შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარულავა (ნაწ.2)7


30-03-2015, 22:19
ავტორი niakoo
ნანახია 6 484

-დაჩი მალეეე!- ვიყვირე მეათასედ.
- კაი კატო რა გჭირს?- კიბეებზე ძლივს ჩამოეტია ფარულავა.
- გასვლა მინდა რააა- დაბღვერილმა გავიხედე გარეთ.
- წავიდნენ ყველა?- სასტუმრო ოთახს მოავლო თვალი ფარულავამ.
- ხოო რაა შენ კიდე გძინავს!
- კაი კაი წამო..
ხელი გადამხვია ფარულავამ და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
უკვე შუადღის ორი საათია, ყველა წავიდა სასეირნოდ ჩემი და დაჩის გარდა მიზეზი მარტივია დაჩის ეძინა.
- ლამაზი ადგილია ხო?- მთებს გახედა ფარულავამ და სათვალე თავზე გადაიტანა.
- ხოო...- ხედით მონუსხულმა ჩავიჩურჩულე.
- შეგცივდება- ჩე,ზე გადახვეული ხელით წამომამხო კაპიუშონი დაჩიმ.
- არ მცივა..
- კაი დავათვალიეროთ რა სულ და სადმე რამე ვჭამოთ!
- კაი! ნეტა ისინი სად არიან?
- რა აზრი აქვს, წამო რაა..
ულამაზესია აქაურობა მართლა, მანამდე დავბოდიალობდით მთებში სანამ ფეხები არ დამაწყდა, მერე დაჩის კუჭმაც ამოიღო ხმა და რესტორნის მაგვარ რაღაცაში შევედით. დაჩიმ მსუყე შეკვეთა მისცა და მე მომიბრუნდა.
- მოგწონს ხო აქაურობა?
- ხო..
- ქორწილი აქ გადავიხადოთ!
- აქ?
- ხო აქ!
- ცივა !
- დათბება..
- მერე აქ მთებში რანაირად?
- აი ასე ღია ცის ქვეშ..
- თეთრი კაბით მე ? ნუკა გაააფრენს..
- არაფერი მოუვა.. ივლის როგორმე..
- მაშინ პატარას დაბადებას უნდა დაველოდოთ!
- ან ამ ორ თვეში მოვასწროთ..
- ეს ორი თვე არ ეთბილება!
- კატო მიზეზს ეძებ რომ ქორწილი გადაავადო? რამდენჯერაც ვცადე მელაპარაკა ჩვენს ერთად გადასვლაზე იმდენჯერ ბანზე ააგდე სიტყვა ამიხსნი რატომ?- აშკარა გაბრაზება გაერია ფარულავას ხმას, ეს ტონი ხუთი წელია არ მსმენია, მისი გაბრაზება მახსოვს როგორიცაა და არანაირად არ მინდა ახლა გაცეცხლებული ფარულავა.
- არა, უბრალოდ ვფიქრობ რომ ადრეა!
- ადრეა?- ისეთი ირონიით გაიცინა რომ მართლა შემეშინდა ჩხუბის- ხუთი წელი გავიდა კატო, ამხელა დროს გავუძელით, ისე გავაგრძელეთ ურთიერთობა თითქოს არც არაფერი ყოფილა და ფიქრობ რომ ჩვენთვის კიდევ ადრეა?
- დაჩი სულ ერთი კვირაა რაც ჩამოხვედი.
- კატო საკმარისია- იყვირა ფარულავამ- 18 წლის ღლაპივით იქცევი გათხოვების და ოჯახის რომ ეშინია!
- არ მესმის რატომ ყვირი?- მეც დავკარგე მოთმინება- 23 წლის ვარ მაგრამ მაინც მეშინია და რა არის გასაკვირი? გავიდეს ცოტა დრო რა გეჩქარება ვერ გავიგე..
- მინდა რომ ჩემთან იყო!
- ისედაც შენთან არ ვარ?
- კატო მეღადავები? ხო ჩემთან ხარ და რაა? ხელიხელჩაკიდებულები დავდივართ ქუჩებში და ვსეირნობთ თიოთქოს 13 წლისები ვიყოთ, ჩუმად შეხვედრებიღა გვაკლია და ეგაა..
- აბა რა გინდა ვერ გავიგე, აუციელებელია შენთან გადმოვიდე?
- კი მააგს ვერ ხვდები?
- მე უბრალოდ დრო მჭირდება! დალაგდეს ყველაფერი..
- არ გაქვს დრო!
- რას გულისხმობ?
- იმას რომ არ გაქვს! აქედან ჩავალთ და შენ ჩემთან ერთად გადმოხვალ..
- ხოო? შენწარმოიდგინე და არ გადმოვალ.. თუნდაც იმიტომ რომ ამას ასეთი ტონით აცხადებ..
- მაგასაც ვნახავთ!
- იცი რა? ზუსტად ისეთი ხარ როგორიც ხუთი წლის წინ იყავი- ფეხზე წამოვდექი და ტელეფონს დავწვდი.
-დაჯექი- გამოსცრა ფარულავამ.
ყურადღბა არ მიმიქცევია მისი მორიგი ბრძანებისთვის, სწრაფად დავტოვე რესტორანი, გასაგებია უნდა ერთად ვიცხოვროთ მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაითვალისწინოს, ჯერ კიდევ არეული მაქვს ყველაფერი, 5 წელი დიდი პაუზაა ასე უცბად ვერ გადავალ დაჩისთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ მიყვარს, მისი მართლა მესმის მაგრამ ტონმა საშინლად გამაღიზიანა.. ვერ მიბრძანებს რა გავაკეთო, ეს ორივეს გადასაწყვეტია და არ ვაპირებ ისევ ისე ვიარო ფარულავას ბრძანებებზე როგორც ადრე.
-რას აკეთებ?- მხარში ჩამავლო ხელი დაჩიმ და თავისკენ მიმატრიალა.
- მივდივარ - ვიყვირე გაბრაზებულმა.
- ტონი!
- დაჩი რა გჭირს?
- გითხარი რაც!
- და მაგიტომ ასე უნდა მელაპარაკო? არ შეგიძლია ერთხელ მაინც გაითვალისწინო რას ვფიქრობ მე?
- კატო მინდა რომ ჩემთან იყო..
- მე მინდა რომ დრო მომცე!
- ამის დედა *** რა ჯანდაბად გინდა ეს დრო? ეჭვი გეპარება ჩემს სიყვარულში?
- მაგას როგორ მეკითხები?
- მაშინ რა?
- არაფერი- თავჩახრილმა ჩავიბუტბუტე, არ ესმის რად მინდა დრო, ალბათ ვერც სხვა გაიგებს, მეც არ მესმის უბრალოდ მინდა რომ ცოტა დრო გავიდეს..
- კაი ვსო- ჩამჩურჩულა დაჩიმ და ჩამეხუტა.- ბოდიში!
- მეც მაპატიე კარგი? უბრალოდ შენი ეს ტონი..
- კატო ვერც წარმოიდგენ როგორ ვერ ვიტან ღამეს შენს გარეშე, მითუმეტეს დილა მძულს..
- დაჩი ძალიან მიყვარხარ!
- ვიცი- გამიღიმა ფარულავამ და მაკოცა.
- წავედით- ჩავიბურტყუნე და ხელზე დავქაჩე მომღიმარ ფარულავას.
- მართლა ბავშვი ხარ !
- ოოოო...
- კაი ვსო ჩხუბი აღარ მინდა- ხელები აწია დაჩიმ და გამომყვა.
სახლში მისულს ნუკა გაბუსული დაგვხვდა, დუდას ღიმილმა გვამცნო არაფერია სერიოზულიო, თურმე ნუკას ქლიავი უნდოდა და დუდამ ვერ იშოვა, ან საიდან იშოვიდა.
- კაი ნუკ საიდან მოვიტანო რაა!- აუბუზღუნდა დუდა.
- არსადაა ხილის მაღაზია?
-მთაში ვართ გოგო!
- მერე რაა!
- ნუკა ბავშობ ეხლა !
- კაიიი..
- შემირიგდი?
- ნწუ!
- ნუკაა ..
- ხოოო!
- შემირიგდი?
- თბილისში რომ ჩავალთ მიყიდი?
- ვაბშე მთელს ქლიავს- გაეკრიჭა დუდა.
- მაშინ კაი!- კალთაში ჩაუხტა უკვე მომღიმარი ნუკა და ყელში ხმაურით აკოცა.
- გადამრევთ თქვენ სანამ არ დაიბადება- ჩაიბურტყუნა დუდამ.
- კაიიი და სახელებზე იფიქრეთ?- კითხა ლენკაზე ჩახუტებულმა გიომ.
- კი და თუ ბიჭი იქნება ნიკოლოზს დავარქმევთ ნიკას საპატივსაცემოთ, თუ გოგო იქნება არ ვიცი ლილე მინდა!
- კარგი არჩევანია- მოეწონა ლენკას.
- ხო ხო?- ჩაეკითხა ნუკა.
- ხო- თავი დაუქნია და გიოს ახედა გახარებულმა.
-რაო?-თბილად კითხა გიომ.
- ჩვენ რა უნდა დავარქვათ?
-რა?- წამოიყვირა ლაშამ.
- როცა გვეყოლება- სწრაფად დაამატა ლენკამ.
- თუ ბიჭი იქნება ქაიხოსრო უნდა დავარქვა..- სერიოზული სახით გამოაცხადა გიომ
- რააა?- სწრაფად მოშორდა ლენკა.
- პაპაჩემის სახელია ძალიან მიყვარდა!- გაეცინა გიოს.
- აუ ისე მააგრია ბავშვი რო გაიჩითება და ქაიხოსრო მქვიაო- გადაბჟირდა დუდა.
- აუ რააა !- აბუზღუნდა ისევ ნუკა.
- ეხლა რაღა გინდა?- წარბაწეულმა გახედა დუდამ.
- არაფერი, ან ძილი დავიღალე- ჩაიბუზღუნა ხმადაბლა და დუდას მხარს თავი მიადო.
- გეძინება კუსკუს?- გაიცინა დუდამ.
თვაებმინაბულმა დაუქნია უკვე ცოლმა თავი დუდას, ქმარსაც ჩაეცინა, ნუკას ხელები მოვია და ფეხზე ადგა, ხელში აყვანილს თითქმის ჩაძინებულს ისეთი თბილი ღიმილით დახედა დუდამ მეც გამეღიმა, პატარა ბავშვივით აკონწიალებული წაიყვაან საძინებლისკენ და სულ დაავიწყდა ძილინებისა ესურვებინა ჩვენთვის.
- ესენი და ესე? ვინ წარმოიდგენდა - გაეცინა ლენკას.
- აუ რას ხოცავდნენ ერთმანეთს?- ხელი აიქნია ლაშამ.
- მართლა საოცრება იყო ამათი ურთიერთობა- დავეთანხმე ლაშას.
- ოჰ თქვენი ხო!
- რაა?- დავეჯღანე ლენკას და ფარულავას ავხედე ღიმილით, მასაც გაეღიმა, ნელა შემახო ტუჩები შუბლზე და ფეხზე წამოდგა.
- წავიდეთ რა ჩვენც- ხელები გაშალა დაჩიმ და დაამთქნარა..
- კაი- სწრაფად ავდექი ფეხზე და დაჩის ამოვუდექი გვერდით.
- მე შევდივარ პირველი აბაზანაში!- სწრაფად წავედი ოთახისკენ და დაჩის კარი ცხვირწინ მოვუხურე.
-ოთახში მაინც შემომიშვი!- მომესმა კარს მიღმა დაჩის სიცილნარევი ხმა.
- ნწუ! აივანზე გადი სუფთა ჰაერი ცაყლაპე.
- გავიყინები გოგო!
- არაფერი მოგივა!- გავძახე და აბაზანაში შევვარდი.
ფიქრი მჭირდება და ცხელი წყალი მეხმარება, მართლაც და მართალია დაჩი რატომ არ უნდა გადავიდე მასთან? ხომ ვიცი რომ არ არსებობს სხვა გზა ფარულავას იქით! არ იქნება არავინ და ერთად ვოქნებით სულ, რა აზრი აქვს ეხლა გადავალ თუ ერთ თვეში? სისულელეა შიში როცა დაჩია შენთან ერთად.
ფარულავას დიდი კაპიუშონიანი ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე გავედი, მშვიდად იჯდა დაჩი სავარძელში, მთებს უყურებდა და ალბათ რაღაც მნიშვნეოვანზე ფიქრობდა ვერ შემამჩნია.
- არ გცივა?- ვკითხე და პლედი გავშალე.
- მოდი რა- ხელი გამომიშალა დაჩიმ და ჩვეული ჟესტით ჩამაჯინა მის კალთში.
- სველი თმით გამოხვედი?- გაბრაზებული დამაკვირდა სახეზე და კაპიშონი წამომაფარა, პლედშიც პატარა ბავშვივით გამახვია და გულზე მიმიხუტა.- კატო!
- ხო!
- გამომყვები ცოლად?
სწრაფად მოვაშორე თავი ფარულავას მკერდს და დაჩის თვალებში ჩავხედე, ახლა უარი რომ ვთქვა ყველაფერს ავურევ, გავაფუჭებ იმას რის დალაგებასაც 5 წელი დაჭირდა.
- ჩემს პასუხს ელოდები თუ როგორც ყოველთვის სხვა გზა არ მაქვს?- გავუღიმე დაჩის.
- როგორც ყოველთვის- ჩაიჩურჩულა ფარულავამ და ჩვენი მეხუთე კოცნა, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის, დაჩისთვის და ჩვენთვის.

ბედნიერება არ მოდის თავისით, დიდ ბედნიერებას უკან დიდი ტკივილი აქვს მაგრამ ტავარია რომ უკან !
დაიმახსოვრეთ ცხოვრება გაძლევთ იმას რასაც იმსახურებთ!
მე დაჩი დავიმსახურე !
სიყვარეული დავიმსახურე რომელსაც ყველა ეძებს და ცოტა პოულობს.
გაინტერსებთ რა არის სიყვარული? ჩემთვის დაჩია სიყვარული!
მთავარია იყო ბედნიერი, ყველა გაივლის დიდ ტკივილს..
ყველა დაეცემა!
ყველას ექნება მომენტი როდესაც იტყვის რომ მორჩა!
დამთავრდა და ვეღარ შეძლებს მაგრამ ..
მთავარია წაქცეული ადგე, ბრძოლა გააგრძელო,
მთავარია გიყვარდეს და უყვარდე!
მერე დალაგდება ყველაფერი!
იმიტომ რომ ის იქნება შენთან!


............. დასასრული !



№1 სტუმარი ani

დამთავრდაა?? what ქორწილი მაინც ყოფილიყო ან ბავშვები ან რამე რავიცი sad

 


№2  offline წევრი niakoo

ani
დამთავრდაა?? what ქორწილი მაინც ყოფილიყო ან ბავშვები ან რამე რავიცი sad

არაერთხელ ავღნიშნე რომ არ ვაპირებდი საშილიშვილოდ გაგრძელებას, ჩვეულებრივი ქორწილის აღწერას რაა აზრი აქვს? თანა ცხოვრებას კი ვერ დავწერ ნამდვილად არ შემიძლია...

 


№3 სტუმარი ani

niakoo
ani
დამთავრდაა?? what ქორწილი მაინც ყოფილიყო ან ბავშვები ან რამე რავიცი sad

არაერთხელ ავღნიშნე რომ არ ვაპირებდი საშილიშვილოდ გაგრძელებას, ჩვეულებრივი ქორწილის აღწერას რაა აზრი აქვს? თანა ცხოვრებას კი ვერ დავწერ ნამდვილად არ შემიძლია...

love მაინც კაი იყოო love ვგიჟდები ამ მოთხრობაზეეე love

 


№4  offline წევრი nuki-nuka

არ მოველოდი დასასრულს, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი გოგო ხარ.
მიყვარს ეს ისტორია და დაჩი wink

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე გავგიჟდები რამაგარი იყოოოო <3 რა საყვარელია დაჩიიი <3

 


№6  offline წევრი niakoo

myself
ნიაკოო... ყოჩაღ! <3
ნამდვილად რომ კარგი იყო, ძალიან კარგად დაიწყე და ძალიან კარგად დაასრულე, ყოჩაღ!
გაგრძელება და ზედმეტი გაწელვაც არ არის საჭირო, ძალიან კარგ დროს დაასრულე.
ყველაფერი ძალიან კარგად აღწერე და გადმოეცი.
მათ სიყვარულს ნამდვილად დიდი ძალა აქვს, მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებს!
ძალიან აზრიანი ისტორია იყო.

გეთანხმები, ვფიქრობ რომ ამ ისტორიამ თავისი სათქმელი თქვა უკვე და აღარაა საჭირო გაწელვები და ამბები თანაც ახალი მაქვს დაწყებული და იმაზე ვარ გადართული მთლიანად

 


№7 სტუმარი Gggfffrrr

Auuu dzaan gtxovvv is istoria dadee dgess raaaaaa dzaan dzaan gtxovvvv martla dzaan mainteresebs da gtxovvvvvvvvvvvvvvvvvvvv dgess dadeeee

 


№8  offline წევრი niakoo

Gggfffrrr
Auuu dzaan gtxovvv is istoria dadee dgess raaaaaa dzaan dzaan gtxovvvv martla dzaan mainteresebs da gtxovvvvvvvvvvvvvvvvvvvv dgess dadeeee

კაიი დაწერილი მაქვს უკვე და დავდებ ეხლა ! love

 


№9 სტუმარი niako123

ჰეიიი,სეხნიავ, უმაგრესიხარ ❤ძალიან მიყვარს და დააკლდება თვალს ფარულავა (((( ისე გარდაქმნას არ გააგრძელებ? ნოემბერსჰში დავიწყე ამ საიტზე კითხვა და მეორე მოთხრობა ეგიყო,გული დამწყდა როაღარ იდებოდა,იმედია განაგრძობ ❤

 


№10  offline წევრი niakoo

niako123
ჰეიიი,სეხნიავ, უმაგრესიხარ ❤ძალიან მიყვარს და დააკლდება თვალს ფარულავა (((( ისე გარდაქმნას არ გააგრძელებ? ნოემბერსჰში დავიწყე ამ საიტზე კითხვა და მეორე მოთხრობა ეგიყო,გული დამწყდა როაღარ იდებოდა,იმედია განაგრძობ ❤
bodishi magram gerevi vigacashi farulava chemi pirveli istoriaa da meore axla daviwye !

 


№11  offline წევრი Somebody

ძაან მაგარი გოგო ხარ <3 არ გესწავლება ეგ ჩვენგან *_* რაც შეეხება ისტორიას თავისი სათქმელი ბოლომდე თქვა ეს რო გავეგრძელებინა ქორწილებით და რაღაცეებით კაიიქნებიდა შეიძლება მაგრამ ასეთ დასასრულს არაფერი არ ჯობია '_' ჰოკიდე ძაან მაინტერესებს რაიქნება შემდეგი იმას ველოდები აი ისე გამოცსებს რო არვუცდი ისე და იმედია არცმოვა :D '_' ნუმოკლეთ ძააან მაგარი გოგო ხარ რა!
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№12  offline წევრი niakoo

vampire1193
ძაან მაგარი გოგო ხარ <3 არ გესწავლება ეგ ჩვენგან *_* რაც შეეხება ისტორიას თავისი სათქმელი ბოლომდე თქვა ეს რო გავეგრძელებინა ქორწილებით და რაღაცეებით კაიიქნებიდა შეიძლება მაგრამ ასეთ დასასრულს არაფერი არ ჯობია '_' ჰოკიდე ძაან მაინტერესებს რაიქნება შემდეგი იმას ველოდები აი ისე გამოცსებს რო არვუცდი ისე და იმედია არცმოვა :D '_' ნუმოკლეთ ძააან მაგარი გოგო ხარ რა!

დაყწბული მაქვს მეორე უკვე არ წაგიკითხავს?

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რაღაც სასწაულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent