შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ავყოლილვარ


გუშინ, 10:56
ავტორი ერკე
ნანახია 41

აგონიაში ვყოფილვარ
ბნელ ბილიკებს ნამყოფი ვარ
უშინაარსო სტროფი ვარ
მემართება ატროფია,
გულის სიმწირით ვავადობ
შთენილი სისხლად ვნავარდობ,
საიდუმლო ვის გავანდო
ჩემი ამბით ვინ გავართო?
ვითარცა ცეცხლის პირად ვწერ
ცნობიერებას მივასწრებ
ყველას საკადრისს მივართმევ,
საფლავის ქვას თუ მინანქარს.
უშინაარსო სტროფი ვარ?
თუ ზღაპარს ქვე ჩავყოლილვარ
ნეტავ სად ანდა როდის ვარ
კაეშანს შემოვწოლილვარ.
ცხარე ცრემლებით მტირალი
თავს ვეკითხები - ვინ არის?
შორით ჰორიზონტს მზირალი
ფიქრობს ახლოა მყინვარი.
გრძნობის წადილით დაძრული
სიტყვებად კი უკაცური
სათოფედ შემოკაწრული
სარწმუნო ბიძგით ტაძრული.
აღგზნებადობის გრაცია...
გულს სისხლისა ფერ აცვია,
უსიცოცხლოდ შემაცია
თითქოს ეს გრძნობაც ფარსია.

ათასწვერული ვიდექი მხოლოდ
მარადისობის კარის წინ
გამოშიგნული ცხოვრების გარდა
სხვა ვერა აღმოვაჩინე.
ე.მ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლექსის ვიდეო ვერსია ჩემს იუთუბ არხზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent