შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომას გაუცვივდა ფოთლები. და ამ სულშიც არაფერი არ ხდება.. (სრულად)


25-11-2015, 22:23
ნანახია 3 705

იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა,ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა..თითქოს ცაც გოგონას მხარეს იყო, და ისიც უჩუმრად ტიროდა..
ჰო მაგრამ,მათ შორის ერთი განსხვავება იყო..გოგონას ტირილს ვერავინ ამჩნევდა..ცის ტირილს კი ყველა. ჰო საშინელი ამინდი იყო, ხალხი სწრაფი ტემპით მიიჩქაროდა სახლისაკენ,თავზე კაპიუშონწამოფარებული და მრავლისმთქმელი თვალებით.
ის გოგო, წეღან რომ ვახსენე, ელენე ერქვა..ელენე მამალაძე, განებივრებული გოგო იყო,მაგრამ არა თავში ავარდნილი.სილამაზით ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა მაგრამ არც უშნო იყო..
ჩაბელებულ ოთახში იჯდა და წერილს ელოდებოდა..ან რატომ ელოდებოდა,კაციშვილმა არ იცის. იქნებ არც მოსვლოდა?! ჰო მაგრამ,ის მაინც ჯიუტად იჯდა და ელოდებოდა..
ბევრი სწერდა, მაგრამ პასუხს არავის უბრუნებდა. ჰო,გასაკვირია არა? არც მე ვიცი,იქნებ ასეც იყო საჭირო..
ის ბიჭი რომ გაიცნო 12 წლის იყო,თუ ამას გაცნობა ჰქვია რა თქმა უნდა. რომ ჰკითხოთ რა შეგიყვარდა მასში,ან რა მოგეწონა-თქო, დარწმუნებული ვარ ვერ გიპასუხებთ,რადგან თავადაც არ იცის რა გადატრიალება მოხდა მასში.
უყვარდა,მაგრამ მთელი გულით და სულით.იმ გოგონებს არ გავდა ნასკებივით რომ იცვლიდნენ შეყვარებულებს,თანაც მცირე ასაკში.
უყვარდა მაგრამ,უანგაროდ. იცოდა რა ტკივილის გადატანა მოუწევდა, და უწევდა კიდეც ყოველ დღე.მაგრამ მაინც უყვარდა.
თქვენ ვერ მიხვდებით რას გრძნობდა იგი ყოველ დილით,როდესაც სარკეში იხედებოდა და საკუთარ თავს უსვამდა კითხვას "რაღა მაინც და მაინც ის?" სწორედ ეს არის სიყვარული.
სამწუხაროა,როდესაც ის ადამიანი გიყვარს ვისაც ფეხებზე ჰკიდიხარ.
სამწუხაროა,რომ დღესდღეობით ასე ხდება,და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.
მაგრამ ის მაინც ბრძოლობდა,ბრძოლობდა თავისი სიყვარულისთვის და არ აინტერესებდა სხვისი აზრი. მორცხვი არ იყო,მაგრამ არც დიდად გადიდგულებული ქალიშვილი გახლდათ..
მასაც ჰქონდა გრძნობები და მასაც სტკიოდა.
აი,ბიჭის კი რა მოგახსენოთ..ავარდნილი იყო, და პოპულარობის ზენიტში..
სულ ცალ ფეხზე ეკიდა ეგ გოგოც,და სხვა დანარჩენიც..
მას ხომ ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ჰყავდა და გოგოებს ნასკივით იცვლიდა.

როდემდე ელოდა,კაცმა არ იცის..მაგრამ ბოლოსდაბოლოს ორი სიტყვის თქმა მაინც გაიმეტა ბიჭმა.. მაგრამ ნეტავ არაფერი ეთქვა..ნეტავ ისევ ისე ყოფილიყო ყველაფერი როგორც იყო..
მისმა მოწერილმა სიტყვებმა გოგონა მთლად გაანადგურა.
თითო ოროლა ცრემლი გადმოგორდა მის თვალზე და აწითლებული ლოყები დაასველა.
ოჰ,როგორ სტკიოდა გული! ღმერთმა იცის.. როგორ უნდოდა ახლა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო.
თვალები დასიებული ჰქონდა,ცხვირი აწითლებული. ფეხშიშველი წამოდგა ლოგინიდან და სადარბაზოს კარი გამოაღო..ნელა ჩადიოდა კიბეებზე, და არ აინტერესებდა რომ გაცივდებოდა.

თავსხმა წვიმა იყო..გოგონა კი თამამად მიაბიჯებდა ქუჩაში.ყველა მას უყურებდა,მაგრამ ეს სულაც არ აინტერესებდა.
ელენე კვლავაც ნელა აგრძელებდა სიარულს და საბოლოოდ არც მან იცის როგორ,სახურავზე აღმოჩნდა.
ნეტავ გენახათ რა ლამაზი და საოცარი ხედი იშლებოდა იქიდან! ნეტავ გენახათ,როგორ იღიმოდა ელენე მის დანახვისას..
იღიმოდა..იღიმოდა..

შემოდგომის ბოლო იყო..ციოდა,მაგრამ მზის სხივი მკრთალად ანათებდა არემარეს..

***
ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს.ყველა საუბრობს მასზე,თუმცა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მათი დანახვა.

***

ღრმად ჩაისუნთქა ელენემ და ლოცვა დაიწყო..ღმერთს ევედრებოდა რომ ბედნეირება მოეტანა მისი საყვარელი ადამიანებისთვის..
ბოლოს იქვე მიგდებული ცარცის ნამსხვრევი აიღო და წერას შეუდგა..
"მკერდიდან გული ამომაცალეთ სპირტში ჩადეთ და მიეცით..უთხარით რომ ნაზად მიყვარდა"
ნაპოლეონის სიტყვები გაიხსენა ელენემ და კვლავაც გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან.

ღრმად ამოისუნთქა და ფეხები მიაჩოჩა კიდესთან..
ეჰ,ერთ დროს როგორ სისულელედ ეჩვენებოდა ეს ბანალურობები..სხვებს დასცინოდა ხოლმე,სხვის გამო რა სისულელეაო..მაგრამ ახლა დრო დაუდგა ისეთი..
თვალები დახუჭა და ოცნებებით დატვირთული თამამად შეუერთდა ჰაერს!

***
შემოდგომას გაუცვივდა ფოთლები,
და ამ სულშიც არაფერი არ ხდება,
თუ ასრულდა ჩემი ყველა ოცნება,
იცოდეთ რომ ერთიანად ახდება!
***

კაციშვილმა არ იცის ბიჭისგან მოსულ შეტყობინებაში რა ეწერა..
მაგრამ რაც მთავარია,გოგონამ ოცნება აისრულა და მან იწამა სიყვარულის..
***

ჰაერმა ნელა,ფარფატით დასვა მიწაზე..
მისი თვალები ბნელმა მოიცვა.



№1 სტუმარი black

Didi araa magram gemrielia chemogogo

 


№2  offline წევრი მოლურჯო

რა დავწერო?! საკუთარი თავი გამახსენდა
ასე ვარ ალბად უარესად
შემიყვარდა და ვინანე
ვნანობ აბსოლიტურად ყველაფერს
ცრემლები წამომივიდა გული გამიცივდა რომ წავიკითხე
და დამერწმუნე რომ ამ ისტორიას ჩემზე კარგად ვერავინ ვერასდროს გაიგებს
უბრალოდ ეს იყო ძალიან სევდიანი ისტორია რომელზეც შეიძლება თქვან რომ ასეთი სიყვარული არ არსებობსო
--------------------
მარიამი

 


black
Didi araa magram gemrielia chemogogo


ნუუ,შენ როგორც ჩემი ერთგული მკითხველიი არმღალატოობ ^^ მადლობა დიდი love

გიჟი - ♥♥♥
რა დავწერო?! საკუთარი თავი გამახსენდა
ასე ვარ ალბად უარესად
შემიყვარდა და ვინანე
ვნანობ აბსოლიტურად ყველაფერს
ცრემლები წამომივიდა გული გამიცივდა რომ წავიკითხე
და დამერწმუნე რომ ამ ისტორიას ჩემზე კარგად ვერავინ ვერასდროს გაიგებს
უბრალოდ ეს იყო ძალიან სევდიანი ისტორია რომელზეც შეიძლება თქვან რომ ასეთი სიყვარული არ არსებობსო



სამწუხაროდ :// უღრმესიმადლობა დადებითი შეფასებისთვის love

 


№4  offline წევრი Elenikoo

ჩემი თავი ვიცანი,მარტო მე არ ვყოფილვარ ასე (( <33

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ჰო, მაგრამ ეს ჩანახატია და არა ისტორია.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


წითური გოგონა
ჰო, მაგრამ ეს ჩანახატია და არა ისტორია.


ვფიქრობდი მაგრამ ბოლოს მაინც ისტორიის კატეგორიაში მოვათავსე..გავითვალისწინებ love

 


№7  offline წევრი flightless bird

ძალიან კარგი იყო love
--------------------
თ.ნ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent