შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - უკუნეთს


გუშინ, 10:57
ავტორი ერკე
ნანახია 65

დუჟმორეული, შავი სასახლის წინაშე ვდგავარ სისხლით ვიცლები
გრძნობის წიაღში გადამალულა და გალეულა წარსულის წლები,
სარკოფაგს კლდეში შეჭრილს ათას გზით, ოდნავ სინათლე, მზეც კი ვერ აღწევს
ამდენი ცოდვა, მარადიულად გულის სიღრმეში სიმძიმედ მაწევს.

მარცხნივ ობობებს მოვკარი თვალი, მარჯვნივ მატლებს და სუნია მძაღე
ნაბიჯს წინ ვერ ვდგამ, უკვე ძირს ვწევარ, ჰაერისათვის პირსაც ვერ ვაღებ
თუ სამყაროში არსებობს კაცი, ვინც ამ არეულს ერთ არსით აშთობს
მე არ გახლავართ, სიკვდილს ვნატრულობ, სისხლად მდინარი ცოდვებიც მართობს.

სიყვარულს არ აქვს ნათელი მხარე, გიყვარდა მოკვდა, აღარ არსებობს
ბოროტება კი ფეხის თითებში შემოპარული თანაარსებობს,
სიკვდილი მართვის სადავეს მართმევს, დამპალ აკლდამას მივეწერები
სვავივით სისხლს მწოვს ყოველი მწერი, შეცვლილა შავით სულის ფერები.

გნომები შორით მიცქერენ ვხედავ, სწადიათ ჩავწვე მიწაში ნელა
ტროლებს სურვილი ჩამოსწოლიათ, დარდობენ სიკვდილ რომ გამეწელა,
კლდეს ქვები ცვივა, ძალას ვკარგავ და ძირს ვხოხიალობ ისევ პირქვე ვარ,
თითქოს სხეული ძლიერ მეწვის და გული ჩერდება, სული მიქრება.

ცხოვრება არც კი მიცდია სწორად, ჭეშმარიტების არსი წავბილწე
უსულოდ მკვდარი ფიქრების ხილვას ვერ ავუდივარ ვერც ერთ წამით ვერ
სიტყვები ბნელში იფანტება და ჩემი სიკვდილი ვატანე ქარს მე
აღარაფერი მაკვირვებს ირგვლივ, მითების არსებობისაც მწამს მე.

ერთ დროს აქილევს ვიყავი ძალით, ერთ დროს ვამპირი სისხლისა მსმელი,
ერთ დროს დავითი, ერთ დროს გიგანტი, უდიდეს ღირსთა კარების მცველი,
მაშინ დროება მეტად ზენიტში დანავარდობდა, მიჰყავდა წიაღს,
უფრთო სიცოცხლის სურვილთა ძახილს, განსხვავებული გრძნობების კრიახს.

სიბნელე შთანთქავს ყოველ ათინათს, აწ მეშინია თითქო სიკვდიმდე
სულ მთლად ვკანკალებ, მასთან აზრ არ აქვს, შენი სხეულის მომცრო სიდიდეს,
დუჟმორეული, სისხლით დაცლილი, ვწევარ და ბოლო წუთებსღა ვღაფავ,
სახეს აღმა ვწევ, მხარს მიწას ვათრევ, ძალისმიერი მადგება ჯაფა.
ე.მ.

შეგიძლიათ ასევე ვიდეო ვერსიის ნახვა ჩემს იუთუბ არხზე. წარმატებები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent