Fula - მე ვირჩევ სიტყვასროგორ დავიჯერო რომ ამდენი ხანი ვცდებოდი და ჩემს წარმოსახვით სამყაროებს ვეჭიდებოდი ისევ საქართველო, მეგონა რომ შევრიგდებოდით მაგრამ შენ ამიკრძალე რომ ოცნება გავაგრძელო (ე) აქ არასწორად აღზრდილები არასწორებმა აღზარდეს აქ ანაკონდებმა წიწილები დაბადეს! აქ ჩვენი შეგროვებულები სადღაც გაფანტეს მოდი ერთხელ და სამუდამოდ წარსული, წარსულს ჩაბარდეს! ჩვენ ესე გაგვზარდეს ეცადე წინ არ დამიდგე დიახ გახლავარ ამ ჯუნგლების კვლავ ბინადარი მე სადაც სიცილს კანონები სჯის და დააჯარიმეს და მუშტები მათი სახეზე სათვალეს დააფარინეს. მოდი ფარი მე, ფარი ხმალი და ფარი შენც იქნებ გარედან, გარედან რამე განიშნეს და სანამ აქაური ამოუშვებს ქარი ხმებს დაე ყველა მანიაკის ეკუთვნოდეს თავი ხმლებს! ალბათ იქ არ ვიყავით სადაც უნდა გვეთქვა სიტყვა იქნებ ჯობდა სხვა სამყარო მოგვეძებნა?! რატომ არის ამდენი დავა და მოთქმა-მითქმა? რა ვერ გავიყავით ადამიანებმა! (2x) დააკვირდი რა უცნაურ დროში ვართ თითქოს ყველა ერთადერთ დიდ სამინისტროში ვართ ჩვენ ომში ვართ, მაგრამ ისევ დაჩაგრულის როლში ვართ იქნებ რამე ცუდი ფულმის, ცუდ ეპიზოდში ვართ. რაიცი? იქნებ, ჩვენშია რამე ჩასართავი გამორთული? ხომ იცი არაფერი არ არის გამორიცხული აქ კარტებია გახსნილი კარები დახურული რადროს საზღვრებია, თავებია ოკუპირებული! აქ შემდეგი კარის მერე ნახავ კარს ისევ აქ უკუნეთია გესმის? გზა არჩანს ისევ რაც შეეხება სიღარიბეს დიახ - ვართ ისევ შენ კი ხმაურობ ხელს მიშლი და თან არ მისმენ?! ჰმ, ამბობენ ცოდვები თაობებზე გადადის მათი ცოდვები ჩვენზე რატომ უნდა გასაღდეს გვიწოდეთ თაობა მოყვარული აზარტის თაობა რომელიც 9 აპრილის კადრებზე გაზარდეს. ახლა კი პატივი დამდე ! ხმამაღლა ვიყვირო ცამდე და სანამ შენს დამპალ კომუნისტურ განაჩენს გამომიტანდე იქნებ გადახედო წარსულს, იქნებ მიხვდე რასაც ვერ მიხვდი დღემდე და მე რომ ასეთივარ შენი ბრალია და შენ გინდა ბრალს მე მდებდე. რა საჭიროა ვიყოთ კარგები მოდი ვთქვათ რომ სხვაა ცუდი! ამ თამაშს თამაშობს ყველა ერთეული თუ გუნდი! და მეც დიდხანს ვუსმენდი თქვენს გამოგონილ ზღაპრებს მერე დავბრუნდი! და რა ფუჭად დამიკარგავს თქვენთან გატარებული ყოველი წუთი. ალბათ იქ არ ვიყავით სადაც უნდა გვეთქვა სიტყვა იქნებ ჯობდა სხვა სამყარო მოგვეძებნა?! რატომ არის ამდენი დავა და მოთქმა-მითქმა? რა ვერ გავიყავით ადამიანებმა! პ.ს. შეიძლება არ ეხება საიტის თემას, მაგრამ მაინც მინდოდა ჩემი ფავორიტი შემსრულებლის ტრეკი თქვენთვის გამეცნო, თავისი ლირიკით რა თქმა უნდა, ამიტომ დაეცით! ეს არის, რის მოსმენისასაც ვწერ მე ჩემს ისტორიას, ეს და კიდევ ბევრი, მაგრამ შემდეგ და უკანასკნელ თავს "ახალი შეგრძნების" ვწერ ამ ტრეკის ფონზე... მოუსმინეთ, იყავით კომპეტენტურები და დაკვირვებულები, ასევე მაინტერესებს მე თქვენი აზრი (ჩემი ვიცი და ამიტომ).. ასევე შესაძლებელია ნებისმიერს შევეჭიდო აზრების გაცვლა-გამოცვლისას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.