შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულოდ. (თავი 1)


4-02-2026, 15:50
ავტორი mariami5
ნანახია 115

ამბობენ, რომ უსასრულობა ციფრებში არსებობს.
მე კი პირველად შენს თვალებში ვიგრძენი —
იმ მზერაში, სადაც დასასრული არ ჩანდა.

მზე ნელნელა ვრცელდებოდა ჩემს ოთახში. გავიღვიძე, წამოვდექი მუქი ტოპი და შორტი მოვირგე თმა ნახევრად ავიწიე და სამზარეულოში გავედი. ყავა ჩამოვასხი და ქალაქს გადავხედე. ერთი ჩვეულებრივი დილა და ყოველდღიური რუტინა მოსაწყენი იყო. შევედი შხაპი მივიღე და წასასვლელად გავემზადე რა დროსაც ნიამ დარეკა.
-გოგო, კალანდაძის დაბადებისდღეზე არ მოდიხარ?
კალანდაძე ჩვენი კურსელი იყო. მე შორიდან ვიცნობი მაგრამ ნია მასთან ახლოს იყო, არც მიკვირს ნია ისეთი კომუნიკაბელურია უნივერსოტეტში ყველას იცნობს, ერთად როცა გავდივართ ყველასთან ჩერდება, ხან მე მაცნობს ხან კიდე ვდგავარ და მის დიალოგებს ვუსმენ. თავიდან უნივერისტეტში რო ჩავაბარე რა თქმა უნდა რომ პირველი ეგ გავიცანი და მანდედან მთელი ოთხი წელი საუკეთესო დაქალებად ვითვლებით. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ უბრალოდ მასავით კომუნიკაბელური ვერ გამოვდექი.
-ჩემთვის არაფერი უთქვამს, და მე რა საჭირო ვიქნები მანდ?
-როგორ არა, ნუთუ არიცი რომ მე რო მითხრეს ავტომატურად შენზეც გადმოდის?-და გაეცინა ნიას.
-რომელზე გამოგიარო?
-6 სკენ ჩემთან იყავი.
-კარგი კარგი.

ოთახში შევედი და მთელი 4 საათი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ჩამეცვა, ძალიან ბევრჯერ გამოვიცვალე, უმრავი კაბა ჩავიცვი და გავიხადე, 5 წუთიანი დეპრესიაც მქონდა, 10 წუთი ვფიქრობდი ახალი კაბა ხომ არ მეყიდა, მაგრამ ისედაც უამრავი კაბა მქონდა, რომელიც საერთოდ ერთხელაც კი არ ჩამიცვამს.
ძლივს ავარჩია შავი მუხლზე ოდნავ აწეული კაბა რომელიც ზურგზე იყო ჩახსნილი. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ის იყო მაკიაჟის პატარა შტრიხს ვამთავრებდი როცა ისევ ნიაკომ დამირეკა.
-სად ხარ არ გამოხვედი?
-ორი წუთიც და გამოვდივარ.
-მიდი.
პატარა ჩანთა ავიღე და გამოვედი. ჩავედი ჩემს ლამაზთვალება მერსედესთან, რომელიც წინა ღამით ქუჩის კუთხეში მქონდა დატოვებული. ვიჭრებოდი ჰაერში სისწრაფით და მივდიოდი თავისუფლად ნიაკოს სახლთან მივედი და ის უკვე ქვემოთ მელოდებოდა. ორ წუთში მანქანაში ჩაჯდა
-არა რა მანქანიან დაქალს მაინც სხვა ხიბლი აქვს.
-არაფრის, ნიაკო.
და გადავკოცნე ჩემი უსაყვარლესი დაქალი. ამდენი მეგობარი ყავდა ამდენს მოწონდა და მოსწონდა, ბევრი ბიჭიც დასდევდა და ბევრსაც დასდევდა. მახსოვს ბევრჯერ როგორ ვიდექით ერთერთი ბიჭის უბანში იმის გამო რომ ნიაკოს აინტერესებდა. თბილისის ყველა უბანში ვიყავით თითქმის ნამყოფი ნიაკოს დიდი თხოვნით.
მივედით კოჯორში დიდ სახლთან, დიდი გალავანი ლამაზი თეთრი სახლი იყო ორ სართულიანი.
სახლში შევედით თუ არა, იუბილარი დაგვხვდა გაღიმებული, შუაგულ ოთახში იდგა და ყველას სათითაოდ გვეხუტებოდა. მუსიკა ჩუმად უკრავდა, მაგიდები ლამაზად იყო გაწყობილი და თბილი გარემო იგრძნობოდა. თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი პირველად ვიყავი დაბადებიდღეზე სადაც მარტო ნიაკოს ვიცნობდი და ჩემ თავზე ვჯავრობდი რატომ წამოვედი ხომ შეძლო მარტო ნიაკო მომეყვანა და წავსულიყავი.
-ლუკაა, გილოცავ დაბადებისდღეს-უთხრა ნიამ და კალანდაძეს გადაეხვია.
-მადლობა, საყვარელო.- და მზერა ჩემსკენ გადმოიტანა.
-მეც გილოცავ, კეთილი სურვილებით.-ვუთხარი ხმადაბლა და ოდნაც თავჩახრილმა.
-მადლობა....შენი სახელი?-და ხელი გამომიწოდა.
-ელე..ელენე აბაშიძე- და ხელი ჩამოვართვი.
-მადლობა რო მოხვედით გოგოებო შეეჩვიეთ აქაურობას, მე სტუმრებს დავხვდები.-გვითხრა თბილად და გვერდი აგვიარა. საღამო ჩვეულებრივად მიდიოდა, ნია თავს ძალიან კარგად გრძნიბდა ყველას იცნობდა თითქმის. ოთხ წლიანი დაქალობა რომ არ გვაკავშირებდეს ალბათ იმდენად საპირისპირო ვართ ერთმანეთის რომ არც დავახლოვდებოდით. ნიას გვერდით არ დავყვებოდი კუთხეში ვიჯექი ჩემთვის და აქაურობას ვაკვირდებოდი. იქნებ ვიღაც მაინც მეცნო მაგრამ უშედეგოდ. მუსიკა უკვე მაღალ ხმაზე ისმოდა და უკვე შუაგულში თითქმის ყველა ცეკვავდა, როგორც ჩანს ლუკას დიდი სამეგობრო წრე ყავდა მთელი სივრცე ხალხით იყო სავსე. ნიაც იქვე ცეკვავდა და თან ჩემს გამხიარულებას ცდილობდა მაგრამ უბრალოდ შორიდან ვუღიმოდი. ტელეფონს დავხედე მიჯდებოდა. მანქანაში დამტენი მქონდა და ვიფიქრე ცოტახანი გავქრებითქო.
-გოგო, ტელეფონი მიჯდება, მანქანაში გავალ და 15 წუთში დავრუნდები, იცოდე ჭკვიანად იყავი და ბევრი არ დალიო, აქ დაგტოვებ იცოდე.-მუსიკის ხმაში ძლივს გავაგებინე ნიას და წამოვედი.
შებინდებული იყო და მუსიკა სახლის ეზოშიც ისმოდა. გავაღე კარები და მანქანაში ჩავჯექი, მესიამოვნა სიწყნარე. ტელეფონი შევაერთე და ფანჯარაში ვიყურებოდი. დავინახე სახლიდან როგორ გამოვიდა ერთი წყვილი აშკარად გოგო ძალიან მთვრალი იყო. ფეხი ერეოდა და თავისზე ოდნავ მაღალ ბიჭზე იყო ჩამოკიდებული. ძლივს მიიყვანა მანქანამდე და ჩასვა. არ მინდოდა მათ დავენახე და ოდნავ დაბლა ჩავიწიე. ნახევრად დაბურული შუშებიც ხელს მიწყობდა. ჩემ წინ მსუბუქად გაჩერებული მანქანიდან ყველაფერი კარგად ჩანდა.

რამოდენიმე წუთში მანქანიდან ის ბიჭი გადმოვიდა, შეშინებული და ანერვიულებული იყო, და ეგრევე გზაზე გაიქცა. ეჭვი შემეპარა რაღაც ცუდ სიტუაციას ქონდა ადგილი. მაინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ გავბედე. ხელები საჭეზე მქონდა გაშეშებული, ბიჭი შუა გზამდე მივარდა, მერე უცებ გაჩერდა და უკან მოიხედა ზუსტად იმ მანქანისკენ, საიდანაც გადმოვიდა. მანქანაში, ისევ ის პატარა ქერათმიანი გოგო იჯდა. არ მოძრაობდა და ეს უფრო მაშინებდა. გოგო ისევ იმავე პოზაში იჯდა. თავიდან მეგონა უბრალოდ ჩუმად იყო, მაგრამ მერე შევამჩნიე თავი გვერდზე ჰქონდა გადავარდნილი ზედმეტად უძრევი იყო, და მივხვდი ის უბრალოდ კი არ იჯდა, არამედ გონება დაკარგული იყო. იმ მომენტში მანქანის მეორე მხარეს ჩრდილი შეირხა. აქამდე ვერ დავინახე, რომ წინ მგზავრის სავარძელზე კიდევ ვიღაც იჯდა. მუქი ტანსაცმელი ეცვა, სახე სიბნელეში ეფარებოდა. ნელა შემოტრიალდა… და პირდაპირ ჩემს მანქანას გამოხედა.
გული გამიჩერდა.
მან ხელი კარის სახელურს მოკიდა. კარი ძალიან ნელა გაიღო და ჩემკენ დაიძრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent