სანთელი გვეჭირა. როგორი სექსი აქვს ჰოროსკოპის სხვადასხვა ნიშანს
ვინც ასტროლოგიით არის დაინტერესებული, დარწმუნებულია, რომ ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს სექსუალურ მხარეზეც. და აი, როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები სექსში: თხის რქა თხის რქა - მისიონერული პოზის ნიშანია. ისინი ლოიალურები, სანდო, მაგრამ მოსაწყენი საყვარლები არიან. შემოქმედებას მათგან არ უნდა ელოდოთ. მეორე მხრივ, თხის რქა ყოველთვის მზადაა, დაწყებული საქმე ორგაზმამდე მიიყვანოს. რადგანაც თხის რქები სუპერსანდოები არიან, ისინი მუდმივად ატარებენ თან პრეზერვატივს. თეთრეული - ყოველთვის კონსერვატიულ ფერებში. არავითარი სიურპრიზი, თუმცა სანდოობა - კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსი! მერწყული მერწყული - გამომგონებელი და მზვერავია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი იგი მოგთხოვთ პოზას, რომელზეც მხოლოდ "კამასუტრაში" თუ გაიგებთ. მერწყულის ფეტიში - სიახლეა, იგი მუდმივად მზად არის ექსპერიმენტებისთვის. პარტნიორს პერიოდულად უწევს მისი შეკავება - თუნდაც უსაფრთხოების მიზნით. მეორე მხრივ, მისი შეკავება არცთუ ისე ადვილი საქმეა, რადგან მერწყულისთვის განურჩეველი სექსი უცხო არ არის. ასეთ საყვარელს მუდმივად უნდა უთვალთვალოთ. თევზები თევზები - ემოციური და კარგად აღზრდილი ადამიანები არიან. მათთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება რთულია: თუ მათ იციან, რომელ პოზაში გაუადვილდებათ ორგაზმის მიღება, მას არ შეცვლიან. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თევზები პარტნიორს ადვილად ეჩვევიან, მათთან სიახლოვის დონე ძალზე მაღალი შეიძლება იყოს. ამიტომაც თევზებს სხვა ნიშნებზე მეტად უყვართ ორალური და ანალური სექსი. თევზები სერიოზულად წუხან იმაზე, რომ პარტნიორის მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. თუ თევზი თქვენი პარტნიორია, დარწმუნებული იყავით, რომ მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებით. ვერძი ვერძები იმპულსურები არიან და მუდმივად ეძებენ თავგადასავლებს. საწოლში საკმაოდ აგრესიულები და აქტიურები არიან. საყვარელი პოზა - მამაკაცი უკნიდან. ვერძებს უყვართ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, სექსით დაკავების იდეას ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან. ადვილად იღგზნებიან და ასევე სწრაფად მიდიან ფინიშამდე. თუმცა, იმდენი ძალა აქვთ, რომ უამრავჯერ შეუძლიათ გაიმეორონ აქტი. თუ ხალისიან, ენერგიულ სექსს ეძებთ, ვერძზე უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვით. კურო კურო ზარმაცია, ამიტომ მას პარტნიორის ქვეშ უყვარს ყოფნა. ასევე მოსწონთ, როდესაც "სჯიან". იგი ელოდება, რომ პარტნიორი მოიფიქრებს რაიმე ახალს, თავად კი მორჩილად შეასრულებს მოცემულ როლს. ქალ კუროს ზურგზე წოლა უყვართ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი უსაფრთხოებას და სტაბილურობას განსაკუთრებით აფასებს. კუროები მესაკუთრეები არიან, ამიტომაც მათ ერთი ღამის სექსი არ აწყობთ. ტყუპები ტყუპები - ენერგიული და შემოქმედებითი ნიშანია. ორალური სექსისთვის - შესანიშნავი პარტნიორები. ისინი ცნობისმოყვარეები და სპონტანურები არიან, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სტრიპტიზ-ბარებს და შემდეგ სახლში ცდილობენ ილეთების გამეორებას. ამასთან, ტყუპები ზედაპირულებიც არიან და უყვართ ჭორების გავრცელება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ქალ ტყუპთან სექსის შემდეგ მთელი თქვენი სამეგობრო გაიგებს თქვენი პენისის ზომას. კირჩხიბი კირჩხიბი ნაზი და ემოციურია. მას უყვარს, როდესაც პარტნიორი კარგად გრძნობს თავს. საყვარელი პოზა - როდესაც პარტნიორი გვერდზე წევს, ეხვევა და თვალებში უყურებს. კირჩხიბი მგრძნობიარე და სანდოა, თქვენთან ერთად ფიზიკურად და ემოციურად არის. ამიტომ სექსის შემდეგ უყვართ ჩახუტებული წოლა მთელი ღამე. ლომი ლომს ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ამიტომ ირჩევენ პოზიციებს, სადაც საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოავლენენ. სექსის დროს ხმამაღლა ყვირიან. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პორნოფილმში. მეზობლები, რაღა თქმა უნდა, გაიგონებენ ლომის ღრიალს, მაგრამ ამ დისკომფორტის ატანა ღირს: ლომი მგზნებარე საყვარელია. ქალწული ქალწული პრაქტიკულია და უყვარს სიზუსტე. ასევე, არის პერფექციონისტი. ასე რომ, თუკი პირველ ჯერზე ვერ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება, მეორედ არ დაეზარება ნიჭის გამოვლენა და საქმის ბოლომდე მიყვანა. მათ იციან, რომ სიამოვნების მისაღებად მუდმივად საჭიროა სიახლეები. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად წააწყდებით, როგორ კითხულობს სტატიებს სექსის შესახებ. სასწორი ქალი სასწორი - სექსუალური ევოლუციის მწვერვალია. ის მუდმივად მზადაა კომპრომისებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვის. იგი სტუმართმოყვარე და დიპლომატიურია. მამაკაცი, სამწუხაროდ, ხშირად ზედაპირულია. იგი, ლომის მსგავსად, მუდმივ ყურადღებას ითხოვს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლოგინში თავი კარგად იგრძნოთ. ნუ დაიშურებთ მისთვის კომპლიმენტებს. მორიელი ყურადღებიანი მორიელი ყოველთვის გამოარჩევს ორგაზმს იმიტაციისგან. ამიტომაც ნუ ეცდებით მის გაბრიყვებას. მორიელი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ერთადერთი ხერხი, მიიღოთ მორიელთან სიამოვნება, სექსუალური სათამაშოების გამოყენებაა. საბედნიეროდ, მას ეს უყვარს. ნუ აიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე, ამით გაანაწყენებთ მორიელს. მშვილდოსანი მშვილდოსანი - აქტიური მასტურბატორების ნიშანია. ეს მათი სისუსტეც და სიძლიერეცაა: ერთი მხრივ, ის დამოუკიდებელია და შეუძლია ერთგულება შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი - სექსით ისე კავდება, თითქოს ამით მხოლოდ თქვენზე ზრუნავს. მშვილდოსანი თავისუფალი ფილოსოფოსი და ავანტიურისტია, თუმცა არა მხოლოდ ლოგინში. ცხოვრების განმავლობაში, როგორც წესი, 5-7 პარტნიორზე მეტი არ ჰყავს, თუმცა, ამჯობინებდა, მხოლოდ ერთი ჰყოლოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.