შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განვლილი წლები2


20-08-2016, 15:50
ავტორი Figaro
ნანახია 1 834

-იუნონააააააააააა! ჩემი პრადას ჩანთა სადააა!! -ყოველდღე ასეთი ბღავილი მაღვიძებს, თუმცა სხვადასხვა სახელით, ყოველთვის პრადას ხომ არ იყიდის არა, ბოლოსდაბოლოს მის მთელი კოლექცია აქვს უკვე! შანელიც არ აკლია, გუჩიც... ასეთ რამეებს სად ყიდულობს ჩემამდე დღემდე ვერ მოსულა, მაგრამ ეს ისეთია მემგონი მალე პეტრესა და პავლეს შეკერილ ჩანთასაც იშოვის, მოკლედ ერთ დიდი ოთახი მისი გარდერობია, ჩემთანაც ინახავს რაღაცეებს რადგან მისი ოთახი უკვე გადატენილი აქვს.
ლოგინიდან ძლივს წამოვდექი, აჰ დღეს სკოლას ვამთავრებ სასწაულია! როგორ მიხარია თქვენ არ იცით, მოვშორდები ამ ჯოჯხეთს და ილიაში ჩავაბარებ, ლიზისაც მოვიშორებ იმედია, თორემ ყოველდღე დამღალა, მისა წიკვინმა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მე მიწევს დავულაგო ტანსაცმელი, მე მეძახის ეს სადაა ის სადაა, რომ არ გავაკეთო დედას მიადგება წუწუნით, იცის რომ დედას კათრს ვერ გავუტეხავ.
-მერავიცი! პრადას კოლექციაში, ახლა კი მაცადე მოევმზადო დღეს ბოლო ზარი მაქვს.
-დეეეეე! სადაა ჩემი ჩანთა ხო არ იცი??-მისი ყვირილი ამჯერად შორიდან ისმოდა, მეც ოთახი დავტოვე და სააბაზანოს კარებში შევაბიჯე, ღმერთო ჩემო თმები რას მიგავს! თუ დავივარცხნე მადლობელი უნდა ვიყო, თან დღეს არ უნდა დამაგვიანდეს ბოლო ზარია ბოლოსდაბოლოს ამას კდიევ ყველა სეიროზულად ეკიდება, და ჩემ გამო თუ რამე არასწორად წავიდა ჩამქოლავენ...
ისე ცუდი თმის დღე რომ არის ფილმი ის გამახსენდა ზუსტად, შეეფერება ჩემ თმას, რომელიც კიდევ არაა წესრიგში, ვატყობ ისევ ლიზის უნდა ვუხმო
-იზი-მიზიი! -ვიყვირე, და მალევე ჩემთან გაჩნდა, როცა ასე ვეძახი იცის სასწრაფო საქმე მაქვს მასთან.
-რა იყო?
-ჩანთა მესამე უჯრაზეა, მეცხრეე ჩანთაა.
-რა გინდა პირდაპირ თქვი.
-ჩემ თმას რამე უქენი რა -უაზროდ დავეკრიჭე, ამანაც სიცილი ვერ შეიკავა, და ორივეს კაკანმა ჩემი ოთახი აიღო, როცა დაწყნარდა, ჩემ თმას ოსტატურად შეავლო თვალი მაკრატელი და სავარცხელი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა. (მაკრატელის გამოყენება ჩვევად აქვს, ამბობს ასე სტილისტები იქცევიანო.)
-აბა?-გაიცინა მან
-მადლობა გადამრჩენელო! -ხელზე დამაგრებული რეზინით ცხენის კუდი გავიკეთე, მგონი უკვე მზად ვარ? რამე ხომ არ მავიწყდება, აჰ ხო ტელეფონი და ყურსაცვამები!
-წავედით იზი-მიზი?
-კი! კი! -დილაობით ჭამა არ მიყვარს, ეს უბრალოდ ავღნიშნე, არც ლიზიკო იკლავს თავ,, სასურველ ფიგურაზე არ ვარო წუწუნებს, არადა ეს რომ ფიგურაზეა ნეტა მისი ასაკის ბავშვებიც ეგრე იყვნენ.
ტაქსიში მყოფ ლიზის ხმა არ ამოუღია, ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
-ვის წერ?
-ჰა? ააა უი, ლაშას, შენ პარალელს.
-ოჰო! თქვნე რაღაც ხო იცი!
-ოოო! კაი რა!
-რა კაი რა! იცოდე ზედმეტები არ ომგივიდეთ თორე იმას ხო სახეს ივუნაყავ და შენ...
-არა რა ზედმეტები გოგო! არაფერია ისეთი! -ასე დასრულდა საუბარი, რადგან სკოლასთან უკვე მივედით.
***
აჰ, ყველაფერი მტკივა, რა იყო ეს! მთელი ქალაქი შემოვიარეთ, ჯერ მარტო მანქანით და შემდეგ ფეხით, ისე ნეტა გაბრიელიც თუ ასეა ახლა? გაბრიელი... ისევ მასზე ვფიქრობ, ხო აგიკრძალე მასზე ფიქრი ნონა! აჰა ისევ ნონა! ის მეძახდა ასე, ყოველთვის როცა მის შესახებ რამე მახსენდება, ან ვფქრობ აქ რომ იყოს რა იქნებოდა, ჩემ თავს ნონას ვუწოდებ, მენატრება თანაც საშინლად, შესაძლოა აღარ მიყვარს მაგრამ თავის დროზე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ეს ვერ შეიცვლება.
ახლა კი მხოლოდ ლიზი მყავს მესაიდუმლედ, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ლონდონიდან არამგონია ოდესმე დაბრუნდეს, მეც რომ ჩავსულიყავი იქ ალბათ აქეთ არც კი მოვიხედებოდი.
ლოგინზე ძლივს დავეგდე, სხეულმა დაისვენა, მოეშვა და სიამოვნების ზენეტში გადაეშვა, თქვენ არ იცით რა ბედნიერებაა როცა ლოგინზე წამოწვები, და თვალები ნეტარებისგან უნებურად გეხუჭება.
ოოო არა! ოღონდ სხვა რამ არ იფიქროთ მკითხველნო! მხოლოდ იმის აღნიშვნა მსურს რომ ლოგინი დასასვენებლად საუკეთესო ადგილია, ხო მისი მეგობარიც ყველაზე მაგარი ვინმეა ძილი, ან კითხვა! მოკლედ რა! თან ისვენებ თან კითხულობ მაგას რა ჯობია? მგონი არცარაფერი.
კითხვა ვახსენე და რამე ახალს კი წავიკითხავდი, თუმცა ახლა ისე ვარ არაფერის თავი მაქვს.
-აბა რა ქენი? -მხიარული ხმა გაისმა ოთახში, მაგრამ თვალები დახუჭული მქონდა, ხმის ამოღებაც აღარ ვარჩიე.
-უჰ, ბოდიში დაიკო. -კოცნა ვიგრძენი შუბლზე, შემდეგ კი კარები კვლავ დაიხურა, ასე იცის ლიზიმ, ყოველთვის მკოცნის ძილში, ნუ მას გონია რომ მძინავს, რა ქნას ვუყვარვარ უფროსი დაიკო, ისე მოტყუებაც არ გამოდის უკვე თვალებიც მეხუჭება, აბა ძილი ნებისა ჩემო თავო ალე ჰოპ!
***
-აუუ დე გეხვეწები რა, მოვუვლი თავს ოღნდ შენ გამიშვი, თან გეუბნები მეგობრები დამხვდებიან იქ, აქედანაც მეგობრები წამიყვანენ.-ლიზი გამწარებული ეხვეწება დედას რომ ბათუმში გაგვიშვას დასასვენებლად, არ მესმის რატომ აიკვიატა ეს ბათუმი რა! მე მთაში მირჩევნია წასვლა, ოჯახმაც ასე გადავწყვიტეთ მაგრამ ამ სულელს მაინც თავის გატანა სურს.
-არა! -მკაცრი უარი მიიღო დედასგან-თან დეიდათქვენიც მოდის, ბიძათქვენიც! და მამაშენიც ლიზი.
-თქვენ წადით მარტო ოჯახი გაერთობით! მე და იუნონა კი ბათუმში წავალთ!
-უკაცრავად? -თვალები დავჭყიტე, იმედია მომესმა, და ამას ახლა ეს არ წამოუროშია! არა არა და არა! არ მინდა ბათუმი! არ მიყვარს ზღვა! მეშინია იმ დღის მერე რაც კინაღამ ჩამითრია... კინაღამ რა, ჩამითრია და მათემ გადამარჩინა, მაშინ გავიცანი ზუსტად.
დროში დაბრუნება
დიდი ტალღები არის დღეს, მაგრამ არაუშავს წყალი ჩემი სტიქიაა! რა ტალღებიც არ უნდა იყოს არ ჩავიგდებ ბოლო დღეებს, სულ კი არ ჩამოვალთ აქ მე და დეიდა, თანაც წელს მიდის და არამგონია დასასვენებლად მოსვლა სხვა დროს მეღირსოს, სხვათაშორის ახლა ძინავს და გამოვეპარე თორემ არ გამომიშვებდა, მე კი არ ვაპირებ ერთ დღის ჩაგდებასაც როგორც ავღნიშნე, ამიტომ ტალღებში შევცურე.
ძალიან მაგარია როცა ტალღები გეხეთქებიან, სახეში წყალს შეშხეფება, თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ეს საუკეთსო შეგრძნებაა, რადგან ტავს სამოთხეში გაგრძნობინებს. მინდა უფრო ახლოდანაც გამოვცადო, წინ მივიწევ ყველანაირი შიშის გარეშე, ცნობისმოყვარეობამ და ახალი შეგრძნებების ძიებამ შიშს ძლია.
სწორედ ამ დროს ძლიერი ტალღა წამოვიდა, ვიგრძენი შეჯახება, მთლიანად მასში გავეხვიე, აი ისე როგორც გაბუსულზე ვეხვეოდი ხოლმე გადასაფარებელში.
წინ წამოსვლის მცდელობა მქონდა მაგრამ ისინი უფრო უკან მიმაქანებდნენ, თითქოს უსასრულობის ზღვაში ვიყავი და ქალთვზები მიმათრევდნენ უკან და უკან, ფსკერისკენ რომ მარტოსულნი აღარ ყოფილიყვნენ.
თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა, სუნთქვაც მიძნელდებოდა, ახლოს კი არავინ ჩანდა დასახმარებლად.
სწორედ ამ დროს, ამ წამს წელზე ხახუნი ვიგრძენი, შიშმა ამიტანა, ნუთ უკვე ასე ღრმად ვიყავი რომ რამე არსება შემხებოდა? აი ახალი შეგრძნებაც სულელო! ხომ გინდოდა ხოდა იგრძენი სიკვდილისა და შიშის შერწყმა როგორია, მომენატრება ეს სამყარო მგონი, ხოლო ადაიმანებიდან გამონაკლისები მხოლოდ, მაგრამ აი განსაკუთრებით ის მომენტატრება ვინც უკვე წელია დამტოვა, გაბრიელი, აუუ არ მინდა ასე ახალგაზრდა სიკვდილი მეათე კლასელი ვარ! დიდი ხო არ ვარ! წინ მაქ ჯერ ყველაფერი.
-გაახილე თვალები, ნუ გეშინია. -ბოხი ხმა გაისმა, ანგელოზისას წააგავდა ისეთ მშვენიერი, მაინც მეშინოდა შეხედვის, ეგებ სამოთხე არაა ჯოჯოხეთია და ჩემ ცდუნებას ცდილობენ?!
ბოლოს მაინც გავბედე თვალების გახელა, ზემოთ კი უმშვენიერესი ხედი გადამეშალა, ულამაზესი ბიჭი დავინახე, მართალია ფრთები არ ჰქონდა არც თეთრი, და არც შავი მაგრამ რომ შეხედავდი ანგელოზი გეგონებოდა, მოყავისფრო მოქერაო თმები, ცისფერი თვალები რომელნიც მწვანეშ გადადიოდენ, სწორედ ეს თვალები მიხურება ისე რომ მეგონა ადგილზე დავდნებოდი
-ეს სამოთხეა თუ ჯოჯოხეთი?- ძლივს ამოვიხავლე
-ოჰ, უნდა გაწყენინოთ ლამაზო და გითხრათ რომ სიკვდილის ანგელოზი არ ვარ, პირიქით ახლახანს გადაგარჩნიეთ.
-აჰჰ, ისა... მადლობა
-არაფრის, წამოდი აქვე ჩემი აპრტამენტია გამოიცვალე თუ არ გაქ მე მოგცემ რამეს, თორემ გაცივდები. -დაიცა , ახლი გაცნობილი ბიჭი მის სახლში მპატიჟებს? არა, არ უნდა დავთანხმდე! თუმცა თავს ინსტიქტურად თახნმობის ნიშნად ვუქნევ.
ღმერთო რა სულიელი ვარ? მანიაკი რომ აღმოჩნდეს მერე რა ვქნა? თან დანაც არ მაქ თან! ხომ არ გავიქცე? არა არა არა უზრდელობაა! ეგებ არაა მანიაკი ადამიანო და ჩვეულებრივი მოზარდია ჩემსავით! ხო მაგრამ, მე ხომ მეცხრე ახლა დავასრულე! დავიჯერო ასე ძალიან ვგავარ სკოლადამთავრებულს რომ ვერ ხვდებოდეს მიახლოებულ ასაკს? არა ბევრს კი უთქვამს მაგრამ... ღმერთო ამ ფიქრებში თურმე უკან მივყვებოდი, მოკლედ იუნონა არაუშავს რა! რაც არის არის! ხალხის ნდობა უნდა ისწავლო.
საბოლოოდ ჩიხში შევედით.
ერთ სახლში შემიყვანა.
-მოვედი ბიჭებო!
-ვახ მათუშ? -ვიღაც ბიჭი გამოვიდა სიცილით და ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ამათვალიერა-ოჰო! კეთლი იყოს შენი ფეხი ლამაზმანო ბუნაგში!
-იუნონა მქვია.
-ამათ ნუ მოუსმენთ, გთხოვ წამომყევი. საბა ლოლას ტანსაცმელებიდან მივცემ რამეს კაი?
-მაისური შენი მიცე ჯობია, იმას ყველაფერი მოღლეტილი აქვს.
-კარგი-ხმა არ ამომიღია სახელის თქმის შემდეგ, უბრალოდ ამ ბიჭს რომლის სახელიც ახლა გავიგე, მათეს მივყვებოდი, ოთახში შემიყვანა და კარადა გამოაღო.
-რა თქვი, რა მქვიაო?
-მე მეკითხები?
-აბა სხვას აქ ვინმეს ხედავ? -ლოყებზე ავწითლდი, სხვათაშორის უხამსად იქცევა! და არ უნდა ვწითლდებოდე!
-იუნონა.
-იუნონა? არაჩვეულებრივი სახელია, მითლოგიაში ასე ბერძნულ ქალღმერთ ჰერას უწოდებდნენ. -მომხიბვლელობასთან ერთად განათლებაც ქონია. -ხო ისე მე მათე ვარ, ისინი კი ქვემოთ ჩემი ძმაკაცები არიან, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. იუნონა გამომართვი ესენი მე გავალ. -ოთახი უცებ დატოვა, საინტერესო ბიჭი ჩანს, თანაც მითლოგია მოწონს.
მალევე გამოვიცვალე, სამწუხაროდ ჩემი კაბა მთლიანად სველი იყო, თორემ სამოსი როგორ არ მქონდა, სხვათაშორის ახლაც შოკში ვარ იმ ამბის გამო, თორემ რა მინდა მე აქ, უცნობ ბიჭებს სულ რომ მივყვებოდი კარგად მექნებოდა საქმე რა! არა თავს სულ როგორ უნდა ვიმართლებდე მე, გამოცვლის შემდეგ ძელი სამოსელი პარკში ჩავდე და ქვევით ჩავედი.
-მზად ვარ უკვე. -ოთახში ჩემი ხმაც გაისმა, სანაცვლოდ ბიჭების და მიახლოებით ჩემი ასაკის გოგონას მზერები მივიღე
-ჰეი! მე ლოლა ვარ! მათეს მამიდაშვილი! სასიამოვნოა შენი გაცნობა იუნონა! საჭმლის გაკეთბაში მომეხმარები?
-ამმ... -რა ვუთხრა?ეკა გაიღვიძებდა უკვე და რომ დავაგვიანო ხომ გაბრაზდება-კარგი... ოღონდ ჯერ უნდა დავრეკო.
-არაუშავს! -ბიჭებისკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა შემდეგ კი მობილური მომაწოდა, ზარს ვუშვებდი და მესამე ცდაზე დეიდამაც აიღო, თურმე კიდევ ძინებია, ვუთხარი რომ კლასელს შევხვდი და დედამისმა სახლში არ გამიშვა, მოკლედ დიდი ტყუილი შევთხზი, კიდევ კარგი არავინ მისმენდა თორემ გაიკვრვებდნენ, ცემი თავის მეც კი მიკვირს.
-მორჩი?
-კი... -ისე რა სულელურად ვიქცევი, უცნობებთან რომ ვრჩები, თან საჭმელსაც ვუკეთებ, არა რა, დეიდამ რომ ეგ იცოდეს მომკლავს ალბათ.
მაინც უცნობები არიან.
-ნონა რომ დაგიძახო შეიძლება? -გავშეშდი, ნონა... ასე მხოლოდ გაბო მეძახდა, ჩემი გაბო, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი პირველი სიყვარული...
-არა! -მკაცრი უარი განვაცხადე და მზარეულობა დავიწყეთ, მალე ჩიფსები და ფრი გვქონდა და ბიჭებთან გავედით.
-მოკლედ იუ, ეს მათეა ჩვენი გუნდის თავი, ეს ვატო მოსიარულე იდიოტი, საბა მოსიარულე ღადავი, ანრი ჰაკერია, გუგა სერიოზულობის განსახიერება, მე და საბა კი მათეს მამიდაშვილები ვართ, მოკლედ მე ლოლა ვარ ამათი ძიძა :3
-ოჰო, მე იუნონა ვარ :დ უბრალოდ იუნონა.
-ხო იუნონა წელს დაამთავრე სკოლა ხო? ზრდასრულს გავხარ უკვე და -ვატომ ამოიღო ხმა მე კი პირი დავაღე, სერიოზულად ხალხო? მე და ზრდასრული? სიცილს ვეღარ ვიკავებ და ჩემებურ კაკანს ვუდგები
-რა გაცინებს? -გაკვირვებულმა იკითხა მათემ
-მეათე კლასში ახლახანს გადავედი აი რა მაცინებს :დ
-რაო? -სიცილი აუტყდათ ბიჭებს, ლოლაც აყვა მალე, ერთი მათე იჯდა ისე, ხმაც არ ამოუღია
-აუ ბრო, ბედი არ გწყალობს გოგოებში რა :დ სრულწლოვანიც არაა ჯერ. -ანრიმ მხარში ხელი ჩაარტყა და ჯამიდან ჩიფსი ამართვა, ღმერთო რა დებილები არიან, სრულწლოვანი ვეგონე... ვაიმე ცუდად ვარ რა, ეს უნდა დავწერო არდადეგებზე თემას რომ მომთხოვენ, ან დღიურში უნდა ჩავინიშნო, მეათე კლასელი სკოლა დამთავრებული ვეგონე! აიშ... ერთ საათი კიდევ დავრჩუ იქ და ვღადაობდით სხვადასხვა თემებზე, თანაც შევიტყვე რომ ისინიც ქუთაისში ცხოვრობდნენ ასე რომ ხშირად ვნახავდი მათ.
ახლანდელი დრო
მენატრება ის ზაფხული, მენატრება მათე, ერთად საუკეთსო დრო ვატარეთ, მთელი წელი, შემდეგ თავი მოიკლა და ასე უბრალოდ მიმატოვა ამ ნაგავსაყრელზე.

-ჰაჰ? დედამიწა იძახებს იუნონას! -ლიზის ხმამ მომიყვანა გონზე ბოლოსდაბოლოს.
-არ წამოვალ!
-გეხვეწები რა! გთხოვ... არ მინდა მთაში.... გთხოვ და დაგიჯერებ, ყველაფერს შეგისრულ... -ისეთ თვალებით მიყურებდა უკვე ვეღარ გავძელი.
-კარგი, კარგი, წაგყვები.
-ანუ გადაწყდა თქვენ ორი ბათუმში წახვალთ.
-მადლობაააააააააააააააა ნონ!!!!!! -ისევ ნონა, არაუშავს როგორმე უნდა დავივიწყო! სულ ასე ხომ ვერ ვიქნები, ლიზის მოვეხვიე მიხარია რომ ასე ბედნიერია, ჩემი დის ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-აბა როდის მივდივართ?
-ხვალ დილით რვა საათზე, დედამ მომცა შვიდასი ლარი, მამას კიდე სამასი ავაწაპნე, ასერომ ვგულაობთ! (ჩვენი ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო)
-ეგრეც არაა! ბინაში ან სასტუმროში ხო უნდა დავრჩეთ!
-ოოო არა! ვისაც მივყავართ იმას აქ იქ სახლი, და მის მეგობრებთან ერთად ვიქნებით.
-ვის მივყავართ?
-ლაშას-თვალები დავქაჩე, იმედია მეხუმრება ეს, ლაშაო? ჩემი პარალელი, ახლა გასაგებია რატო უნდა წასვლა, კიდევ კარგი გაგამ ეგ არ გაიგო თორემ ფულს მიცემდა კიარა...
ისე სიმართლე თუ გინდათ ლაშას ნახვა დიდად არ მინდაგაბოს საუკეთესო მეგობარი იყო ბოლოსდაბოლოს.
-კაი წამო ახლა ჩავალაგოთ ბარგ,
-ხო იზი-მიზი.-ამოვიჩურჩულე და ოთახში შევედი.
მეშინია, ბათუმის მეშინია, ვიცი როცა იქ ჩავალ ყველაფერი გამახსენდება მათესთან დაკავშირებული, ისიც ვიცი რომ შეიძლება იქ მის მეგობრებსაც წავაწყე, მისი სიკვდილის შემდეგ ურთიერთბა ყველასთან გავწყვიტე, ზღვისაც მეშინია, მათეს გარეშე იმ დღის მერე არ ჩავსულვარ, მეშინია კვლავ არ ჩამითრიოს წყალმა.
არ ვიცი რა ვქნა, მაგრამ ჩემი დის ბედნიერებისთვის ყველაფერს დავთობ.
***
-წამო რაა გარეთ იცდიანნნ!
-ხო, ხო დაიცა, ფულს ჩავდებ!
-მალეეე! -ბოლო ხმაზე მიყვირის ლიზი და გარეთ გადის, ღმერთო რა ამბაშვია! სულელი ესა! არა რატო უნდა ამ ბათუმში ასე ძალიან არ მესმის, მე პირადად ძალიან მეშინია იქ ყოფნის, მიზეზი იცით ნუ.
ბარგს ხელი მოვკიდე და დედას ვაკოცე შემდეგ კი გარეთ გავედი.
-ბარო ლაშა!
-ოჰ ოჰ! ქალღმერთი ჰერაც მოსულა!
-ოო წესიერად! მიდი ერთ ჩადე ეს საბარგულში რა! -სიცილით ვუთხარი და ჩემოდანი შევაჩეჩე, მასხარა იდიოტი, სიძედ ივარგებს ხო იცი! ვაიმე მეც კარგი სულელი ვარ, რა დროს სიძეა.
-დაიცა, ჩემი ძმაკაცი მოვა და წავიდეთ, მაღაზიაში შევიდა.
-ოკეი! -ჩავიცინე და მუსიკები ჩავრთე, მივცე გვრიტებს ჭუკჭუკის საშუალება, ისე როგორ უხდებიან ერთმანეთს! ასაკი არაუშავს დიდი არაფერია! ორი წელი, მაგას მოევლება.
სწორედ ამ დროს მოვიდა ის, მისი მეგობარი...
ადამიანი რომლის ნახვასაც არ ველოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent