ერკე მიდასი - აპოგეა
ცხოვრების სიფხიზლის დგება აპოგეა, ქარივით მგზნებარე სიმწრის აგონია გულს მირევს, ბოლომდე ფიქრებსაც კიაფობს სიგიჟედ აჭრილი სიფიცხეს მიაპობს. უცილოდ კრიახობს ფლობის პანტონიმა წრფელია - სიცრუით თრობის ანტონიმი მარადის უდიერ თუკი ეტოლები თუ გარდავიცვალე ნუ დამელოდები. ზედ მაწევს ლოდები, ნაბიჯს წინ ძლივსღა ვდგამ, არ მახსოვს ნოტები, თითქოსდა გოდების სიტყვებად მოდების ოგიუსტ როდენის ქმნილებას ვუცქერ და კვლავ შემომიღამდა. დავხატო მინდა მე წითელი ფერები, სხვაგვარად ავსახო ზღვაა თუ ხმელეთი, ერეტიკოსნი თუ ფიქრებს აგათლიან, დაფიქრდი იქნებღა საშენოდ მადლია. თხრობათა არტია თითქოსდა მარტია, ცხოვრება გვაგონებს ჭადრაკის პარტიას, უღონო ხლართია სულის მონარქია, გონების ქარტია თითებს მომართვია მოგონილ ნარატივს, ვუმზერ აღმართიანს გზაზე რომ მიმაქვს თან, უფლისა კვართია. უფალთან მისულს დამჩემდა სიმორცხვე იგი გაღიმებით, ზეთსა თუ მირონს მცხებს სიყვარულს თუკი ვერ სჩავდივარ ფიქრებად უმალვე ყოფითი გრძნობები მიქრება. ერკე მიდასი... პ.ს. დავიწყე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეოების კეთება ჩემივე ლექსებზე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩემს იუთუბ არხს და მოიძიოთ ისინი... ბედნიერ დღეს გისურვებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.