შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა მამაკაცთან ურთიერთობისას! როგორ იქცევი შენ?


25-02-2017, 10:24
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 069

ქალური ენერგია უდიდეს ძალას მალავს და ვლინდება მამაკაცთან ურთიერთობაში. ზოგიერთი ქალი ვერც კი უფიქრდება, რამხელა ზეგავლენა აქვს თავის მეორე ნახევარზე. მისი ენერგია - საწვავია მამაკაცისთვის სხვადასხვა ქმედების განსახორციელებლად.
ამ ძალას შეუძლია ფეხზე წამოაყენოს ყველაზე წარუმატებელი მამაკაციც კი, მაგრამ ამასთან, მიწასთანაც შეუძლია გაასწოროს.

"როგორც ფიქრობს ქალი მამაკაცზე, ისეთი ხდება ის". საოცარია, მაგრამ ასეა. როდესაც ქალი მამაკაცზე ცუდ რამეებს ფიქრობს ან ამბობს, იგი ართმევს მას სწორედ იმ ძალას, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს მძიმე წუთებში. და მართლაც, ამ მომენტში მამაკაცს არაფერი გამოსდის და სმასაც იწყებს.

და მაშინ ქალი კიდევ ერთხელ რწმუნდება თავის სიმართლეში. ეჩვენება, რომ მისი მეორე ნახევარი არ იმსახურებს პატივისცემასა და ყურადღებას. განიხილავს მეგობრებთან და ელის მათგან მხარდაჭერას. მაგრამ არის კი ეს მხარდაჭერა? ვინაიდან პირადი ცხოვრების სხვებისთვის გაზიარება მალევე საყოველთაო განხილვის საგანი გახდება. ნუ ფიქრობთ, რომ დაქალი გაჩუმდება და არავის გაანდობს თქვენს საიდუმლოს.

მყარი ურთიერთობები

როდესაც ქალი ქმარს ადანაშაულებს, ის ქვეცნობიერად უბიძგებს მას ცუდი საქციელისკენ. ცუდ აზრებს ის სკანერივით იბეჭდავს, რადგან გრძნობს,
რომ დაკარგა ცოლის თვალში მნიშვნელობა. ის უკვე არ არის საოცნებო მამაკაცი. შურისძიების მიზნით კი წამოწვება სავარძელზე და იღებს შეურაცხყოფის ახალ დოზას.

მამაკაცზე ცუდად ფიქრისა და საუბრების მოცილებით, ქალი მოიცილებს მისი შეცვლის იდეას. იგი იწყებს ახლობელი ადამიანის აღქმას ისეთად, როგორიც არის. თუ მოჩვენებით მოლოდინზე უარს იტყვით, მიიღებთ შანსს, ააგოთ მყარი და სწორი ურთიერთობა მამაკაცთან.


ნეგატიური აზრების გამოვლენა იმაზე მეტყველებს, რომ ქალი ამ მომენტში ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ამგვარად ცდილობს, პასუხისმგებლობა მეორე ნახევრის კისერზე გადაიტანოს. შეწყვიტეთ მსხვერპლის როლის თამაში და ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს.


ისწავლეთ საყვარელი მამაკაცის პატივისცემა, იგრძენით მისი მნიშვნელობა და ის ამის ტრანსლირებას მოახდენს გარესამყაროში. როდესაც ქალი მამაკაცის ღირსებებს ამჩნევს, ეს მას აღაფრთოვანებს. წარმატების საკითხი კი მხოლოდ დროის საკითხი გახდება!



№1  offline წევრი rainey

სიმართლეა, რომ პირადი, ოჯახური პრობლემების განხილვა დაქალებთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. ზოგადად ვერ ვიტან დაქალებს ყველაფერს რომ უყვებიან, შედეგად იმედგაცრუებებიც თან ახავს ხოლმე მსგავს საქციელს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent