როგორ დავაკმაყოფილოთ სექსში ზოდიაქოს ნიშანი ქალი და მამაკაცი - ვამხელთ ყველა საიდუმლოს!
ვერძი ქალი - მუდამ ინიციატივას იჩენს, ყველაფერი მისი წესებითა და კარნახით უნდა მოხდეს. იგი ისეთი ვნებიანი ქალია, რომ მამაკაცს რომანტიკაზე ფიქრის დროც აღარ რჩება. დამოუკიდებელია, სექსის დროს უყვარს ეროტიკული ატრიბუტების გამოყენება. მამაკაცი - მოსწონთ, როცა გრძნობებზე ეთამაშებიან, ჭკუიდან შლიან. კოცნა ინტენსიური და ვნებიანი უნდა იყოს. ის სექსუალური ენერგიის მატარებელია. მას მოხიბლავს ყველა ქალი, ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გიჟური საქციელის. კურო ქალი - რომანტიკული, მზრუნველი, მგრძნობიარეა. სექსში მოსწონს, როცა ყველაფერი ვითარდება ნელა, გრძნობით, ტაქტით. სიამოვნებთ, როცა მთელ სხეულზე ეალერსებიან. მათი ეროგენული ზონა ყელია. მოსწონთ აფროდიზიაკი კერძები, მასაჟი - არომატული ზეთებით. მამაკაცი - მათი მოხიბვლის საუკეთესო მეთოდი ეროტიკული მასაჟია. უყვარს პარტნიორის კოცნა ყველაზე უჩვეულო ადგილებზე. აავსეთ რომანტიკული კომპლიმენტებით და დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებთ. ტყუპი ქალი - მისი აღგზნება სიტყვებით შეგიძლიათ. დღის განმავლობაში რამდენიმე ვნებიანი შეტყობინება გაუგზავნეთ. საღამოს კი დაუვიწყარი სექსი გექნებათ. ტყუპს მდიდარი და თამამი ფანტაზია აქვს. შეიძლება ჩანთით ეროტიკულ აქსესუარსაც ატარებდეს. მას სექსის შემდეგ ლაპარაკი უყვარს. მისი მოსმენა დამატებითი სიამოვნებაა. მამაკაცი - სექსზე ლაპარაკი უყვარს. სულ სექსზე ფიქრობს. მოუყევით, რას შესთავაზებთ საწოლში და სურვილებს აგისრულებთ. მოსწონს სექს-სათამაშოების გამოყენება. კირჩხიბი ქალი - მოფერება და კოცნა მისთვის უმთავრესია. მას კომფორტულ პოზაში მოსწონს სექსი. ასე რომ, ”ისეთი” არაფერი შესთავაზოთ. მამაკაცი - რომანტიკულია. ოთახში განათება, მუსიკა - ყველაფერი გათვლილი აქვს. მოეფერეთ ზურგზე, ფეხებზე, ყელის გარშემო. გაუკეთეთ თითების მასაჟი და დაუვიწყარი შეგრძნებებით დაგასაჩუქრებთ. ლომი ქალი - კოცნა, მოფერება, რომანტიკა და დრამა ერთნაირად მოსწონს. მისი მამაკაცი მბრძანებელი უნდა იყოს. საძინებელში აუცილებლად სარკეები უნდა ჰქონდეს, რათა იდეალური სხეულებით დატკბეს. მამაკაცი - ქალის მფლობელი უნდა იყოს. არ შეეწინააღმდეგოთ, უსიტყვოდ შეასრულეთ მისი ნებისმიერი მოთხოვნა. კარგი ამბავი ის გვაქვს, რომ ლომი სექსში ჭირვეული პარტნიორი არ არის. ლომი ქალი - მოთმინებით აღიჭურვეთ, სანამ სექსამდე მივა საქმე, მან თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. უნდა აცადოთ, რომ მოგეჩვიოთ და თქვენგან სიამოვნება მიიღოს. მოსწონს კოცნა და მოფერება მუცელზე. შესთავაზეთ აბაზანის ერთად მიღება. მამაკაცი - თუ მისი ინტერესის სფეროში მოხვდით, ყველაფერს იღონებს, რათა სიამოვნება მოგანიჭოთ. გამოიკვლევს თქვენს ეროგენულ წერტილებს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სექსი შეუძლია მას. სასწორი ქალი - რომანტიკული და მგრძნობიარეა. შეუქეთ თეთრეული, აგრძნობინეთ სითბო. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასთან გქონდეთ სასიყვარულო ურთიერთობა და არა უხეში სექსი. მამაკაცი - მომაჯადოებელი ჯენტლმენია. კომპლიმენტებითა და შექებით აავსეთ. ესთეტია, ქალის არომატს აქცევს ყურადღებას. გაანდეთ სექსუალური საიდუმლოებები. ის გაგაბედნიერებთ, თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით. მორიელი ქალი - სწრაფი და ინტენსიური სექსი მოსწონს. რა თემაზეც არ უნდა დაელაპარაკოთ, ბოლოს მაინც მის საწოლში აღმოჩნდებით. დომინანტია. მუდამ და ერთდროულად ეძებს თავგადასავალს, ვნებას, დრამას. მამაკაცი - შეისწავლეთ მისი ეროგენული ადგილები. ეროტიკული აქსესუარები და ხუმრობები აღაგზნებს. მხოლოდ მასთან გაიგებთ, რა სიამოვნება მოაქვს ორალურ სექსს. მშვილდოსანი ქალი - მუდამ ავანტიურულ განწყობაზეა. მასთან ერთად სექსი მუდამ ეგზოტიკურ ადგილზე გექნებათ. შესთავაზეთ თემატური სიუჟეტის განვითარება. სექსის დროს საკუთარი ფანტაზიების გამხელა უყვართ. მამაკაცი - სექსის მცოდნე ჰგონია თავი. ყური დაუგდეთ მის რჩევებს და განახორციელეთ მისი ფანტაზიები. დღის განმავლობაში გაუგზავნეთ სექსუალური შეტყობინებები. თხის რქა ქალი - მგრძნობიარე და სექსუალურია, მაგრამ ცოტა მორიდებული. სექსი მხოლოდ გამოცდილ პარტნიორთან ექნება. დაუკოცნეთ ფეხები, მუხლები და დაგანახვებთ, როგორი ვნებიანია და რა შეუძლია საწოლში. მამაკაცი - მგრძნობიარეა, მაგრამ წუნია და ზოგჯერ ცივი. სექსისგან სიამოვნება რომ მიიღოს, საკუთარ პარტნიორს კარგად უნდა იცნობდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს სითბოსა და რომანტიკას. მერწყული ქალი - თამამი, ვნებიანი ქალია, რომელიც აღმერთებს სექსს და მასზე ლაპარაკს. მოსწონთ სექს-სათამაშოების გამოყენება. თუ მისი გულის მოგება გსურთ, მიახვედრეთ, რომ აღმერთებთ ექსტრიმს. მამაკაცი - ახალი სექს-სათამაშოების, პოზებისა და ადგილების გამოცდა მოსწონთ. შთაგონებას პორნოგრაფიასა და ეროტიკაში პოულობს. სექსს შემოქმედებითად უდგებიან. სექსის დროს მოსწონთ, როცა პარტნიორი ვნებიანად ეჩურჩულებათ. თევზები ქალი - რომანტიკული და მგრძნობიარეა. გაუკეთეთ მასაჟი. შესთავაზეთ ქაფის აბაზანა. დაუკოცნეთ ფეხისგულები. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სექსი ლამაზ ადგილზე ჰქონდეს. თუნდაც პლაჟზე. მამაკაცი - რომანტიკულ გარემოს შეგიქმნით, სასიამოვნო მუსიკის ფონზე. უყვართ, როცა პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებენ. მოსწონთ კოსტიუმების ცვლა და ექსპერიმენტები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.