მიშგუ დოშდულ (თავი მეექვსე)
ძალიან ნაწყენი,გაბრაზებული და განადგურებული ვიყავი...რათქმაუნდა არ მინდოდა ჩემი მშობლები საფრთხეში ჩამეგდო,მაგრამ არც ბადაის ცოლობა არ მინდოდა,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სულ არ ვფიქრობდი დაოჯახებას და ბავშვების აღზრდას,რათქმაუნდა შვილი მინდოდა მაგრამ არა ასე ადრე....ამოვიოხრე და ისევ წამოვწექი. ცოტა ხანში თავი ალბათ გამისკდებოდა,ძალიან მტკიოდა და უკვე აუტანელი ხდებოდა ეს ყველაფერი....ასეთ ცხოვრებას ჯობდა საერთოდ არ დავბადებულიყავი,ან ბიჭი მაინც ვყოფილიყავი....ან რატომ არ მყავდა ძმა? იქნებ მას მაინც დაეჭირა ჩემი მხარე? იქნებ მას მაინც ებრძოლა ჩემთვის? თუ ისიც ჩემი მშობლებივით დამაძალებდა ბადაის გავყოლოდი ცოლად? ნამდვილად არ ვიყავი ბადაის მიმართ გულგრილი....მაგრამ ეს ხომ სიყვარული არ იყო...ეს უბრალოდ მოწონება იყო,როგორ უნდა შემეყვარებინა ასეთი მზრუნველი,მოსიყვარულე, მშვიდი,გაწონასწორებული.... უფრო სწორად ხეპრე,ერთუჯრედიანი,იმბეცილი, კრეტინი და ნარცისისი ადამიანი. ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა,დილემის წინაშე ვიდექი,გავყოლოდი და ცხოვრების ბოლომდე უბედური ვყოფილიყავი ამ სოფელში,რომელიც ძალიან მომწონდა და ამავდროულად ძალიანაც მძულდა,თუ უკანმოუხედავად გავქცეულიყავი აქედან და მშობლებიც და ჩემი თავიც საფრთხეში ჩამეგდო? ძალიან დიდხანს ვიფიქრე,გარეთ რომ გავიხედე უკვე საღამო იყო,არავის აღარ შევუწუხებივარ ამ დროის განმავლობაში და ვფიქრობდი ასე რომ გამეგრძელებინა იქნებ გადაეფიქრათ კიდეც ქორწილი,მაგრამ ქალინას სიტყვები გამახსენდა... "ღვთის წინაშე დადებული ფიცის გატეხვა უმძიმესი ცოდვაა,ამიტომ დადებული ფიცი აუცილებლად უნდა შესრულდეს,რომ კაცი პირის გამტეხად არ წარმოჩინდეს და უფლის თვალში მადლი ჰპოვოს. მისი გატეხვა კი ოჯახებს შორის დაპირისპირებას იწვევს...". სისხლი დაიღვრებოდა როგორც ისინი ამბობდნენ. ნუთუ მართლა იზამდნენ ამას? მაგრამ რომ გამახსენდა ბადაი როგორ უყურებდა გეგის როცა ის ჩემს მოტაცებას ცდილობდა,როგორ დაარტყა გამხეცებულმა,რომ არ გაეშველებინათ იქვე მოკლავდა... მაშინვე წამოვდექი და ქვევით ჩავედი. ყველა სახლში იყო....ბადაიმ მაშინვე გამომხედა და თვალები აენთო. -ძალიან ბევრი ვიფიქრე.-დავიწყე მტკიცე ხმით და კიბის ბოლოში დვდექი, რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. ქალინა და გივარგი იმედით მიყურებდნენ,არ იცოდნენ რომ მათი იმედით ანთებული თვალები სულ ცოტა ხანში ჩაქრებოდა...ბადაი წამოდგა და იქვე,მშობლების გვერდით დადგა,თვალს არ მაშორებდა. -მე ამ ყველაფერზე თანახმა არ ვარ და ეს სრული სისულელე მგონია. მაგრამ არც სულელი ვარ და არც ისეთი ჯიუტი,რომ ოჯახი საფრთხეში ჩავაგდო,იმის მიუხედავად რომ მათ მიმატოვეს,ჩემს მაგივრად გადაწყვიტეს ყველაფერი და მაძალებენ სრულიად უცხო ადამიანს მივთხოვდე...-თვალები დავხარე და ფრჩხილებს დავუწყე წვალება. ყველა დუმდა. -რადგან გინდათ,რომ უბედური ვიყო,უსიცოცხლო,გამოფიტული და ჩვეულებრივი მოჩვენება ჩემივე ცხოვრებაში დაე ასე იყოს.-პირდაპირ თვალებში შევხედე ბადაის რომელიც ისე თბილად მიყურებდა ლამის გადავიფიქრე გაგრძელება. მაგრამ მაინც ცივად და უემოციოდ ვუთხარი. -გამოგყვები ცოლად,მაგრამ შენს გვერდით ბედნიერი არასდროს არ ვიქნები,არასოდეს მეყვარები და არასოდეს დავემგვანები სხვა მოსიყვარულე ცოლებს....ვერასოდეს მოგცემ იმას რაც გინდა...ეს იქნება ორი,სრულიად უცხო ადამიანის ერთად თანაცხოვრება და იმედია ერთ დღეს მოგბეზრდება ჩემი უსიცოცხლო სახის ყურება და გამიშვებ...-გული ვატკინე და ეს სახეზე ეწერა,იმედი ჰქონდა რომ გული გამითბებოდა მის მიმართ,არც ვიყავი მის მიმართ გულგრილი,უბრალოდ ეს სიტუაცია მოქმედებდა ჩემზე და სწორედ ამ ყველაფრის გამო ვერ შევიყვარებდი,არ მივცემდი ჩემს თავს ამის უფლებას. -თაია დედა,-დედაჩემი წამოვიდა ჩემსკენ გაღიმებული, ხელით ვანიშნე ჩემთან ახლოს არ მოსულიყო და ღიმილი სახეზე მიეყინა -თქვენ შვილი მაშინ დაკარგეთ,როცა ამ ყველაფერს დათანხმდით და ბაბუას დადებული ფიცის ასრულება გადაწყვიტეთ. -თაია!-მკაცრად გადმომხედა მამაჩემმა მე კი არც შევიმჩნიე ისე გავაგრძელე -შეგიძლიათ დაიწყოთ ქორწილის დაგეგმვა,მე არაფერში მივიღებ მონაწილეობას,არცერთი თქვენგანის დანახვა და სიახლოვე არ მინდა,მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს...მინდა რომ საქორწილო კაბა შავი იყოს. რადგან მე სწორედ ქორწილის დღეს მოვკვდები.-შეშფოთებული სახეების დანახვისას თითქოს გამიხარდა,ვფიქრობდი რომ მათ ეს დაიმსახურეს,რადგან მათ მე გამწირეს,ცივად გამეღიმა კიდეც. მაგრამ ბადაის რომ შევხედე...ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ ვხედავდი როგორი გულგატეხილი იყო...ყურადღება აღარ მივაქციე არავის...შევტრიალდი და ისევ ზევით ავედი. ტირილიც კი აღარ მინდოდა,თითქოს ცრემლები დამეცალა...სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა სახლში და მთელი დღის განმავლობაში არავის არ ამოუღია ხმა...მე კი ვიჯექი ოთახში მარტო და ბადაის სევდით სავსე თვალებზე ვფიქრობდი... ***** გული გაურკვევლობით მქონდა სავსე,გონება კი ფიქრებით დაბინდული...ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი,მხოლოდ მაშინ ვიყავი მშვიდად როცა მეძინა...თითქმის წამიღო კიდეც ძილმა,მაგრამ სწორედ მაშინ ამომიტივტივდა გონებაში ბავშვობის ოცნებები...ოცნებები სადაც სიყვარული ჯადოსნური იყო...სადაც ორ ადამიანს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ,მე კი ულამაზესი თეთრი კაბით ბედნიერი ვიცეკვებდი ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად,ჩემს სიყვარულთან ერთად....ამის მაგივრად კი რა მივიღე? ახლა ეს ქორწილი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო....ახლა მინდოდა შავებში ჩაცმული დავმჯდარიყავი ბადაის გვერდით და იმის მაგივრად რომ ბედნიერი ვყოფილიყავი,ბევრი მემხიარულა და მეცეკვა,მეგლოვა და გაყინული სახით ვმჯდარიყავი...საკუთარი თავის გლოვას ვაპირებდი,რომელსაც ქორწილის დღეს სამუდამოდ დავასამარებდი...იმ თაიას მოვკლავდი,რომელიც სიცოცხლით და ენერგიით სავსე იყო,რომელსაც უყვარდა მოგზაურობა,სწავლა, სამზარეულოში ტრიალი და მეგობრებთან ერთად ძალიან ძალიან ბევრი სეირნობა და დროს ტარება...ასეთი აღარასდროს ვიქნებოდი,აღარც ბადაისთან გამოვხატავდი რაიმე ემოციას...ვიცოდი გამიჭირდებოდა,ის ხომ ყველანაირად ცდილობდა ჩემი გულის მოგებას,ის ხომ ასე ზრუნავდა ჩემზე...მაგრამ თავს გავაკონტროლებდი და ამას დღეიდანვე ვაჩვენებდი...დაე მიყუროს სრულიად უსიცოცხლოს,გამოფიტულს და უხალისოს....კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე წამოვჯექი...და მაინც,რა თავაზიანად იქცეოდა...ოთახში შემოვიდა,სერიოზული სახით,მისი თბილი ღიმილი სადღაც გამქრალიყო,თითქოს თვალებშიც სიცარიელეს ვკითხულობდი,ეს წესით უნდა გამხარებოდა,მაგრამ რატომ მწყინდა? მოვიდა და ახლოს ჩამოჯდა ჩემთან,ხელში რაღაცას ათამაშებდა,თუმცა არ დავკვირვებივარ რას,ბოლოს კი ტელეფონი რომ გამომიწოდა,არც კი გამოვართვი,დავწექი და ზურგი შევაქციე. -მეგონა ტელეფონი გინდოდა,-მშვიდად მითხრა -ის მე აღარ მჭირდება,შეგიძლია დაიტოვო.-ცივად ვუპასუხე -შენი ტელეფონი არაფერში მჭირდება დოშდულ.-ისევ ეს ჩვეული სიმშვიდე... -ორი დღის წინ ხომ გჭირდებოდა? უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მე მექნება თუ არა.-უხეშად ვუთხარი და თვალები მაგრად დავხუჭე. პირველად გავიგე როგორ ამოიოხრა და შემდეგ გაღიზიანებულმა დაიწყო -ყველანაირად ვცდილობ რომ აქაურობა მოგაწონო,რომ ჩემთან ყოფნა მოგაწონო,გპატიობ ყველანაირ შეურაწყოფას,მშობლების შეურაწყოფას,ხელს გიწყობ რომ აკეთო ყველაფერი ის რაც გინდა,არ გაკავებ,გიხსნი მეც და ყველა დანარჩენიც,რომ ამ ფიცის გატეხვა ვიღაცის მოკვლით დამთავრდება,შენ კი ჯიუტად ცდილობ აქედან გაქცევას,თავს მაჩვენებ რომ გეზიზღები,ითხოვ სამგლოვიარო კაბას ქორწილისთვის,პრობლემა არაა,მაგასაც აგისრულებ,მაგრამ ერთ კითხვაზე მიპასუხე რატომ?-წარბშეკრული წამოვჯექი და ისევ იგივე რამ ვუთხარი,რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვეუბნებოდი. -ძალიან კარგად იცი რატოც! შენ მე ცხოვრება წამართვი! -პირიქით,ვცდილობ შენთან ერთად ახალი ფურცლიდან დავიწყო ცხოვრება! -მე ეს არ მინდა! -მოგინდება!-ჯიუტად მიპასუხა -არასოდეს არ მომინდება!-ვუყვირე და წავისისინე ტკივილმა რომ გამკრა თავში. თვალები დავხუჭე და ხელით ოდნავ დავიზილე შუბლი -შეხედე შენს თავს რა დამართე!-პირველად აუწია ხმას ჩემთან და მოულოდნელობისგან შევხტი -ეს გინდა დოშდულ? მიპასუხე! გინდა გეგის ხელში ჩავარდე და გაიგო რა არის უბედურება? იცი მაინც რას წარმოადგენს? -თუ ასეთი ცუდია რატომ გაქვს მასთან კონტაქტი?-ვუყვირე მეც -იმიტომ რომ ჩემი ძმაა!-მიყვირა და ფეხზე წამოხტა,პირზე ხელი ავიფარე და თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. -რა?-მხოლოდ ეს აღმომხდა. სახეზე ჩამოისვა ხელი და ისევ გვერდით მომიჯდა -გეგი ჩემი ძმაა...-დავიბენი,თავში უკვე გოგლი მოგლი მქონდა,ყველაფერი აირ დაირია,თუ მისი ძმაა რატომ არაა მასთან ერთად? რა ხდება? -ვერაფერი გავიგე...-ალალად ვუთხარი და ბალიშს მივეხუტე ხმა რომ არ ამოიღო ისევ მე ვკითხე -რა მოხდა თქვენს შორის?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ყველაფერი ამიხსნა. -გეგი ყოველთვის თავზეხელაღებული იყო,ყოველთვის იქ იყო სადაც რამე ცუდი ხდებოდა,სახლში ხშირად მოდიოდა გახეთქილი ტუჩით,წარბით ან სულაც მთლად დალურჯებული,მამა ხშირად ეჩხუბებოდა,საყვედურობდა,მაგრამ არავის არ უსმენდა...ჩვენთან ერთად ცხოვრობდა მანამ,სანამ ერთ-ერთი თანასოფლელი არ შემოაკვდა ჩხუბის დროს...-გავოგნდი...ხმას ვერ ვიღებდი,ნუთუ გეგი ასეთი საშიში იყო....მე კი სულელი მას მივყვებოდი... -აქ ასეთი წესია,სისხლის აღება ქვია,უძველესი ტრადიციაა,რომელიც დღემდე გვაქვს. თუ კაცს მოკლავ,ყველაფერი კეთდება იმისთვის,რომ დაზარალებული მხარის ოჯახის წევრებმა ხელში იარაღი არ აიღონ,ისინი დამნაშავის ოჯახის წევრების სინდისსა და ნამუსს ანდობენ ყველაფერს,სწორედ ამიტომ,ორი-სამი თვის განმავლობაში იარაღს ხელს არ ვკიდებთ. ამის შემდეგ,დამნაშავის და დაზარალებული ოჯახის წევრები იკრიბებიან და სვამენ საკითხს,მოკალი კაცი? მაშინ არ გაქვს აქ დარჩენის უფლება,სოფელს თუ არ დატოვებდა,გეგის მოკლული შვილის ოჯახის წევრები გამოასალმებდნენ სიცოცხლეს,ამიტომ სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად,სოფელმა მისცა უფლება,რომ ხანდახან მოსულიყო,მაგრამ ყველაფერი ყველაფერი შეიცვლება,მან შენი გატაცება სცადა,ამიტომ სოფელში ფეხს ვეღარ შემოადგამს და თუ მაინც გაბედავს,მე თვითონ გამოვასალმებ სიცოცხლეს.-გამომხედა და მაკვირდებოდა...აინტერესებდა ყველაფერი გავიგე თუ არა. ყველაფერს ვხარშავდი,ჯერ იყო და ხატზე დაფიცებაო,ახლა სისხლის აღება,კიდევ რას მიმალავდა ეს სოფელი? საიდუმლოებებით იყო აქაურობა სავსე,ტრადიციებით,რომელთა შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. -ჩემი თავი რატომ გააცანი თუ ასეთი საშიშია?-ვკითხე და წარბების ქვემოდან ავხედე. -შენივე უსაფრთხოებისთვის,გგონია ვერ დავინახე როგორ გიყურებდა? უნდა სცოდნოდა რომ აქ მარტო არ ხარ და რომ ჩემი ცოლი ხარ. -მაგრამ მან იცის რომ შენი ცოლი არ ვარ...-ტუჩზე ვიკბინე და თვალები დავხარე -რას ამბობ დოშდულ?-მკითხა და მომაჩერდა პასუხის მოლოდინში,შევატყე რომ ძალიან დაძაბული იჯდა. -შენი მშობლების სახლიდან რომ გამოვიქეცი,შემთხვევით გეგის დავეჯახე,იკითხა შენი ქმარი სად არისო,მე კი ვუთხარი რომ შენ ჩემი ქმარი არ ხარ და ვთხოვე ჩემი თბილისში წაყვანა...-დაფიქრდა და შემდეგ მშვიდად მიპასუხა -გეგი სოფელში ვეღარ დაბრუნდება,შენ კი სულ რაღაც ორ დღეში ჩემი ცოლი გახდები,ამიტომ სანერვიულო არაფერი არაა.-ჩვეული თბილი ღიმილი დაუბრუნდა სახეზე,მე კი ავფორიაქდი. -ჩემგან რა უნდა?-თუმცა ამაზე პასუხი ვიცოდი,მაინც ვიკითხე -მას მოწონხარ დოშდულ და გადაწყვიტა ჩემგან წაგიყვანოს,ამის უფლებას არ მივცემ,ჩემთან უსაფრთხოდ ხარ.-ჯიბეში ჩაიცურა გრძელი თითები და წამალი ამოიღო. -თავს გაგიყუჩებს.-გამომიწოდა და ადგა ჩემთვის წყალი რომ მოეტანა...წყლით სავსე ჭიქა მომიტანა რომელიც უსიტყვოდ გამოვართვი და წამალი დავლიე. -დაისვენე დოშდულ,ხვალ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.-ოთახში მარტო დამტოვა და მისი მონაყოლის შემდეგ აცახცახებული დიდხანს ვიჯექი საწოლზე და ვფიქრობდი რატომ ჰქონდა აქამდე მკვლელთან კონტაქტი...თუნდაც ეს მისი ძმა ყოფილიყო... ***** მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი,რამდენჯერაც თვალს დავხუჭავდი,იმდენჯერ მიდგებოდა გეგის სახე სისხლიანი ღიმილით თვალწინ....ტელეფონს,რომელსაც მთელი დღის განმავლობაში არ შევხებივარ ბლოკი მოვხსენი,ასამდე ესემესი დავაიგნორე და საათს დავხედე,ღამის ორი საათი იყო....არ ვიცი რის მეშინოდა,მაგრამ ფანჯარას რომ ვუყურებდი,მეგონა გეგი ნებისმიერ წამს შემოიპარებოდა და მომიტაცებდა....დავწექი და კიდევ დიდხანს ვიტრიალე საწოლში,საბანიც კი წამოვიფარე სახეზე,მაგრამ შიში ძილის საშუალებას არ მაძლევდა...ამიტომ წამოვდექი ოთახიდან გავედი და....ბადაის ოთახის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე,სიჩუმე იყო, ვიფიქრე ეძინა,თუმცა მალევე გავიგე როგორ ადგა,კარი რომ გამოაღო და პირველი მისი შიშველი მკერდი დავინახე შიში სულ დამავიწყდა....ერთი,ორი,სამი.... ღმერთო რვა,არ დამინახავს ევარჯიშოს საიდან ჰქონდა ასეთი პრესი...ავხედე,ის კი წარბშეკრული დამყურებდა,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა... -ყველაფერი რიგზეა დოშდულ?-მკითხა,ოხ ეს ხავერდოვანი ხმა...ნერწყვი გადავყლაპე და დაბნეულმა დავიწყე ლაპარაკი -იცი მე....მე ვერ ვიძინებ...თან იქ ფანჯარაა...ძალიან ბნელა...ვერ ვიძინებ....-გაიცინა მე კი ისევ პრესზე მივაჩერდი და დაძარღვულ და დაკუნთულ ხელებზე....ეს ბიჭი ცოცხალი ქანდაკება იყო.... -გინდა იავნანა გიმღერო?-გამეხუმრა და დამაჩერდა....კიდევ კარგი ბნელოდა,თორემ იმაზე მეტად გავწითლდებოდი ვიდრე იმ წამს....ფეხებს დავხედე და ფრჩხილების წვალება დავიწყე...მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ შარვალი ეცვა და ფეხშიშველი იყო.... -შეიძლება შენს ოთახში დავიძინო? იქ....იქ მარტო მეშინია....-ავხედე და ტუჩზე ვიკბინე....გაუკვირდა,მაგრამ მაშინვე განზე გადგა და მეც არ დავაყოვნე ოთახში შევედი...სიბნელეში ბევრი ვერაფერი შევამჩნიე,ჩემს ოთახზე დიდი იყო მისი საძინებელი,დიდი ფანჯრიდან მთვარის შუქი პირდაპირ საწოლს ეცემოდა,საწოლის ორივე მხარეს პატარა ტუმბო იდო სანათებით...ბადაი საწოლს მიუახლოვდა,ჩამოჯდა და გამომხედა...ზანტად მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი... -შეგიძლია მითხრა რამ შეგაშინა?-ინტერესით მკითხა და ჩემს თმაზე დაიწყო თამაში -გეგი....-პაუზის შემდეგ მხოლოდ ეს ვთქვი....ხელები მომხვია,ჩამიხუტა და თავზე ფრთხილად მაკოცა -შენთან ახლოსაც ვერ მოვა,ამაზე პირადად მე ვიზრუნებ....-ცდუნებამ მძლია და ერთი ხელი მის შიშველ მკერდს მივადე....ისეთი მკვრივი იყო... -ვარჯიშობ?-რა სულელი ხარ თაია...რას ეკითხები...თავი მოთოკე... -ხანდახან...-მხოლოდ ეს მითხრა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია,მთვარის შუქი სახის ნახევარს უნათებდა,რაც მის სახეს ისეთ ხიბლს სძენდა....მართალია თავს დავპირდი რომ მას ყურადღებას არ მივაქცევდი და ახლოსაც არ გავიკარებდი....მაგრამ უკვე ვხვდებოდი ეს შეუძლებელი იყო...ხელი ნაზად მივადე ლოყაზე,თვალს არ მაშორებდა,მე კი მას ვუყურებდი... -არ ვიცი ასე როგორ მომაჯადოვე...მაგრამ სუნთქვაც კი არ შემიძლია როცა ჩემთან ახლოს არ ხარ...-ნაზად მითხრა და ხელი თმებში შემიცურა....სახე რომ მოაახლოვა მივხვდი რასაც აპირებდა,მაგრამ არ შემიჩერებია...ნაზად მაკოცა,ხელი სახიდან ჩამოვაცურე,პრესზე მივადე და მეც ვაკოცე....გონება მერეოდა მისი კოცნისგან,გული მიჩქარდებოდა და ქვეყნად იმ მომენტში სადარდებელი არ მქონდა...წამიერად მომშორდა,შუბლი შუბლზე მიმადო,ხელი ჩემი კისრიდან არ მოუშორებია თვალებში შემომხედა და ოდნავ ღიმილით მითხრა -შენ კი ამბობ რომ გეზიზღები და ჩემი დანახვა არ გინდა...-წელზე მომხვია ხელები და მის კალთაში რომ აღმოვჩნდი ლაპარაკის უნარი წამერთვა... -მითხარი დოშდულ...მართლა გძულვარ?-ტუჩის კუთხეში მაკოცა ნაზად,ხელებს წელზე ოდნავ მიჭერდა...ჭკუიდან ვიშლებოდი... -მე....-დავიწყე,თუმცა სწორედ ამ დროს მაკოცა ნაზად ყელზე და სიტყვები ყელში გამეჩხირა.... -ბადაი...-წავიჩურჩულე და ხელები ოდნავ მივაჭირე მკერდზე,ეს არასწორი იყო....მაგრამ არ გაჩერებულა,ისევ უხეშად დამაცხრა ტუჩებზე,არც მე ვეწინააღმდეგებოდი და სწორედ ამის გამო იქცეოდა ასე თამამად....მაგრამ არ მინდოდა რომ გაჩერებულიყო...მის მკლავებში თავს მშვიდად ვგრძნობდი....ხელი რომ მაისურის ქვეშ შემიცურა გული ლამის საგულედან ამომვარდა...სუნთქვა გამიხშირდა,წამიერად მომშორდა რომ ამომესუნთქა და ისევ ყელზე დამიწყო კოცნა,თან უფრო და უფრო მიხუტებდა და სვანურად რაღაცას ამბობდა... -სი ხი მიშგვი თემიშ ნარი...-ყელთან წაიჩურჩულა და შემომხედა,გაღიმებული თმაზე მეფერებოდა,რომ მიხვდა წინააღმდეგი არ ვიყავი კიდევ ერთხელ მაკოცა...ერთი ხელი ამჯერად კისერზე მოვხვიე და მეც ვაკოცე საპასუხოდ....აქოშინებულები რომ მოვშორდით ერთმანეთს და შუბლი შუბლზე მომადო ისევ სვანურად მითხრა -მი სი მალატ...-დაბნეულმა შევხედე და ამოვთქვი -რა...რას ამბობ.... -მოვა დრო და გაიგებ...-მხოლოდ ეს მითხრა და წამებში მომაშორა მაისური...წამიერად სიჩუმე ჩამოწვა თვალი მომავლო ტანზე,მე კი ის ფაქტი საერთოდ არ მაწუხებდა მის კალთაში რომ ვიჯექი წელს ზემოთ შიშველი...თაია უსირცხვილო ხარ...შემოვძახე ჩემს თავს,თუმცა არაფერი მოვიმოქმედე... -ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ დოშდულ...-უცნაური ხმით მითხრა და რომ შემომხედა მის თვალებში ჩავიკარგე...ისე მიყურებდა როგორც მტაცებელი მის მსხვერპლს....უხეშად დამაცხრა ტუჩებზე ამოსუნთქვის საშუალებასაც კი აღარ მაძლევდა,მისი ხელი ჩემს შიშველ სხეულზე დასრიალებდა,მე კი თავი ვეღარ შევიკავე -ბადაი მე...-აღმომხდა,არც კი შეჩერებულა -მითხარი დოშდულ...-ყელზე კიდევ ერთხელ მაკოცა და უცებ საწოლზე აღმოვჩნდი,ის კი ზემოდან დამყურებდა მშიერი თვალებით... -მე არ მძულხარ...-ქოშინით ვუთხარი და გაეღიმა -ეგ ისედაც ცხადია...-ხელი სახეზე დამისვა და ქვემოთ ჩამოაცურა... -არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო რაც შენ არ გინდა...-ნაზად მაკოცა ტუჩებზე -ამიტომ თუ გინდა რომ გავჩერდე ახლა მითხარი....-გონების ყველაზე შორი კუთხიდან მესმოდა ხმა რომელიც მიყვიროდა ბადაი შემეჩერებინა...მაგრამ მეორე ხმა საპირისპიროს მკარნახობდა.... -მე...-დავიბენი და თვალები ავაფახულე...რას ვაკეთებდი....ასე ღრმად რატომ შევტოპე...ნუთუ გულის სიღრმეში ეს მინდოდა? რატომ მივეჯაჭვე მას ასე ძალიან....ნუთუ მის მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა? არ არსებობს...შეუძლებელია...ვერ მექნება მის მიმართ გრძნობები...მან ხომ მომიტაცა...ძალით მივყავარ ცოლად...ესეთი ადამიანის მიმართ შეუძლებელია გრძნობები მქონდეს....მაგრამ მისი კოცნა...ღმერთო გონებას მირევდა...წელზე ხელი რომ მომხვია და მასთან ახლოს მიმიზიდა თავი რატომღაც სახლში მეგონა....შეცდომა იყო მასთან ოთახში შემოსვლა...ნაზად მივაჭირე ხელებით მკერდზე... -არ შემიძლია....-წავიჩურჩულე, გამიღიმა და ტუჩებზე დამწვდა...შემდეგ წამოდგა,ჩემი მაისური იატაკიდან აიღო და გამომიწოდა...თვალები თითქოს ჩაუქრა... -დაისვენე დოშდულ,ხვალ ბევრი საქმე გვაქვს-მაისური გადავიცვი და სანამ წავიდოდა ხელზე დავებღაუჭე,გამომხედა... -დარჩი...გთხოვ...-გაიღიმა და გვერდით მომიწვა,ძლიერი ხელები მომხვია და მიმიხუტა...საოცარი სუნი ჰქონდა და მის მკლავებში მოქცეული მშვიდად ვიყავი....თვალები დავხუჭე და მაშინაც კი ბადაის სახე დამიდგა თვალწინ....ვიცი გულს ვტკენ,მაგრამ ამისთვის მიზეზები მაქვს.... ***** თვალები ფრთხილად გავახილე და წამოვჯექი ნახევრად გათიშული....მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ბადაი არსად ჩანდა...გუშინდელი საღამოს დეტალები რომ გამახსენდა წამოვწითლდი,რას მიშვებოდა....წესით უნდა მძულდეს მაგრამ რატომ არ მძულს? რატომ მომწონს ეს იმბეცილი...ქარბორბალა ტრიალებდა ჩემს თავში,გული მისკენ მიმიწევდა,გონება კი მაიძულებდა თავი დამეღწია ამ ყველაფრიდან...ჩემი ფიქრები ტელეფონის ზარმა დაარღვია,ჩემი ოთახიდან მოდიოდა...ავდექი და წავედი რომ მენახა ვინ რეკავდა...ოთახში რომ შევედი საწოლზე მიგდებულ ჩემს ტელეფონს მოვკარი თვალი...ხელში ავიღე და ეკრანს დავხედე...კესო იყო. წარბები შევკარი,ძალიან ხომ არ დააგვიანდათ ჩემი გახსენება...გადავწყვიტე მაინც მეპასუხა -გისმენ!-ცივად ვუთხარი,თუმცა აჟიტირებულმა კესომ ტელეფონში ყვირილი დაიწყო -ბავშვებო თაიამ მიპასუხა!-უკან ფონზე მესმოდა სხვადასხვა ხმები -თაია როგორ ხარ?-ლუკას ხმა გავიგე -პოლიციას ხომ არ დავურეკოთ?-გაისმა ბექას ხმაც -თაია როგორ ხარ? ეს დღეებია ვცდილობთ დაგიკავშირდეთ...ყველაფერი რიგზეა? კარგად ხარ?-მომაყარა კესომ კითხვები,მე კი მშვიდად ვუპასუხე -კარგად როგორ უნდა ვიყო,როცა ყველამ მიმატოვეთ? მითხარი კესო,ჩემი გაწირვით გინდოდათ თავის გადარჩენა?-სიჩუმე ჩამოწვა და კესო ატირდა -მაპატიე...სხვა გზა არ გვქონდა...ბიჭები მოდიოდნენ შენს საძებნელად მაგრამ რამოდენიმე სოფლელმა შეაკავა ისინი,ბექას მოხვდა კიდეც....-ამოისლუკუნა და ახლა ტელეფონი ლუკამ გამოართვა...ბექა ცემეს?? -გავიგე მშობლებმა ჩამოგაკითხეს,როდის ჩამოხვალთ? ყველას ძალიან მოგვენატრე...-გავბრაზდი, მოვენატრე თურმე,აქამდე არ ვენატრებოდი? -თბილისში არ ჩამოვალ,ვთხოვდები.-ცივად ვუპასუხე,ისევ სიჩუმე.... -თაია,შენ რა,სერიოზულად აპირებ მაგ მანიაკს გაყვე ცოლად?-გაისმა ბექას აღელვებული ხმა -მანიაკი მაშინ არ იყო როცა მარტო მიმაგდეთ მასთან და უკანმოუხედავად გაიქეცით ქათმებივით?-ვუყვირე და სანამ ვინმე რამეს იტყოდა დავამატე -თქვენ ჩემთვის აღარ არსებობთ,დიდი მადლობა ჩემი მიტოვებისთვის და გაწირვისთვის, აქ აღარ დარეკოთ!-ჩავყვირე ტელეფონში,გავთიშე და საწოლზე მივაგდე....როგორ შეეძლოთ,როგორ დამტოვეს? ახლა კი ვითომც არაფერი მომხდარა ისე რეკავენ...თითქოს გული შესტკივათ... -დილა მშვიდობის.-გაისმა ბადაის ხავერდოვანი ხმა,მოულოდნელობისგან შევხტი,როგორ ხვდებოდა როდის ვიღვიძებდი? მომიახლოვდა -დილა მშვიდობის.-მეც მივესალმე -ყავა მოგიტანე.-პლასტმასის ჭიქა გამომიწოდა,სავსე იყო ყინულებით და რძით...გამეღიმა...ზუსტად ასეთი ყავა მიყვარდა -გმადლობ.-მადლობა მოვუხადე და ყავა მოვსვი,ძალიან გემრიელი იყო...მომიახლოვდა,ერთი ხელი ლოყაზე მიმადო,მეორე წელზე მომხვია და უხეშად მიმიხუტა,შემდეგ კი ტუჩებზე დამწვდა და მაკოცა,ყავა ლამის ხელიდან გამივარდა...მეც ვაკოცე საპასუხოდ,ყელზე გადაინაცვლა,არ ვიცი რა გააკეთა მაგრამ ფეხებში ძალა გამომეცალა და სუნთქვა შემეკრა,კიდევ კარგი ძლიერად ვეჭირე თორემ ალბათ იატაკს ჩავეხუტებოდი. ფრთხილად მომშორდა,კმაყოფილმა გაიღიმა და კარისკენ წავიდა. -მიდი გაემზადე,ქვემოთ დაგელოდები,მესტიაში მივდივართ.-თავი ოდნავ გვერძე გადავხარე და ისე ვკითხე ჯერ კიდევ არეულად ვლაპარაკობდი... -მანდ რა გვინდა? -საქორწილო მოსართავები უნდა ვიყიდოთ.-კარების ჩარჩოს მიეყრდნო და შემათვალიერა,კმაყოფილმა გაიღიმა ყელზე რომ შემხედა -არ მინდა წამოსვლა...-წავიბურდღუნე -გელოდები,აღარ გამამეორებინო დოშდულ.-მარტო დამტოვა და უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. საერთოდ არ მინდოდა არსად წასვლა....რადგან კარგი ამინდი იყო შორტები ჩავიცვი,თმა გაშლილი დავტოვე,მოკლე თეთრი მაიკა გადავიცვი,პატარა სპორტულ ჩანთაში ტელეფონი ჩავდე,ფეხზეც ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი...ბადაი უკვე მელოდებოდა...რომ დამინახა თბილად გამიღიმა და წამოდგა... -წავედით.-ეს თქვა და კარისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი და გარეთ გასვლისას დიდი შავი ჯიპი დავინახე,ისე ბზინავდა თვალებზე ხელი ავიფარე წამიერად რომ არ დავებრმავებინე მის სიბზინვარეს. -ეს ვისი მანქანაა?-ვიკითხე და თვალები ავახამხამე -ჩვენი.-მოკლედ მიპასუხა,გავხედე -შენია? -თუ ჩემია ესეიგი შენიც არის. წამოდი გვაგვიანდება.-გამეღიმა. წავყევი და კომფორტულად მოვთავსდი სავარძელში. საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. არ მეგონა მანქანა თუ ყავდა,ან საერთოდ მართვის მოწმობა თუ ჰქონდა...სიურპრიზებით იყო ეს ბიჭი სავსე...უცებ მშობლები გამახსენდა -დედა და მამა სად არიან? რატომ არ წამოვიდნენ? -ჩემს მშობლებთან ერთად ქორწილის სიას ადგენენ.-გამაჟრიალა,ისევ ეს ქორწილი,მაგრამ არაფერი მითქვამს. ტელეფონი განუწყვეტლივ ზმუოდა,იმდენად გავღიზიანდი რომ ბოლოს საერთოდ გავთიშე,ფანჯრიდან გავიჭყიტე და ხედით დატკბობა ვარჩიე...თავი ზღაპარში მეგონა,იმდენად ლამაზი იყო აქაურობა...მალე ჩავედით მესტიაში,ულამაზესი ქალაქი იყო,მანქანით ბევრი ვიარეთ და ბოლოს საქორწილო მაღაზიის წინ გავჩერდით. შიგნით რომ შევედით თვალები ამიჭრელდა ამდენი რამის ერთად დანახვისას...უზარმაზარი მაღაზია იყო,ნაირნაირი კაბებით,ფეხსაცმლით და სამკაულებით სავსე. ბადაიმ კონსულტანტ გოგონას სთხოვა დახმარება და მანაც მეორე სართულზე აგვიყვანა სადაც ათასგვარი მოსართავები დაგვხვდა,თან ბადაის ეფლირტავებოდა და ეს საშინლად მაღიზიანებდა. მიმოვიხედე და მზერა ყვავილებზე შევაჩერე -რას ფიქრობ დოშდულ? რამე ამოარჩიე?-გვერდით ამომიდგა ბადაი,იმის მიუხედავად,რომ ყველას დავპირდი არაფერში მივიღებ მონაწილეობას თქო,ხელი გავიშვირე და თითით ლურჯ ხელოვნურ ყვავილებზე მივანიშნე.....ხელი მომკიდა და ყვავილების მიმართულებით წამიყვანა...გოგო თვალს არ გვაშორებდა,ზიზღით მიყურებდა და ბადაისკენ აპარებდა თვალებს,რომელიც არაფრად არ აგდებდა მას და მთელი ყურადღება ჩემსკენ ჰქონდა მომართული,რაღაც მომენტში ცალყბად გავუღიმე რაზეც აშკარად გაცეცხლდა,მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ გაბედა და საერთოდ მოგვშორდა,მადლობა ღმერთს...მოკლედ ბევრი სიარულის და თვალიერების მერე დაღლილი ავწუწუნდი რომ მშიოდა. ბადაიმ იქვე კაფეში წამიყვანა...სანამ საჭმელს მოიტანდნენ საპირფარეშოში გავედი,ხელებს რომ ვიბანდი სარკეში ჩავიჭყიტე და ყელზე რაღაცას მოვკარი თვალი...კარგად დავაკვირდი უკვე ოდნავ გალურჯებულ ადგილს და წამოვწითლდი,აი თურმე რას უყურებდა ასეთი კმაყოფილი...მაგიდასთან სწრაფი ნაბიჯით დავბრუნდი და თან ვცდილობდი ხელით ყელი დამეფარა...ბადაის წინ დავჯექი,რომელმაც ჯერ ხელს შეხედა მერე მე,მე კი ჩურჩულით დავუწყე ჩხუბი -ნორმალური ხარ? რატომ არაფერი მითხარი? ქუჩაში ასე როგორ უნდა ვიარო?-ხელი ჩემსკენ გამოსწია,სერიოზული საზით და ყელიდან ჩემი ხელი მომაშორა. სანამ ისევ ავიფარებდი ხელს წაისისინა. -არ გაბედო მაგის დაფარვა,გიხდება და მომწონს რომ ვუყურებ.-წარბები შევკარი და ბრაზისგან სულ წამოვწითლდი -ხალხი რას იფიქრებს? სირცხვილია ასე სიარული ქუჩაში,არაკომფორტულად ვარ და ნუ მეუბნები რა გავაკეთო!-ცოტა ხმამაღლა მომივიდა ლაპარაკი და რამოდენიმე ადამიანის ყურადღება მივიქციეთ...უხერხულად შევიშმუშნე,ბადაიმ კი მტკიცედ მითხრა, -ჩემი ხარ დოშდულ და ეგ მაგას ამტკიცებს,თუ არ გინდა კიდევ დაგიმატო ხელი მოაშორე და წყნარად იჯექი.-ისეთი ტონით მითხრა და თან ისეთი სიმშვიდით,მაშინვე მოვიშორე ხელი და დარცხვენილი მივეყუდე სკამს...რას ქვია ჩემი ხარ? უკვე როგორც ნივთი ისე მიმისაკუთრა...საჭმელი მოიტანეს და იმდენად გემრიელი იყო ყველაფერი ბრაზი სულ დამავიწყდა,ბადაი კი კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა...დეგენერატი... თითქოს არც გაღიზიანებული აღარ ვიყავი....მაღაზიაში ყოფნისას გავხალისდი კიდეც,ბადაი თვალს არ მაშორებდა და რამეს რომ ვაჩვენებდი მისი პასუხი ესეთი იყო. "როგორც შენ გინდა დოშდულ", ხოდა მეც ცოტ-ცოტა ყველაფერი წამოვიღე...სახლამდე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია,დაღლა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სოფელს რომ მივუახლოვდით....ყველაფერი რომ გადმოვაბარგეთ მანქანიდან ბადაიმ მითხრა -დაისვენე და მერე სადღაც მინდა წაგიყვანო.-მხოლოდ თავი დავუქნიე და ზევით წავედი გამოსაცვლელად. ჩემოდანი გავხსენი და გრძელი მწვანე კაბა ამოვაძვრინე...რომ ჩავიცვი იქვე კედელზე გაკრულ გრძელ სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილმა გავიღიმე,ჩემს მწვანე თვალებს ძალიან უხდებოდა მწვანე ფერის ტანსაცმელი. კაბას ზურგი ამოღებული ჰქონდა,ჩემს წვრილ წელზე კი ძალიან ლამაზად იდგა. თმა გავიშალე,წელამდე თმის მოვლა ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე,მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი წაბლისფერი თმა რომელიც ცხოვრებაში არცერთხელ არ შემიღებავს,რომ ამ ტანჯვას ვუძლებდი...სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი რა ნახა ჩემში ისეთი,რომ არ უნდოდა ჩემი გაშვება...არასოდეს არ მომწონდა ჩემი თავი,ცხვირი ზედმეტად პატარა და ზედმეტად აპრეხილი მეჩვენებოდა,ტუჩები ზედმეტად სქელი მეგონა,სწორი ღია წაბლისფერი წარბები კი მაღიზიანებდა....თავი ლამაზი არ მეგონა,თუმცა ბადაი ლამაზს მეძახდა და მხოლოდ მისი მჯეროდა...მის მიერ ნათქვამი სიტყვები გამახსენდა და ტელეფონს დავწვდი...როგორც კი ჩაირთო მაშინვე გუგლში შევედი და მი სი მალატ ჩავწერე საძიებო გრაფაში....პირზე ხელი ავიფარე შოკისგან როცა წავიკითხე რას ნიშნავდა....მე შენ მიყვარხარ...ბადაის....ვუყვარდი? მაგრამ როგორ....რანაირად.... შეუძლებელია ადამიანი ერთი ნახვით შეგიყვარდეს,ის ხომ არც კი მიცნობს ნორმალურად....საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრებმა წამიღო....ბადაის ვუყვარდი....მე კი ყველანაირად ვცდილობდი მისგან შორს ყოფნას,რაც აშკარად არ გამომდიოდა,მაგრამ ახლა,როცა ვიცი ჩემს მიმართ რასაც გრძნობს როგორ მეკრა ხელი? არ მინდოდა გული ტკენოდა,მაგრამ არც იმაში ვიყავი დარწმუნებული მის მიმართ რას ვგრძნობდი....ყელზე მოვისვი ხელი და ამოვიოხრე...ძალიან მაბნევდა და უკვე ვერ ვხვდებოდი რა იყო სწორი და რა არასწორი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.