სიყვარულის შენარჩუნება მეცნიერული მეთოდით – 100%-იანი გარანტია!
ართურ არონი, ამერიკელი ფსიქოლოგი, ცნობილია არამხოლოდ 36 კითხვით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უცხო ადამიანს შევაყვაროთ თავი, ნამდვილი მეცნიერი სიყვარულის ფსიქოლოგიურ ფენომენს იკვლევს. კვლევა, სახელწოდებით "შეყვარება 36 კითხვის მეშვეობით", 20 წლის წინ ჩატარდა და დღემდე გაოცებას იწვევს. შეყვარება ბოლოს და ბოლოს, ძალიანაც რთული არ არის. უფრო საინტერესოა, როგორ შევინარჩუნოთ ეს გრძნობა წლების განმავლობაში, ყოველდღიური რუტინის მიუხედავად. არონს ამ საკითხზე ძალზე საინტერესო პასუხი გააჩნია: პიროვნების ზრდა: ძირითადი ინსტინქტი არონი პიროვნების ზრდის თეორიას ემხრობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გამუდმებით გვესაჭიროება ახალი შთაბეჭდილებების, ცოდნის, გამოცდილების მიღება. ამის საუკეთესო საშუალება კი - სიყვარულია. პიროვნება პარტნიორის ხარჯზე სწრაფად იზრდება - ახალი სურნელები, ცოდნა, განცდები, მეგობრები და ნათესავებიც კი. ეს, რაღა თქმა უნდა, ორმხრივი პროცესია - პარტნიორიც იზრდება პიროვნულად. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ განვიცდით მტკივნეულად განშორებას, სწორედ ის არის, რომ პიროვნების ზრდის ნაცვლად, ამ დროს პირიქით, დაკნინება ხდება, ჩვენ უფრო "პატარები" ვხდებით, ეს კი ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. პირველი, ურთიერთზრდის საოცარი განცდა, როდესაც წყვილს საერთო ინტერესები გააჩნია, ათას სისულელეზე შეუძლიათ დილამდე იცინონ, გაუზიარონ საიდუმლო, გამოცდილებები, უკვე წარსულშია (ეს პერიოდი დაახლოებით 6 თვიდან 2 წლამდე გრძელდება). მერე უკვე პარტნიორებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და ზრდაც წყდება. ხანდახან, ასეთ სიტუაციას ბავშვის გაჩენა შველის - ხელს უწყობს ცნობიერების გაფართოებას. ბავშვები იზრდებიან, იცვლებიან, შეიცნობენ სამყაროს და ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად ხდება. მაგრამ წყვილების უმეტესობისთვის ეს საკმარისი არ არის. ადამიანური ექსპერიმენტები თავდაპირველად, შეიძლება ბანალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. არონმა კოლეგებთან ერთად რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლებიც ხანგრძლივ ურთიერთობას ეხება. მან 53 საშუალო ასაკის წყვილი შეარჩია და სთხოვა, 10 კვირის განმავლობაში მის მითითებებს დამორჩილებოდნენ. წყვილების მესამედს აქტიური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა: თხილამურები, ცეკვა, კონცერტები, ლაშქრობა. მეორე ჯგუფს სასიამოვნო, მაგრამ ნაკლებად აქტიური დასვენება დაევალა: კინო, რესტორნები, მეგობრებთან სტუმრობა. მესამე ჯგუფი კი საკონტროლო იყო და ჩვეული რიტმით განაგრძობდა ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ ქორწინებით კმაყოფილი სწორედ პირველი ჯგუფი გახლდათ, რომელმაც აქტიურად და საინტერესოდ დაისვენა. მეტად ზუსტი და კონტროლირებადი ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ჩატარდა. წყვილების ნახევარს დაევალა, მათთვის ჩვეული საქმიანობით დაკავებულიყვნენ. მეორე ნახევარს კი, უცნაური და აზარტული რამ შეასრულებინეს - ისინი ერთმანეთზე ხელ-ფეხით გადააბეს და აიძულეს, ასე გადაბმულებს ეხოხათ და წინააღმდეგობები გადაელახათ - თავებით ხის კასრები ადგილიდან უნდა დაეძრათ. ამ ექსპერიმენტითაც ცხადი გახდა, რომ მეორე წყვილი ურთიერთობებით იმათზე მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე ის წყვილი, ვინც ჩვეულებისამებრ, მონოტონურად ატარებდა ყოფას. ფსიქოლოგების რჩევა, მეტი დრო გავატაროთ პარტნიორთან და ერთობლივად დავკავდეთ საოჯახო საქმეებით - უსარგებლო რამაა. მთავარი ისაა, რისკენ მივყავართ ამ თეორიას. "თუ ურთიერთობები პიროვნების ზრდის საშუალებას არ იძლევა, პარტნიორების ერთად ყოფნამ შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს". სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისთვის უნდა გავატაროთ მეტი დრო ერთად, თუ მას ერთსა და იმავე სერიალების ყურებასა და სახლის დალაგებაში ვატარებთ? დოქტორი არონი გვირჩევს, თავი ავარიდოთ რუტინებს. გასაგებია, რომ ყველა წყვილი ვერ შეძლებს ერთად ევერესტის დალაშქვრას, მაგრამ სავახშმოდ ერთსა და იმავე რესტორნის ნაცვლად, ყოველ ჯერზე სხვადასხვას თუ ესტუმრებით, ესაც ახალი შთბეჭდილება და სასიამოვნო განცდა იქნება. და მნიშვნელობა არ აქვს, თუკი თქვენი საყვარელი რესტორანი საუკეთესოა, დანარჩენები კი - ისე რა. ყოველი უქმეზე ახალ-ახალი ჰობი უნდა აღმოაჩინოთ და ერთად აკეთოთ ეს საქმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.