ბედნიერება გაზიარებით (36)
ერთმა კვირამ განვლო. გვანცასთვის და თორნიკესთვის ერთმა, აყვავებული ატმის ხესავით ლამაზმა კვირამ. გვანცას სამსახური დაეწყო. დილაობით ავალიანი დადარაჯებულივით ეცხადებოდა სადარბაზოსთან და სამსახურში მიჰყავდა. ერთმანეთით ხარობდნენ. მანანას მაგულიმ უკვე პირდაპირ უთხრა სათქმელი. _მაგული, ვიცი კარგი ხალხი ხართ, კარგი შვილიც გყავს გაზრდილი, მაგრამ გვანცა რთული ხასიათების გოგოა, არ მოგვცემს უფლებას მის ცხოვრებაში ჩავერიოთ. - მორიდებით შეაპარა მანანამ სათქმელი ერეკლეს დედას. _ოჰ, როგორ მიყვარს, ასე დამოუკიდებელი და მტკიცე ახალგაზრდები, - ხელი ხელს შემოჰკრა მაგულიმ. გვანცას დედის ნათქვამი არაფრად ჩააგდო. უფრო სწორად, არ აღიქვა სერიოზულად. • * * * იმ დღეს, როდესაც ახალაძემ ნუცას დაურეკა და გაიგო, გოგონა ქუთაისში მიდიოდა, გადაწყვიტა იქ ჩასულიყო მანამ, სანამ ნუცა მივიდოდა სახლში. გვანცასგან გაიგო ნუცას ბინის მისამართი. ბინდდებოდა ტაქსი ბინის წინ რომ გაჩერდა. ნუცა უხასიათოდ გადმოვიდა მანქანიდან. მძღოლმა საბარგულიდან ბარგი ამოალაგა და იქვე დაუტოვა. პაატას ვერ ამჩნევდა, არა, თვალთა ხედვის არეამ კი აღიქვა მანქანა და იქვე მდგომი ბიჭი, მაგრამ სპეციალურად არ გაიხედა, თითქოს იქ არავინ მდგარიყო. ნუცა დიდ ჩანთას დასწვდა და წამოწევა სცადა როცა ძალიან ნაცნობი ხმა შემოესმა. _უკაცრავად, ქალიშვილო, ვგონებ დახმარება გჭირდებათ, - ახალაძე გაღიმებული სახით უახლოვდებოდა მის გულისწორს. ნუცა რა მდგომარეობაშიც იყო, ისე გაშეშდა. იფიქრა მეჩვენებაო. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ იქ თუ პაატას ნახავდა, წამითაც არ გაუელვებია თავში. უცებ ჩანთას ხელი უშვა, წელში გაიმართა და სწრაფად მობრუნდა ხმის ავტორისკენ. _ვაიმეეე, - შეჰკივლა გოგონამ და ბიჭისკენ გაიქცა. ახალაძემ გაშლილი ხელებით მიეგება, როგორც პატარა ბავშვს ვეგებებით, ბედნიერ სახით რომ მორბის ჩვენკენ და ერთი სული აქვს როდის მოგვიახლოვდება და შემოვხვევთ მკლავებს, სიყვარულით სავსე ჩახუტებით რომ ვიკრავთ მერე გულში. ასე სიყვარულით სავსე ჩახუტებით ჰყავდა გულში ჩაკრული ნუცა ბიჭს და თმას უკოცნიდა. იმ წამს ერთარსებად იქცნენ. ერთმანეთის ფილტვებით სუნთქავდნენ და ერთი გულით არსებობდნენ. _სიზმარში ვარ ხო? არა, ეს ნამდვილად სიზმარია, არ მინდა გავიღვიძო, - ბუტბუტებდა ნუცა და უფრო მაგრად ეკვროდა პაატას. _აქ ვარ, აქ. - ახალაძეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. _როგორ გამახარე, როგორ გამაბედნიერე, შენ ხომ არ იცი... _რას ჰქვია არ ვიცი?! - გაეცინა ბიჭს და შუბლზე აკოცა გოგონას. _ღმერთო ჩემო, რა კარგია შენ რომ მყავხარ, - აღმოხდა ნუცას და თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო. _ჩემი კუდიანი გოგო! შენგელიას მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება, შენი ტავი რომ გამაცნო. - თქვა გულწრფელად ახალაძემ. მერე ბარგი შეზიდეს სახლში. ღამით იქ დარჩა პაატა. დილით კი უთენია დაადგა გზას თბილისისკენ ბედნიერებით სავსე. • * * * ერთ დღესაც როდესაც გვანცა სამსახურიდან ბრუნდებოდა, ეზოში თორნიკეს მანქანა შენიშნა. თორნიკეც იქვე იდგა მანქანასთან, ტელეფონს ჩასჩერებოდა, აშკარად რაღაცას კითხულობდა. გული აუჩქარდა შენგელიას, სახეზე ღიმილი გაეფანტა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. მიუახლოვდა. _გამარჯობა, ბატონო თორნიკე! - მიესალმა მეტად ოფიციალურად. _გაგიმარჯოს შენგელია ასულო, - დაუბრუნა ღიმილით სალამი კაცმა. _აქ რას აკეთებ? _ჯერ ცოლი არ გამხდარხარ და უკვე პატაკს მთხოვ? - უთხრა დაბალ ხმაზე და გაეცინა. _აბა, რას ელოდები შენ ჩემგან? - აჰყვა სიცილში გვანცაც. უცებ საიდანღაც, ჩასაფრებულივით მაგული გამოჩნდა. გამაღიზიანებელი ღიმილით მიუახლოვდა მათ. მიესალმა ორთავეს, გვანცა კი, გადაკოცნა. _როგორ ბრძანდებით მაგული დეიდა? - ზრდილობისთვის მოიკითხა მეზობელი შენგელიამ. _ჩემი შვილის ხელში მართლა რომ გადასარევად ვბრძანდები. - დაიკვეხნა მაგულიმ, - გვანცა რაღაც მინდა, რომ გითხრა, - თქვა მერე და თვალით ანიშნა გვერდზე გავიწიოთო. შენგელიაც დაჰყვა მეზობლის სურვილს და რამოდენიმე ნაბიჯი მაგულისთან ერთად გადადგა. _გისმენ მაგული დეიდა, - ინტერესი მოემატა გვანცას. _მანანამ ალბათ გიყვება ჩვენზე, ხო? _ კი, ხშირად გახსენებთ მამაც და დედაც, თქვენი შვილის წარმატება ახსენეს, გილოცავთ, მართლა, და ერეკლესაც მიულოცეთ ჩემგან. - ისევ ზრდილობის გამო, მოუწია ამის თქმა შენგელიას. მაგული გაიბადრა. სითამამე შეემატა. _შვილო, ხვალ რომ შენთან ამოვიდეთ წინააღმდეგი ხომ არ იქნები? გვანცასთვის გაურკვეველი კითხვა დასვა ქალმა. _წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო, - გაიოცა გოგონამ, - მობრძანდით! სიამოვნებით გიმასპინძლებთ. _შენ ამ დროს ბრუნდები სახლში ხო? - შენგელიას პასუხმა ისე გაახარა მაგული, აღარ იცოდა რა ექნა. ლამის ადგილზე აცქმუტდა. _დიახ. _კარგი, მაშინ ამ დროს გესტუმრებით. წავედი ახლა მე. - დაემშვიდობა და როგორ უცნაურადაც გამოჩნდა, ისე უცნაურად გასცილდა იქაურობას. _რა უნდოდა? - იკითხა ავალინმა მოქუფრული სახით. _სტუმრად უნდა მოსვლა და ნებართვა ჩემგან აიღო. რა უცნაური ქალია. - მხრები აიწურა გოგონამ. _ვინ არის მაგის შვილი? - უხასიათობა დაეტყო ხმაში სვანს. _ერეკლე. - მოკლედ მოუჭრა გვანცამ. _ერეკლე? - ორაზროვნად იკითხა კაცმა. _ხო ერეკლე! _და ვინ არის ეს ერეკლე? - სახელი გაწელილად და ირონიით წარმოსთქვა ავალიანმა. _რა გჭირს? - არ მოეწონა შენგელიას თორნიკეს ტონი. _არაფერი! - პასუხს თავი აარიდა და მანქანაში ჩაჯდა. _სად მიდიხარ? - ჰკითხა გაოცებით გვანცამ. _საქმე მაქვს. ადი შენ სახლში. - მკაცრად უთხრა გოგონას და ძრავა ჩართო. გვანცა არ დალოდებია მისი ეზოდან გასვლას, გაბრაზებულმა შეაჭრა სადარბაზოში. ავალიანი მაშინვე მიხვდა, რომ აწყენინა და მწარედ ჩაეცინა. სახლში შესულმა მობილური გამორთო და გადაწყვიტა თორნიკეთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდა. გაბრაზებულ გულზე არც მისი ნახვა უნდოდა, არც ხმის გაგონება. _დედა მე ვიძინებ და არ გამაღვიძო ქვეყანაც რომ დაიქცეს. - დაუბარა მანანას და საძინებელში შევიდა, მერე რაღაც გაახსენდა, გამობრუნდა ისევ უკან, - მხოლოდ იმ შემთხვევაშ გამაღვიძე, შენ თუ დაგჭირდება რაიმე. მანანას არაფერი უპასუხია. დედების უმეტესობა გრძნობენ მათი შვილილების შინაგან მდგომარეობას, ერთ-ერთ მათგანი იყო მანანაც. ისედაც ემოციური და მგრძნობიარე ქალი, ფეხმძიმობამ უფრო მგრძნობიარე და გულჩვილი გახადა. კარგად ხედავდა მისი შვილის თვალები სხვანაირად იმზირებოდნენ. რაც აქამდე არ შეუმჩნევია. რამოდენიმეჯერ ავალიანთან ერთადაც დაინახა. რაღაცას ხვდებოდა შენგელიას დედა, თუმცა ამას არ უღრმავდებოდა მის გამოკვლევას არ ცდილობდა. თვალები რომ გაახილა და ოთახში ბნელოდა, მიხვდა,რომ ძალიან დიდი ხანი ძინებია. ხელის ფათურით ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო და ოთახი სუსტმა სინათლემ გაანათა. ზანტად წამოდგა საწოლიდან. კარებისკენ გაემართა. შესცივდა ახლადგაღვიძებულზე, მობრუნდა და ის პლედი მოიხვია, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მძინარეს ეფარა. ტელევიზორის ხმა შემოესმა ოთახიდან გასულს და საჭმლის მადის აღმძვრელი სუნი მიეგება. „როგორც სჩანს მახო ტელევიზორს უყურებს, მანჩო ვახშამს ამზადებს“ , გაიფიქრა. _დეე, - დაიძახა დაბოხებული ხმით. _ჰო დედი, აქ ვარ ტელევიზორის ოთახში. - გამოსძახა მანანამ. _მამა სად არის? - იკითხა გაკვირვებით, როდესაც დედა სავარძელში მოკლათებული დაუხვდა პულტით ხელში. _სამზარეულოში, - ჩაეცინა მანანას. _მახო ამზადებს ვახშამს? _ჰო, და დამხმარე ჰყავს. - გვანცა სამზარეულოსკენ გაემართა, მანანას ნათქვამი სიტყვეი „დამხმარე ჰყავს“- ო არ გაუგია. ჰოი საოცრებავ! შენგელიას ასული კარებშივე გაშეშდა. გაოგნება მოჰგვარა იქ ნანახმა. ავალიანს მკლავები დაეკოტავებინა და სამწვადე მასალას ჭრიდა, უფროსი შენგელია კი ამას შამფურებზე აგებდა. გაზქურაზე ერთი თავი კერძი მზადდებოდა კიდე. ქვაბიდან საოცარი ოხშივარი ამოდიოდა. გვანცას ნერწყვიც კი მოადგა. _ოჰ, მამი, გაიღვიძე? - მალხაზმა შვილი შენიშნა. თორნიკემ თითქოს არც არაფერი გაუგიაო, თავიც არ აუწევია ზემოთ. არადა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა მისი ხმის გაგონებისას. _რას აკეთებთ აქ, ჩამი-ჩუმი რომ არ ისმის ისე, ხომ მშვიდობაა? - იკითხა გაოცებული ხმით, თან გაღიმება სცადა. _ქეიფს ვაპირებთ და... - უპასუხა მალხაზმა. _ააა, - გააგრძელა გვანცამ, თან თორნიკეს დააკვირდა, სახის ნაკვთი არ უტოკდებოდა, ამაზე ძალიან გაღიზიანდა, - რატომაც არა, იქეიფეთ, რა გენაღვლებათ. - თქვა ირონიულად, ეს ნათქვამი მხოლოდ ავალიანს ეკუთვნოდა. საბედნეროდ უფროს შენგელიას არ გაუგია. კარებზე ზარის ხმა გაისმა. _მამი გააღე, გუჯა იქნება. გვანცა კარის გასაღებად გავიდა. კარში გუჯა იდგა, ბეჭზე ხურჯინივით წამოეგდო ცელოფნის მოზრდილი პარკი, საიდანაც შოთის პურებს ყურები დაეცქვიტათ. მოსული შინ შეიპატიჟა შენგელიამ და კუდში დაედევნა, ცხელი შოთის სუნმა წაიყოლა გვანცა. _ვაიმე ამას ეს კუდი თუ არ მოვატეხე, აქვე შევწუხდები, ხომ შეიძლება გუჯა ძია? - იკითხა გოგონამ და პასუხს არ დალოდებია ისე აისრულა საწადელი. გემრიელად ჩაკბიჩა პური და ნეტარებისგან თვალები დახუჭა. ახლა კი იკადრა თორნიკემ, თვალი გაქცეოდა მისკენ. ლოყა გამობერილი შენგელიას ასული რომ დაინახა, ღიმილი მოეფინა სახეზე, მაგრამ მაშინვე აარიდა თვალი. _ჭამე ძია, ჭამე, - თბილი ხმით და ღიმილით დართო ნება მეგობრის შვილს გუჯამ. შენგელიამ მადლობა გადაუხადა და სამზარეულო დატოვა. იმ ოთახში შევიდა სადაც მანანა იყო. საათს გახედა ცხრა დაწყებულიყო. _დე, აქ უნდა გაშალონ სუფრა? - ჰკითხა ჩურჩულით დედას. _არა, დაბლა ჩადიან ეზოში. მწვადი იქ უნდა შეწვან. _აა... და თორნიკე როგორ აიყოლიეს? - სასხვათაშორისოდ იკითხა გვანცამ. _რავიცი, მამაშენი იყო ჩასული მასთან და... _აა... შენ როგორ გრძნობ თავს? _კარგად ვარ, რავიცი. - მხრები აიჩეჩა ქალმა. _გარეთ მინდა გასვლა, შენ ხომ არაფერი გჭირდება? _არა, არაფერი არ მინდა. გარეთ რა გინდა? _გოგოებს უნდა შევხვდე, სადმე დავსხდებით და ყავას ან ჩაის დავლევთ. _ისევ მირანდა და ლანა? - იკითხა უკმაყოფილოდ მანანამ. _დიახ! - დაუმოწმა ღიმილით შენგელიამ და ის ღამე დაუდგა თვალწინ ავალინთან რომ გაათია. ჟრუანტელმა დაუარა. როგორ მოუნდა ახლა ისევ მოხვეოდა კისერზე, ყელზე დაბერილი ძარღვები დაეკოცნა და მისი სურნელით გაეჯერებინა ფილტვები. _უნდა დარჩე? _არა, დედა, მოვალ, მოვალ! კაი გავედი ჩავიცვი. - ჯერ აბაზანაში შევიდა, მეგობრებს დაურეკა, შეხვედრის ადგილი შეათანხმეს, მერე თავი ოიწერიგა, ოთახში დაბრუნდა ღია კარადის წინ მოჭუტული თვალებით დადგა. დიდი არჩევანის წინ იდგა. უნდოდა ჩვეულებრივზე ლამაზი ყოფილიყო, რომ ავალიანს ენახა. ბოლოს წითელი კაბა აარჩია. კაბა საკმაოდ მოხდენილი იყო გვანცას სხეულზე. მუხლს ერთი მტკაველით ასცდენოდა. დაბალი საყელოთი და მკლავით იყო. ფეხზე შავი ტუფლები მოირგო, თვალის ზედა მხარე მუქად შეიღება, თმა კი თავისუფლად დაიხვია ზემოთ და ორი გრძელი ჩხირით დაიმაგრა. გრძელი საყურეებიც საოცრად მოუხდა მის, გედივით მოღერებულ ყელს. სუნამო მიიპკურა, შავ ხელჩანთას დაავლო ხელი და ოთახიდან გავიდა. მანანას დაენახა, სანამ რამეს თქმას მოიფიქრებდა ქალი, მანამდე შენგელიამ სამზარეულოში შეაჭრა. _მა, მე გოგოებთან მივდივარ. აბა, კარგ ქეიფს გისურვებთ. - დაუბარა იქ მყოფთ თან გაიღიმა. ავალიანს ხორცის დაჭრა დაემთავრებინა, ფანჯარასთან იდგა, რაფას მიყრდნობოდა და მომუსაიფე მეზობლებს ყურს უგდებდა. გვანცას დანახვამ კაცს ფერი დაუკარგა. იგრძნო, როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა და როგორ დაენამა შუბლი ცივი ოფლით. თვალი ააყოლ-ჩააყოლა, უცებ გასწორდა და ისეთი მზერით შეხედა შენგელიას, ლამის ადგილზე გააშეშა. მაგრამ გვანცამ ვითომ აქ არაფერიაო, მზერა დააიგნორა და უდარდელი ღიმილი აიკრა სახეზე. მამას ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან გავიდა. საკიდიდან თბილი შარფი ჩამოხსნა და ჩანთის ტარზე შეფსკვნა. დედას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კარი გაიხურა. _ეს გოგო ბოლოს მომიღებს მე, - ჩაილაპარაკა მანანამ და რამოდენიმე წამს იმ კარს გაუშეშა თვალი, რომლიდანაც გვანცა გავიდა. გარეთ გასულმა შვებით ამოისუნთქა. „იეეს! გამომივიდა!“ თქვა კმაყოფილმა და ლიფტის მოსვლას დაელოდა. ავალიანი ისე აწრიალდა მოსვენება დაკარგა. _აუ, თქვენ თუ არ გეწყინებათ, სიგარეტს ავიღებ სახლიდან, მოვწევ და ამოვალ ახლავე, - მოიფიქრა უცებ გარეთ გასვლის მიზეზი. მეზობლებმა, „არა, რა უნდა გვეწყინოსო“ და სწრაფად გამოვიდა გარეთ, მაგრამ შენგელიას ვერ მიუსწრო, ლიფტი კარი იმ წამს დაიკეტა. მაშინვე კიბეებს დაუყვა სირბილით და პირველ სართულზე, ლიფტის კარის გასწვრი კედელს ორივე ხელით მიეყრდნო, თან სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. კარი გაიღო. შენგელიას ასულს ლამის ელდა ეცა, იქ თორნიკე რომ დახვდა. კაცმა ხელები კარებზე გადაანაცვლა და ზედ - ლიფტის ზღრუბლზე დადგა. ასე ხელს შეშლიდა კარს დაკეტვას და გვანცას ლიფტიდან გამოსვლას. თვალის კაპილარები ჩასწითლებოდა და მრისხანებით შესცქეროდა მის წინ, მოჩვენებითი სიმშვიდე მორგებულ, გოგონას. _სად მიდიხარ? - ჰკითხა ისეთი ტონით, თითქოს წამის წინ უთხრა და ვერ გაიგო ადგილი, თუ სად მიდიოდა. _მეგობრებთან, - უთხრა მკვახედ შენგელიამ. _ასე ჩაცმული? - კაბის სიგრძეზე მიუთითა თვალებით და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. _დიახ, ასე ჩაცმული! - უტეხად დაუდასტურა გვანცამ. _და ეს მოგწონს არა? _რატომაც არა? მიხდება და მიტომ ჩავიცვი. ლამაზი ფეხები მაქვს! - ფეხებზე დაიხედა გოგონამ და კიდევ ერთხელ დატკბა მისი, მართლა ლამაზი სხეულით. _რატომ ცდილობ მოთინების ფიალა ამივსო? _მოთმინების, არა, მაგრამ ღვინის ფიალას აგივსებენ მალე, - გაეკრიჭა შენგელია, გამიშვი ახლა, მელოდება მეგობრები. _ახლა სახლში ახვალ, მაგ კაბას გამოიცვლი და ისე წახვალ იქ, ხოლო როცა ჩემთან ერთად იქნები მაშინ ჩაიცვამ, გასაგებია? - ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა ავალიანს, გვანცას გააჟრჟოლა. მაგრამ პოზიციის დათმობას არ აპირებდა. _არაფერს არ გამოვიცვლი! გამატარე! _შენ ვერ გაიგე რა გითხარი? _მაგვიანდება, გამიშვი! - გაიმკაცრა ხმა და გამომეტყველება, შენგელიამ. _ჩემი ხელით გაგხადო ახლა ეგ, თუ რა გინდა? - უთხრა და ლიფტში შევიდა. _ხომ არ გაგიჟდი? - ფერი წაუვიდა გვანცას და უკან გადადგა ნაბიჯი. _რაც გითხარი ის გააკეთე, აბრუნდი სახლში, ეს კაბა გამოიცვალე და ისე წადი მეგობრებთან შესახვედრად. - მთელი წინადადება დამარცლით უთხრა ავალინმა. სხვა გზა არ ჰქონდა შენგელიას ასულს. თანხმობის ნიშნად გაჩუმდა და იმ ღილაკს დააჭირა თითი რომელსაც ოთხიანი ეწერა. გაბღუზული სახით გადგა გვერდით. თორნიკეს არ უყურებდა, არც არაფერს ამბობდა. ბრაზი ისე მორეოდა, ცოტაც და იფეთქებდა. ავალიანმა ზემოდან დახედა, მერე ოდნავ უკან დაიხა და უკეთ დააკვირდა შენგელიას შველივით სხეულს. _ჰმ! - მხოლოდ ეს წარმოსთქვა და თავი გააქნია აქეთ-იქით. ლიფტი გაჩერდა. გულზე შემოყრილი გამოვიდა იქიდან და სახლში შევიდა. კაცისთვის არც მოუხედავს. თორნიკემ კმაყოფილმა ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, მერე კი მშვიდად დაუყვა კიბეებზე. სახლში უნდა შესულიყო სიგარეტისთვის. _რატო მობრუნდი დედი? _უნდა გამოვიცვალო, მოუხერხებელია რაღაც ეს კაბა და ტუფლები. - გასცა პასუხი სწრაფად და ოთახში შევიდა. ასევე სწრაფად გაიხადა კაბა და საწოლზე მიაფინა. საყურეებიც საწოლზე მოისროლა, ტუფლებიც იქვე მიაწყო. „არ მოგეწონა მოკლე კაბა რომ მეცვა ხო? დამაცა შენ, მე“, იმუქრებოდა, თან ტანსაცმელს არჩევდა. ყველაზე მოკლე შორტი, ღიაფერის კედები და თეთრი,შავზოლებში გაწყობილი მაისური აიღო. ჩაიცვა. სარკის წინ დატრიალდა. ზურგს უკნიდან, ზემოდან დახედა თავის ტანს. კმაყოფილმა ჩაიცინა და გარეთ დავიდა. კაბაზე ბევრად მოკლე იყო ეს შორტი. კიბეებით არჩია ჩასვლა. სადარბაზოს შემოსასვლელში იდგა თორნიკე. ეწეოდა. ჯერ კედები დაინახა, მერე წვივები, მერე მუხლები... ცოტაც და გამოჩნდა შენგელიაც. კაცს სიგარეტი გაუვარდა ხელიდან. მთელ სხეულში ჭიანჭველებმა დაუარეს. თმა ყალყზე დაუდგა. ვნება წამოეშალა. ვენები დაებერა. სისხლმა იმაზე სწრაფად იწყო მოძრაობა, ვიდრე აქამდე მოძრაობდა. _არაფერი მითხრა, - ხელის გული დაანახა და გვერდით ჩაუქროლა. აზრზე რომ მოვიდა გვანცა უკვე შორს იყო. მიდიოდა და ნარნარით მიჰქონდა მისი სხეული. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. _რა ჯიუტია, როგორ მარტივად და ოსტატურად ახერხებს ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, - ჩაილაპარაკა გაოგნებულმა კაცმა და იქვე დაგდებული სიგარეტი, ჯერ გაჭყლიტა, მერე გაბრაზებულმა ფეხი გაჰკრა ბურთივით და ეზოში გააგდო. რამოდენიმე წამის განმავლობაში იდგა და უაზროდ გასცქეროდა ლამპიონებით განათებულ სივრცეს. მერე ეზოში გავიდა, სიგარეტის ნამწვი აიღო და სადარბაზოს კუთხეში მდგარ, პატარა ნაგვის ყუთში ჩააგდო. ზანტად აზიდა ტანი კიბეებზე. მაღლა უნდა ასულიყო, მეზობლები ელოდნენ. გვანობამდე ისმოდა ეზოში კაცების და ჭიქების მიჭახუნების ხმა. შენგელიას ასული ღამის პირველი საათი იყო შინ რომ დაბრუნდა. ავალიანის მანქანა ეზოში არ იდგა. არც მის ფანჯრებში ენთო შუქი... • * * * თენდებოდა, რომ გაიღვიძა და მაშინვე ეზოში გადაიხედა, გული სიხარულით თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა, მანქანა რომ დახვდა. მანანას და მალხაზს ჯერ კიდევ ეძინათ. ფრთხილად გააღო სახლის კარი და კიბეები ჩაირბინა საღამურებში გამოწყობილმა. მეორე სართულზე გაჩერდა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ვინმემ არ გამოეცხადოს აქო. კარებზე დააკაკუნა. პასუხი არ ისმოდა. მიაყურადა, არც ჩამი-ჩუმი ისმოდა. ისევ გაიმეორა კაკუნი. არც ამჯერად გაუღო კარი თორნიკემ. „ალბათ ღრმად სძინავს“ - ო, გაიფიქრდა და უკან აბრუნდა სირბილით, ფრთხილად შეაღო ისევ სახლის კარი, შესასვლელში მდგარი კომოდის უჯრიდან თმის სარჭები ამოიღო და ისევ დაეშვა კიბეებზე. სხვისი კარის დაუკითხავად გაღების მეთოდი, რამოდენიმე წუთში მოქმედებაში იყო. ისევ წესრიგი დახვდა ყველგან. გეზი საძინებლისკენ აიღო. ჩუმად შეაღო კარი და მაშინვე აუჩქარდა გული. ავალიანს ძინავდა. ფეხის წვერებზე წამოიწია და ისე გაიარა გზა, კარებიდნა საწოლამდე. საწოლზე გვერდულად დაწვა, მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდო და მძინარე კაცს დააჩერდა. თორნიკე არ ინძრეოდა. მშვიდად სუნთქვას განაგრძობდა. გვანცას მავნებლობის ჩადენის სურვილმა უტია და თვალები ანცი ბავშვივით წამოენთო. მისი თმის ბოლო თითებში მოიქცია და ფაფუკად გადაუსვა კაცს ცხვირზე და ტუჩებზე. ავალიანს რეაქცია არ ჰქონდა. შენგელიამ წარბები შეყარა, არ მოეწონა მისი ურექციობა და კიდევ დაუსვა თმის ბოლოები ტუჩებზე. _გვანცა, გაიტყიპები ახლა, - თვალებ გაუხელელად თქვა თორნიკემ და ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.