უსასრულოდ. თავი3
-ახლა უკვე გასაგებია, ინტერიერი ძალიან მომეწონა.-ვუთხარი თავაზიანად. -მადლობა, დიდი პატივია ჩემთვის ასე, რომ აფასებ. ცინზიმი ორივეს გვჩვეოდა და არ მიკვირდა. -არადა მითხარი ხალხმრავალ ადგილას ვიქნებითო და რესტორანი დაკეტილია სრულიად. -არაფერs გიპირებ და არ შეგეშინდეს, უბრლოდ მაინტერესებს რაიცი... ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა თითქოს დაკითხვაზე ვიყავი, ოღონდ რესტორანში. საშიში იყო ვაღიარებ მარა აშკარაა „არ შეგეშინდეს“ მისი საყვარელი სიტყვაა. ალბათ მისი პიროვნება ასე მოითხოვს. -მე არაფერი ვიცი. უბრალოდ დავინახე, ბიჭმა გოგო, როგორ გამოიყვანა და ჩასვა მანქანაში, ხოლო შემდეგ გაიქცა შეშინებული. -მერე?-მკითხვა თვალი თვალში გამიყარა და ღვინო მოსვა. -მერე შენ დაგინახე, შემეშინდა ვერ გხედავდი თავიდან, დანარჩენი შენც იცი. -და ის გოგო ვინ იყო შენ გვერდით, რომ ჩაჯდა? -დაკითხვაზე ვარ?-და ვკითხე გაბრაზებულმა -მიპასუხე, მაინტერესებს. -ჩემი ეთადერთი საუკეთესო მეგობარი, მის გარდა იქ არავის ვიცნობდი, მეტყვი აქ რის გამო მოვედი? -მადროვე და გეტყვი, -ამოიხვნეშა და დაიწყო-ის გოგო სახელად ანა ჩემი ძველი მეგობარია დაბადების დღეზე დათვრა და გონება დაკარგა, ვიღაც ბიჭმა გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა, მე მანქანაში ვიჯექი უკვე...ჩემი შეეშინდა და გაიქცა, როგორც ჩანს სიმთვრალის ამბავი არ იყო, და სერიოზული რაღაც მოხდა იმ სახლში და უნდა გავარკვიო. -თქვა და დაძაბული და შეიქრიანებული სახე ქონდა. -მე, რომ წავედი რა მოხდა მის შემდეგ?-ვკითხე ბავშვივით, რომელსაც ერთი სული ჰქონდა პასუხი მოესმინა და აღარ ეცადა გულში დაგროვილი ცნობისმოყვარეობის დამალვა. -ისეთი არაფერი, მეც წამოვედი, ახლა შენთვის იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა ვინმესთან რამე სიტყვა დაგცდეს, შეგიძლია მენდო ეს ამბავი მარტო შენ იცი, მარტო შენ შეგამჩნიე იმ დღეს. რაც შეხება იმ გოგოს ვიცი რომ საუკეთესო მეგობარია შენთვის, მაგრამ გთხოვ გამითვალისწინე. ანდრიას ისეთი თვალები ჰქონდა, რომ როცა მესაუბრებოდა, აშკარად თხოვნას ჰგავდა მისი მზერა. ისეთი საშიში არ იყო, როგორიც წარმომედგინა, პირიქით მშვიდი და თითქოს ცოტა დამნაშავეც კი ჩანდა. მის ხმაშიც აღარ იგრძნობოდა ის დაძაბულობა, რაც ტელეფონზე მქონდა წარმოსახული. ახლოდან უფრო ჩვეულებრივი იყო, უფრო ადამიანური. სიტყვებს ფრთხილად არჩევდა, თითქოს არ უნდოდა კიდევ ერთხელ შევეშინებინე. მე კი ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ შიში ცნობისმოყვარეობამ ჩაანაცვლა. მის წინ მჯდომი უკვე აღარ მეჩვენებოდა უცხოდ, და იმ სიჩუმეშიც კი, რაც ხანდახან ჩამოვარდებოდა, რაღაც უცნაური სიმშვიდე იდგა. ბევრი ვისაუბრეთ. თავიდან ფრთხილად, თითქოს სიტყვებს ვწონიდით, მერე კი ნელ-ნელა საუბარი თავისით წავიდა. დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე. ხანდახან მეცინებოდა, ხანდახან ის მიყურებდა ისე, თითქოს ჩემს თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა. რაღაც მომენტშ მივხვდი, რომ ერთმანეთთან უხეშები აღარ ვიყავით. რესტორანი ისევ ცარიელი იყო, მაგრამ მე აღარ ვგრძნობდი იმ დაძაბულობას, რომლითაც შევედი. თითქოს ეს შეხვედრა საჭირო იყო — არა იმიტომ, რომ ყველაფერი შეცვლილიყო, არამედ იმიტომ, რომ რაღაც გაუგებრობა საბოლოოდ დამთავრებულიყო. -ელენე, გაგიყვან თუ გინდა?-მკითხა მაშინ როცა რესტრონიდან გამოვედით. -არა, მადლობა მანქანით ვარ მეც. -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. იმედი მაქვს ჩვენი შეხვედრა, ბოლო არ იქნება.-და გამიღიმა. ეს სიტყვები მესიამოვნა და გულში პატარა ტალღა ამიტრიალა. მისი ღიმილი კიდევ უფრო მიმატებდა ღელვას. ქუჩის განათება მის ლურჯ თვალებს უფრო მკაფიოდ აჩენდა. გამომაცილა და ისევ რესტორანში შებრუნდა. მე დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი რა საქმე ქონდა ჩემთან? რაუნდოდა ჩემგან? ისევ უამრავი კითხვა ჩემ თავში ტრიალებდა. როდესაც მანქანა გავაჩერე და სახლში ავდიოდი შეტყობინებამ ტელეფონი გაანათა. „მიხვედი?“ ანდრიას მესიჯი იყო და ავტომატურად გამეღიმა. იმ დღეს მიმოწერით უფრო დავუახლოვდით ერთმანეთშ მაგრამ ხანდახა იმასაც ვფიქრობდი, რახან ეს ამბავი მარტო მე ვიცოდი სპეციალურად იჭერდა ასეთ თბილ ურთერთობას, რომ ეს ამბავი ვინმესთვის არ მეთქვა. ამ ფიქრებში ჩაძინებულს ტელეფონის ზარმა და კარის ბრახუნმა ერთიანათ გამომაღიძა დილის 5ს ნახევარზე განთენსასს... შემეშინდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო.. სწრაფად ჩავეცვი კარებს მივუახლოვდი და ნიაკოს დედა შემრჩა ხელში, სასწრაფოდ გავაღე, ძალიან ანერვიულებული ჩანდა და სულ კანკალებდა. -თია დეიდა, რახდებაა?-ვკითხე შეშინებულმა და სახლში შემოვუშვი. -ნიაკო სახლში არ მოსულა მთელი ღამე...საღამოს გავიდა და...-ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო-აღარ მოსულა, -დაწყნარდით, შეიძლება მეგობართან წავიდა და ვერ შეგატყობინათ. ნიაკოს დედა ძალიან ემოციური ქალბატონი იყო და ისეთი მოწყალე, ჭიანჭველას ფეხსაც არ დაადგამდა. ყველას გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანდა. თუ ვინმე უბანში ავად გახდებოდა ან დახმარება დასჭირდებოდა, პირველი სწორედ ის მიდიოდა. ხშირად ამბობდა, რომ ადამიანმა სიკეთე ისე უნდა აკეთოს, სანაცვლოდ არაფერს ელოდოსო. ნიაკოც სწორედ მისგან სწავლობდა ამას. ბავშვობიდან უყურებდა, როგორ უღიმოდა დედა ყველას, როგორ უსმენდა სხვების პრობლემებს და როგორ ცდილობდა დახმარებას. ამიტომაც, როცა ვინმეს უჭირდა, ნიაკოც ვერასდროს რჩებოდა გულგრილი. -სულ მირეკვდა ან შეტყობინებას მიტოვებდა...ტელეფონსაც არ იღებს ასე უბრალოდ გავიდა მეგობრებთან ერთად კი დამიბარა მალე მოვალო, მაგრამ უშედეგოდ. მეგონა შენთან იყო. -არა დღეს უბრალოდ დამირეკა და სადმე გასვლა მთხოვა, მაგრამ არ მქონდა თავი და ვერ გავედი ხვალ შევპირდი გასვლას, მეტი არაფერი ვიცი რა გითხრათ რით დაგაწყნაროდ მეც არვიცი, იქნებ გათენდეს და გამოჩნდება. მისი მეგობრების ტელეფონიც არ იცით? ან ვინმეს სახელი და გვარი?-ვკითხე უკვე შეშინებულმა. -ზუსტად არ ვიცი, ვისთან ერთად არის გასული, არც მიკითხავს, მაგრამ ერთი ბიჭია ანდრია ჰქვია, შეიძლება მასთან ერთად იყოს... აი აქ უკვე, ტანში გამცრა თითქოს უცებ გაცივდა ჰაერი ოთახში. სახელმა ისე გამიარა თავში. — ანდრია? — უნებურად გავიმეორე ჩუმად. ნიაკოს დედამ თავი ოდნავ დამიქნია, თითქოს ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არც ანიჭებდა. მაგრამ ჩემთვის ეს სახელი უცნაურად მძიმედ გაისმა. გონებაში მაშინვე გამახსენდა მისი ლურჯი თვალები და ის უთბილესი მზერა, რომელიც რესტორანში შეხვედრისას ჰქონდა. სიტყვა „მალე“ იმ წამს საერთოდ აღარ დამეჯერებოდა. უცნაური წინათგრძნობა გამიჩნდა, ისეთი, როცა თითქოს ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს. მე ფანჯარასთან მივედი და ქუჩაში გავიხედე. გარეთ სიბნელე უკვე კარგად ჩამოწოლილიყო. ქუჩის ნათურები მკრთალად ანათებდა და ყველაფერი თითქოს უფრო ცარიელი ჩანდა. რაღაც უცნაური მოუსვენრობა გამიჩნდა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ გულში მაინც ვერ ვმშვიდდებოდი. იმ წამს საკუთარ თავს ვკითხე — რატომ დამეუფლა ასეთი ცუდი შეგრძნება მხოლოდ ერთი სახელის გაგონებაზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


