შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

20 მიზეზი, რატომ არ ვარ ჯერ კიდევ გათხოვილი

6-10-2015, 20:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 106

როცა კიდევ ერთხელ დაგისვამენ, ალბათ, ყველაზე გამაღიზიანებელ შეკითხვას, "არ თხოვდები?" – გაეცით ამ 20-დან ერთ-ერთი პასუხი:
1. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კმაყოფილი ვარ იმით, ვინც ვარ.

2.
იმიტომ, რომ ჯერ არ მიპოვნია ის ერთადერთი, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ გავყვებოდი ცოლად, რომ "უკვე დროა".

3. იმიტომ, რომ ქორწინება – ეს ხუმრობა არ არის და არ მსურს უბრალოდ ოჯახობანას თამაში.

4. იმიტომ, რომ არ მინდა ნახევარ წელიწადში გავშორდე.

5.
იმიტომ, რომ გათხოვება არანაირ კავშირში არ არის ასაკთან და ტრადიციებთან.

6. იმიტომ, რომ გული ჯერ კიდევ მიცემს.

7. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ძალიან უნდა ჰყავდეს შვილიშვილი, ხოლო მამაჩემს – ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა, მე მაინც არ ვარ ამ ყველაფრისთვის ჯერ მზად.

8. იმიტომ, რომ არ ვიცხოვრებ ადამიანთან, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ ახლოს ვარ მასთან ემოციურად და გონებრივად.

9.
იმიტომ, რომ მსუბუქი ნაცნობობის თანამედროვე კულტურა ყველაფერს აფუჭებს.

10.
იმიტომ, რომ ჯერ არ მიპოვნია ის, ვისაც ჩემი იარები შეუყვარდებოდა.

11. იმიტომ, რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისათვის, რომ ვიყო მარტო.

12. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან მარტოობას, ის მე მაძლევს სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას – ამას კი დიდი ხანია ვეძებდი.

13.
იმიტომ, რომ არ მინდა დავიჯერო, რომ ყველა ქორწინება ტანჯვაა და რომ ქორწინებაში სიყვარული კვდება.

14. იმიტომ, რომ არ მინდა დავირღვიო ჩემი სამყარო მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ასე სურს.

15.
იმიტომ, რომ მე ქორწინებაზე ვფიქრობ და არა ქორწილზე.

16. იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ მინდა ვიცეკვო, ვწერო, ვიცინო და ვიმღერო და არ მსურს, ყველაფერი ეს ვინმემ დამიშალოს.

17.
იმიტომ, რომ ღმერთს ჯერ არ დაუსრულებია ჩემი ისტორიის წერა იმისათვის, რომ ის სხვამ წაიკითხოს.

18.
არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ჩემზე "აქტიურები" ან "ჭკვიანები" არიან, რადგან ადრე შექმნეს

ოჯახები. უბრალოდ, ჩვენ, ყველას ცხოვრების სხვადასხვა გეგმა გვაქვს.

19. არა იმიტომ, რომ ზედმეტად "მომთხოვნი" ვარ ან დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ, ვცდილობ, ვიპოვო ის, ვინც შეძლებს გამაღიმოს.

20.
და არა იმიტომ, რომ მე უიმედოდ რომანტიკოსი ვარ; უბრალოდ, მე მჯერა სიყვარულის.

№1  offline წევრი Ignifex

ძალიან მომეწონა ეს სიახლე! საწყენია,ქორწინების არსს რომ ვერ სწვდებიან...სანათესაოს ჭორიკნები რომ დასხდებიან და "რას ელოდება,ნეტავის" დაიწყებენ ხოლმე ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე,ვბრაზდები. ვფიქრობ,გათხოვებამდე ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ ზემოხსენებულ მიზეზებზე. მე პირადად,მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ და რა დროს ჩემი გათხოვებაა (თუმცა-ღა,შარშან ორი 15 წლის ნაცნობი გამითხოვდა:D!),ძალიან მეშინია ოჯახის შექმნის. არ მინდა,იმედები გამიცრუვდეს...აშკარად ბევრ ოჯახში ცივდება და კვდება სიყვარული ცოლ-ქმარს შორის. ამის მიზეზად უაზრო ყოველდღიურობა მიმაჩნია ამ ეტაპზე :D უნდა შეეცადოს წყვილი,ისე გამოიყენოს ცხოვრება,როგორც ცხოვრება ცდილობს მათ გამოყენებას. არ ვიცი რამდენად კარგად გადმოსცემს ეს ჩემ სათქმელს,მაგრამ არაუშავს :D

№2  offline წევრი marisa

პატარა ასაკში დაქორწინება არ მიმაჩნია სწორად. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ქალები, რომლებიც არ დაქორწინდნენ, დაქორწინებულებზე ნაკლებად ცხოვრობენ. მე ისეთი ოჯახები ვიცი, 24-ის თუ გადაცდა გოგო, "ნამაიმუნარი" აქვს და არავის მოჰყავს" ლოგიკით რომ მოძრაობენ. რაც შეეხება, შვილის გაჩენას, ბევრს კუჭი ეწვის დაქორწინების მერე პირველ წელს თუ არ გააჩინე ბავშვი. იქნებ, არ მინდა? ანუ, უნაყოფო ვარ? :3 6) ეს ვერ გავიგე :3 16) ქორწინება ამას სულაც არ გამორიცხავს ^^ 17)დაქორწინდი და დასრულდა? მერე რა იყო, აღარ ცხოვრობენ თუ პირადი სივრცე არ აქვთ?
საერთოდ არ ვაპირებ აქ, რჩევების დარიგებას, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ ეს ოხერი კანონმდებლობა მუშაობდეს და ესე უნორმოდ არ ქორწინდებოდნენ პატარა ბავშვები, რაც ჩვენთან თუ არა, პერიფერიებში შემორჩენილია. რაც შეეხება ჰორმონების აჩუჩუნებას, ეს ცალკე პრობლემაა :) აქ ხომ სექსისტური აზროვნებით ბევრი მოძრაობს ^^
პ.ს. კიდევ კარგი, ახალი დაქორწინებული არ ვარ, თორემ 2კგ მომივატე და ხომ შემჭამდნენ, ორსულად ხომ არ ხარო ^^

№3  offline ადმინი უნდა ვწერო

marisa

მართალი ხაარ რა..))

drunkinlove

ეს ბავშვების ქორწინებები საშინლად უაზროაა..

№4  offline წევრი yvavi

მეშინია გათხოვების .-. იმდენი ვალდებულებებია შენი თავისა და სხვების წინაშე რომ ცუდად ვხდები წარმოდგენაზეც კი :დდ ჰო კაი, დაიწყე ხალისით მერე ხო მოგბეზრდება? ხოდა ამიტომ მსუბუქი ურთიერთობები ჯობია, სანამ არ მიხვდები რომ მზად ხარ ერთგულებისთვის (დღეს ერთი რომ მოსწონთ, ხვალ მეორე, მესამის გამო შორდებიან და აქვთ მეოთხესთან ურატიერთობა, მოკლეეედ :დდდ )
ან ეს 15-16წლის ბავშვები რამ გადარია ო.ო სამომავლო გეგმებში მხოლოდ "ცოლობა და დედობა"უწერიათ თუ? :დდდს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent