შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(15თავი)


22-04-2016, 16:34
ავტორი niino
ნანახია 2 548

დილას კარგა ხანს ინებივრა აბაზანაში ნანა,თავისუფლად გამოეწყო და თინასთან წავიდა..მერე ექიმთან წავიდნენ,ექიმიდან გამოსულმა თინამ გადაწყვიტა მაღაზიებში გავიაროთო..კარგა ხანს დადიოდნენ ბოლოს დაღლილებმა ძლივს მოაღწიეს სახლამდე
თინამ ნანას არ დაანება და უამრავი ტანსაცმელი უყიდა,ლანაც არ დავიწყებია,ლანას დაურეკეს და ნახევარ საათში თქვენთან ვიქნებიო უთხრა...თინამ წამლები დალია შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლეს და ნანამ უგემრიელესი სალათი გააკეთა..კარზე ზარი გაისმა
-მე გავაღებ ლანა იქნება-ნანა
კარი გააღო და კურიერი ნახა რომელსაც ორი ლამაზი თაიგული ეჭირა,ერთი მინდვრის ყვავილების მეორე წითელი ხასხასა ვარდების..
-ეს თქვენ მოგართვეს ქალბატონო..ნანა გაოგნდა,გამოართვა თაიგულები და გაოცებული შევიდა სამზარეულოში.
-რა ლამაზი თაიგულებია-თინა
-ბარათი დევს-თქვა ნანამ და გახსნა ბარათი რომლებიც ვარდებში იდო
-მომენატრე ნანა....ახლა მეორე ბარათი გახსნა
-ჩემგან დიდი პატივისცემით ქალბატონო თინა..ნანა მიხვდა რომ ნიკასგან იყო..
-ეს თაიგული შენია თინა ნიკამ გამოგვიგზავნა- თქვა გაღიმებულმა..
-არ ხუმრობს ეგ ბიჭი-თინა ამასობაში კარზე ისევ გაისმა ზარი და ლანა შემოქოთქოდა..როგორც კი თაიგულებს მოკრა თვალი ეგრევე ბარათებს სტაცა ხელი
-იდიოტი მე რატო არ გამომიგზავნა-აბუზღუნდა ლანა
ყველას გაეცინა..
-დღეს მაღაზიებში ვიყავით და შენც გიყიდეთ რაღაცეები იმედია მოგეწონება ლანა-თინა..
-ოო ეს მომწოონს..აბა მაჩვენეთ გამძვრა სული..ნანამ გამოუტანა ყველაფერი
-თინას არჩეულებია იცოდე-ნანა....ლანა აღფრთოვანებული ათვალიერებდა ყველაფერს..
-ჩემო თინიკო ვინც შენზე იტყვის ბებერიაო ჩემი ხელით მივახრჩობ,ჯერ ერთი როგორი თანამედროვე გემოვნება გაქვს,მეორეც ჩემი გემოვნებაც როგორ იცი..არა რაა ყველაფერი მომწონსს-გახარებული ჩაეხუტა თინას...საღამომ მხიარულად ჩაიარა..
-ნანა მგონი შენი ტელეფონია-თინა
დახედა ნიკა ურეკავდა..
-გისმენ-ნანა
-საღამომშვიდობისა ნანა-ნიკა
-სალამი-ნანა
-მოგეწონათ ყვავილები-ნიკა
-კი ულამაზესია,მადლობა
-არაფრის,სახლში მიდიხარ თუ მანდ რჩები?-ნიკა
-არა სახლში მივივარ-ნანა
-გამოგივლი და მე გაგიყვან-ნიკა
-არა ნუ წუხდები ტაქსით წავალ-ნანა
-არა გამოვდივარ და მანდ დამელოდე-ბრძანებასავით გაისმა ნიკას ხმა და გაუთიშა..
ლანამ უთხრა მეც შენთან წამოვალო რაც ძალიან გაუხარდა ნანას..
-ნანა შენთვის სიურპრიზი მაქ ჩემო გოგო,იმედია გაგიხარდეაბა და უარს არ იტყვი-თინა..
-რახდება თინა-ნანა
-ხო გინდოდა გესწავლა უნივერსიტეტში?ყველაფერი მოვაგგვარე და სექტემბიდან ჩაერთვები სტუდენტურ ცხოვრებაში..
ნანას ამის გაგონებაზე აეტირა თინამ გულში ჩაიკრა და მოეფერა...
-მადლობა თინა,მეუხერხულება ძალიან-აღელდა ნანა
-რას ამბობ ჩემო კარგო,შენ ჩემი შვილიშვილი ხარ,ჩემი ნანა,შენ სხვად არ გთვლი..ასე რომ ეგ მეორედ არ თქვა,ყველანაირად დაგეხმარები და მინდა ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში,უბრალოდ შენგან ვითხოვ უფრო მეტ გახსნილობას და არავითარ მორიდებას..მორჩი ეხლა და დამშვიდდი..ყველაფერი გამოგივა მე მჯერა ამის და თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს
-ქალბატონებო მეც აქ ვარ რომ იცოდეთ-აბუზღუნდა ლანა
-მოდი მოდი შენც ჩემი გოგო ხარ,აბა რაა-ლანაც გულში ჩაიკრა თინამ..ნიკას სმსზე გოგოები დაემშვიდობნენ თინას და მანქანაში ჩაჯდნენ..ნიკა მიესალმა გოგოებს და ნანას სახლში მალევე მივიდნენ..ლანა გადახტა მანქნიდან ეგრევე
-მარტო დაგტოვებთ გვრიტებო-ლანა,ნიკას ჩეღიმა
-ამოდი ყავა დავლიოთ-სიჩუმე დაარღვია ნანამ
-სიამოვნებით-ნიკა მანქნიდან გადავიდა და სადარბაზოში შევიდნენ,მოულოდნელად ხელი ჩაავლო ნანას და ზედ აიკრა
-მომენატრე-ესღა უთხრა და ტუჩებზე დააცხრა ნანას
-სირცხვილია ვინმე გვანახვს-თავი დაიძვრინა ნანამ
ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ავიდნენ სახლში..ნანამ ყავა გააკეთა,ლანამ მეძინებაო და ოთახში ავიდა,წყვილი მარტო დატოვა..ლანას ამ ქმედებას ორივე მიხვდა მაგრამ არაფერი უთქვამთ...
-ხვალლამაზ ადგილას მინდა წავიდეთ-
-სად?-ნანა
-ხვალ ნახავ-თვალი ჩაუკრა ნიკამ
კარგა ხანს იასუბრეს,გაიხსენეს ყველაფერი რაც მათ თავს მოხდა ნანას მიმტანობის დღიდან,.გაეცინათ...
-გვიანია,წავალ,შენ კი დაისვენე-წამოდგა ნიკა და ნანას მიუახლოვდა,ხელი წელზე შეუცურა და ზედ აიკრა თან მის მკერდს ხარბად ააყოლა თვალი..
-რას აკეთებ,ლანაც არის აქ-თავის დძვრენა სცადა ნანამ,ნიკა მიხვდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა,უფრო მიიკრო ზედ მისი სხეული და ვნებიანად უჩურჩულა ყურთან
-ლანას ძინავს,ასე რომ ნუ ფართხალებ-პასუხს არ დალოდებია ისე დააცხრა ტუჩებზე და მომთხოვნად უკოცნიდა,ნანამ ხელი მკერდზე მიაბჯინა მაგრამ უშედეგოდ..ნიკამ ნაზად დაუწყო კოცნა,ნანა მოეშვა და ხელები მოხვია კისერზე.ნიკა ყელს ჩაუყვა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა,ოდნავ წაკბინა ქვედა ტუჩზე და ოდნავ მშორდა..ნანას თვალები მიელულა და ღრმად სუნთქავდა,შემდეგ გონს მოეგო
-შენი წასვლის დროა-ძლივს ამოთქვა
კარებამდე მიაცილა ნიკა,მან ისევ მკლავებში მოიქცია და მოწყვეტით აკოცა...საძინებელში უხმაუროდ შევიდა არ უნდოდა ლანას გაღვიძებოდა თან ტუჩებზე ხელს ისვამდა..
-ნუ დაფათურებ ტყუილად არ მძინავს გოგონი-გასიმა ლანას ხმა..
-მეგონა გეძინა..იმასაც მივხვდი რომ სმეციალურად მოიმიზეზე ძილი-უთხრა ნანამ და ჩაუგორდა ლანას ლოგინში..
-არაფერს იტყვი?ლანა
-რა გითხრა ლანა? დავიჯერო არ გვითვალთვალებდიი-სიცილით უთხრა ნანამ
-ხოო მართალი ხაარ და ეს იმიტომ გავაკეთე,რომ ხო გაგიგია გაგონილს ნანახი ჯობიაო-თვალები მოწკურა ლანამ,რაზეც ორივეს გულიანად გაეცინათ..ნანა თავს ბედნიერად გრძნობდა,როცა ახსენდებოდა სწავლას იწყებდა,უფალს მადლობას სწირავდა,რომ ისეთი კარგი მეგობრები ყავდა როგორიც თინა და ლანა იყო..მათი იმედი ჰქონდა ამქვეყანაზე და ჰქონდა უფლის იმედი......................
დილა ხალისით დაიწყო..ლანა სამსახურში წავიდა,ნანა თინასთან...შუადღეს თინამ გაანთავისუფლა ნანა,თვითონ ნონასთან მიდიოდა...
-თინა ნონა მომიკითხე-უთხრა თბილად ნანამ
-აუცილებლად ჩემო გოგო-თინა
კარგი მზიანი დღე იყო და ნანა ფეხით დაუყვა სახლისკენ გზას...პარკთან სოსო ნახა რომელიც ტელეფონზე საუბრობდა
-სალამი სოსო როგორ ხარ?-ნანა
-ვა ნანა გამიხარდა შენი ნახვა,შენ როგორ ხარ?-გადაკოცნა ნანა
-არამიშავს,სახლში მივდიოდი და გნახე-ნანა
-კარგი გოგო ხარ რომ არ ჩამიარე-გაეღიმა სოსოს..
-წამო ყავაზე გეპატიჟები-ნანა
-სიამოვნებით ნანა მაგრამ თეონას შევუთანხმდი შეხვედრაზე და მაგას ველოდები-სოსო
-მერე რა მეც დაველოდები და ჩემთან ავიდეთ-ნანა
-კარგი,მალე მოვა თეონა-სოსო
სკამზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს..სოსო ბევრს ხუმრობდა,რაზეც ნანა გულიანად იცინოდა...სოსო ტელეფონი ახმაურდა
-ხო თეო-სოსო
-ხო კარგი,მოვდივარ,ნანა არის ჩემთან და ყავაზე დაგვპატიჟა....ხო კარგი გადავცემ.....კი გამოვდივარ..
-ნანა სამწუხაროდ ვერ მოდის თეონა.იქით უნდა მივიდე,ვერ ახერხებს გამოსვლას,მოგიკითხა და სხვა დროს აუცილებლადო შემოგითვალა..
-კარგი,კარგი რა პრობლემაა,წადი არ ალოდინო და მეც მომიკითხე,გნახავთ კიდევ...გადაკოცნეს ერთმანეთი და დაემშვიდობნენ..ნანა სახლში წავიდა..
ნიკა ამდროს მანქანაში იჯდა და ნახა ნანა ვიღაც ბიჭს როგორ მიუახლოვდა,მერე საუბარი გააბეს,ნანა იცინოდა,მერე დაემშვიდობნენ ერთმანეთს....გადაკოცნეს..
-ხო ვთქვი რა ჩიტიც ბრძანდებოდი ნანა,მაგრამ არაუშავს მალე ჩამოგხსნი მაგ უცოდველის ნიღაბს-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნიკამ და ნანას დაურეკა...
ნანამ სახლში შესვლისთანავე აბაზანაში შეყო თავი,გამოსულზე მუხლებამდე ოდნავ გაშლილი ღია ცისფერი კაბა ჩაიცვა,თმები ზემოთ აიკრა და სამზარეულოში გაფრატუნდა..ამდროს ტელეფონის ხმა მოესმა..ნიკა იყო..
-ნანა მალე შენს სახლთან ვიქნები და მზად ხარ?ნიკა
-კი მზად ვარ-ნანა
-მზადაა ქალბატონი აბა რა-ჩაილაპარაკა ირონიულად ნიკამ....
მთაწმინდისკენ დაადგნენ გზას,ნანამ ისევ კითხა თუ სად მიდიოდნენ,მაგრამ ნიკამ არაფერი უთხრა..ნიკამ მაქანა გაჩერა და ნანას კარი გაუღო
-აი მოვედით-ნიკა
-ნიკა არ გითქვამს თუ რესტორანში მოვდიოდით,სხვანაირად ჩავიცვამდი,თითქმის სახლის ფორმაში ვარ-შეწუხდა ნანა
-არაუშავს ჩვენს გარდა არავინ იქნება-წელზე ხელი შეუცურა და შევიდნენ განათებულ დარბაზში,ვერამდაზე გავიდნენ სადაც მაგიდა იყო გაშლილი და ირგვლივ ვარდის ფურცლები იყო მობნეული,ამ სილამაზემ ნანას თვალი მოსჭრა..
-ღმერთო რა სილამაზეა-აღფრთოვანებით წამოიძახა და ლამაზი თვალები შეანათა ნიკას...
-ლამაზი შენ ხარ ნანა-ნიკამ უჩურჩულა ყურთან და ბაგეებზე წაეტანა..შემდეგ სკამი გამოსწია და ნანაც დაჯდა..დაბნეული იყო ნანა,მაგრამ სიხარულით თვალები უბრწყინავდა....შებინდებულზე ულამაზესი იყო თბილისი,ნანას თვალწინს ისეთი სილამაზე იშლებოდა,თვალს ვერ წყვეტდა..გონს ნიკას ხმამ მოიყვანა
-ნანა რას დალევ?
-მე,მე არ ვსვამ ნიკა-მორიდებით თქვა ნანამ
-არა,არა დღეს დალევ,ცოტა დავლიოთ სულ ცოტა-ნიკა,ნანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-შენ აარჩიე და ის დავლიოთ-ნიკა
-ვერ ვერკვევი დიდად სასმელებში-ნანა
-კარგი მაშინ წითელი ღვინო დავლიოთ-უთხრა ნიკამ და შეკვეთა მისცა,რომელიც მალე მოიტანეს...
-შენ გაგიმარჯოს ნანა-თქვა ნიკამ და ნანას მიუჭახუნა
-მადლობა-თქვა და სიწითლემ გადაკრა..ნიკამ მოსვა,ნანამაც მიბაძა,ცოტ-ცოტას სვამდნენ მაგრამ ეს ნანასთვის საკმარისი იყო რომ დაძაბულობა მოეხსნა...ნანა მაგიდიდან წამოდგა და მოაჯირს დაეყრდნო,გრილ ნიავს სახე მიუშვირა,ნიკა უყურებდა ნანას და თვალს ვერ სწყვეტდა,ნანა ულამაზესი იყო ამ კაბაში,თმა წელამდე სწვდებოდა რომელიც გვერდზე გადაეყარა,ნიკამ მეტი ვეღარ მოითმინა და უკნიდან მიუახლოვდა,ხელები მუცელზე შეუცურა და ზურგიდან აიკრა,თავი მის ყელში ჩარგო და ორივე გაიტრუნა..ნიკა ნანას სურნელის მეტს ვერაფერს გრძნობდა აი ნანას კი ნელ-ნელა სასმელი ერეოდა..უძრავად იდგა და თვალები მიენაბა...



№1  offline წევრი nucikela

კარგია გააგრძელე love ჩემი რჩევა იქნება დიალოგის ბოლოს არდაწერო სახელი ისედაც მისახვედრია ვინ რას ამბობს და სახელი აღარჭირდება winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent