მიშგუ დოშდულ (თავი მეშვიდე)
თმები შევისწორე,გაშლილი დავტოვე,უბრალოდ გვერდებზე ჩავიგრიხე და უკან შევიკარი,ტუშით წამწამები ავიპრიხე და ტელეფონს დავხედე. რამოდენიმე მესიჯი იყო ლუკასგან,ბექასგან და კესოსგანაც...მთხოვდნენ დამერეკა ან მიმეწერა მაინც მათთვის,მაგრამ ჯერ არ ვიყავი მზად მეპატიებინა....ტელეფონი ჩანთაში ჩავდე,ერთხელ კიდევ ჩავიჭყიტე სარკეში და ქვემოთ ჩავედი....ბადაის შავი საროჩკა ეცვა,ორი ღილი გახსნილი დაეტოვებინა,შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი,რომ დამინახა თავიდან ფეხამდე შემათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. მხოლოდ ახლა დავაკვირდი,თვალები უბრწყინავდა,აქამდეც ძალიან თბილად მიყურებდა,სულ ჩემს გარშემო ტრიალებდა,მაგრამ რაც გავიგე,რომ ვუყვარვარ მას სხვანაირად შევხედე...მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელები,თმა გვერდით გაწია და ყელზე დამაკვირდა....მივხვდი რასაც უყურებდა,ვიფიქრე ტონალურით ან კორექტორით დამეფარა,მაგრამ თმა საკმარისად ფარავდა ამიტომ გადავიფიქრე...თამამად დამაცხრა ტუჩებზე,ხელი კი ჩემს ფეხზე აასრიალა,კაბაც რომ აყვა წამოვწითლდი და ვეცადე მოვშორებოდი,მაგრამ უფრო მიმიკრა,შემდეგ ფრთხილად მომიშორა და გაღიმებული დამაჩერდა. -ძალიან ლამაზი ხარ,-გავუღიმე. ცოტა ხანს ესე ვიდექით,ის მე მიყურებდა,მე კი მას...თვალებში რაღაც გაუკრთა,თუმცა მალევე გაქრა და შემდეგ თითქოს გულდაწყვეტით თქვა -წავიდეთ,თორემ დავაგვიანებთ.-ეზოში რომ გავედით ინტერესით ვკითხე -სად მივდივართ? -ბიძაჩემთან,ყველას შენი გაცნობა უნდა.-უხერხულად შევიშმუშნე და ჩუმად გავყევი უკან...დიდხანს არ გვივლია,ერთ-ერთ სახლს რომ მივუახლოვდით გარეთვე გავიგე სიცილის და ლაპარაკის ხმა. ბადაიმ კარი გააღო და შიგნით რომ შევედით ყველა ჩვენ მოგვაჩერდა...ეზოში გრძელი მაგიდა იდგა,გარშემო ბადაის მშობლები,ჩემი მშობლები და კიდევ რამოდენიმე ადამიანი იჯდა...რომ მივუახლოვდით სუფრის თავში მჯდომი ოდნავ მსუქანი კაცი წამოდგა...სვანური ქუდი ეფარა,ნაცრისფერი საროჩკა ეცვა მუქი ფერის შარვალთან ერთად,ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და მუქი თვალები,რომელიც სითბოთი მიმზერდნენ -გამარჯობა,-თავაზიანად მივესალმე ყველას. კაცს გვერდით სუსტი,მაღალი გოგო ამოუდგა,ღია ფერის ხვეული თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა,ლოყები საყვარლად ჰქონდა მობრაწული ვარდისფრად,დაახლოებით ჩემხელა იქნებოდა,გრძელი ლურჯი კაბა ეცვა რომელიც თვალებზე ძალიან უხდებოდა,თბილად მიღიმოდა სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ და ჩამეხუტა,ცალი ხელი მეც მოვხვიე ზრდილობიანად. -მე ლანა ვარ...-გამეკრიჭა რომ მომშორდა და თან გამეცნო, -თაია,-მოკლედ ვუპასუხე და ოდნავ გავუღიმე. ბადაი გვერდით მედგა და ადგილიდან არ იძროდა მანამ,სანამ ლანამ ხელი არ მომკიდა და სუფრის თავში არ დამაყენა იმ ოდნავ მსუქანი კაცის გვერდით. -ეს რა ლამაზი გოგო მოგვიყვანე ბიჭო,-გახედა ბადაის როცა თვალი შემავლო და მერე ისევ მე მომიბრუნდა. -მე რევაზი ვარ გენაცვალე,ბადაის ბიძა ეს ჩემი ცოლია ქეთი.-ქალზე მიმანიშნა რომელიც ფოდნოსით ხელში მოდიოდა მაგიდისკენ და რომ მოგვიახლოვდა და ფოდნოსი ადგილზე დადო თბილად გამიღიმა. -გამარჯობა საყვარელო,რა კარგი გოგო ხარ,ფუ ფუ თვალი არ გეცეს-ხის მაგიდაზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა და თავისი ლურჯი,თბილი თვალებით ამომხედა. -აბა როგორი გოგო გვყვავს-ჩაერთო ქალინაც ამაყად -გმადლობთ,-გავუღიმე და ბადაის გავხედე,რომელიც კმაყოფილი იღიმოდა. -მოდი ჩემთან დაჯექი-ლანამ მაშინვე გვერდით მომისვა და კარგი ნაცნობივით დამიწყო ლაპარაკი,ძალიან ენერგიული და კონტაქტური იყო. -აბა როგორ მოგწონს აქაურობა? უი მოცეკვავე ხარ ხო? მასწავლი მეც რამეს? სულ მინდოდა ცეკვაზე სიარული,ისე რამდენი წლის ხარ? მე ცხრამეტის ვარ,რაზე სწავლობ? რა ლამაზი ხარ,შენნაირი ლამაზი რძალი აქ არავის არ ყავს...-გამეცინა მის ენერგიულობაზე,თან ყველაფერზე ვუპასუხე და დავპირდი რომ ვასწავლიდი ცეკვას,რაზეც თვალები აენთო სიხარულით,ყველა საუბრობდა,ბადაი ჩემგან მარცხნივ იჯდა და თვალს შიგადაშიგ აპარებდა ჩემსკენ...დაიწყო ქეიფი,სადღერძელოები,ჩემი მშობლები გაღიმებულები ისხდნენ და რამოდენიმეჯერ გაიმეორეს რომ ძალიან კარგი წყვილი ვიყავით.. -თაია აბა გვითხარი ახლა შენ,როგორი ბიჭია ჩვენი ბადაი,ხომ არ გაბრაზებს?-ქეთიმ გამომხედა გაღიმებულმა. წვენის ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე და წამით დავფიქრდი...მაგიდაზე სიჩუმე ჩამოწვა და ყველა მე მომაჩერდა,ბადაი კი ინტერესით უცდიდა ჩემს პასუხს -ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია....-ვთქვი დუმილის შემდეგ რაც აშკარად ყველას ესიამოვნა,ბადაიმ კი მისი მზერით ლამის გამბურღა... -აბა რა,სხვანაირად არ შეიძლება არა ბიჭო?-თვალი ჩაუკრა რევაზიმ ბადაის. -როგორ უხდებით დედა ერთმანეთს,იდეალური წყვილი ხართ,-დედაჩემს ცივად გავხედე და მამაჩემმა თვალები ამიბრიალა. თვალი ავარიდე და ისევ ლანასკენ გადავერთე,რომელიც მიყვებოდა,როგორ სწავლობდა სამხატვროზე,როგორ უნდოდა ცნობილი მხატვარი გამხდარიყო და როგორ უყვარდა ბადაი....ბადაი დიალოგში ჩაერთო ყველასთან და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე სვამდა... -თაია შენ არ სვამ?-მკითხა რევაზმა და ყველამ მე გამომხედა. -სასმელი ცუდად ხდის.- გაისმა მამაჩემის ხმა და მაშინვე თვალები ავუბრიალე -აქ მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ,შეუძლია იმდენი დალიოს რამდენიც უნდა,-მტკიცედ თქვა ბადაიმ და მეც დავამატე -დიახ ცოტას ვსვამ.- რევაზიმ მაშინვე დამისხა ღვინო და ჭიქა გამომიწოდა...ბადაის თბილად გავუღიმე მხარდაჭერისთვის. ალკოჰოლი ცუდად არ მხდიდა,უბრალოდ მალე ვთვრებოდი და ეს მშობლებს საშინლად აღიზიანებდათ,დიდად არ ვგიჟდებოდი დალევაზე,სასმლის სუნიც კი არ მომწონდა,არც ახლა მინდოდა დალევა,მაგრამ მშობლების საწინააღმდეგოდ ყველაფერს ვიზამდი. ორი ჭიქის მერე უკვე ძალიან თავისუფლად ვიყავი,დედა თვალს არ მაშორებდა,მამა აშკარად უკმაყოფილო თვალს მარიდებდა და ბადაის მამას ესაუბრებოდა რაღაცაზე. -აბა ბავშვებო,თქვენ დაგლოცავთ,ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს.-გაისმა გივარგის ხმა,ჭიქები მივაჭახუნეთ და ყველამ დავლიეთ....კიდევ რამოდენიმე ჭიქის მერე შევატყე რომ თავბრუ მესხმოდა,თავს ვაკონტროლებდი,მაგრამ ვიცოდი,კიდევ რომ დამელია ნამდვილად ცუდად გავხდებოდი,თანაც არ მინდოდა მშობლებს ეთქვათ ხომ ვამბობდითო. სკამს მივეყუდე და ლანას ტიტინი თითქოს უკვე შორიდან მესმოდა. ბადაის ხელი რომ ვიგრძენი ბარძაყზე გავწითლდი. -რას აკეთებ.-გადავუჩურჩულე და ჩურჩულითვე მიპასუხა -ჩვენი წასვლის დროა,-თვალი მომავლო სახეზე,ქვედა ტუჩი ოდნავ წინ გამოვწიე და ისე ვუთხარი -ასე მალე? ვიყოთ რა,ლანა რაღაცებს მიყვება...-ვატყობდი ენა მებმოდა და თვალები თავისით მეხუჭებოდა მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი ბადაის გადარწმუნებას. -სხვა დროს კიდევ მოვალთ,-მხოლოდ ეს მითხრა წამოდგა და მეც წამომაყენა -ყველას დიდი მადლობა მასპინძლობისთვის,ქეთი ოქროს ხელები გაქვს,ბიძაჩემო თუ არ გვიწყენთ უნდა დაგტოვოთ,ხვალ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.-რევაზი წამოდგა და ქეთის ხელით რაღაც ანიშნა,ისიც მაშინვე სახლისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით,რევაზი მოგვიახლოვდა და ბადაის გადაეხვია,მერე მე მომიბრუნდა ღიმილით -ბევრი არ იმაიმუნოთ,-სიცილნარევი ხმით გვითხრა,ქეთი ორი ყუთით ხელში დაბრუნდა,ერთი ლანამ გამოართვა სასწრაფოდ და აწითლებული წამოვიდა ჩემსკენ...ღმერთო კიდევ კარგი ბადაის მყარად ვეჭირე,ფეხები მეკეცებოდა,თუმცა ყველას თავს ვაჩვენებდი თითქოს ყველაფერი კარგად იყო. -ეს ჩემგან,ოღონდ ახლავე გახსენი რა,-აჟიტირებულმა შემაჩეჩა ხელში წითელი,ლამაზად შეფუთული ყუთი... -კარგი რა,არ იყო საჭირო მართლა,-დავიმორცხვე,ლანამ კი ხელები აასავსავა მალე გახსენიო. პატარა ყუთი გავხსენი და სახეზე ღიმილი გადამეფინა. ოქროსფერ სამაჯურს შუაგულში ვარდისფერთვლებიანი პეპელა ამშვენებდა,იმდენად ლამაზი და სადა იყო,არ ვიცი იმის ბრალი იყო რომ ნასვამი ვიყავი,თუ იმის რომ გული ამიჩუყდა ამხელა სითბოს,პატივისცემის და ყურადღებისგან,თვალები რომ ამიცრემლიანდა. ლანას ჩავეხუტე და მანაც მაშინვე მომხვია ხელები -ულამაზესია,დიდი მადლობა,-გულით ვუთხარი და მოვშორდი. ქეთიმ მეორე ყუთი გამომიწოდა და მორცხვად გამოვართვი. ფრთხილად გავხსენი და შიგნით ულამაზესი ოქროსფერი ყელსაბამი დამხვდა,ცრემლის ფორმის კულონით,რომელსაც თეთრი თვალი ამშვენებდა. -ღმერთო ძალიან ლამაზია,-აღმომხდა და ახლა ქეთის მოვეხვიე. -მიხარია რომ მოგწონს საყვარელო,მიდი ახლა გაიქეცით აღარ მოგაცდენთ,დაისვენეთ და დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ.-თმაზე მომეფერა ქეთი და კარამდე გაგვაცილეს მან და ლანამ...როგორც კი თვალს მოვშორდით მაშინვე ბადაის ჩამოვეკიდე ხელზე და ამოვიოხრე. -ძალიან მიყვარს ოჯახური შეკრებები,ისეთი სახალისოა.-თან ფეხი წამოვკარი არ არსებულ ქვას და ბადაიმ დამიჭირა -ფრთხილად დოშდულ,უკვე ფეხი გერევა ხომ ხედავ,-ჩაიცინა და ხელი წელზე მომხვია. -იცი...ერთხელ ნამცხვრის გამოცხობა გადავწყვიტე და სამზარეულოში კატასტროფა მოვაწყე,დედას სახე უნდა გენახა,-ჩავიხითხითე...უკვე ძალიან მომეკიდა სასმელი და თვალების დაბინდებასთან ერთად გონებაც მებინდებოდა -წარმომიდგენია,-მისი სერიოზული პასუხი არ მომეწონა და გავიბუტე. -წარმოიდგინე,მე და შენ ვამზადებთ ნამცხვარს,როგორი სახალისო იქნება,-ხელები ერთმანეთს შემოვკარი და პატარა ბავშვივით ავხარხარდი. ღიმილი სახიდან გაუქრა როცა ისევ წავბარბაცდი და კინაღამ ტვინი დავასხი ქვით სავსე ბილიკზე,მართალია ძლიერად ვეჭირე და ეს არ მოხდებოდა მაგრამ ნასვამ გონებაში პანიკური შეტევა დამემართა ამის წარმოდგენისას. ავხედე ამღვრეული თვალებით და მისი სერიოზული სახე რომ დავინახე გავიკრიჭე. -ბადაი,იცი ძალიან სიმპათიური ხარ როცა გაბრაზებული ხარ და პირდაპირ ვგიჟდები ამ საროჩკაზე,მასში ძალიან... კომფორტულად გამოიყურები...-დამხედა და მტკიცე ხმით მითხრა -თავი გააკონტროლე დოშდულ ქუჩაში ვართ.-დამასლოკინა და ამაზე სიცილი ამიტყდა,თვითონაც გაეღიმა მაგრამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი. -კარგი რა! გახალისდი,რა მოხდა თუ ცოტა ველური მინდა რომ ვიყო ამაღამ!-წამოვიყვირე. მაშინვე გაჩერდა,მხრებზე მომკიდა ხელი და სერიოზული სახით მითხრა -თავი გააკონტროლე თაია,ქუჩაში ასე ნუ იქცევი!-აშკარად ბრაზობდა,აქამდე სულ დოშდულს მეძახდა ახლა კი თაიაო... უკმაყოფილოდ ჩავიქნიე ხელი და ჩავიფხუკუნე -კარგი რა,უბრალოდ ვხალისობ! არ გინდა ნამდვილი მეს ნახვა?-გავეკრიჭე და თან წონასწორობა დავკარგე და ხელებში ჩავუვარდი,ძლიერად მომხვია ხელები და თან მტკიცედ თქვა -ნამდვილი შენ როცა გამოფხიზლდები მაშინ მანახე.- ამჯერად მე გავბრაზდი და ნაწყენმა ვუთხარი -რა უჟმური და ტოქსიკური ხარ. -ტოქსიკური რატომ ვარ?-ისევ დამასლოკინა -იმიტო როო...სულ გინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა და იტყვი და არც გართობა არ იცი შენ. უჟმურო...-ჩავიბურდღუნე თან გზა გავაგრძელეთ და თამამად გავაგრძელე -როგორ შეიძლება სულ სერიოზული და ხისტი იყო ყველაფერთან ერთად მოძალადეც ხარ.-ისევ დავასლოკინე,ჩუმად მივყავდი სახლისკენ,მე კი ენას არ ვაჩერებდი -ხოო...შენც და ჩემი მშობლებიც მოძალადეები ხართ,ასე პატარას მათხოვებენ და ეშინიათ ჩემს გამო ბრძოლის....რანაირი მშობლები არიან? შენც მაძალებ ცოლად გამოგყვე და სოფელში დავრჩე...არა რა უნდა გავაკეთო აქ? ძროხების მეშინია....-ჩავიფხუკუნე რომ წარმოვიდგინე როგორ ვწველი ძროხას.... -ზედმეტად ამაყი და ნარცისისი ხარ,გგონია სამყარო შენს გარშემო ტრიალებს,მასე თავს ვერ მომაწონებ....-დამხედა ეშმაკური ღიმილით -აბა როგორ მოგაწონებ თავს?-მაშინვე დავიქოქე და ენის დაბმით ვუთხარი -როგორ და...არაფერი დამაძალო...რაღაც რო არ მინდა და მაძალებენ ვბრაზდები...დრო უნდა მომცე რო ყველაფერზე დავფიქრდე,გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ ვიღებ სანამ კარგად არ გადავხარშავ...ცეკვა მიყვარს და მაგის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ვერც სოფელში ვერ ვიცხოვრებ... სოფლის ცხოვრება ჩემთვის არაა...-უკვე ვატყობდი რომ მეძინებოდა,ბადაიმ ცალი ხელით კარი გააღო და რომ შეატყო ფეხზე ვეღარ ვიდექი ხელში ამიტაცა და მივხვდი როგორ შემიყვანა სახლში და მეორე სართულზე... რბილ მატრასზე რომ დავწექი მაშინვე მოვკალათდი და ცალი თვალით ბადაის ავხედე -შენ არ....დაძინება?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვკითხე. -არა დოშდულ,შენ დაისვენე,მე საქმე მაქვს.-თხელი საბანი დამაფარა,მე კი მაშინვე წამოვჯეწი სხარტად და საროჩკაზე დავებღაუჭე. -ჯერ ვერსად ვერ წახვალ მისტერ...-წავილუღლუღე რაზეც წარბები ზემოთ აწკიპა. -წინა საქორწილო წვეულების გამოტოვებას აპირებ?-გაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა -რა წვეულება დოშდულ?-სიცილნარევი ხმით მკითხა,ფეხები მოვკეცე და ისე დავჯექი თან გავაგრძელე -არა აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ ამ ქორწინებით,ძალით გათხოვება ძალიან გასული სეზონია...-ქვედა ტუჩი წინ გამოვწიე და წარბშეკრულმა შევხედე. მისი სიცილი თბილი და გულწრფელი იყო -არც იმაზე ხარ აღფრთოვანებულები რომ ძალიან კარგი წყვილი ვართ?-მკითხა აშკარად გახალისებულმა -წყვილი?-ჩავიფხუკუნე-კარგი რა,უფრო ჩემი ცხოვრებით თამაშობთ,მე უბრალოდ მომწონხარ ბადაი,კარგი ხარ და რამე მაგრამ სიყვარული? ეგ უკვე ზედმეტია..-უაზროდ ამიტყდა სიცილი ის კი აშკარად ინტერესით მისმენდა და ისევ მკითხა -კარგი და რამე?-ხელები გადაიჯვარედინა და ღიმილით გააგრძელა-რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ "კარგი და რამე" "სიყვარული და რამეთი" შეიცვალოს?-თავი უკან გადავწიე და გადავიხარხარე მის ხუმრობაზე,მერე კი უდარდელად ვუპასუხე -ყოველთვის მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა,მაგალითად მთელი ეს ქორწინება! მაგით თავს კი არ შემაყვარებ შემაძულებ.-თმა ყურზე გადამიწია და რბილად მითხრა -ხომ იცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახებისთვის და ჩემთვისაც. ეს ტრადიციაა. -ხედავ? ჩემთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი! სულ არ მინდა ამის გაკეთება,გაგიმართლა რომ საყვარელი ხარ,აქამდე მაგან მოგიყვანა.-დავამთქნარე და წამოვწექი,ის კი ღიმილით დამაჩერდა.. -საყვარელი არა? იქნებ სიყვარულიც დავიმსახურო ჩემი საყვარლობით.-ეშმაკურად მითხრა და ჩავიხითხითე -ნუ ცდილობ ჩემი სიმთვრალის შენს სასარგებლოდ გამოყენებას.-გავეკრიჭე რაზეც გაეცინა -ძალიან ტკბილი ხარ...იქნებ ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო შემყვარებოდი კიდეც...-წავიჩურჩულე და ისევ დავამთქნარე. თვალები მივხუჭე როცა დაღლილობა ვიგრძენი და სანამ ძილი წამიღებდა მისი სიტყვები გავიგე. -ძალიან შემიყვარდი დოშდულ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის,რომ შენც შეგიყვარდე....-ეს იყო და სიბნელეში ჩავიძირე... ***** ისეთი თავის ტკივილით გავიღვიძე,თითქოს თავის ქალა მეწვოდა,შუბლზე მივიდე ხელი,თვალები მაგრად დავხუჭე და ამოვიოხრე. -რატომ დავლიე ამდენი...-წავიბურდღუნე და ფრთხილად წამოვჯექი,თვალები ავაფახულე რომ გამეგო სად ვიყავი,რომელ საუკუნეში ან რომელ ოთახში,ან საერთოდ რომელი საათი იყო...ბადაის ოთახში ვიყავი,გარეთ უკვე ბნელოდა,თვითონ კი არსად ჩანდა. ფრთხილად წამოვდექი და ქვემოთ წავედი თავის გასაყუჩებლად რამე რომ მომეძებნა. ფრთხილად ჩავედი კიბეებზე და პირდაპირ სამზარეულოში შევედი. შუქი ავანთე და ყველა კარადა და უჯრა გავჩხრიკე სანამ ტკივილგამაყუჩებელს არ მივაგენი...ცოტა აზრზე რომ მოვედი ყავა გავიკეთე და მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი. ძალიან უცნაური სიჩუმე იდგა და ეს ძალიან მაშინებდა...დივანზე მოვკალათდი და ყავა იქვე მაგიდაზე დავდე...თავში ბადაის სიტყვები ამომიტივტივდა და გამეღიმა...ეს ბიჭი პირდაპირ საოცრება იყო...ასე ძალიან როგორ შევუყვარდი ასეთ მცირედ დროში? მე ხომ ასე უხეშად ვიქცეოდი,სულ ვეჩხუბებოდი,ვლანძღავდი... მართალია იყო მომენტები,როცა თავს ვერ ვიკავებდი და მის თვალებში და ღიმილში ვიკარგებოდი...სიბნელეში ჯდომა მაშინებდა,ამიტომ წამოვდექი და შუქი ავანთე,ოთახს რომ თვალი მოვავლე რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და უფრო გამძაფრდა ეს შეგრძნება,როცა მისაღები ოთახის ფანჯარა ფართოდ გამოღებული დავინახე...ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ფრთხილად წავედი კარისკენ,თუმცა სახელური რომ ჩამოვწიე მივხვდი კარი ჩაკეტილი რომ იყო... -ამას ხომ არ ეძებ?-ნაცნობი ხმა გაისმა და შიშისგან ადგილზე გავიყინე...არ მინდოდა ხმის მიმართულებით მიბრუნება,მაგრამ თავს ძალა დავატანე და შევტრიალდი...მივხვდი რომ სულ გავფითრდი და ავცახცახდი,როცა გეგის ფართო ღიმილი დავინახე ოთახის ბოლოდან რომ მიყურებდა... -არა...არა არა არა-ჩავიბურტყუნე და კარებს ავეკარი ზურგით... -გამარჯობა თაია,არ მოგენატრე?-ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და გასაღები იქვე მიაგდო.. -აქ....აქ როგორ შემოხვედი...აქ არ უნდა იყო...-ავბურტყუნდი და თან კიბისკენ გავაპარე თვალი... -შენ გეგონა აღარ დავბრუნდებოდი?-წაისისინა და კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადმოდგა ჩემსკენ მაშინვე კიბეებისკენ გავიქეცი,მეგონა რომ გავასწრებდი,თუმცა ფეხში დამავლო ხელი,წონასწორობა დავკარგე და დავეცი,თავი რომ დავარტყი ყურებში წუილის ხმა გაისმა და თითქოს ყველაფერი დროში გაიყინა. -ნწ ნწ ნწ,ჩემგან ვეღარ გაიქცევი,მაინც მივიღებ იმას რაც მინდა,-მისი ხმა მზარავდა,წამებში შემაბრუნა მისკენ და ზურგით კიბეებს ავეკარი...ცალი ხელით ჩემი ხელები მჭიდროდ ეჭირა და მეორეს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა -მომშორდი!-ვუყვირე და ვცდილობდი როგორმე მისგან თავი დამეღწია მოულოდნელად საშინელი წვა ვიგრძენი და ინერციისგან თავი გვერდით შევატრიალე,გეგიმ...გამარტყა... -მოკეტე,შენ არ იყავი ბადაისგან გაქცევა რომ გინდოდა? ხოდა ახლა ჩემთან წამოხვალ,მაგრამ მანამდე იმას მივიღებ რაც მინდა-სახე საშინლად მეწვოდა მაგრამ ხელი რომ კაბის ქვეშ შეაცურა და ზევით აასრიალა შიშიც და ტკივილიც დამავიწყდა,თითქოს გონებაში რაღაც გადამიტრიალდა,მოვახერხე და ერთი ხელი გავითავისუფლე და მთელი ძალით დავარტყი სახეში,მართალია მასზე ძლიერი არ ვიყავი,მაგრამ მოულოდნელობისგან ხელი მიშვა მეც მთელი ძალით ჩავარტყი ფეხი და კიბეზე რომ ჩაგორდა მაშინვე მოვწყდი ადგილს და ზევით გავიქეცი...ბადაის ოთახში შევვარდი და კარი გადავკეტე...წამებში მოვარდა და კარზე დაიწყო ბრახუნი,ტელეფონს დავწვდი და მაშინვე მამასთან დავრეკე...მეორე ზარზე მიპასუხა -თაია ხო მშვიდობაა მამა...-დაპანიკებულმა გავაწყვეტინე -მამა გეგი...გეგია აქ...დამეხმარე გთხოვ...-გავიგე როგორ დაიწყო რაღაცის ყვირილი,ცოტაც და გეგი კარს ჩამოხსნიდა...ღმერთო სადაა ბადაი... -თაია ახლავე მოვალთ...ოთახში შედი და კარი ჩაკეტე...-მეღადავება ხო? სანამ რამეს ვუპასუხებდი კარი ბრახუნით დაეცა ჩემს ფეხებთან და ბოლო ხმაზე ვიკივლე -არ მომეკარო! მომშორდი!-ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ფანჯრისკენ გავიქეცი,არ ვიცი რატომ,მაგრამ მეგონა ამით მისგან თავს დავაღწევდი,თმაში მწვდა და უკან გადმომაგდო,იატაკზე რომ დავეცი ისევ ზემოდან მომექცა,ამჯერად კაბა ტანზე შემომახია,მჭიდროდ ვეჭირე და გამხეცებული ცდილობდა შარვლის გახსნას.... -გთხოვ გაჩერდი! არ გინდა გთხოვ!-ავსლუკუნდი და გამწარებულმა ყელში წამიჭირა ხელი....სუნთქვა შემეკრა და მისი ლაპარაკი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა... -ვერ...გიშველის...ბოლოს მაინც ჩემი იქნები...-თევზივით ვფართხალებდი და ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას თუმცა ამაოდ....მოულოდნელად წამოხტა და ზურგით მიმიხუტა,თან უკან იხევდა და მეც თან მიმათრევდა...თვალები რომ გავახილე პირველი ბადაი დავინახე გამხეცებული მისჩერებოდა გეგის და ჩემს დაფლეთილ კაბას.... -ახლავე ხელი გაუშვი თორემ ნაკუწებად გაქცევ-გაყინული ხმით უთხრა ძმას და ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა,გეგიმ კი უკან დაიხია და სადისტურად გაიცინა -წამოეგე სატყუარას ძამიკო? მარტო არ უნდა დაგეტოვებინა,ხომ იცოდი დავბრუნდებოდი?-ხმები გავიგე და ბადაის უკან მამაჩემი,გივარგი და რევაზი გაჩნდნენ. -ჩემი ხელით მოგკლავ თუ თაიას ახლავე ხელს არ გაუშვებ.-თვალებანთებულმა უთხრა გივარგიმ,გეგის თვალს არ აშორებდა. -ვაა,მთელი ოჯახი მოვიდა შენს დასაცავად თაია ხედავ? იქნებ ცოტა ადრე რომ მოსულიყვნენ ეს ყველაფერი თავიდან აერიდებინათ.-უკან დაიხია და გავიგე როგორ გააღო ფანჯარა -ბადაი...-წავიჩურჩულე და წყლიანი თვალებით რომ ავხედე სახე აელეწა. -გაუშვი თუ გინდა რომ ცოცხალი გაგიშვა აქედან-გაყინული ხმით უთხრა და მოგვიახლოვდა,გეგიმ თავი ყურთან ახლოს მომიტანა და წაისისინა -ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ არის...-მერე ხელი მკრა,მუხლებზე რომ დავეცი ბადაი მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და გულში ჩამიკრა...გეგი კი...გეგი ფანჯრიდან გადახტა... -ის...ის მე შემეხო...-ავსლუკუნდი და მივეკარი...გულში მიკრავდა და მეფერებოდა -მაპატიე დოშდულ...აქ ვარ...შენთან ვეღარაფერს ვერ დაგიშავებს გპირდები.-უფრო ავტირდი და თავი მის კისერში ჩავმალე... -ჩემო პატარა...-მამაჩემი ჩემს გვეედით ჩაიმუხლა მაგრამ მისთვის ზედაც არ შემიხედავს...ბადაის ვეკროდი და ვსლუკუნებდი...ის კი მეფერებოდა და მამშვიდებდა.....მაგრამ ჩემი სახე ხელებში რომ მოიქცია და გახეთქილ ტუჩს და სავარაუდოდ დალურჯებულ სახეს მოკრა თვალი მაშინვე ცეცხლი აენთო თვალებში და წაისისინა -მოვკლავ!-წამოდგომას აპირებდა,თუმცა მაისურზე დავებღაუჭე და შეშინებული ავსლუკუნდი. -არა გთხოვ არ დამტოვო...არ წახვიდე...-მაშინვე დამშვიდდა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში... ***** არ ვიცი რამდენ ხანს ვტიროდი,ან რამდენ ხანს ვიჯექი იატაკზე ბადაიზე ჩახუტებული....ყველანი ოთახში შემოცვივდნენ,დედაჩემი,ქალინა,ლანა და ქეთი,ბადაის მამა და ბიძაც კი არსად მიდიოდნენ,მხოლოდ ტელეფონით იძლეოდნენ ბრძანებებს...მაგრამ ბადაის გარდა არავის არ ვიკარებდი,მის გარდა არავის დანახვა არ მინდოდა...რომ შეამჩნია ყველას უთხრა დავეტოვებინეთ და ფრთხილად წამომაყენა აცახცახებული....თვალები რომ გავახილე საწოლში ვიწექი...მაშინვე წამოვხტი და დამფრთხალმა მოვავლე თვალი ოთახს,ბადაი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და გულში რომ ჩამიკრა და მისი სიახლოვე ვიგრძენი მაშინვე დავმშვიდდი... -აქ ვარ დოშდულ... -ხომ აღარ წახვალ? აღარ დამტოვო გთხოვ...-ისევ ავტირდი და უფრო ახლოს მივიჩოჩე მასთან... -გპირდები სულ შენთან ვიქნები,არსად არ მივდივარ,წამითაც აღარ დაგტოვებ მარტოს.-თავზე მაკოცა და დამხედა. სახეზე თვალი მოვავლო და სიმწრისგან ყბა დაეჭიმა. არ მინდოდა ჩემი თავის ასეთ მდგომარეობაში ნახვა და სარკეს არ ვეკარებოდი...ბადაის ანთებული თვალებიდან გამომდინარე სახე ძალიან ცუდ დღეში მქონდა....ცოტა რომ დავმშვიდდი გვერდით მივიჩოჩე,ფეხები მივიხუტე და ვკითხე. -როგორ შემოვიდა? რა სატყუარაზე ლაპარაკობდა?-წამიერი დუმილის შემდეგ მიპასუხა -შენთან ვიყავი და უკვე დაძინებას ვაპირებდი მამაჩემმა რომ დამირეკა და მთხოვა სახლთან შევხვედროდი. რომ გავედი კიდევ რამოდენიმე თანასოფლელიც დამხვდა. ერთ-ერთმა სოფელთან ახლოს გეგი შენიშნა და მაშინვე მამაჩემს შეატყობინეს. მის საძებნელად რომ წავედით სოფლისგან ცოტა მოშორებით ვიღაც შევნიშნეთ ფანრით ხელში. ვიფიქრეთ გეგი იყო და ავედევნეთ. რომ დავეწიეთ და დავიჭირეთ სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა,უკან ვბრუნდებოდით მასთან ერთად მამაშენთან რომ დარეკე და მაშინვე გამოვიქეცი...-გამომხედა,ჩემი ხელი მისსაში მოიქცია და ნაზად აკოცა. -ის ბიჭი გეგის მეგობარი აღმოჩნდა და ეხმარებოდა შენს მოტაცებაში...-ღრმად ამოვისუნთქე და და დაბნეულმა ვკითხე -რატომ უნდა ასე ძალიან ჩემი მოტაცება? დარწმუნებული ვარ ქორწილის ამბავს გაიგებდა... -ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებს დოშდულ.-მშვიდად მიპასუხა -რას გულისხმობ?-თვალები ავახამხამე დაბნეულმა -ფიქრობს,რომ გოგო რომელიც უყვარდა მე წავართვი,ახლა კი ცდილობს შენი მოტაცებით შური იძიოს.... -რა?-დაბნეულს მხოლოდ ესღა აღმომხდა....ყველაფერი უფრო და უფრო იხლართებოდა... ***** ყველაფერი მტკიოდა,განსაკუთრებით კი სახის მარცხენა მხარე,თუმცა ბადაისთან ამას არ ვიმჩნევდი...ბალიშს მივეყუდე ფრთხილად და ბადაის მივაჩერდი... -მეტყვი რა მოხდა?-ვკითხე და მანაც არ დააყოვნა. -17 წლის იყო,ერთი გოგო შეუყვარდა ნინა,აქ ზაფხულობით ჩამოდიოდა ოჯახთან ერთად. გეგი სულ მის გარშემო ტრიალებდა და ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას,ნინა კი ყოველთვის აიგნორებდა. მოკლედ რადგან არაფერი გამოუვიდა მე მთხოვა დახმარება,მეც წავედი ნინასთან სალაპარაკოდ...ვუხსნიდი რომ გეგის ის მოსწონდა და მისთვის შანსი მიეცა,მან კი მითხრა რომ ყოველთვის მე მოვწონდი და ჩემთან უნდოდა ყოფნა. აღმოჩნდა რომ გეგიმ ეს ყველაფერი გაიგო,იმ დღის მერე დაიფიცა,რომ როცა შეყვარებული ან ცოლი მეყოლებოდა,ისევე წამართმევდა როგორც მე მას ნინა წავართვი...-თვალები ავაფახულე და დაბნეულმა ვთქვი -მაგრამ ეს ხომ შენი ბრალი არ ყოფილა?! -გეგის ეს არ ესმის დოშდულ,უფრო სწორად არ უნდა ამის გაგება.-დაღონებულმა თქვა -ახლა სადაა ის გოგო? ისევ ჩამოდის სოფელში?-ვკითხე -დიდი ხანია აღარ ჩამოსულა,მაგრამ რომც ჩამოვიდეს ეს არაფერს არ შეცვლის.-მტკიცედ მიპასუხა და მეც გავჩუმდი. ხელებს დავაჩერდი და ფიქრებმა წამიღო...შურისძიების გამო უნდა ჩემი მოტაცება? მაგრამ ეს ხომ არაფერს შეცვლის? პირიქით,უფრო დიდ შარში გაყოფს თავს და ოჯახსაც სამუდამოდ დაკარგავს. დავიჯერო ეს უნდა? ნუთუ არ მობეზრდა მარტო ხეტიალი? ბადაი ხელზე მეფერებოდა და თვალს არ მწყვეტდა -კარგი რა,ნუ მიყურებ,საშინელ მდგომარეობაში ვარ,-ხელები ავიფარე სახეზე და მაშინვე ჩამომაწევინა გაღიმებულმა -ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ,როცა გხედავ მგონია რომ ანგელოზს ვუყურებ...-რას მიშვება ეს ბიჭი,საიდან მოსდის ეს აზრები თავში,როგორ შეუძლია ყოველთვის ყველაფერი ცუდი დამავიწყოს და მხოლოდ კარგზე მაფიქროს....ახლაც კი,როცა ჩემი თავის სარკეში დანახვა მე თვითონაც არ მინდოდა,რადგან ვიცოდი არ მომეწონებოდა რასაც დავინახავდი,მაშინაც კი მისთვის ყველაზე ლამაზი ვიყავი...ახლოს მოიწია და ფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი გამსკდარ ქვედა ტუჩზე თითი ნაზად გადაასრიალა და სახეზე რომ თვალი მომავლო ისევ ბრაზით აენთო სახე....ხელზე ხელი დავადე და მშვიდად ვუთხარი -დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა, -დროულად რომ არ მოვსულიყავი მერე? რა მოხდებოდა დოშდულ? რომ ვერ მომესწრო ახლა აქ არ იქნებოდი და ჩემს თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებდი...-თმა ყურზე გადამიწია და ფრთხილად მომეფერა თითებით სახეზე -მაგრამ მე აქ ვარ,ხომ ასეა? და თან შენ არ იცი როგორ ვუთავაზე წიხლი-გაკვირვებულმა რომ შემომხედა გავაგრძელე -კიბეზე რომ ამოვრბოდი ფეხით დამიჭირა,როგორც კი შანსი მომეცა მთელი ძალით ჩავცხე ფეხი მუცელში და ოთახში ჩავიკეტე. ასე რომ,არც ისეთი სუსტი ვარ,თავის დაცვა შემიძლია.-ხელები რომ გადავაჯვარედინე და თავი ზემოთ ავწიე ამაყად გაეცინა -კარგი მასე იყოს,-ღიმილით მითხრა და თვალები ისევ დაუთბა. გავუღიმე და წამიერად დავფიქრდი...ეს დღეები მას ძალიან დავუახლოვდი,აღარ ვეჩხუბებოდი,ნუ ცოტას მაგრამ ისეთი სიხშირით არა როგორც თავიდან. თითქოს მას აღარც ვადანაშაულებდი არაფერში...მშობლებს ვდებდი ბრალს,რადგან ყველაფერი მათ გამო მოხდა,იქნებ რომ წავეყვანე ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმართულიყო. მაგრამ მომწონდა კიდეც ბადაისთან ყოფნა,ტოქსიკური იყო კი. მაგრამ ძალიან თბილი და ყურადღებიანიც. ოღონდ როცა მარტოები ვიყავით. ქუჩაში ამაყად მიაბიჯებდა და ჩემგანაც სერიოზულობას ითხოვდა. მესმოდა კიდეც მისი,მართალია არასდროს ვყოფილვარ ცანცარა და არც ყურადღების მიქცევა არ მიყვარდა. მაგრამ მომენტებში თავს ვერ ვაკონტროლებდი და ამის გამო არ უნდა მოეცა საყვედური...ამოვიოხრე კარზე კაკუნი რომ გავიგე. არავის ნახვა არ მინდოდა...მარტო მინდოდა ყოფნა სიმშვიდეში -ჩავალ ვნახავ ვინ არის და მოვალ.-წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა,კარი რომ გააღო და ჩემი მშობლების ხმა გავიგე თვალები ავატრიალე. ყველაზე მეტად მათი ნახვა არ მინდოდა. ოთახში მხოლოდ ისინი შემოვიდნენ,მათ უკან გავიჭყიტე,ბადაის თვალი რომ ვერ მოვკარი ვიკითხე -ბადაი სადაა?-დედაჩემმა პირზე ხელები აიფარა ჩემი დანახვისას და ჩუმად ატირდა,მამაჩემი მშვიდად მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა,დამწუხრებულმა მომავლო თვალი და თავზე მომეფერა. დედაჩემიც ცოტა რომ დამშვიდდა მომიახლოვდა და მთელი ძალით ჩამეხუტა,ტკივილისგან წავისისინე და ფრთხილად მოვიშორე. მამას გვერდით მიუჯდა და დაიწყო მათი ორსაათიანი ლექცია.... -შვილო როგორ ხარ? გტკივა ხო? -სახე რას გიგავს მოგიკვდეს დედა შენ... -ერთი სადმე გადავეყარო მაგის... -გაჩუმდი კაცო,გინებით რას გახდები...დედა იქნებ საავადმყოფოში წავიდეთ -მართალია დედაშენი დავრეკავ და ეხლავე წავიდეთ.-მამამ ტელეფონი ამოიღო შარვლის ჯიბიდან და სწორედ ამ დროს ვიკივლე -გეყოფათ! უკვე თავი ამატკიეთ ამ სისულელეებით.-ორივე მომაჩერდა მე კი გამწარებულმა გავაგრძელე -კარგად თუ დაუფიქრდებით ეს ყველაფერი თქვენი ბრალია,აქედან რომ თავის დროზე წაგეყვანეთ ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა,ახლა გვიანია სინანულისთვის.-სიჩუმე ჩამოწვა და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ დედაჩემმა დაიწყო ფრთხილად -თაია,დედა,ბევრი ვიფიქრეთ ძალიან,გუშინდელი ამბების მერე ძალიან შეშინებულები ვართ...-მამაჩემს გახედა,თვალით ანიშნებდა გააგრძელეო,მანაც არ დააყოვნა -ბადაის მშობლებს უკვე ველაპარაკე,უარზე არიან,მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს. თბილისში უნდა დავბრუნდეთ.-ხან დედაჩემს ვუყურებდი ხან მამას. ბრაზისგან ლაპარაკის უნარი წამერთვა და ცოტა ხნით ესე ვიჯექი ჩუმად შემდეგ კი მტკიცედ დავიწყე. -თუ დაგავიწყდათ,ბაბუას ფიცი აქვს დადებული,რომლის გატეხვის შემთხვევაში ყველანი დავზარალდებით ასე არაა?-ორივეს მივაჩერდი და სანამ რამეს იტყოდნენ გავაგრძელე -და თქვენ თვითონ მაძალებდით ბადაის ცოლად გავყოლოდი,იმის შიშით რომ სისხლი არ დაღვრილიყო,ახლა რა შეიცვალა? აღარ გეშინიათ? თუ უხილავ ძალებს სთხოვეთ ჩემს დაცვაში დახმარება? -თაია წესიერად ილაპარაკე და რასაც გეტყვი ის გააკეთე. ადგები,ბარგს ჩაალაგებ და ჩვენთან ერთად წამოხვალ თბილისში,ან ძალით წაგიყვანთ.-მტკიცე ხმით თქვა მამაჩემმა და დედამაც დაამატა -შენი აქ დარჩენა არ შეიძლება,გიგია თუ ვიღაც ისევ რომ დაბრუნდეს და უარესი გააკეთოს...რა გვეშველება....შეხედე რა დღეში ხარ....-გავაწყვეტინე და მტკიცედ ვთქვი -მე თქვენი მარიონეტი არ ვარ,რომ ერთ წუთას ძალით გამათხოვოთ და მეორე წუთას აქედან წასვლა დამაძალოთ,დღეიდან ჩემს ბედს მე ვწყვიტავ. -დაუფიქრდი რას ამბობ თაია!-წამოიყვირა მამაჩემმა მე კი მშვიდად გავაგრძელე -საკმარისად დიდი ვარ იმისთვის,რომ გადაწყვეტილებები ჩემით მივიღო. -ღმერთო ტვინი გამოურეცხა ამ ბიჭმა....-თავში შემოირტყა დედაჩემმა ხელები და მამას გახედა -გესმის ეს რას ამბობს?? -ტვინი თქვენ გაქვთ მგონი გამორეცხილი,ერთ წუთას გაიძახით რა კარგი წყვილი ხართო და მეორე წუთას ბადაი მანიპულატორი გამოგყავთ. მაძალებთ ცოლად გავყვე და გეშინიათ ჩემი აქედან წაყვანა რომ რამე არ დაგიშავდეთ და ახლა ისევ ძალით გინდათ აქედან ჩემი წაყვანა. არსად არ მოვდივარ! ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა! თუ ასე ძალიან გეშინიათ შეგიძლიათ მიბრძანდეთ თბილისში და უდარდელად იცხოვროთ!-ვუღრიალე და გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. არ მივცემდი ჩემი მართვის უფლებას,მართალია აქედან წასვლა მინდოდა,მაგრამ რაც მე და ბადაიმ საერთო ენა გამოვნახეთ დავფიქრდი,ის არც ისეთი ცუდი ადამიანი აღმოჩნდა,შეიძლება ტოქსიკური იყო,ცოტა ხისტიც,მაგრამ ჩემს დასაცავად უკან არაფერზე იხევდა,გაყინულ მდინარეში დაუფიქრებლად გადმოხტა,გეგისგან პირველად მან მიხსნა,ახლაც პირველი ის მოვარდა ჩემს დასაცავად. ჩემს მშობლებს კი,ჩემი აქედან წაყვანის შეეშინდათ იმის გამო,რომ მათ რამე არ დაშავებოდათ. მართალია წინააღმდეგი ვიყავი ამ ქორწინების,მაგრამ ბადაიმ და მისმა ოჯახმა დამანახეს რა არის სიყვარული და საყვარელი ადამიანის დასაცავად ყველაფერზე წასვლა. სწორედ ამიტომ ვფიქრობდი,რომ სწორ ადგილას ვიყავი და აქედან იქამდე არ წავიდოდი,სანამ ეს მე თვითონ არ მენდომებოდა. მამაჩემი განრისხებული წამოხტა და ცხვირწინ დამიდგა თითის ქნევით -შენ ჩვენი შვილი ხარ! რასაც გეუბნები ის გააკეთე და ტლიკინს მოუკელი!-მშვიდად შევხედე და ისე ვუპასუხე -შეგიძლიათ უჩემოდ წახვიდეთ,რადგან მე აქედან მანამდე არ წამოვალ,სანამ ამას საჭიროდ არ ჩავთვლი. -თაია დაფიქრდი რას ამბობ,ამ ხალხს არც კი იცნობ! -ძალით რომ მტოვებდით აქ მაშინ ვიცნობდი არა?! თქვენ მხოლოდ თქვენს თავზე ფიქრობთ,მე კი იქ ვიქნები,სადაც ვიღაცისთვის სულ ერთი არ ვარ!-ფეხზე ძლივს ვიდექი ტკივილისგან,თუმცა ტკივილს ვაიგნორებდი და უკვე ცხოველივით ვქშინავდი ბრაზისგან. გონს მაშინ მოვედი,მამაჩემმა ხელი რომ აღმართა და სანამ სახეში გამარტყამდა ბადაიმ ჰაერში დაუჭირა და ჩემს წინ დადგა ფარივით. -თაიაზე ხელს ვერავინ აღმართავს,არ მადარდებს მშობელი რომ ხარ,კიდევ ერთხელ თუ დავინახავ მსგავს რამეს ხელს მოგამტვრევ,-სისხლი გამეყინა ისეთი ცივი ხმით უთხრა,გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ამას მართლა იზამდა,ჩემს გამო ყველაფერს იზამდა.... -როგორ ბედავ შე გაუზრდელო!-უკივლა დედაჩემმა,გამეცინა,ასე უცებ შეეცვალა ბადაიზე აზრი? აქამდე ხომ მოსწონდა? ხომ სულ აქებდა? შვილსაც ხომ ათხოვებდა მას ძალით? ნუთუ იმაზე არ დაფიქრებულა,რომ ბადაი შეიძლებოდა სულაც მკვლელი ყოფილიყო? ისინი კი სრულიად უცხოსთვის ასე მარტივად მიმეტებდნენ? ბადაიმ მამაჩემს ხელი გაუშვა და გვერდით ამომიდგა -კარგად ხარ?-წელზე მომხვია ხელი და დამხედა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. -კეთილი,რადგან ასე გადაწყვიტე შეგიძლია დარჩე აქ,მხოლოდ იცოდე,რომ ჩვენთან ვეღარ მოხვალ!-მტკიცე ხმით მითხრა მამაჩემმა,შეშინებულ დედაჩემს ხელი მოკიდა და კარის ბრახუნით გავიდნენ სახლიდან. ღრმად ამოვისუნთქე და ბადაის მკერდში ჩავმალე თავი... -ყველაფერი რიგზეა დოშდულ,მე არასდროს დაგტოვებ...-თავზე მაკოცა და მიმიხუტა. ახლა მხოლოდ ბადაი მყავდა....ჯიუტი,ხისტი და ტოქსიკური ადამიანი,რომელსაც მართლა ძალიან ვუყვარდი და რომელიც ვიცოდი არასოდეს მიმატოვებდა ისე,როგორც ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.