სამყარო შენს თვალებში
პირველას ვწერ, არვიცი რამდენად კარგი გამომივა მაგრამ, ცდას რა უშლის? არც არაფერი ხოდაა..;))) ____________________________________________ 1 ალბათ ხშირად გსმენიათ რომ რაღაფ ცუდს კარგი ყოველთვის მოყვება, კი, მეც ბევრჯერ მსმენია, ბევრჯერ სხვის დასამშვიდებლადაც გამომიყენებია. ყოველთვის როცა რაიმე ცუდი დამატყდებოდა თავს ვცდილობდი ჩემი ემოციები მომეთოკა, ერთიანად შემენახა და სადმე გულის სიღრმეში გადამენახა, მთელი ჩემი ბავშვობა და “თინეიჯერობის” წლები ასე გავაქარწ..... თუ ჩემს ცხოვრებას ცოტაოდენი ბედნიერება და სილაღე მოადგებოდა კარს, ვცდილობდი კომფორტი არ შემექმნა რადგან ყოველთვის ბოლოს თითქოს შემოჩენებული ეშმაკი მებრძოდა რომელსაც ჩემი ბედნიერება არ უხაროდა, ბოლოს საკუთარ თავთან მარტო, ჩემს საყვარელ ოთახში ვრჩებოდი საკუთარ ფიქრებთან, და იქამდე ვფიქრობდი, ვნერვიულობდი და ვღელავდი სანამ გულის სიღრმეში გადამალული ემოციები ერთიანად არ შემომაწვებოდა და თვალების დასიებამდე არ ვიტირებდი, ნელ-ნელა ვიზრდებოდი, მაგრამ თითქოს წლები ისეთი სისწრაფიდ მიქროდნენ ცხოვრებას ვერც ვასწრებდი, დღის ძირითადი რუტინა დილით ადრე ადგომა, ჩემი ძმის და საკუთარი თავის მომზადება, მამაჩემის საყვედურების მოსმენა და სკოლაში წასვლა იყო, მოსულს მამაჩემი ან მთვრალი ან მძინარე მხვდებოდა, მერე სახლის ლაგება, ემიგრანტ დედასთან კამათი, სწავლა, ტირილი, და ძილი იყო, ასე მეორდებოდა იქამდე სანამ არ გავიზარდეთ, მე ჩემს სასურველ უნივერიტეტში სრული გრანტით ჩავაბარე ხოლო ჩემი ძმა წარმატებული ექიმი გახდა, მამაჩემი ისევ ისეთი დარჩენილიყო, თითქმის შეუცვლელი. ლიიიზაააკოოოუ- გაწელვით წარმოთქვა დეიდაჩემმა ჩემი სახელი- ადექი ქალბატონო, გაღვიძების დროაა, შენი დახმარება მჭირდება, აღარვიცი ამ ქათმებს რა მოვუხერხო. ტელეფონს დავხედე, საათი ათს აჩვენებდა გუშინ გზამ იმდენად დამღალა მოსულს მალევე დამეძინა. დეიდაჩემი ნათია, უსაყვარლესი და უთბილესი ქალი, როდესაც დედამ და მამამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტეს 8 წლის ვიყავი, 3 წელი დეიდაჩენთან ვიცხოვრე, ის სამი წელი ჩემთვის ყველაზე კარგი და თბილის წლებია. მალევე ავდექი, მოვემზადე, ნათელა ბებიამ საუზმეზე დამეწვიეო თბილად მითხრა მაგრამ, ჭამის თავი არ მქონდა. ნათელა ბებია დეიდაჩემის დედამთილია და ისე მიყვარს ეს ქალი როგორც საკუთარი ბებია, იმდენ საჭირო რჩევას და დარიგებას მაძლევდა, ალბათ მაშინ ვერ ვიაზრებდი და ვერც ვუკვირდებოდი, ეხლა უკვე 20 წლის ახალგაზრდა გოგოვარ და ნელ-ნელა ცხოვრების რაღაც გაკვეთილების ათვისებასა და გააზრებას ვიწყებ. იმერეთი იმდენად მიყვარს, ვფიქრობ როდესაც შესაძლებლობა მექნება ჩემი ხარჯებით სადმე წყნარ ადგილას დიდ კერძო სახლსაც კი ვიყიდი, პატარა,საყვარელი მყუდრო ბინა ქუთაისის ცენტრის მახლობლად მაქვს, მაგრამ დეიდაჩემთან დარჩენს მაინც სხვა ხიბლი აქვს. ხოლო “დედული” თერჯოლის მახლობლად მაქვს, ხშირად ბიძას და ბიცოლასაც ვსტუმრობ იქაურობაც ძალიან მიყვარს, ფაქტიურად დასავლეთი ჩემთვის სახლია. სწრაფად დავეხმარე დეიდას, სახლში დაბრუნებულმა შხაპი მივიღე, ნეიტრალურად გავიპრანჭე, გრძელი ქერა თმა მხარზე გადავიყარე და სწრაფად დავტოვე ოთახი. -დეიდა, ადრე გავდივარ გოგონებს უნდა გავუარო -კაი დეი, ჭკვიანად იყავი, ფული ხოარ გაკლდება ? -არა დე მადლობა, შეიძლება დღეს ბინაში დავრჩე, მოსაწესრიგებელი მაქვს იქაურობაც, ყვავილები ისე საცოდავად არიან—ვუთხარი ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და მანქანისკენ წავედი. ლილეკო და ელო ჩემი დაქალები არიან, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ქუთაისში როცა გადმოვედი სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ერთმანეთის ცრემლსაც და ბედნიერებასაც ვიზიარებდით, როცა ამ ორთთან ვიყავი თითქოს სამყაროს მოწყვეტილი, ყველაზე ბედნიერები და ლაღი გოგო ვიყავი. რადგანაც ასე ძალიან მიყვარდა აქაურობა და აქაური ხალხი, დედაქალაქი მივატოვე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარე. უნივერისტეტში შესულს ლუკა შემეჩეხა. -ვაა ბუნტისთავ როგორ ხარ? გვიკადრე და მობრძანდი? გაიცანით ეს ლუკაა ელოს ყოფილი. -ნორმალურად მაინც მომესალმე შე ჯამბაზო, რავერ გაიზარდე?- თითქოს ხუმრობით ვუთხარი მე -კაი,კაი ნუ მიბღვერ, ჩემი უსაყვარლესი და უთბილესი ყოფილი სადარის?-თვალები აქეთ იქით გააცეცა იქნებ სადმე მაინც მოვკრა თვალიო. -ეჰ არვიცი თქვენ როდის გეშველებათ, კაფეტერიაშია საბასთან ერთად- უცბად თვალები დაჭყიტა,კარგი მადლობაო და კაფეტერიისკენ წავიდა. სწრაფად გამოვბრუნდი უკან, და ისე უეცრად შევეჩეხე ვიღაცას, არც შემიხედია, ვუყურებდი ჩემს ლამაზ თეთრ ზედას რომელის ყავისგან სულ გაშავებულიყო- აი ეხლა კი ნამდვილად იფეთქა ჩემმა ნერვებმა და ხმამაღალა დავუღრიალე. - რა ჯანდაბააა, სად იყურებიი, ჯანდაბა ესღა მაკლდა -ვაი, ბოდიში ძალით არ მინდოდა აი ეხლა კი ვინებე და ავიხედე ჩემს წინ ჩემზე საკმაოდ მაღალი, მწვანე თვალება უნივერსიტეტის ეგრეთწოდებული “პოპულალური” ვაჟბატონი, თორნიკე გახლდათ. ასე ურცხვად მიყურებდა თითქოს არც ადარდებდა, და დარჩენილ ყავას “წრუპავდა”, ამაზე უარესად მომეშალა ნერვები. - თავხედი რომარ იყო ალბათ ბოდიშს მივიღებდი. ამ სიტყვებზე დამცინავად გაეღიმა, მე მეტი აღარ შემეძლო ცოტახანიც და ალბათ რაიმე საშინელებას მივაძახებდი, ასე რომ მალე გავეცალე იქაურობას. -გაიქეცი შენ ხომ ეგ ყველაზე კარგად გამოგდის- მაშინვე მომაძახა, აღარ შევბრუნებულვარ, უეცარი სევდა მომაწვა ვიცოდი ეხლა ცრემლების და სიყვარულის ამბების გახსენების დრო ნამცბილად არ იყო, ბიბლიოთეკაში შევვარდი და პროექტის გადამეორება დავიწყე, აი ამ ყავით მოსვრილ ზედით 1 საათიც უნდა გამეძლო და მალევე გავცილდებოდი აქაურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.