შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობები


დღეს, 19:59
ავტორი Kim_Lin_Da
ნანახია 8

ურთიერთობებზე ფიქრი, როგორც წესი, იდეალიზაციით იწყება. მაგრამ რა არის სინამდვილეში სწორი კომუნიკაცია? ვინ მოგვწონს, ვინ გვიყვარდება და რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი კითხვები. ზოგი დიდ დროს კარგავს უაზრო, არაფრისმომცემ ურთიერთობებში, ზოგიც — დაბნეული და შეშინებულია. მერამდენე ადამიანი მხვდება იმედგაცრუებული და პარტნიორის ქცევებით შეშფოთებული. ისინი მუდამ იძახიან: „მეტი აღარ შემიძლია, ეს ბოლოა! მეც ხომ მაქვს თავმოყვარეობა?!" — თუმცა, სადაა ზღვარი მოთმინებასა და თვითგანადგურებას შორის, არავინ იცის.
ურთიერთობის გამოცდილება რაღაც დოზით ყველას გვაქვს. ნებისმიერი გამვლელი რომ შევაჩეროთ და ვთხოვოთ: „მომიყევი ადამიანზე, რომელიც გყვარებია ან დიდი როლი უთამაშია შენს ცხოვრებაშიო", მის თვალებში აუცილებლად დავინახავთ იმედის სხივს, როდესაც სიამოვნებითა და ღიმილით იხსენებს ამ პიროვნებას. გასაოცარია, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს ამხელა გავლენა მოახდინოს ჩვენზე. და კიდევ უფრო გასაოცარია, როგორ შეუძლიათ ასეთი ადამიანის ასე უბრძოლველად, ადვილად დაკარგვა.
რა ვიცით საკუთარ თავზე? როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებთ? რა გვიყვარს? რაზე ვართ წამსვლელები?
ზოგჯერ გაცნობის ინიციატივას სხვისგან ვხედავთ. ვუახლოვდებით, ვხალისობთ, ვიზიარებთ ემოციებსა და აზრებს... ზოგჯერ საერთო ინტერესები გვამოძრავებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი უკვე მეცხრე ცაზე ვართ — თითქოს ღრუბლებში დავფრინავთ. სწორედ მაშინ, ვიღაც ისეთი ძალით გაგვაწნის სილას, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გვცვივა.
და დანარცხება? დანარცხება ხომ იცით, რა მტკივნეულია...
რა დასანანია, რომ ადამიანებს ჩიპები ან ინსტრუქციები არ მოჰყვებათ, რომელთა ჩართვითაც მათ წარსულსა და რეალურ ბუნებას გავიგებდით. წარმოიდგინეთ, ეწეროს:
„ეს ადამიანი არის ქარაფშუტა, მხიარული, შარმიანი, უყვარს ფლირტი და სერიოზულობასთან საერთო არაფერი აქვს."
ან ასეთი:
„ამ ადამიანთან დაახლოება გამოიწვევს შფოთვას, თავის ტკივილს, გულისრევასა და თავბრუსხვევას."
ან თუნდაც ასეთი:
„ის გამოირჩევა ინტელექტით, თავმდაბლობით, სიმამაცითა და ერთგულებით. ცუდი თვისება — მამის ფულზე დამოკიდებულება."
წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დარჩებოდა მარტო, ეს ყოველივე პირველივე დღეს რომ ვიცოდეთ. ბევრი წავიდოდა ასეთი პარტნიორისგან და იმას დაუბრუნდებოდა, ვინც ყოველთვის ელოდა — წრფელი გულითა და ანთებული თვალებით. ან უბრალოდ მარტო დარჩებოდა.
მაგრამ რეალობა სხვაგვარია — არავინ გვეტყვის ამ ყველაფერს.
ახალგაცნობილი ადამიანები ზუსტად იმას გვეუბნებიან, რისი მოსმენაც იმ კონკრეტულ მომენტში გვჭირდება. ვისაც ველოდებით, იმად გარდაიქმნებიან. მოითმენენ ყველაფერს, რაც არ მოსწონთ, და ბოლოს, როცა შევეჩვევით, გვეტყვიან:
„ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან."
„შენ ძალიან კარგი ხარ ჩემთვის."
„დრო არ მაქვს ურთიერთობისთვის... არასწორ დროს გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში."
რამდენი ლამაზად შეფუთული ტყუილი გაგვიგია... თუმცა, სიტყვებიც რომ იცვლებოდეს, აზრი თითქმის ყოველთვის ერთია: მათ არ უნდათ ურთიერთობა.
მიზეზი კი თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა — უბრალოდ, მობეზრება.
სწორედ ამ ილუზიებზე, ტყუილებსა და იმ ზღვარზე ვისაუბრებთ რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ, სანამ საკუთარ თავს საბოლოოდ არ დავკარგავთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent