შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა დედა შვილს ტუჩებში კოცნის - ქართველ დედებს ეს ჩვევა ძალიან აღელვებთ


18-09-2015, 21:21
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 192

ნორმალურია თუ არა, როცა მშობელი მოფერებისას შვილს ტუჩებში კოცნის? კითხვა, რომელიც ასე არასერიოზულად ჟღერს, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ონლაინმშობლებისთვის. ჯერ ევროპელმა დედებმა "ააფეთქეს ინტრნეტი" ამ საკითხზე დავით, არანაკლებად აქტიურად გამოეხმაურენ მას ქართველი მშობლებიც. ვინაიდან საკითხი ჩვენთანაც ასე აღელვებთ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით მას.

გამოუხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ჩვევას ან თავგადაკლული მომხრეები ჰყავს, ან სასტიკი მოწინააღმდეგენი.
გამართლებული თუ არა, როცა მშობელი ბავშვს ტუჩებში კოცნის? განვიხილოთ რამდენიმე გადმოსახედიდან.

ფსიქოლოგები, ვინც ეწინააღმდეგებიან
ტუჩები ეროგენული ზონაა და მათზე ხშირი შეხებით ბავშვში სექსუალურობას ნაადრევად ვაღვიძებთ.

ფსიქოლოგები, ვინც ემხრობიან
კატეგორიულად არ ეთანხმებიან ტუჩებში კოცნასა და ნაადრევ სექსუალობას შორის კავშირს. პირიქით, მათი აზრით, დედა ძალიან ბევრს უნდა ეფერებოდეს და მოფერების დეფიციტი ბევრად უარეს შედეგებს იწვევს.

მშობლები, ვინც ამ ჩვევის მომხრეა
მათი აზრით, ეს ინსტინქტურად, გაუაზრებლად ხდება, როცა გრძნობები გაწვება და ლამის შემოგეჭამოს ეს ფუმფულა და სურნელოვანი არსება. არგუმენტი: "ამით უბრალოდ სიყვარულს იკლავ. კოცნი არა ტუჩებში, არამედ ყველგან, უფრო მეტად კი იმ ადგილებში, რომლებიც უფრო ხილული და "ხელმისაწვდომია". სახე, ლოყები და ტუჩები

სწორედ ასეთია და ამაში რაღაც "უკუღმართის" დანახვა მოგონილი და სააჟიოტაჟო თემა მგონია".

მშობლები, ვინც წინააღმდეგია
არგუმენტი: "საშინლად არაჰიგიენურია. თან გამაღიზიანებელიც, მით უმეტეს ბიჭების შემთხვევაში. ბევრი დედა ხალხის დასანახად, ქუჩაშიც კოცნის ტუჩებში ბავშვს, რაც ძალიან გამომწვევად გამოიყურება".

სტომატოლოგების აზრით
დიდი ხნის დამტკიცებულია, რომ კარიესის გამომწვევი ბაქტერიები გადამდებია და ძალიან ხშირად მას მშობელი გადასცემს ბავშვს. თუმცა ეს მარტო ტუჩებში კოცნით არ ხდება. თუ თქვენი შვილის კოვზით საკვებს სინჯავთ (ცხელია თუ არა, მარილი ხომ არ აკლია და ა.შ.), ან თქვენი ნაპირალი ჭურჭლით სარგებლობის ნებას აძლევთ, ბავშვი უკვე რისკის ქვეშ გყავთ. თუ "საერთო ნაპირალი" თქვენი ცხოვრების წესია, ტუჩებში კოცნას ზედმეტად ნურაფერში "დაადანაშაულებთ".

დასკვნა - ამ თემაზე კამათი არასოდეს შეწყდება. ვინც კოცნის, მათთვის ეს იმდენად დიდი ემოციური მოთხოვნილებაა, რომ მხოლოდ სტომატოლოგები თუ დაუმტკიცებენ საწინააღმდეგოს. თუმცა იტყვის, ჯანმრთელი კბილები მაქვს, ან ჩემი ბაქტერიებით ისედაც "გარშემორტყმულია" ჩემი შვილიო და ძველებურად გაარძელებს.
ვინც წინააღმდეგია, ისინიც თავის აზრზე დარჩებიან და განაგრძობენ "მკოცნელთა" გაკიცხვას. ჩვენი მხრიდან კი გირჩევთ, თქვენს გულისთქმას მიჰყევით. ბავშვს სიყვარული, ემოცია და მოფერება არ მოაკლოთ. ნურც ჰიგიენას დაივიწყებთ, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ ტუჩებში კოცნა-არკოცნით არ წყდება. თქვენ ჯანსაღი, ბედნიერი, ლაღი ადამიანი უნდა გაზარდოთ და როგორც გნებავთ, ისე მოახერხეთ ეს.



№1  offline წევრი marisa

არასდროს დავკვირებივარ :დ რას აქცევს ეს ხალხი ყურადღებას?! მე არ მინახავს და რა ვიცი. ისე შემთხვევით თუ აკოცებს, კიდევ ხო, მაგრამ ისე არ ვიცი მართლა :)) სუფრებზე მინახავს მტლაშა-მტლუში, როცა ვერ გაიგებ, ვინ სად, როგორ გკოცნის.. სხვა მხრივ, არსად

 


№2  offline წევრი anastasia▶▶▶

ჩემი კომენტარი რატო წაიშალა?

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ვინც მშობელი არაა ის ვერ მიხვდება და გაიაზრდება რა ტკბილია შვილი.
ჩემი შვილი ისემიყვარს შევჭამ გადავყლაპავ დავკოცნი დავშმუშნი და კოცნით დავახრჩობ.და თუ Dედამ ტუჩებში აკოცა ამაში არაფერია ვულგარული,რათქმაუნდა საუბარია მცირეწლოვან შვილზე და არა თინეიჯერზე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი teo

sheyverebulebis kocna dedashvilur tuchze kocnas hgavss?! ra suleluri shedarebaa amazrzenic ki. etyoba 13 14 wlis tvinit gazezgili mozardis nafiqrali rom aris! fuh

 


№5 სტუმარი Виктория

Shvils vakoceb abaras vizam xandaxan lamis shemomechamos ras adarebt martla deda shvilur kocnas sheyvarebulis kocnat normalurebi tuxar sanam pataraa manam kocnis tore roizrdeba da azrovneb mere agar kocnian sanam chvilia da pataraa sam wlamde sheidzleba sanam rames dawert jer azri daatanet damere daweret

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent