-2015, 00:05
ავტორი goga27
ნანახია 7 437

ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ჩვენი ქვეცნობიერი განსაზღვრავს. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ბედის მწერლები, ყველაფერი, რაც თავს გვატყდება, ჩვენი ქვეცნობიერის ჩაწერილია ოდესღაც ჩვენი ბედის დღიურში. სამწუხაროდ, ისე ჩუმად წერს ამ დღიურს და ისე გაფაციცებით მალავს, წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება შიგნით, საბედნიეროდ კი – არსებობს საშუალებები, რომლითაც მისი გაცურება და ამ დღიურიდან რაღაც ინფორმაციის ამოღება შეგვიძლია. ამის საუკეთესო საშუალება ფსიქოლოგიური ტესტებია, განსაკუთრებით ისეთი ტესტები, სადაც ჩვენ რაციონალურ არჩევანს არ ვაკეთებთ. აირჩიეთ სახლის კარი, ეცადეთ რომ დაივიწყოთ თქვენი შეხედულებები, მოტივები, უბრალოდ საითაც გული გაგიწევთ ის კარი შეაღეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა და ვნახოთ რა დაგხვდებათ შიგნით.

ტესტის შედეგები

პირველი კარი

თქვენ უბრალოება მოგწონთ. წყნარ, მშვიდ ადგილს ეძებთ, სადაც განმარტოებას მოახერხებთ და დროდადრო საკუთარ თავთან დარჩენას. თქვენ მარტო ცხოვრება გსურთ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს განდეგილობას, უბრალოდ ზედაპირული ურთიერთობები აღარ გხიბლავთ, ჭეშმარიტი ურთიერთობების, სანდო და საიმედო ადამიანების ფასი იცით. როცა სხვებთან ერთად ხართ, სახლის სიტუაციის შექმნისკენ მიილტვით, სიახლოვისკენ, ოჯახური სიმყუდროვისკენ. ხალხმრავლობას ძალიან ახლობლებთან ერთად დროის გატარებას არჩევთ. მიგაჩნიათ რომ, რაც ზედმეტია, თქვენს ცხოვრებაში ადგილს არ უნდა იკავებდეს და ამისკენ მიილტვით. ცდილობთ სხვების დრამისგან გათავისუფლდეთ და მათაც დაეხმაროთ ამაში. თქვენ იცით რა გინდათ, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა არ გაქვთ და ეს ჭეშმარიტი და ნამდვილი ბედნიერების ერთადერთი გარანტია.

მეორე კარი

თქვენ მაღალი სოციალური სტატუსისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ მიილტვით, მაგრამ ფიქრობთ, რომ ამის მიღწევა, მხოლოდ დაუღალავი შრომითაა შესაძლებელი. თქვენ ცხოვრებას როგორც კიბეს ისე აღიქვამთ, ნაბიჯ-ნაბიჯ თითო საფეხურით უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ მიხვალთ მიზნამდე. ფიქრობთ, რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, წარუმატებლობაში ადანაშაულებთ მხოლოდ საკუთარ თავს ფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა დაიმსახურო. თქვენ ნელ-ნელა და ჯიუტად მიიწევთ წინ და ეს კი არ გთრგუნავთ, პირიქით სიამოვნებასაც განიჭებთ შრომა. დარწმუნებული იყავით, რომ ბოლო საფეხურამდე ახვალთ. კეთილ მგზავრობას გისურვებთ.

მესამე კარი

ცოტა უნდა გაფრთხილდეთ. თქვენ შეუცნობელისკენ მიილტვით, რაღაც უცნობის, სახიფათოს, საინტერესოსთან ზიარების მიდრეკილება გაქვთ და როცა თქვენში თავგადასავლების მოყვარულის სული იღვიძებს, გამაფრთხილებელ ნიშნებს ვეღარ ამჩნევთ, ისე ყოფთ ყველაფერში ცხვირს. მოკლედ, როგორც ჟარგონით ამბობენ, სადმე თავგადასავლის სუნი თუ აიღეთ, მუხრუჭი ვეღარ გიჭერთ. უკანასკნელ ხანებში თუ შენიშნეთ რომ თქვენი რისკიანი გადაწყვეტილებების შედეგებს იმკით, როგორმე უნდა მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ ცოტა მეტი წინდახედულება გმართებთ. კარის წინ უზარმაზარი ცეცხლმაქრი დგას, რაც ხიფათის შესაძლებლობაზე მიუთითებს, თქვენ კი შეიძლება სულაც ვერ შენიშნეთ. კარს ზემოთ რიცხვი 26 წერია. ეს ღმერთის სიმბოლოა ზოგიერთ რელიგიაში და ნიშნავს რომ მთლიანად მინდობილი ხართ განგებას. შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად იმის მოთხოვნილება გაქვთ, რომ ამ თქვენს თავზეხელაღებულ ქმედებებში მარტო არ იყოთ და ვიღაც გიცავდეთ და გიფარავდეთ.

მეოთხე კარი

თქვენთვის ცხოვრება ბრძოლაა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც სრულ საომარ მზადყოფნაში ხართ. შესაძლოა ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყოს ეს, სამსახურში უკეთესი თანამდებობისთვის ბრძოლა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ უკვე საკმარისად იმუშავეთ საკუთარ თავზე და შრომის საფასური უნდა მიიღოთ. ახალი გამოწვევებისთვის ხართ მზად. წითელი ბრძოლის და ძალის სიმბოლოა, ქვის კედლებიც. თქვენ ვერავითარი ქვა და რკინა ვერ შეგაჩერებთ იმისკენ მიმავალ გზაზე, რაც მიგაჩნიათ რომ დაიმსახურეთ და გეკუთვნით. დიდი ხანია გარს უვლით საკუთარ მიზანს, დიდი ხანია ითმენთ რომ არ გაქვთ ის, რაც გსურთ და როგორც იქნა, რუბიკონი გადალახულია, ერთი საბოლოო ბრძოლა დაგრჩათ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.

მეხუთე კარი

ეს კარი თუ აირჩიეთ, ნუღარ იდარდებთ. თქვენი ქვეცნობიერი სიმშვიდისა და კომფორტისკენ მიილტვის, ოჯახური გარემოსკენ, სიმყუდროვისკენ და ქვეცნობიერი ყველაზე მარტივად პოულობს მიზნისკენ მიმავალ გზებს. სავარაუდოდ ცოტა რთული პერიოდი გქონდათ პროფესიულ, ან პირად ცხოვრებაში და ახლა სიმშვიდის და დასვენების მეტი არაფერი გინდათ. თქვენ იმ ადამიანების გარშემო შემოკრებას ლამობთ, ვისაც ყოველგვარი ანგარების გარეშე ეყვარებით, ვინც გიერთგულებთ და თქვენ გვერდში იქნება მუდამ. თუკი ბოლო პერიოდში ბევრი პრობლემა გქონდათ, ეცადეთ თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ სამაგიეროდ, როგორც იქნა, თვალები აგეხილათ და მიხვდით, რა გსურთ. ერიდეთ შემთხვევით ნივთებს და ადამიანებს, დროა უკვე სიმყარე ეძებოთ. ყველაფერი მალე დალაგდება, დაწყნარდება და შტორმის შემდგომი სიმშვიდე დაისადგურებს.

მეექვსე კარი

სავარაუდოდ, ემოციურად საშინლად გადაღლილი ხართ. იმდენი რამე განიცადეთ, უკვე აღარაფრის განცდა აღარ გინდათ. არ იდარდოთ, რა… მალე ყველაფერი გაივლის. სიბნელე უკან დარჩება, ცოტაც გაუძელით, რამდენიმე ნაბიჯიღა დაგრჩათ. მთავარია, რომ მაინც სინათლისკენ მიილტვით მთელი არსებით და მთავარია, რომ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. შესაძლოა, ძალიან შორს გეჩვენებოდეთ ნათელი მომავალი, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. მათ ვინც ნებდება, წარმოდგენა არ აქვთ, რა ახლოს იყვნენ მიზანთან, როცა დანებდნენ. გაიხსენეთ რა გამოიარეთ, რამდენი იწვალეთ და ყველაფერს გაუძელით, თქვენ ძლიერი ხართ და ფეხზე დადგომას შეძლებთ. განაგრძეთ ბრძოლა და მალე იპოვით ნანატრ თავისუფლებას.

მეშვიდე კარი

მინდა თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ქაოსის შესახებ გაგაფრთხილოთ და წინასწარ ვიცი, რომ ეს დიდად არ დაგაფრთხობთ, თქვენ ხომ გიჟდებით, როცა არ იცით რა გელოდებათ წინ. მოგწონთ ის რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და სულ რაღაც სიურპრიზებს ელოდებით. თქვენ არჩევანის ღიად დატოვება მოგწონთ და ნებისმიერ დროს გზიდან გადახვევის შესაძლებლობის ქონა. მოკლედ თავისუფლება და მოულოდნელობები. წინ რა გელოდებათ, ფროიდსაც კი გაუჭირდება პროგნოზირება, თქვენთვის ეს ახალი არ არის და გამკლავებასაც თავისუფლად მოახერხებთ. უბრალოდ მოემზადეთ, ეს ერთი გაურკვევლობა რომ დამთავრდება, მერე კიდევ ახალი კარი გელოდებათ ბევრი გაურკვევლობით სავსე.

მერვე კარი

თქვენ ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, მაგრამ მთლად ისეც არა, იმდენი თხაროთ, კატა გამოთხაროთ. თქვენ იცით უნდა გაჩერდეთ, სად გარისკოთ და სად თავი შეიკავოთ, იცით სად გადის ზღვარი რისკსა და დაუდევრობას შორის. ამიტომ ყველა თქვენი რისკი შამპანურის სმით მთავრდება ბოლოს. შეგიძლიათ თავისუფლება მისცეთ თქვენს თავგადასავლებისმოყვარე სულს და თუკი არსებობს რამე, რისი გაკეთებაც ძალიან გინდოდათ და აქამდე ვერ ბედავდით, გაბედეთ. ახლა შესანიშნავი პერიოდი გაქვთ ამისთვის!



№1  offline წევრი შოკი მოკი

მეორე კარი და ზუსტად დაემთხვა ^^

 


№2 სტუმარი trupa luka

მე მერვე და კატა ვთხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent