შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,მშვილდოსანი ქალი'' შეთავსებითი ჰოროსკოპი


6-03-2017, 00:09
ავტორი სკვინჩი
ნანახია 17 440

მშვილდოსანი - ვერძი შეთავსების ჰოროსკოპი

ორივე ნიშანი ცეცხლის სტიქიას ეკუთვნიან და სიყვარული მათ შორის პირველივე ნახვით ჩნდება. ვერძის ოპტიმიზმი და მშვილდოსანის კარგი იუმორის გრძნობა სიყვარულში თამაშის ნიშნებს შეიტანს. მათი კავშირი მუდმივად დადგება ფიზიკური დაკმაყოფილების პრობლემის წინაშე. მშვილდოსანი მუდმივად მიმართულია ჭეშმარიტების ძიებისკენ და ამ შემთხვევაში მისი საუკეთესო დამხმარე იქნება ვერძი, მათ შორის კამათს, მსჯელობას და დისპუტსაც კი ამ გზისკენ მიჰყავს ისინი. ხშირად შესაძლებელია მოვლენების შემდეგნაირად განვითარება: თუ ქორწინებას დიდი ხნით გადადებენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ «მატარებელმა ჩაიარა» წყვილი დაშორდება და დაელოდება ახალი მატარებლის მოსვლას. ნებისმიერი დაყოვნება და ორჭოფობა მშვილდოსნის სულში იწვევს რღვევას და კავშირი შეიძლება გასკდეს, როგორც საპნის ბუშტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინების ინიციატივა ყოველთვის ვერძისგან მოდის. ქალი-ვერძები, როგორც წესი, ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან თავიანთ მშვილდოსნებს. მათი გადამწყვეტი ხასიათი ყოველთვის ჯაბნის ყოყმანის მოყვარულ მშვილდოსანს. მანამ, სანამ მშვილდოსანი ვერძს დაეკითხება აზრს, გაითვალისწინებს მის რჩევებს და შენიშვნებს, მის შეხედულებებს და მოსაზრებებს გაუწევს ანგარიშს, მათ ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაფერი იქნება კარგად, რისთვისაც ის ფაქტიურად მზად არის კიდეც. ამ ნიშნებს შორის საქორწინო კავშირი ჰარმონიული და წარმატებული იქნება.

მშვილდოსანი - ლომი შეთავსების ჰოროსკოპი

ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებაში მოდის სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომით. ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში, ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ლომის თანდაყოლილი ლიდერობის თვისება ხიბლავს მშვილოდსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.

მშვილდოსანი - ლომი შეთავსების ჰოროსკოპი

ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებაში მოდის სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომით. ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში, ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ლომის თანდაყოლილი ლიდერობის თვისება ხიბლავს მშვილოდსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.

მშვილდოსანი - კურო შეთავსების ჰოროსკოპი

ეს წყვილი ურთიერთობას ააწყობს თუ კურო შეძლებს მშვილდოსანის მოთოკვას. ისინი ერთნაირ ფიზიკურ ლტოლვას განიცდიან, რადგან მშვილდოსნის სექსუალურობა აღაგზნებს კუროს, თუმცა კუროსთვის მშვილდოსნის არამდგრადგობა და სიახლის მიმართ სწრაფვა მძიმე გადასატანია. მშვილდოსანი ზოგად, პირად და სექსუალურ ცხოვრებაში ეფუძნება შემდეგ პრინციპს «იცხოვრე და ხელი არ შეუშალო სხვებს ცხოვრებაში», მაშინ, როცა კურო არის სერიოზული და მესაკუთრეობის გრძნობით სავსე. ეს წყვილი არ „მოიწყენს“, რადგან კამათი მათი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი იქნება მუდმივად. მშვილდოსანი ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნას არ ეგუება, ქორწინებაზე მეტად წარმატებული შეიძლება მათი რომანი აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი - ქალწული შეთავსების ჰოროსკოპი

თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს არანაირი კავშირი არ აქვს შრომისმოყვარე ქალწულთან. მშვილდოსანი გაუაზრებელი მოთამაშია, ხოლო ქალწული მუდმივად ცდილობს შექმნას საიმედო მომავალი. ქალწული და მშვილდოსანი ინტელექტუალ ნიშნებს მიეკუთვნებიან, თუმცა, მათი გონება მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. მშვილდოსანს ფუფუნება და ხარჯვა უყვარს, ქალწულს მოწესრიგებული, მოკრძალებული და უპრეტენზიო ცხოვრება იზიდავს. ტემპერამენტში მკვეთრი და ცხოვრებისეული შეხედულებების სხვაობის გამო ამ წყვილის კავშირი ძალიან პრობლემატურია.

მშვილდოსანი - თხის რქა შეთავსების ჰოროსკოპი

მშვილდოსანი თავისი ზედაპირული აზროვნებით და სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულებით არ აკმაყოფილებს თხის რქას. ორივე წარმატებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მიდგომები აქვთ განსხვავებული. თხის რქას მთის წვერზე ასვლა სურს, მშვილდოსანს ამ წვერზე გადაფრენა. გულღია, სწორხაზოვანი მშვილდოსანი გააღიზიანებს მგრძნობიარე პარტნიორს. თხის რქა მომთხოვნია, უხეში და ხისტი ხასიათი აქვს, არ არის მიდრეკილი თავისი გრძნობების გამოხატვისკენ. მშვილდოსანს მეტი მიმღეობა, ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობის სურვილი აქვს. ორივესთვის უმჯობესია სხვა პარტნიორი მოძებნონ.

მშვილდოსანი - ტყუპები შეთავსების ჰოროსკოპი

ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავს. ყველაზე მეტ სიამოვნებას მათ სულიერი თანხვედრა ანიჭებთ, რადგან სხვადასხვა სფეროში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მშვილდოსანი უფრო ინტელექტუალურია, ტყუპები გართობის მოყვარული ქარაფშუტები. ორივე ჯიუტია, უყვართ კამათი და სჭირდებათ თავისუფლება. შესაძლოა სექსშიც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, რადგან ორივე თავშეკავებულია, ხოლო ტყუპების მწარე ენა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. მათი რომანი ისევე ხმაურით დასრულდება, როგორც დაიწყება.

მშვილდოსანი - სასწორი შეთავსების ჰოროსკოპი

ეს კავშირი სავსეა სიხარულით, თავისუფლებით, პატივისცემით. მშვილდოსანის თავგადასავლების სიყვარული ახდენს სასწორის სტიმულირებას, რომელსაც იზიდავს პარტნიორის სინაზე. მომხიბვლელი და ჭკვიანი სასწორი შეძლებს მშვილდოსნის ინტელექტუალური მხარის მიმართ აპელირებას და მარტივად მიიპყრობს მის ინტერესს. მათ შორის შესაძლოა ძალიან მყარი და საინტერესო კავშირი.

მშვილდოსანი - მერწყული შეთავსების ჰოროსკოპი

ორივეს უყვარს სიცოცხლე და მიზანმიმართულია. ერთმანეთს არ ზღუდავენ. ორივე ცდილობს მაქსიმალურად გამოსცადოს შესაძლებლობები, მეტი თავისუფალი ქმედების საშუალება მისცეს პარტნიორს. მერწყული ნოვატორია, მშვილდოსანს უსაზღვრო ფანტაზია აქვს. ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია აქვთ. მათ შორის ემოციური სიახლოვე თავიდანვე არ ჩნდება, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთბის პერსპექტივა ნამდვილად აქვთ.

მშვილდოსანი - კირჩხიბი შეთავსების ჰოროსკოპი

გარესამყაროსთან თამამად მყოფ მშვილდოსანს შეუძლია კირჩხიბს ახალი ინტელექტუალური ჰორიზონტი გაუხსნას, თუმცა, სამწუხაროდ, სიყვარულში დაცულობის გრძნობას ვერ მიანიჭებს, რაც კირჩხიბს ყველაზე მეტად სჭირდება. მშვილდოსნის ქარაფშუტობა და არასტაბილურობა კირჩხიბში ეჭვიანობას აღვივებს. მშვილოდანს ძალიან თრგუნავს კირჩხიბის მიჯაჭვული დამოკიდებულება. მშვილდოსანს უყვარს თავგადასავლები, მაშინ, როცა კირჩხიბს სახლის მყუდრო გარემო ურჩევნია. კირჩხიბის განმარტოების ყოფნის სიყვარული მშვილდოსანს მისგან გათავისუფლების სურვილს უჩენს. ამასთან, მშვილდოსანის ზედმეტი პირდაპირობა მუდმივად გულს ტკენს მგრძნობიარე კირჩხიბს. ამ წყვილისგან უფრო კარგი მეგობრები გამოვა, ვიდრე საყვარლები ან ცოლ-ქმარი.

მშვილდოსანი - მორიელი შეთავსების ჰოროსკოპი

მორიელი იხიბლება მშვილდოსანის თვისუფლების სიყვარულით, ხალასი ბუნებით. ის მოიპოვებს მასზე მბრძანებლობას, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან მშვილდოსანი ბოლომდე მის მორჩილებაში არ დარჩება, მისი აზრით ცხოვრებისეული აქცენტი უნდა გაკეთდეს სიამოვნებაზე და ახალ თავგადასავლებზე, ხოლო მორიელი თვლის, რომ საჭიროა მყარი ურთიერთობა და გრძნობები მეტი შინაგანი დაცულობისთვის. მშვილდოსანი გახსნილი, საუბრის მოყვარული და პირადი ურთიერთობების მიმართ მოუფრთხილებელია, მორიელი თავშეკავებული, ჩაკეტილი და ძალიან ეჭვიანი. მას მშვილდოსნის სახლში გამოკეტვა უნდა, რომელიც ამას ნამდვილად ვერ აიტანს. მათი რომანი მომავლის გარეშეა.

მშვილდოსანი - თევზები შეთავსების ჰოროსკოპი

თევზებს იზიდავს მშვილდოსანის სასიცოცხლო ძალა, ხოლო მშვილდოსანს თევზების ღრმა სულიერება. თუმცა, მშვილდოსანს უფრო მეგობარი სჭირდება, თევზებს კი იდეალური შეყვარებული. ერთმანეთს ამ მხრივ ვერ შეავსებენ. ემოციური თევზები უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულების მქონე მშვილდოსანია. საძინებელში ფოიერვერკი გარკვეული დროის მანძილზე იქნება, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც ჩაქვრება.



№1  offline მოდერი bla.ell

Miyvars roca chemze siaxles vkitxulobjoy momewona es siaxle:ddd xan mjer xan ara am horoskopis...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent