შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებლააად....(სრულად)


25-06-2020, 10:49
ავტორი golden girl
ნანახია 1 312

დაუსრულებლააად..........(სრულად)

ზაფხულის საშინელი სიცხე იდგა თბილისში...ყველაფერს ბუღი ასდიოდა.უნივერსიტეტში ბოლო გამოცდების ციებ-ცხელება ემატებოდა,სტუდენტები დაზაფრულები ელოდებოდნენ ტანჯვის დასრულებას.
ნუცა ავალიშვილიც მათ შორის იყო.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მაღალ ქულებს იღებდა და არასოდეს შეურცხვენია თავი,მაინც შეშინებულს ჩაებღუჯა კონსპექტები და გულში შელოცვასავით ბუტბუტებდა ინგლისური ენის ისტორიის მასალებს.
ყველას გული მისდიოდა ამირან თოიძის ხსენებაზე.სულ რომ გადაბულბულებული გქონოდა მასალა,მაინც ძნელი იყო თოიძის წინაშე პასუხების გაცემა,მთელს უნივერსიტეტს აზანზარებდა მისი ხმა და ავტორიტეტი.
10 სტუდენტი გამოიძახეს სიის მიხედვით,ნუცაც მათ შორის.
-დაბრძანდით!-თოიძემ ისე შეჰკივლა,რომ რამის გულწასულები დაეცნენ ბავშვები.
-ღმერთო როდის უნდა შევწყვიტო ეს უაზრო ნერვიულობა,ხომ ყველაფერი ვისწავლე“-ბუტბუტებდა თავისთვის.საგამოცდო საკითხები აიღეს,ნუცას თვალები გაუნათდა,რათქმა უნდა ყველაფერი იცოდა.მაგრამ მაინც დაჯდა და თვალების ცეცება დაიწყო.თიკო ორჯონიკიძე გამოიძახა თოიძემ,ფუმფულა იყო ორჯონიკიძე,საყვარელი პუტკუნა ლოყებით.
იმდენი შეკითხვა დაუსვა საწყალ გოგოს რაც იცოდა ისიც დაავიწყდა.
„ორჯონიკიძე ! ამდენ ჭამას გერჩივნა გემეცადინა „ისეთი უკივლა თოიძემ,მუჭისხელა ცრემლები გადმოსცვივდა თიკოს.
„მიბრძანდი და სექტებმერში მოდი, ნასწავლი და წონაში დაკლებული ქალბატონო ორჯონოკიძე!“
ნუცას ძალიან შეეცოდა საწყალი გოგო,მუდამ დიეტაზე რომ იყო და შიმშილი ცხოვრების თანამგზავრად ექცია.
თოიძე აგრძლებდა ღრიალს და უცბად თვითონაც რომ ვერ მიხვდა ნუციკო ისე აღმოხდა საკმაოდ ხმამაღლა
„ღმერთო საიდან ამოსდის ეს ზარნაშოს ხმა ამ კაცს,დამუნჯდებოდეს ნეტა“.
უცბად ყველა მისკენ რომ შებრუნდა,მაშინ მიხვდა რომ საშინელება წამოროშა.თოიძე სათვალის ზემოდან უყურებდა გაგიჯებული მზერით.
„ადექი ქალბატონო ავალიშვილო ! გაბრძანდი გარეთ! როცა მოგენატრება ჩემი ხმა გამომიარე!
გაოგნებული ადგა ნუციკო.თვითონაც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.თავისი დიდრონი მწვანე თვალები გაუფარდოვდა,ხმა ვერ ამოიღო.მთლად ლურჯი იყო გარეთ რომ გავიდა.დაესივნენ ბავშვები „რა ხდება ნუცა?რა მოგივიდა?““ჩააიჭერი?
„ხოო,გამომაგდო. რაღაც წამოვროშე და......
იქვე კიბეზე ჩამოჯდა და როცა მიხვდა მთელი ზაფხული თოიძის შიშით უნდა ჩაშხამებულიყო,ისეთი ღრიალი მორთო მთელი IV კორპუსი შეძრა.
ფეხზე წამოხტა და გიჟივით გაიქცა.თავქუდმოგლეჯილმა გადაირბინა ჭავჭავაძე და ის იყო სამშვიდობოს გავიდა,რომ საიდანღაც მოტოციკლი გამოვარდა.....
გაიყინა ერთ ადგლიზე,ნაბიჯი ვეღარ გადადგა,წელამდე თმა ფაფარივით უფრიალებდა.თვალებზე ხელი აიფარა საშინელების მოლოდინში.....
„გოგო შენ ხომ არ აფრენ?“
„თავს იკლავ?“---ხმა ჩაესმა.
ცრემლით სავსე თვალები ააფახულა. კუშტად მომზირალი ლურჯი თვალები დაინახა ჩაფხუტიდან რომ იბღვირებოდნენ.
„მაპატიეთ,ესე გამოვიდა“-ამოიკნავლა და გაიქცა.
იჯდა ბიჭი და უყურებდა ,როგორ გაექცა ეს სილამაზე,ცხოვრებაში პირველად მოუნდა გოგოს გაკიდებოდა,მაგრამ ისე უცბად გაქრა ნუცა თვალსა და ხელს შუა, რომ ვერც კი გაინძრა.
„ფუ,ჩემი რა ს***ი ვარ ,გული გავუხეთქე.“კი გაიფიქრა და მოტოციკლი გიჟივით გააქროლა.
ნუცა გულგახეთქილი მივარდა ლიკოსთან.ვისთვის უნდა გაეზიარებინა თავისი დარდი,თუარა ლიკოსთვის,მისი ბავშვობის მეგობართან.ორივე კახეთიდან იყვნენ.ლიკო თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა და მაღლივში სწავლობდნენ ბოლო კურსსზე.
„რამ გაგაგიჟა და რას ბოდავდი.ეხლა ხომ მორჩენილი იქნებოდი გამოცდებს.ბოდვები დაგეწყო ხო..“
„არ ვიცი გოგო,ისე ყვიროდა და ამცირებდა ბავშვებს,რამის თავი გავუჩეჩქვე“.
„ყველაფერთან ერთად მოტოციკლმა რამის გამიტანა უნივერსიტეტიდან რომ გამოვრბოდი..“
„რაა? რას ამბობ ნუცა?“
„ხო ლიიკ,ტიპმა კინაღამ მცემა ისეთი მიყურებდა გამწარებული.“
„გიჯუა ხარ რა“.
**************
„რა იყო ბიჭო?რა გიჟის სიფათი გაქვს თოკო?რამე მოხდა კიდე ?“
„არა,გადავრჩი.მარა კინაღამ გოგო გავიტანე ჭავჭავაძეზე.ჩემი ბრალი არ იყო .წინ გადმომიხტა,მოვასწარი დატორმუზება.ტიროდა მაგრად,რავიცი რა ჭირდა.ისეთი ლამაზი იყო რამის გავეკიდე.ულამაზესიიი,გამომაშტერა.“
„გაკიდებოდი მერე,გამიკვირდებოდა რა....“
„უნდა გავყოლოდი,გამო******დი რა“
რა უნდა ექნა ნუცას,მთელი თავისი კონსპექტებიან-წიგნებიანად გაიქცა სიფელში.ენატრებოდა თავისი და-ძმა,მშობლები.წესიერად მაინს შეჭამდა დედის გაკეთებულ გემრიელობებს და ჰაერზე იმეცადინებდა.
ნუცა გარეგნობით დედას გავდა.ნატო ლამაზი ქალი იყო,ნახევრად პოლონელი.ზურა ავალიშვილი ნამდვილი ქართული გარეგნობით და ხასიათით,თბილისში იყო დაბადებულ გაზრდილი.ვერ აიწყო ცხოვრება ბუნებით პატიოსანმა კაცმა ქალაქში,გაუჭირდა სამი შვილის გაზრდა.ადგა და გადაბარგდა მშობლიურ კახეთში,ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა,თან პატარა ფერმა ქონდა.ცოლი ინგლისურს ასწავლიდა სოფლის სკოლაში.ასე სიყვარულით და პატიოსნად ზრდიდნენ შვილებს.
უფროსი გიგა იყო,ნუცა შუათანა,სოფო კი გვიან შეეძინათ და მათი ნებიერა იყო.
ზურა ავალიშვილის შიშით ნუცას ვერავინ უბედავდა რამეს სოფელში.ერთი ორმა კი გაბედა ხელის სათხოვნელად მმისვლა,მაგრამ ზურამ ისეთი უარი სტკიცა,მერე აღარავის შეუწუხებია.

„ლიკუუ...ჩავაბარეეე,გამწურა იმდენი კითხვა დამისვა.როცა მიხვდა რომ ზეპირად ვიცოდი წერტილ-მძიმიანად შემეშვა და დამიწერა ნიშანიიიი.მაგრამ არ შევარჩენ ზაფხულის ჩაშხამებას,შურს ვიძიებ თოიძეზე როცა იქნება.“
„რა გიჟუა ხაარ.ხომ არ დაგავიწყდა ხვალ რომ სანდროს დაბადებისდღეა.რაღაც სერიოზული პრობლემა ქონდა,მერე მოგიყვები და მაგისი კურსელი რომაა თორნიკე ყიფიანი,ეგ და მაგის ძმები დაეხმარნენ.ხოდა პურმარილს კისრულობს.“
„არ ვიცი,ვინ ყიფიანები გოგო,პირველად მესმის“.
„რა პირველად.თორნიკე ყიფიანი როგორ არ გაგგიგია,მაგარი სიმპატიური გიჟია .მაგის ძმები არ არიან ეგეთები,ეგენი მამას ეხმარებიან ბიზნესში.“
„კაი ხო რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება,შენ ძმას რა გაუძლებს რომ არ მოვიდე...“

„ბიჭებო ყველაფერი ჩემი სოფლისაა,ღვინოც მამაჩემის დაწურულია,ნაღდი კახური.უნდა დავთვრეთ მაგრად.ყველაფერი ასე კარგად თუ დამთავრდებოდა არ მეგონა რა.თოკო ძმა ხარ.“
„აბა სანდრო რაშიც ეს ჩაერევა ,რამე რომ არ გამოვიდეს არ შეიძლება“.

თორნიკე ყიფიანი სიამოვნებისგან იღიმოდა,უყვარდა როცა ყველაფერი კარგად მთავრდებოდა მისი წყალობით.ფანჯარასთან იდგა,სიგარეტით ხელში,ხვეული თმა შუბლზე ჩამოყროდა და თვალები დაწვრილებოდა როგორც იცოდა კარ ხასიათზე როცა იყო.
„ზარია ლიკუუ,გააღე!“
„ვაუუ,ნუცა მოვიდა,რა ლამაზი ხარ გოგო,ეგ დალალები როდის უნდა შეიჭრა?გაგეზარდა კოჭებამდე....“
„აბა რა მომიტანე საჩუქრად?“
„იხვის ტოლმა სანდრო..“-კისკისებდა ნუცა.
„ყოველ წელს,რომ გყიდულობ ისევ ის სუნამო,აბა რა მეყიდა.“
„ჯიგარი ხარ,აბა ჩემი და რას მიყიდის,აქეთ თუ არ ვუყიდე“.
ნუცა რომ შევიდა თორნიკე ისევ ფამჯარასთან იდგა.გულმა რეჩხი უყო გრძელთმიანი გოგოს დანახვაზე.სანამ მოტრიალდა ნუცა, გაყინული უყურებდა.
„ის არის,ის გოგოა.თვალები,თმები ...ისააა“-პირველად დაიბნა ასე თორნიკე.
„ნუუც,გაიცანი ძმები ყიფიანები,იკა,ლაშა და თორნიკე.ბიჭებო ეს ჩვენი ბავშვობის მეგობარია ნუცა.“
ნუცამ თავი დაუკრა და მორცხვად დაჯდა მაგიდასთან.თორნიკე თვალს არ აშორებდა.წავიდა და წინ დაუჯდა გოგოს.
„რა გჭირს,ნუ უყურებ გოგოს ეგრე რამის მაგიდის ქვეშ ჩაძვრეს ვერ ხედავ?“-გადაუჩურჩულა იკამ.
„ბიჭო ის გოგოა მე რომ ამ ზაფხულს კინაღამ რომ დავარტყი მოტოციკლი.მთელი ზაფხული ჭავჭავაძის გავლით დავდიოდი ეგ რომ მენახა კიდევ და დამანებე თავი.“
ბიჭები სვავდნენ,თორნიკე ნაკლებად.ნუცა ცოტა გახალისდა,აღარ იყო დაძაბული.
„აბა ჩემო ავალიშვილო,როგორ უნდა იძიო შური თოიძეზე?--სანდრო ხალისობდა.
„თოიძე ვინაა?“-თვალები ჭყიტა თორნიკემ.
სანდრო ისეთი ხალისით ყვებოდა ნუცას ჩაშხამებულ ზაფხულზე,გაბრაზდა ნუციკო და დაემუქრა შენზეც ვიძიებ შურს თუ არ გაჩერდებიო.ბიჭები იგუდებოდნენ.ლიკომ ძლივს დააკავა ნუცა,რომ არ გაქცეულიყო.
როცა მოსაღამოვდა ნუცა წასასვლელად მოემზადა.თორნიკემ სანდროს თვალით ანიშნნა მე წავიყვანო.
„ნუუც,თორნიკე მიდის პლეხანოვზე და გაგიყოლებს. მარტო რომ არ იბოდიალო.“
„კარგი რა სანდრო,სულ ესე არ დავდივარ,მადლობა დიდი“
თორნიკე წამოდგა.ნუცას გააკანკალა ისეთი მომხიბლავი იყო ყიფიანი,მხარბეჭიანი,მაღალი და საოცარი ლურჯი თვალები.
„მე ხვეწნა არ მიყვარს,იქით მივდივარ და გამომყევით,არ შეგჭამ.“
„არა,შეჭმის არ მეშინია“-დაძაბულმა გაიცინა.....
**************
„გინდა დაგეხმარო შენს ლექტორზე შურის ძიებაში?--ეგრევე აჯახა თორნიკემ მანქანაში ჩაჯდომისთანავე და თან თვალები მოჭუტა პასუხის მოლოდინში.
ნუცამ გაოცებულმა შეხედა და სიხარულით დაეთანხმა.
„როგორ უნდა დამეხმარო?“
„გეგმა შევიმუშაოთ.რასაც გადაწყვეტავ მე დაგეხმარები“.
„მართლა? დღესვე მოვიფიქრებ.“
„მომეცი შენი ტელეფონი“. გამოართვა და თავისი ნომერი ჩაუწერა თორნიკემ.
„როცა გადაწყვეტავ დამირეკე და დავგეგმოთ.“
„ვაი,არც კი ვიცი რა გითხრათ,დღეს ალბათ ვერ დავიძინებ.აი მოვედით ამ ეზოსთან გამიჩერეთ,დეიდა უკვე მელოდება ვხედავ.გმადლობთ თორნიკე.“
„მადლობა მერე იყოს თოიძეს რომ შევუსრულებთ“.
ისეთი იყო ნუცა მიფრინავდა თითქოს.არც კი სჯეროდა ,რომ მართლა შეეძლო თოიძეზე შურისძიება,თან ყიფიანის დახმარებით.
„ვინ იყო ნუცი ის სიმპატიური ბიჭი,რომ მოგიყვანა?
„სანდროს მეგობარია ეკუ“,სიმპატიური კი არა აპოლონია ნამდვილი“.
მთელი ღამე გაათენა მართლაც ნუცამ.ხან გეგმებს აწყობდა,ხან თორნიკეზე ფიქრობდა.თვალები ეცნობოდა ძალიან,მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან.
მეორე დღესვე უნდოდა მიეწერა,მაგრამ შერცხვა.და შემდეგ დღეს ხელისკანკალით გაუგზავნა მესიჯი:“გამარჯობა თორნიკე,მოვიფიქრე რაღაც და როცა გეცლება შემეხმიანე.“
10 წუთიც არ იყო გასული თორნიკემ დაურეკა:“აბა რა მოიფიქრე,ჩამოდი,5 წუთში მანდ ვიქნები და მოვილაპარაკოთ.“
გაკნაჭულ ტანზე ჯინსი ამოიცვა და დეიდას გასძახა ქეთისთან ავდივარო.ძალიან კი რცხვენოდა,მაგრამ უკან დახევა აღარ უნდოდა.
„როგორ ხარ?“აბა რა მოიფიქრე?
„იცი მე ვფიქრობ ცოტა გარეგნობას შევიცვლი და ბინასთან დავხვდები თოიძეს,თვალებში წიწაკის სფრეის შევასხავ და წიხლსაც ამოვარტყავ.“
ყიფიანი იგუდებოდა ნუცას გეგმებზე.თან სიგარეტს ეწეოდა თვალებმოჭუტული.
„არ გინდა მე იქვე ახლომახლო ვიყო და ბეისბოლის ბიტით დავანგრიო“?
„იცი რაიმე სერიოზული არ მინდა დავუშავოთ,უბრალოდ შევაშინოთ,მაგრამ ბინის მისამართი არ ვიცი.“
„რა პრობლემაა,მაგას დღესვე გავიგებ ნუცა“.



შავებში გამოეწყო,თმები აიკეცა,სათვალე გაიკეთა,კეპი დაიხურა და ნუცუბიძისკენ გასწია.თორნიკე უკვე ელოდებოდა ბეისბოლის ბიტით და წიწაკის სფრეით შეიარაებული.მოილაპარაკეს,რომ ნუცა კიბეზე დაელოდებოდა ,თორნიკე იქვე ახლოს იქნებოდა და თოიძის გამოჩენას შეატყობინებდა.
სულ კანკალებდა ავალიშვილი,რამის გადაიფიქრა .თორნიკემ დაურეკა მოდისო და ისიც კიბეზე ნელა დაეშვა.თოიძე როგორც კი შევიდა სადარბაზოში ნუცა ეგრევე წინ დაუდგა და წიწაკის სფრეი თვალებში შეასხა.თოიძე გაგიჟდა სიმწრისგან,ღრიალებდა და იგინებოდა.ამ დროს ყიფიანმა ბეისბოლის ბიტა გლიჯა ხერხემალში და ძირს დავარდა.
„სტუდენტების წვალებას თავი დაანებე ,თორემ ესე იოლად ვეღარ გადარჩები !“-შეუკურთხა ერთი,ნუცას ხელი დაავლო და ორივე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.იმდენი ირბინეს ,სანამ ქანცი არ გასძვრათ ორივეს.ხარხარებდნენ გიჟებივით.ნუცა ისეთი აჟიტირებული იყო კინაღამ გაგიჟდა.
„ღმერთო მე ეს გავაკეთე,არ მჯერა.დედაჩემი მოკვდება ეს რომ გაიგოს.ხომ არ დაგვიჭერენ?მეშნია ცოტა“-ენას არ აჩერებდა
„კაი ეგ საქმე მე მომანდე,არაფრის შეგეშინდეს“.
„წამოდი ნაყინი არ გინდა?თან ცოტა დაწყნარდები,ვილაპარაკოთ“.
პატარა კაფეში დასხდნენ.ნუცა თან ნაირნაირ ნაყინს აგემოვნებდა,თან პირს არ აჩერებდა იმდენს ლაპარაკობდა.
„ისე შენს გარეშე ვერც გავბედავდი ოდესმე.მადლობა მინდა გადაგიხადო.შენმა მშობლებმა რომ გაიგონ ალბათ მოგკლავენ და მეც ზედ მომაყოლებენ.“
„მე ისეთები მაქვს ჩადენილი,ეს ამბავი არაფერია.ჩემები მიჩვეულები არიან.დედაჩემი მარიკა მაგარი ჯიგარია.ნარკოტიკს არ გაეკარო და კაცი არ მოკლა მხოლოდო,სულ მაგას მიმეორებს,დანარჩენზე არაფერს მეუბნევა.აი მამაჩემი ბატონი დავით ყიფიანი ცოტა რთული შემთხვევაა.ჩემი ძმები თავის ბიზნესში ყავს ჩართული,მეც მაგათთან ერთად ვიყავი ,მაგრამ ერთი ორი პარტნიორი ,რომ მივუტყეპე,გამომაგდო.არადა მაგარი ნაძირლები იყვნენ,ატყუებდნენ მამაჩემს,ფულს პარავდნენ.მაგრამ მაინც მე დამსაჯა.ხოდა ეხლა ჩემითაც ვშოულობ ფულს.უნივერსიტეტი რაც დავამთავრე.
„იცი ნუცა ძალიან ლამაზი რომ ხარ?“
„კი მგონი აზრზე ვარ“......
„კაი ვინმე ხარ,შენთან არ მოიწყენს ადამიანი ნუცა“-ხარხარებდა თორნიკე.
***********************************************************
ამ ამბების შემდეგ 2 კვირა გავიდა.
უნივერსიტეტში გავრცელდა ამბავი ,რომ თოიძე საავადმყოფოში იყო,მაგრამ რეალური მიზეზი არავინ იცოდა.
ერთ დღეს ნუცა ლიკასთან და სანდროსთან ავიდა.სანდრო ღიმილით უყურებდა
„რაო ყიფიანმა?“
„არაფერი სანდრო,რა უნდა იყოს?“
„ეგ ყურადღებას ტყუილად არ გამოიჩენდა,მოეწონე მაგრად.დავიჯერო არაფერი ხდება მაგის მერე?“
ნუცა ცოტა დაიბნა და ყველაფერი მოუყვა.
ლიკა ჩუმად უსმენდა და ბოლოს უთხრა:“იცი ნუუც,ძალიან სიმპატიურია, ვაჟკაცურიც,ყველა გოგოს მოსწონს,მაგრამ თავზეხელაღებულია,არაფერზე დაიხევს უკან და მეშინია.“
სანდროც ხმას არ იღებდა,ნუცას ცრემლები წამოუვიდა
„არაფერი მომხდარა მაგის მერე,არც კი გამოჩენილა,უბრალოდ ეგ ერთხელ დამეხმარა და მორჩა.“
„დარწმუნებული ვარ გამოჩნდება,თანაც მალე.რომ შემოხვედი დაბადებისდღეზე ისე გიყურებდა,თან არც მალავდა.ეგ გოგოებს მაგდენ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.ესე იგი მაგრად მოეწონე.თან სანდროსგან გაიგო ყველაფერი შენზე.რატო ნეტა?“
ორივე და-ძმა იცინოდა,ნუცა კიდევ ცრემლებს აღვარღვარებდა თვითონაც არ იცოდა რატომ.
*************************************************
სექტემბრის ბოლო იყო,საშინლად წვიმდა თბილისში.
„ნეტა ქოლგის წამოღებას ვისწავლიდე როდისმე“-ამოიკნავლა ნუციკომ გარეთ როცა გავიდა.გოგოებთან ერთად ავტობუსს ელოდებოდა გაჩერებაზე,კარგად დასველებულიყო.უცბად თავისი სახელი მოესმა რამდენჯერმე.გაიხედა საპირისპირო მხარეს და დაინახა თორნიკე ყიფიანი,მანქანა გაეჩერებინა და ნუცას ეძახდა.ავალიშვილს თვალები გაუფართოვდა და კინაღამ იქვე გაიშხლართა თორნიკეს დანახვაზე.
„ნუუც არ წახვიდე,2 წუთში მოვუხვევ და მე წაგიყვაან მანქანით.“-დაუძახა ყიფიანმა.ნუცამაც გაუაზრებლად თავი დაუქნია.
„შენ თორნიკე ყიფიანს საიდან იცნოობ?“-მივარდა მისი კურსელი ნია დგებუაძე.
„ჩემი მეგობარია“.
„აუუუ,წლებია ვგიჟდები მაგ ბიჭზე და გამაცანი რა ნუუც.“
ნუცას სახე წაეშალა.არ იცოდა რა ექნა.
„იცი მაგას შეყვარებული ყავს ნატა და მაგრად გაუტყდება ეხლა მე რომ გაგაცნო,თან ძალიან უცნაური ტიპია და რავიცი რააა“.
ამ დროს ყიფიანმაც გააჩერა.ნუცა უცბად დაემშვიდობა ბავშვებს და ნახევრად სველი ჩახტა მანქანაში.
„ამ წვიმაში როგორ დამინახე?“-ღიმილით უთხრა ბიჭს.
„შენ ორ კილომეტრშიც გიცნობ ნუციკო.სად მიდიხარ?
„სახლში,სად უნდა მივდიოდე“.
„არ გინდა სადმე თბილად დავჯდეთ,ცხელი გლინტვეინი დავლიოთ ან ყავა?“
„არ ვიცი,შენ არ გეჩქარება?“
თორნიკემ ღიმილით გააქნია თავი და მანქანა დაძრა.
************************************
უსაყვარლესი იყო „მწვანე ტერასა“,ღია ვერანდებით და შიდა დახურული კაფით.
ნუციკო ისეთი მიუჩვეველი იყო ასეთ ადგლებში სიარულს,რომ ცოტა დაბნეული
ჩანდა.სახლი და უნივერსიტეტის გარდა იშვიათად რომ სადმე წასულიყო,ისიც ლიკა ძალით თუ სადმე წაიყვანდა.
„ცოტა გავშრი,არ მიყვარს წვიმაში რომ ვსველდები“.
„ხოდა როცა წვიმა იქნება დამირეკე ხოლმე და მე წაგიყვან სადაც გენდომება.და საერთოდ წვიმის გარეშეც გავაკეთებ მაგას.“
როგორც იცოდა თვალების მოჭუტვა და საოცარი ღიმილით,აი ნუცა რაზეც გიჟდებოდა.ლოყები აუვარდისფრდა ავალიშვილს ამ სიტყვებზე,არ იცოდა რა ეთქვა,აფახულებდა თავის ლამაზ მწვანე თვალებს.
„რას მეტყვი ნუცი?გინდა ხშირად გნახო ხოლმე?“
„არ ვიცი.და შეენ რატო გინდა ჩემი ხშირად ნახვა თორნიკე?მე ნამდვილად ვერ შეგაწუხებ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე,“
„და ვინ გითხრა რომ შევწუხდები?“-სიცილს აგრძელებდა ყიფიანი.
„მგონი ვერ მიხვდი,რომ მომეწონე თავიდანვე.შენ რომც უარი მითხრა მე მაინც ჩემსას გავაკეთებ ნუციკოოო.“
ნუცას თვალები შუბლზე აუვარდა.21 წლის იყო და ამდენი ხნის მანძილზე ასე თავხედურად არც ერთ ბიჭს არ უსაუბრია.თაყვანისმცემლების სიმრავლის მიუხედავად, ყოველთვის თავდაჭერილი იყო ბიჭებთან.არც პაემნებზე დადიოდა და არც უნდოდა ვინმე წიგნების და სწავლის გარდა.მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო.ძალიან მოსწონდა თორნიკე.ასეთ ბიჭებთან ადრე არ ქონია ურთიერთობა და ძალიანაც დაბნეული იყო.
„იცი რას გეტყვი,მე მარტოც კარგად დავდივარ ყველგან,არავის ძიძობა არ მჭრდება.“
ყიფიანი ხარხარებდა ნუცა კი მაგრად გაბრაზდა და წასასვლელად მოემზადა.
„კაი ,კაი ნუუციი,არ გაბრაზდე.შენ როგორც გინდა ისე იქნება ყველაფერი“.
მაგრამ აღარ გაჩერდა ავალიშვილი და თორნიკეც გაყვა.ძლივს დაითანხმა მანქანაში დაჯდომაზე.ისეთი გაბუსხული იჯდა,ხმას არ იღებდა.თორნიკეც შეეშვა,აღარ უნდოდა გაებრაზებინა.



კვირა დღე იყო.ნუცამ ძლივს გაახილა თვალები,მთელი ღამე იმეცადინა და 3 საათი ძლივს ეძინა.სამზარეულოში გავიდა ,დეიდას ოლადები გაეკეთებინა.
-ყავას დალევ თუ ჩაის ნუცი?
-ჩაი მინდა თაფლით,წუხელ გავიჭყიპე ყავით ეკო.
ტელევიზორის ხმა გულისგამაწვრილებლად ჩაესმოდა ყურში,უცბად რომ ყური მოჰკრა თორნიკე ყიფიანის სახელს.გიჟივით წამოფრინდა და ტელევიზორს ხმა აუწია.
-დღეს დააპატიმრეს ცნობილი ბიზნსესმენის დავით ყიფიანის შვილი თორნიკე ყიფიანი,მას ბრალად ედება მამის პარტნიორის, გურამ არახამიას მკვლელობის მცდელობა.ბატონი გურამ არახამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ყურები დაუგუბდა,აღარაფერი ესმოდა ნუცას.“მკვლელია?სანდრომ ხომ თქვა ყველაფერზე წამსვლელიაო“.
-მე წავალ ლიკასთან ეკა,რაღაც საქმე გამომიჩნდა.
თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,ყურები დაგუბებოდა.
2 წუთში გაჩნდა ლიკასთან.გოგომ რომ დაინახა ეგრევე მიხვდა,რომ ნუცას გაეგო ახალი ამბავი.
-ჭკუაზე არ ვართ ნუუც,სანდრო იქ არის მაგის ძმებიც გიჟათ არიან.
-როგორ მოხდა ლიკ,იცი?
-თორნიკე მოტოციკლით ყოფილა და ისე უსვრია.მაგის მოტო ამოიცნეს თვითმხილველებმა.რამოდენიმე თვის წინ მაგრად უცემია ეგ კაცი ,მამამისს ფულს პარავდა თურმე.თორნიკე უარყოფს და ამბობს,რომ მოტო დაკარგული ყავდა 1 კვირის განმავლობაში,მაგრამ არც ალიბი არ აქვს და ვერაფერს ამტკიცებს.
-მოდი ჩავრთოთ ნიუსები,იქნებ ახალი რამე გავიგოთ.
იგივეს საუბრობდნენ ყველგან,რაც ლიკამ თქვა.უცბად ნუცას ყურში მოხვდა 30 სექტემბერი,5 საათი.
-ლიიკ,მაგ დროს მე და თორნიკე „მწვანე ტერასაში“ ვიყავით,უნივერსიტეტთან დამინახა და მაგრად რომ წვიმდა უარი არ მითქვავს მანქანაში ჩაჯდომაზე.
-ეგ ხომ ალიბია თოკოსთვის ნუუც,რატო არ იღებს ხმას,არ უნდა ეტყობა მაგ საქმეში გაგრიოს.
-მიდი სანდროსთან დარეკე.
ლიკამ მოკლედ აუხსნა ძმას სიტუაცია და გადაწყვიტეს ძმებისთვის ეთქვათ ყველაფერი.იკა და ლაშა მაშინვე ავიდნენ გოგოებთან გაგიჟებულები.
-ადვოკატს დავურეკავთ და ნუუც შენ წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩვენება მისცე,ხვალ სასამართლოა....
-არა რა წინააღმდეგი,უბრალოდ ამას თორნიკეს არ ეტყვით,ვხვდები რომ არ უნდა მაგ საქმეში გამრიოს.სასამართლოზე გაიგებს.
*******************************************
მეორე დღეს სანდრომ მიაკითხა და სასამართლოზე წავიდნენ.ნუცა უზომოდ ნერვიულობდა,იცოდა თორნიკე გაგიჟდებოდა,მაგრამ არ დაუშვებდა მის დაპატიმრებას .
უკან დაჯდა ჩუმად,ყველასგან მალულად.ლიკა ამშვიდებდა რაც შეეძლო.თორნიკე შემოიყვანეს და მალე სასამართლოც დაიწყო.
პროკურორის ხმა გუგუნით ჩაესმოდა.ყიფიანი თავჩაღუნული იჯდა.დედამისი ჩუმად ქვითინებდა.ადვოკატმა თქვა ,რომ მოწმე ყავდა,რომელიც თორნიკე ყიფიანის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.ყიფიანმა თავინ ასწია და ნუცას დანახვაზე ერთი კი დაიღრინა ამას აქ რა უნდაო,სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა და ხელები ისე ჰქონდა მომუჭული ,ეგრევე მიხვდებოდა ადამიანი რად უჯდებოდა სიმშვიდე.
ნუცამ დეტალურად მოყვა იმ დღის ამბები,საათების მიხედვით გაიხსენა ყველაფერი.თან თორნიკესკენ აპარებდა მზერას,მაგრამ ერთხელაც არ აუწევია ყიფიანს თავი.უამრავი კითხვა დაუსვა პროკურორმა,რაზეც ნუცამ ამომწურავი პასუხები გასცა.
სასამართლოდან გაანთავისუფლეს თორნიკე ყიფიანი.დედამისი ცრემლიანი ეხუტებოდა შვილს,ძმებიც,მამაც.ნუცა მოშორებით იდგა,თორნიკემ ერთი გახედა და ეგ იყო,აღარც შეუხედავს ნუცასთვის.
ლიკას სთხოვა წასულიყვნენ რაც შიძლებოდა მალე.აღარ შეეძლლო ამ სიტუაციის ატანა.
-მაგრად გაუტყდებოდა შენი იქ დანახვა ნუუც,არ ინერვიულო გნახავს მერე. ისე შენ მოგწონს ყიფიანი?
-კი ლიკა თავი დამაკარგვინა,სულ ვფიქრობ.ესე არასოდეს ვყოფილვარ....................
*******************************************************
3 კვირა გავიდა იმ ამბების მერე.იკამ და ლაშამ რამდენჯერმე დაურეკეს ნუცას,ათასი მადლობა გადაუხადეს,დედისგან და მამისგანაც.ნუცამ ერთხელ ძლივს კითხა როგორ იყო თორნიკე,რაზეც ბიჭებმა უპასუხეს,რომ უჭირდა გადახარშვა იმ ამბების და არ იყო ქალაქში.
სინამდვილეში ყიფიანი არსადაც არ წასულა,გიჟდებოდა ნუცას გარევა რომ დასჭირდა.ენატრებოდა გოგო,ისე ძალიან,რომ ყოველ ღამე მიდიოდა ნუცას ბინასთან და ჩუმად უყურებდა.ერთი ორჯერ კი დაინახა აივანზე ავალიშვილი გამოსული,თვალმოუშორებლივ უყურებდა ნუცას.ამითაც კმაყოფილდებოდა.სამაგიეროდ ნუცა დარდისგან აღარ იყო,არც ჭამდა ,აღარც სწავლა უნდოდა.დეიდამისი რომ არა ,მთელი დღე მშერ-მწყურვალი იქნებოდა.
ერთხელ ,ოქტომბრის თბილ საღამოს, ნუცამ დეიდას შესთავაზა ნაგავს მე გადავყრიო.თბილი სპორტულები ჩაიცვა და ჩავიდა.ნელნელა მოსეირნობდა.სიამოვნებდა სასიამოვნო საღამოს .უცბად თავისი სახლის წინ,ხეების უკან მოტოციკლზე მიყრდნობილი სილუეტი შენიშნა.
-თორნიკეა,ის არის და ჩემ სახლს უყურებს.მე მითვალთვალებს?-თავის თავს ელაპარაკებოდა ნუცა და არ იცოდა რა ექნა.უცბად თვალები გაუფართოვდა,აი საიდან მეცნობოდა მისი ლურჯი თვალები.ესეთი თვალები არავის არა აქვს.ის მოტოციკლისტია მე რომ გამოცდის დღეს კინაღამ დამეჯახა.ის არის და თვითონ იცის,არ მითხრა.გაუცნობიერებლად დაიძრა ბიჭისკენ.
-შენ ის ხარ ხომ კინაღამ რომ დამეჯახე იმ დაწყევლილ დღეს?
თორნიკემ მოიხედა.ისეთი სიმპატიური იყო გაწეწილი ხვეული თმით,მოტოციკლეტს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა,თვალები დაწვრილებოდა ღიმილისგან,როგორც იცოდა.
-როგორ მიხვდი?ისე დიდი დრო კი დაგჭირდა.აი მე კიდევ იმ დღეს დაწყევლილს ვერ დავარქმევ.მე იმ დღეს გიპოვე და უბრალოდ ვერ დაგივიწყე.-თვალმოუშორებლად ელაპარაკებოდა ნუცას.
-გინდა მოტოთი გაგასეირნო?მაქვს ჩაფხუტი შენთვისაც.
-ოღონდ ძალიანაც ნუ აიწყვიტავ,ხომ იცი შენნაირი ექსტრემალი არ ვარ.
ნუცა უკან მიუჯდა და ხელები შემოხვია ყიფიანს.ეშინოდა ძალიან და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე უჭერდა ხელებს თორნიკეს.
-რა ლამაზი ადგილია,მთელი თბილისი ხელისგულზე ჩანს.
-ხო, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ხშირად ამოვდივარ აქ.
თორნიკე ძალიან ახლოს მივიდა გოგოსთან,ჩამოყრილი თმა გადაუწია და შუბლი მიადო.
-შემიყვარდი ნუცა,შენს გარეშე აღარ მინდა,სასამართლოში რომ დაგინახე მოვკვდი.როგორ არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-თოკო,ამაზე აღარ ვილაპარაკოთ.მე ეს უნდა გამეკეთებინა,ისე როგორ უნდა მეცხოვრა და მეარსება შენ თუ გისოსებს მიღმა იქნებოდი-თავდახრილი ლაპარაკობდა ავალიშვილი.
ყიფიანმა ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა,თვალებში უყურებდნენ ერტმანეთს. შუბლზე აკოცა ნუცას, თვალებიც დაუკოცნა.ორივე თრთოდნენ ერთმანეთის სიახლოვით.ბოლოს მთელი სიმხურვალით დაეწაფა ამობურცულ ტუჩებზე და დიდხანს არ მოშორებია.
-ჩემი ხარ ნუციკო,არასოდეს მოგშორდები,მოგიწევს ჩემი ატანა-ჩუმად ეჩურჩულებოდა ბიჭი.-პირველ დღესვე მივხვდი ,რომ უნდა მეპოვნე,ჩემი უნდა გამხდარიყავი შენი ცრემლიანი თვალების დანახვისთანავე გავგიჟდი შენზე.გულზე მიიხუტა გოგო და ასე იდგნენ დიდხანს ,თან თაფლისფერ თმებზე ეალერსებოდა ნაზად.ნუცა გატრუნული უსმენდა ყიფიანის ძლიერ გულისცემას და სიხარულის ცრემლები მოსდიოდა.პირველად შუყვარდათ ორივეს.........
ამ დღის მერე აღარავის უნახავს თორნიკე ნუცას გარეშე და ნუცა თორნიკეს გარეშე...................




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent