შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (19)


25-08-2015, 18:46
ავტორი Keke27
ნანახია 12 988

(19)
მანქანა ერთ-ერთი შენობის გვერდით გააჩერა, ისე რომ მანქანის ფარები შენობის გვერდითა კედელს მთლიანად ანათებდნენ.
მამაკაცმა შენგელიას გახედა.
_მოვედით.
_აქ? - გაიოცა გოგონამ და საქარე მინიდან არე-მარეს მოავლო თვალი.
_დიახ აქ. გადმოდი.
გვანცა უხმოდ დაჰყვა ავალიანის სურვილს და ნელი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან.
_იქნებ ამიხსნა რა ხდება? - ჰკითხა შეპარული შფოთით გოგონამ კაცს, როდესაც მიხვდა, რომ ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო.
_მოიცა დამელოდე.
უცებ იქაურობა წყნარი მუსიკის ჰანგებმა გაავსო.
გვანცა შეკრთა. ავალიანი მასთან ახლოს მივიდა.
_ კი, მაგრამ...
_ხვალ მივდივარ, რამოდენიმე თვე იქ მომიწევს ყოფნა. - დაიწყო საუბარი ავალინმა, თან ცალი ხელი წელზე მოხვია გვანცას, მეორე ხელი კი ჩასჭიდა და ნელი მოძრაობით სცადა მუსიკას აჰყოლოდა, - იქ კი ომია. ხომ იცი, ომი როგორი დაუნდობელია... მინდა კარგი მოგონება წავიღო თან, თუნდათ, ეს რამოდენიმე წუთიანი იყოს. - შენგელია გული მოეწურა. თვალებზე ცრემლი მოადგა. მუხლებში ძალა გამოეცალა. - ღმერთმა იცის, თუ როგორ მიყვარხარ. როგორ გაალამაზე ჩემი ცხოვრება შენი გამოჩენით. როგორ მინდოდა, ჩემში, ამდენ წლიანი დაგროვილი ბედნიერება გამეზიარებინა, მაგრამ... კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ გიმეორებ, იმ ღამით არაფერი მომხდარა. თუმცა ამას უკვე არ აქვს შენთვის მნიშვნელობა... მოდუნდი, ნუ ხარ დაძაბული.
_უბრალოდ...
_უბრალოდ, მინდა, რომ ვიცეკვოთ. აი აქ. შეხედე, ჩვენი ჩრდილები როგორ სჩანს კედელზე, ხედავ? - შენგელიამ კედლისკენ გაიხედა, საითაც ავალიანი იშვერდა ხელს. - ის ჩრდილები მინდა გავიყოლო თან, აი ისეთები, ერთმანეთი რომ უყვართ და სჯერათ ამ სიყვარულის. შეგიძლია, რამოდენიმე წუთით აქციო შენი ჩრდილი ასეთად?
გვანცა იმდენად გააოცა და აღაფრთოვანა აქ მოსვლის მიზეზმა და იმის გაფიქრებამ, რომ ავალიანი ომში მიდოდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა და შენგელია გულზე მიიკრა. სხეული უთრთოდა. გული გამალებით უცემდა.
_აი, ნელი ვალსიც დაიწყო. - თქვა ღიმილით თორნიკემ.
_ეს, წინასწარ ჩაწერე? - გაეღიმა გვანცასაც.
_არა, მშვიდი და კლასიკური მუსიკის მოყვარული ვარ.
_კარგად ცეკვავ?
_საკმაოდ. შენ?
_მეც ეგრე. - ისევ გაეღიმათ. - თორნიკე, ეს ცეკვა, მხოლოდ ჩრდილებისთვისაა. - უთხრა შენგელიამ, რითაც მიახვედრა, რომ შერიგებას არ აპირებდა.
_მხოლოდ ჩრდილების და ჩემი. - თქვა ნაღვლიანად კაცმა და საცეკვაოდ მოემზადა.
ცეკვავდნენ საკმაოდ მოხდენილად.ჩრდილები ერთმანეთს მისჩერებოდნენ თვალებში, იქ კითხულობდნენ ერთმანეთის გრძნობებს. ისინი ერთმანეთით არსებობდნენ იმ წუთებში. დავიწყებული ჰქონდათ ყველაფერი, ერთმანეთის გარდა.
მუსიკა დასრულდა.
ორივენი შედგნენ.
_დასრულდა. - თქვა დაბალ ხმაზე გვანცამ.
_კი, დასრულდა. - სინანული გაერია ხმაში ავალიანს.
შენგელია ერთი ნაბიჯით უკან დაიხა.
_ახლა, შეგვიძლია წავიდეთ. - უთხრა ურეაქციოთ.
_, შეგვიძლია... მადლობა, რომ წამომყევი.
_არ წამოგყოლილვარ, ძალით წამომიყვანე. - გაეცინა გვანცას. ავალიანიც აჰყვა.

უკან დაბრუნებისას არც ერთს არ გაუღია ხმა.
კიბეებზე ასვლისას სიჩუმე გვანცამ დაარღვია.
_მშვიდობით დაბრუნებას გისურვებ და ბედნიერ ცხოვრებას.
თორნიკეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თიტქოს მახვილი ჩასცეს გულში.
_ჩემი მაინც არ გეჯერა არა?
_ძალიან მატკინე გული. - გვანცას ხმაში იმოდენა ტკივილი და იმედ გაცრუება იგრძნო ავალიანმა, თავს არ მისცა რაიმეს თქმის საშუალება. არ ჰქონდა უბრალოდ უფლება.
ერთმანეთს ასე დაშორდნენ. გული და სული გააყოლა თან, კიბეებზე ამავალ გოგონას კაცმა.

სახლში შესული, ძალას ძლივს ინარჩუნებდა.მუხლები არ ემორჩილებოდნენ. სხეული შეციებულივით უცახცახებდა. მკლავებზე ჩამოისვა ხელი. თვალ წინ ცეკვა დაუდგა და ავალიანის ნათქვამი სიტყვები გაახსენდა: „ხვალ მივდივარ, რამოდენიმე თვე იქ მომიწევს ყოფნა. იქ კი ომია. ხომ იცი, ომი როგორი დაუნდობელია... მინდა კარგი მოგონება წავიღო თან, თუნდათ, ეს რამოდენიმე წუთიანი იყოს. ღმერთმა იცის, თუ როგორ მიყვარხარ. როგორ გაალამაზე ჩემი ცხოვრება შენი გამოჩენით. როგორ მინდოდა, ჩემში, ამდენ წლიანი დაგროვილი ბედნიერება გამეზიარებინა, მაგრამ... „ ისედაც აბღავლებულმა გულმა მეტს ვერ გაუძლო და გულიდან წამოსული ცრემლი თვალებს ტალღასავით მოასკდა. გვანცა ადგილზე ჩაიკეცა და უხმოდ ტიროდა. „არ შემიძლია, ვერ გაპატიებ. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ, არ მჯერა შენი... არ შემიძლია პატიება, არაა.. „ ბუტბუტებდა იგი.

• * * *
როგორც კი ინათა, ავალიანი მაშინვე წამოდგა. არ უძინია ერთი წუთითაც კი.
მთელი დღე სამსახურში უნდა გაეტარებიდა და ღამით ჯგუფთან ერთად ვაზიანის საჰარეო ბაზაზე უნდა წასულიყო. ფრენა დილის 5 საათზე იყო დაგეგმილი.
სახლს თვალი მოავლო. ბუნებრივი აირის მილი გადაკეტა და ყველა ონკანი შეამოწმა. გასვლის წინ, შემობრუნდა, შუბლთან (უფრო საფეთქელთან) ორი თითი მიიდო და მსუბუქად ჩაიქნია.
_აბა ჰე, არ მოიწყონო უჩემოდ. - ჩაილაპარაკა თავისთვის. (სახლს დაემშვიდობა). ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და კარი გაიხურა.
სადრბაზოდან გასულმა თვალი მეოთხე სართულიკენ გააპარა.
აივნის კარი ღიად იყო.
კაცმა ნაღვლიანად ამოიოხრა და მანქანაში ჩაჯდა.

სამსხურში მისულმა, თავს აიძულა, მხოლოდ საქმეზე ეფიქრა.
მუშაობის პროცესში, ავალიანს გვანცა რომ გაახსენდებოდა, მაშინვე თავს გააქნევდა აქეთ-იქით, თითქოს ასე, მასზე ფიქრს გაფანტავდა.
• * * *
_როდის დასრულდება სასწავლო პროცესი, აღარ შემიძლია მეტი აქ გაჩერება.- უთხრა წუწუნით ნუცას შენგელიამ ყურმილში.
_რაღა დარჩა, ცოტაც მოითმინე. აქ რომ ჩამოხვალ, ყველაფერი დაგავიწყდება.
_არამგონია დამავიწყდეს, თუმცა გულს მაინც გადავაყოლებ.
_დღეს მიდის? - ჰკითხა შეპარვით ნუცამ.
_ჰო, დღეს მიდის. შეიძლება გაფრინდა კიდეც უკვე.
_წარმომიდგენია რა ცუდად ხარ ახლა.
_საშინლად ვარ, გავიქცე მინდა ამ ქალაქიდან საერთოდ. სახლში მისვლა არ მინდა. ეზო ცარიელი რომ დამიხვდება, ფანჯარა ჩაბნელებული და რომ მახსენდება რის გამოც დავშორდით, სისხლი მეყინება.
_იქნებ და მართალს გეუბენბოდა. ნეტა დაგეჯერებინა.
_არ შემიძლია ნუცა, არა. ის ქალი მასთან იყო მთელი ღამე. დავიჯერო ფილმის საყურებლად მივიდა? - მის ნათქვამზე ირონიულად გაეცინა გვანცას. - რომ წარმოვიდგენ, მე ვყავდი ჩახუტებული, მის სიყვარულს ვგრძნობდი, და მერე იმ მკლავებში სხვა ქალი ჰყავდა. სხვა ქალს ესმოდა მისი გულისძგერა... ჭკუიდან ვიშლები და ვცოფდები. - სიბრაზე მოერია შენგელიას.
_ვაი, რა დღეში ხარ. მალე ჩამოდი რა, გეხვეწები. - შეევედრა ნუცა მეგობარს.
_ჩამოვალ, ჩამოვალ და იმ გადარეულსაც წამოვიყვან.
_ვინ გადარეულს?
_პაატა ახალაძეს. - თქვა სიცილით გვანცამ.
_ეგ, ის არ არის, მეგრელები რომ არ მოსწონს? - გაეცინა ნუცასაც.
_ჰო, ეგაა.
_ჩამოიყვანე, ჩამოიყვანე. ვასწავლი ჭკუას მაგას.













№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuhuuh ra magariaa vgijdebi raa ❤️❤️ male dadee raa... aseti keke miyvars meee yovel dge ro maxarebs ❤️❤️ sauketeso xaaar ❤️❤️ mgoni pirveli var da esec mixariaa ❤️❤️

 


ეეეემ... როდის დაბრუნდება ახლა თორნიკე :/ ძალიან კარგია, გელი, გელი, მოგელი ^_^ <3

 


№3  offline წევრი Unnamed

აუუ.. ეხა როდის დაბრუნდება?

 


№4  offline წევრი ket-kat

Au ra kargia rom aga agvianeb xolme :)))

 


№5  offline მოდერი ლილიანა

არ მეყო :( ინტერესით ვკვდები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი mumu

როდის დადებთ სხვა თავებსააც

 


№7 სტუმარი Diamond_13

Vgigdrbi shenze da shens istoriebze <3 sauketeso xar.

 


№8  offline წევრი f43i3zxv

ოო მეგონა ეს გოგო განათლებულია და ჭკუა ექნება მეთქი შტერი როგორ არ დაუჯერა მაგრამ ეს ავალიანიც კარგი შტერიანერვები მეშლება ასეთ კაცებზე ვერ გააგდებდა სახლიდან თურმე ხოდა იყოს ახლა ისე :D

 


№9  offline წევრი თამთა.გ

მიყვარს მე ავალიანი! "ჩემი სვანია" ეგ :))) იმედია happy and იქნება და თან მალე დასრულდება... ;)

 


№10  offline მოდერი ჯია

დედააააა ეს რა საოცარი ისტორიაა!!! დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთ ამოსუნთქვაში love love მოუთმენლად ველი მომდევნოს feel

 


№11 სტუმარი Begiashvili

me ar minda male dasruldes

Dzalian momwoons , velodebi me 20 tavs

 


№12  offline წევრი joan madu

გული მტკივაა იმიტო რო ჩემს თავზე წარმოვიდგენ ასე მომექცნენ ამიტოო ბოლომდე გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent