შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (49)


13-12-2015, 00:32
ავტორი Keke27
ნანახია 14 690

ყველაზე საშინელი განცდა - საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია. შიში რომელიც წამის მეასედში გაიძულებს, წარმოიდგინო მომავალი. წარმოიდგინო, თუ როგორი მტკივნეული იქნება იმ ადამიანის გარეშე ცხოვრება. გეწყება სულის ტკივილი. სულის ტკივილი კი ხორცის ტკივილზე გაცილებით უფრო მტკივნეულია. გული ლოდივით გიმძიმდება, გგონია, რომ საცაა ჩაწყდება და აღარ იარესებებ. სუნთქვა გეკვრის. ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ტკივილს იწვევს. ვერ ხვდები, კონკრეტულად რა გტკივა... მთელი შენი არსებობა მოცულია ამ გრძნობით.

ავალიანი, საავადმყოფოს ფოიეში, პლასტმასის ნაცრისფერ, სკამზე ჩამომჯდარიყო. ხელებში თავი ჩაერგო და მეტლახის პრიალა იატაკს ჩასჩერებოდა.
გვანცას გაღვიძებას ელოდა.
_რა ვქნა მე, წავიდე მანანა ბიცოლასთან და მოვიყვანო? - ჰკითხა ახალაძემ, თან თავზე ტილო ედო, რომელშიც ყინულები იყო გახვეული. თორნიკე ფიქრებიდან გამოერკვა და თავი მაღლა ასწია. დაღლილი მზერით შეხედა პაატას და გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. ბიჭი მიუხვდა, - ეს ხელი რომ მკარი, თავი ვერ შევიმაგრე და კარებს მივარტყი თავი, - გაცინება სცადა. სვანსაც გაეღიმა.
_ბოდიში, პაატა. რას ვაკეთებდი არ მახსოვს. - ხმა ისე ჩახრენწოდა კაცს, თითქმის ძლივს ისმოდა მისი ლაპარაკი.
_რა გაქვს საბოდიშო, გადაირიე? ეგ კი არა და ხმაზე რა მოგივიდა?
_არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა თორნიკემ, - ჩემს ხმას დავეძებ? გვანცა ცოცხალი მყვას.
_რა მოხდა, ასე რატომ დაემართა?
_მთელი ფეხმძიმობა ხომ პლობლემატური იყო. ველოდი, გული მიგრძნობდა მთელი ეს დრო, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.
_კარგი დამშვიდდი. მთავარია ახლა ორივენი კარგად არიან. - გაამხნევა პაატამ ავალიანი და ბეჭზე მოუთათუნა ხელი.
_ერთი სული მაქვს როდის გაახელს თვალებს.
_მალე, მალე. ფეხსაცმელიც არ გაცვია. „მაიკით“ ხარ ამ ყინვაში. - თითქოს ახლა შეამჩნია ბიჭმა თორნიკეს ჩაცმულობა.
_ჩაცმის თავი მქონდა, პაატა? ისე გიჟივით ვიყავი... შარვლის ჩაცმა მომაფიქრდა მხოლოდ. - ცალყბად ჩაეცინა კაცს.
ახალაძემ სიანულით გადააქნია თავი აქეთ-იქეთ.
_წამო, ბავშვი ვნახოთ, თუ დაგვრთავენ ნახვის უფლებას. - თქვა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა.
გრძელი კორიდორი უსიტყვოდ გაიარეს. საავადმყოფოს ფანჯრებში დეკემბრის ალიონი იპარებოდა. დერეფანში მხოლოდ ახალაძის ფეხის ხმა ისმოდა.
_არ გცივა? - სიჩუმე პაატამ დაარღვია.
_ახლა ვერაფერს ვგრძნობ. - უპასუხა ჩახლეჩილი ხმით კაცმა. - მოიცა, ექთანია იქ და ვკითხავ აბა..
ავალიანი ექთნისკენ გაემართა აჩქარებული ნაბიჯით. ბავშვის ნახვის ნებართვა აიღო მისგან და პაატას ხელი დაუქნია გაღიმებული სახით, წავიდეთო.
დიდ, კრემისფერ კედლებიან ოთახში, პატარა შუშის საწოლში არხეინად ეძინა ახალშობილს.
მოლურჯო ფერი აღარ ჰქონდა უკვე. ჯანმრთელი სიცოცხლის ფერი დასდებოდა ბავშვს და მშვიდად სუნთქავდა. ფართე ფანჯარასთან მიიყვანა მედდამ ახალბედა მამა, საიდანაც კარგად სჩანდა ახალშობილების ოთახი.
_აქ იყავით, თქვენი შიგნით შესვლა არ შეიძლება. საწოლს მოვიყვან ახლოს ფანჯარასთან.
_დიახ, დიახ, თუ შეიძლება. - სწრაფადვე დაეთანხმა თორნიკე და ბავშვებს მოავლო თვალი. უნდოდა ამდენ ახალშობილში თავისით ამოეცნო მისი შვილი.
_როგორი შეგრძნებაა მამობა? - ღიმილით ჰკითხა ახალაძემ.
_ჯერ არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი ნაწილია ის პაწაწინა არსება.
_აუ ტო, გაესინჯე რა ექიმს, ხმა სერიოზულად წაგივიდა უკვე. - შეშფოთებით უთხრა ბიჭმა.
_მერე, მერე... ახლა არ მცალია ჩემი თავისთვის. - გასცა პასუხი ისე, რომ ბავშვებისთვის თვალი არ მოუცილებია. - აი, ის არის ჩემი ბიჭი, - თქვა მერე ღიმილით და საჩვენებელი თით გაიშვირა ერთ-ერთი საწოლისკენ. პაატას გაეღიმა. ექთანი სწორედ იმ საწოლთან მივიდა, რომლისკენაც თორნიკე იშვერდა თითს. მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა კაცს. მხედველობა დაძაბა და ბავშვს დააკვირდა. ამჯერად მოეხრხებინათ და მაგრად გაეკოჭათ, მეამბოხე პატარა ავალიანი.
მშვიდად სუნთქავდა. ტუჩები დაბურცვოდა და კოპები შეეკრა. გაბრაზებულის იერს ტოვებდა.
_რამ გაგაბრაზა, მამი? - თქვა ღიმილით და ანთებული თვალებით ავალინმა, თან მინას თითები დაუსვა.
პატაასაც ეღიმებოდა და სიყვარულით უცქერდა გვანცას შვილს.

ერთხანს იქ დაჰყვეს. ბავშვზე ცქერით გული რომ იჯერეს, ისევ ფოიეში დაბრუნდნენ. უკვე კარგად გათენებულიყო. მორიგე ექიმი მოინახულეს, გვანცას მდგომარეობის გასარკვევად. მდგომარეობა უცვლელი იყო. შენგელია ისევ ნარკოზის ქვეშ იყო. გამოსვლა უჭირდა, რადგან დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმი.

_ტელეფონი სახლში დამრჩა, შეიძლება მანანა გვეძებს კიდეც უკვე. შეგიძლია წახვიდე და უთხრა მას? - ჰკითხა პაატას თორნიკემ.
_კი, კი, როგორ არა. ახლავე წავალ. თან გასაღები გამატანე შენი სახლის, ტანსაცმელს წამოგიღებ.

რამდენიმე ათეული წუთის შემდეგ ახალაძემ ჯერ თორნიკეს ნივთები აიღო და მერე ავიდა მეოთხე სართულზე.
დილის ცხრა საათი დაწყებულიყო. ფრთხილად დააკაკუნა კარებზე.
კარი მაშინვე გააღო მანანამ. ხალათმოსხმული და თმა აბურდული იყო.
_პაატა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა? - ჰკითხა ქალმა და პასუხის მოლოდინში მუხლები აუკანკალდა.
_კი, კი მშვიდობაა. ნუ გეშინია. უნდა მოგილოცო, ბებია გახდი. - მხიარული ხმით უთხრა ბიჭმა და გაოცებულ ქალს გადაეხვია.
_გვანცამ იმშობიარა? ჯეერ? - შეჰკივლა მანანამ. - როგორაა ჩემი შვილი და ბავშვი?
_კარგადაა, კარგად. - ვერ გამოუვიდა დამაჯერებლად ეთქვა.
_რაღაც მოხდა ხო? მითხარი, არ დამიმალო, ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდა. მთელი ღამე თეთრად გავათენე... ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა... პაატა მითხარი. - ხმა კატეგორიული გაუხდა ქალს.
ახალაძემ თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა.
_ბავშვი კარგადაა. გვანცა ნარკოზშია, ჯერ არ გამოსულა. - ამოილუღლუღა ბიჭმა.
_ხომ ცოცხალია? - გაპარული ხმით, გაფითრებული ხმით და ათთრთოლებული ტუჩებით იკითხა მანანამ და კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი, რომ დაყრდნობოდა ძალა გამოლეული.
_კი, კი, მანანა ბიცოლა, - უცებ ასწია თავი პაატამ, - ცუდზე რატომ იფიქრე... გაიღვიძებს საცაა და შენი თვალით ნახავ. შენს წასაყვანად მოვედი.
_ძალიან ცუდად არის? - იმავე ხმით იკითხა ქალმა.
_ჩაიარა ყველანაირმა საშიშროებამ, გვანცა მალე გაიღვიძებს და ყველაფერი კარგად იქნება.
_ახლავე ჩავიცვამ და წამოვალ. მანამდე ქეთისთან გავალ ვეტყვი, რომ ლუკა დაიტოვოს, - უცებ მოფხიზლდა მანანა. თუმცა მიტკალის ფერი ისევ ედო სახეზე და ისევ უთრთოდა ტუჩები.


- მალხაზმა არაფერი იცის ხო? არ დაგირეკავთ? - ჰკითხა მანქანაში ჩაჯდომისას ახალაძეს.
_არა, არ დამირეკავს. თორნიკეს ტელეფონი სახლში დარჩა... ყველაფერმა მშვიდობით რომ ჩაიარა, გათენებას დაველოდეთ და მერე შეგატყობინეთ. ახლა დავურეკავ. - ახალაძემ ტელეფონი მოიმარჯვა და მალხაზის ნომერი აკრიბა. რამდენიმე ზარის შემდეგ უფროსმა შენგელიამ ყურმილი აიღო.
_დილა მშვიდობის, ბატონო მალხაზ, - ოფიციალური ტონი მიიღო პაატამ, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_დილა მშვიდობის?! - გაკვირვება დაეტყო ხმაში კაცს.
_ქალაქის მერი გაწუხებთ.
_დიახ, გისმენთ. - კიდევ უფრო გაიკვირვა უფროსმა შენგელიამ.
ახალაძეს გულიანად გაეცინა. მანანასაც გაეღიმა ახალაძის ოინზე.
_ოხ, პაატა, შენ რა გითხარი მე, - ხარხარებდა მალხაზიც, - ბიჯო, კიდაეწერა შენი ნომერი, მაგრამ ისეთი სხვანაირი ხმა გქონდა ლამის დავიჯერე შენი ქალაქის მერობა.
_ძია მალხაზ, კარგი ამბსთვის გირეკავ.
_ჰო, რა ხდება?
_ბაბუა გახდი, ბაბუა, მირიანოვიჩ.
_რას ამბობ, შვილო, - შესძახა სიხარულით და მოულოდნელობით მალხაზმა.
_ჰო, ჰო... აგერ, ახლა მანანა ბებია მიმყავს საავადმყოფოში.
_ეს რა მითხარი, როგორ გამახარეთ. ბაბუა ვარ, ბაბუა!... როგორ არიან, გავნაცა და ბავშვი?
_კარგად არიან, კარგად. გვანცას სძინავს, ბავშვსაც ეძინა, რომ წამოვედი.
_მადლობა უფალს მშვიდობა, რომ გვაქვს.
_მალე ჩამოდი და გაიცნობ შვილიშვილს, ისეთი ბუთხუზა ბიჭია, ჩქმეტა არ დაგენანება.
_ოჰ, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. გავთიშე ახლა მე და დავიწყებ მომზადებას.
-მშვიდობით იმგზავრე.


• * * *
თვალის ქუთუთოები მძიმედ გაახილა. ჭერს შეხედა დაბინდული მზერით. თავი ოდნავ გადააბრუნა მარჯვნივ, უნდოდა ვინმე დაენახა, მიმხვდარიყო, თუ სად იყო, მაგრამ თვალები მხოლოდ ჭერს ხედავდნენ მაინც.
აპარატურის წრიპინის მეტი, სხვა ხმა არ ისმოდა პალატაში. თავს ძალა დაატანა და კიდევ უფრო ფართედ გაახილა თვალები, თუმცა მაშინვე ძილი მოერია და ისევ ჩაეძინა.


_გილოცავ, შვილო მამობას. ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელო ბიჭი გაგვიზარდოს. - მანანა თორნიკეს გადაეხვია. - როგორაა გვანცა? - ჰკითხა და მაშინვე მიაქცის სიძის ჩაცმულობას ყურადღება. - რა გჭირს, ასე რატომ ხარ? - ისევ დაეკარგა ფერი ქალს.
_სისწრაფეში ვერ მოვასწარი ჩაცმა, - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ავალიანმა.
_რა მოხდა სინამდვილეში, ვინმე მეტყვის? - აკანკალდა მანანა.
ახალაძემ ცელოფნის პარკი გაუწოდა თორნიკეს, სადაც ფეხსაცმელი და ქურთუკი იყო.
_დამშვიდდით, უკვე ყველაფერი კარგადაა. წუხელ, ღამის ოთხ საათზე დენა დაეწყო გვანცას. სასწრაფოდ წამოვიყვანე აქ, ოპერაცია გაუკეთეს, ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა და... - ავალიანი გაჩუმდა. წამით ის სიმწარე დაუდგა თვალწინ რამდენიმე საათის წინ რომ განიცადა.
_და რა? გვანცა როგორაა? ხომ ცოცხალია ჩემი შვილი? - წამოიტირა სასოწარკვეთილმა ქალმა.
_გადავრჩით, გადავრჩით... ცოცხალია. სისხლისგან იცლებოდა, საშვილოსნო ჰქონია დაზიანებული, ამიტომ მისი ამოკვეთა გახდა საჭირო... ახლა ინტენსიური თერაპიის პალატაშია. ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშაა. თან ექიმები აკვირდებიან, მითხრეს, რომ გაიღვიძებს ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ, სადაც მის ნახვას შევძლებთ.
_ვაიმე შვილო... - მოთქვამდა მანანა, - როგორ გადამირჩინა ღმერთმა შენი თავი. როგორ განსაცდელში მყოლიხარ თურმე და სასიკვდილე დედაშენმა არაფერი იცოდააა...
_მანანა ბიცოლა, დამშვიდდი გეხვეწები. - პაატამ მხრებზე ხელი მოხვია მეგობრის დედას და ჩაიხუტა.
_ვერ დავიძინე წუხელ მთელი ღამე დედი.... თეთრად გავათენე... ვგრძნობდი, რომ რაღაც გიჭირდა... გული ვერ ისვენებდა შვილო... თურმე სიკვდილს ებრძოდი, დედი... - პირზე ხელაფარებული ტიროდა მანანა.
_დამშვიდდით, გთხოვთ. - ახლა თორნიკემ სთხოვა დამშვიდება.
_შენ როგორ ხარ შვილო, რისი გადატანა მოგიხდებოდა წუხელ, წარმომიდგენია. ნერვიულობაზე ხმაც წაგსვლია...
_მთავარია, მშვიდობა გვაქვს... - გაღიმება სცადა თორნიკემ. მერე ფეხსაცმელი და ქურთუკი ჩაიცვა და ელვა შესაკრავი ნიკაპამდე შეიკრა.


_კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, - თავზე ახალგაზდა, მომღიმარი და ლამაზი სახის, თეთრხალათიანი დაადგა.
_ბავშვი, ბავშვი როგორაა? - იკითხა ენის ბორძიკით. ეგონა ენა ისე გასიებოდა, რომ პირში აღარ ეტეოდა. თავბრუ ესხმოდა. გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. მთელ სხეულში ჭიანჭველებით უვლიდა რაღაც. მკლავები და სახე ექავებოდა.
_ბავშვი კარგად არის. გოლიათი ბიჭუნა გყავთ. გილოცავთ, პირველ რიგში, ცოცხალი რომ ხართ და მერე დედობას. - უთხრა ექიმმა.
_ჩემი ქმარი სად არის? ის როგორ არის?
_დერეფანში იცდიან შენი ახლობლები. ყველანი შენი გაღვიძების მოლოდინშია... ახლა უნდა შეგამოწმო და შემდეგ პალატაში გადაგიყვანთ, ბავშვს იქ მოგიყვანთ.
_ექიმო, ვერ ვმოძრაობ... - თქვა გვანცამ და მხოლოდ თითების გაამოძრავება შეძლო.
_ნუ გეშინია, დაგიბრუნდება ძალა და ენერგია. ახლა ძალიან დასუსტებული გაქვს ორგანიზმი. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგე. გული გაგიჩერდა, ფაქტიურად ხელიდან გვეცლებოდი, მაგრამ უფალმა მოგვცა ძალა, რომ არ გაგვეშვი და დარჩენილიყავი შენს ბიჭუნასთან ერთად.. მას ხომ ძალიან სჭირდები. - სათნო ღიმილით გაუღიმა ექიმმა და თავზე გადაუსვა ხელი, - ელექტრო შოკით მოგვიხდა შენი გულის ამუშავება, ამიტომ რამდენიმე დღე მთელი სხეულის ტკივილს იგრძნობ. გამაყუჩებელის ქვეშ მოგიწევს ყოფნა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ცოცხალი ხარ.
_ასე ცუდად ვიყავი? - გაიოცა შენგელიამ დაღლილი ხმით და თვალები მილულა.
_თვალი გაახილე საყვარელო, - უთხრა თეთრხალათიანმა და თვალის უპეები ჩამოუწია. შეუმოწმა. - კარგია, - ჩაილაპარაკა მერე თავისთვის, - ახლა ხელზე მომიჭირე ხელი, - საჩვენებელი თიტები გვანცას ხელისგულებში მოაქცია. შენგელიამ სუსტად მოუჭირა ექიმს თითებზე. - ესეც კარგია. - მერე ფეხის გულებზე დაუსვა თითები, პაციენტს ექიმისთვის დამაკმაყოფილებელი რეაქცია ჰქონდა. - ყოჩაღ, ყოჩაღ... იმ ყველაფრის შემდეგ, რაც წუხელ გადავიტენ, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს დღეს. - ძალიან გახარებული იყო თეთრხალათიანი.
_ექიმო, წყალი მინდა, პირი მაქვს გამშრალი.
_დალევით ვერ დალევ. ტუჩებს დაგისველებ მხოლოდ, - ექიმმა ხელთათმანები გამოიცვალა, ბამბის ბურთულა აიღო, წყალში დაასველა და პაციენტს ტუჩებზე წაუსვა. გვანცამ ტუჩები ენით გაილოკა.
_გვანცა, რაღაც უნდა გითხრა, - თეთრხალათიანი საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა, მისი ხელი აიღო და ხელებში მოიქცია.
_რა მოხდა? ხომ მითხარით ბავშვი კარგად არისო? - შეშფოთებით იკითხა შენგელიამ და თვალებში აუღწერელი შიში ჩაუდგა.
_კი, კი, მართალი გითხარი, ბავშვი კარგად არის, მაგრამ...
_მაგრამ რა, ექიმო?
_იძულებული გავხდით, საშვილოსნო ამოგვეკეთა... მეტად ვეღარ შეძლებთ დაფეხმძიმებას... ძალიან ვწუხვარ.
გული ისე მოეწურა, თითქოს, ვიღაცამ, დიდ ტორებში მოიქცია და სისხლი ბოლო წვეთამდე ლიმონივით გამოწურა. ტკივილისგან სახე დაებრიცა. სუნთქვა შეეკრა. შინაგანად ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად იწვოდა.
_ანუ, შვილს ვერ გავაჩენ? - ამოილუღლუღა და ცრემლებმაც იწყეს დენა.
_არაუშავს გვანცა... მთავარია გყავს უკვე არაჩვეულებრივი შვილი. მთავარია, შენ ცოცხალი ხარ. ხომ გეუბნები, ფაქტიურად მკვდარი იყავი და საიქიოდან მოგაბრუნეთ... ბავშვიც იღუპებოდა... - სწრაფად უთხრა ექიმმა და ცრემლები შეუმშრალა.
შენგელია დუმდა. ჩუმად ტიროდა.


• * * *
ლოდინისგან, უძილობისგან და ნერვიულობისგან დაღლილ ავალიანს, ფოიეში, სკამზე მჯდომს ჩამოეძინა.
უკვე დილის თერთმეტი საათი იყო ექიმი, რომ მივიდა მათთან.
_შენგელიას ახლობლები თქვენ ბრძანდებით, ხო? - იკითხა მან. თორნიკემ მაშინვე გაახილა თვალები და შეშინებული სახით წამოდგა ფეხზე. ცუდის მოლოდინით მიაჩერდა თეთრხალათიანს.
_გილოცავთ, გოგონამ გაიღვიძა. თავს სუსტად გრძნობ, მაგრამ გაუვლის რამდენიმე დღეში.
ყველამ შვებით ამოისუნთქა.
_როდის შევძლებთ მის ნახვას?
_რამდენიმე წუთში. ახლა პალატაში გადასაყვანად ამზადებენ. მე თვითონ გაცნობებთ ოთახის ნომერს. - ღიმილით უთხრა მათ.
_დიდი მადლობა ყველას, მთელ მედ-პერსონალს, რომ შვილი გადამირჩინეთ. გაგახაროთ დედაღვთისამ და დაგლოცოთ უფალმა. - გულწრფელად დალოცა მანანამ ექიმი და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.


• * * *
პალატა ღია ცისფერი იყო. ჭერი თეთრი. ოთახის მარჯვენა მხარეს კი ორი საწოლი იდგა, რომლებიც ერთმანეთისგან ფარდის კედელით იყო გაყოფილი.
ერთი საწოლი ცარიელი იყო და ახალ პაციენტს ელოდა. ხოლო მეორე საწოლზე შენგელია მოეთავსებინათ.
გვანცას სახეზე თეთრი ფერი ედო. თვალის უპეებს ღამის ფერი დასდებოდა, ტუჩები კი გარიჟრაჟის ფერი გახდომოდა.
ნელა სუნთქავდა. ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გულის ფიცარის ტკივილს იწვევდა.
თვალები დამძიმებოდა. დასიებოდა და ჩასწითლებოდა.
ერთი ხელი, რომელზედაც, წებოვანი ლენტით, პერიფერიული ვენის კათეტერი ჰქონდა დამაგრებული, გაშლილი ედო. ხოლო მეორე ხელი კი მუცელზე დაედო.
იქვე იდგა ექიმიც, რომელიც აპციენტის, არტერიული წნევის მაჩვენებელ ციფრებს ინიშნავდა ფურცელზე.
_ახლავე ვეტყვი ექთანს და ბავშვს მოგიყვანთ. - უთხრა ღიმილით.
_თუ შეიძლება, ჩემებიც შემოუშვით აქ.
_რა თქმა უნდა, ჩემო კარგო.

ცოტა ხნის შემდეგ, შორიდან ბავშვის ტირილი შემოესმა. გული აუჩქარდა, მიხვდა, რომ ის იყო. მისი ნაწილი... მისი შვილი...
პატარა ავალიანი გამეტებით ტიროდა. უკვე მოშიებოდა. მთელ სართულზე მისი ხმა ისმოდა. პალატებიდან ცნობისმოყვარე პაციენტები იჭყიტებოდნენ და ღიმილით აყოლებდნენ თვალს ახალშობილს.
_აჰა, მოვედით დედიკო, თან როგორ მოგვშივდაო, - თქვა ექთანმა.
_ჩემი პატარა. ჩემი შვილი... რამხელა ხმა გაქვს დედი... – „დედი“ უცებ გაანალიზა, რომ ინსტიქტურად თქვა ეს და გულში უსაღვრო სითბო ჩაეღვარა.
ექთანმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას მიუწვინა გვერდით.
_ვაიმე, რა პატარა ხარ, რა საყვარელი ხარ შვილო... როგორ გელოდი, რომ იცოდე ჩემო პატარა. - სიხარულისგან ტიროდა შენგელია და ღონემიხდილი მკლავებით ცდილობდა მაგრად მოეხვია შვილისთვის ხელი.

ოთახში პირველი თორნიკე შევიდა. გული გამალებით უცემდა.
ნანახმა ერთიანად გააშეშა. ვერც წინ გადადგა ნაბიჯი და ვერც უკან. იდგა და ცრემლმორეული თვალებით შეჰყურებდა ცოლ-შვილს. იმ წამს ყველაზე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე... შენგელია ცრემლიანი თვალებით უღიმოდა და მადლიერებით სავსე გრძნობით შესცქეროდა....


_________________________________

ხელებაწეული გიხდით ბოდიშს დაგვიანებისთვის.
რა ვქნა, ძალით არ გამომივიდა ამ ისტორიის წერა. თუ არ შევიგრძენი, ისე ერთ სიტყვასაც ვერ დავწერ ამ ისტორიაში....

კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გიხდით მადლობას მოთმინებისთვის. თქვენ საოცრება ადამიანები ხართ.

შემდეგი თავი დასასრული იქნება.



პირველი ვაააარ კარგი იყოოოო

 


№2  offline წევრი milangirl

au ra kargi tavi iyo :) dzalian momwons es istoria da guli mwydeba rom mtavrdeba.

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

კეკე საუკეთესო ხარ! ისეთი ემოციებით იყო გადმოცემული,მეც შევიგრძნობდი ყველა განცდას.ამ მოთხრობაში განსაკუთრებით ის მომწონს რომ რეალობასთან ასოცირდება.არაა გაზვიადებული. ეს ორმოცდაცხრა თავი იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება.როცა კითხვას ვასრულებ სახე გაბადრული ვრჩები.საოცარი ხარ.დარწმუნებული ვარ დასასრულშიც გავიზიარებთ იმ ბედნიერებას რასაც შენი გმირები. love

 


№4 სტუმარი elene

რა კარგი იყო მომდსვნო თბილ თავს ველი <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი Keke27

ვკითხულობ ახლა თქვენს კომენტარებს და აი, გეფიცებით, ჟრუანტელი მივლის...

დიდი მადლობა ამ სასიამოვნო განცდისთვის, თქვენ... love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სასწაულ იყოო <3 შოკის მომგვრელიი :( ვაიმე რა ცუდად ვააარ :( საუკეტესო ხაარ კეკე <3 ვგიჟდები შენზეე <3

 


№7  offline წევრი mako-makako

ძალიან სასიამოვნო და საოცარი წასაკითხია შენი ისტორია კეკე.ყველას არ აქვს იმის ნიჭი რომ ასე პირდაპირ,ემოციებით დატვირთული და რეალურად წარმოდგენილი ისტორია მკითხველამდე მიიტანოს.მათ გულებს ჩაწვდეს და ყველა ის განცდა თუ გრძნობა რაც აქაა ნათლად იყოს წარმოდგენილი.მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ამ ისტორიას და დიდ სიამოვნებასაც განვიცდი.კარგი გოგო ხარ ძალიან და გაქვს იმის ნიჭი რომ საოცარი ისტორიები დაწერო. წარმატებებს გისურვებ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ამხელა ემოციას როგორ დებ გაოცებული ვარ, უმაგრესი ხარ და ძალიან მიყვარხარ.

 


№9  offline მოდერი bibo

Magijeb me shen tvalebi mexucheboda vidzinebdi es ro vnaxe ra guli momitmenda xval ro wamekitxa ise vchyite tvalebi da ise emocit wavikitxe ro ravi ar mondoda damtavrebaaa.ise wer ro ravi su vambob mgonia mec uyureb da mec ise ganvicdi ro raviii unichieresi xa saswauli sheudarebeli shokolad ra gitxra metiii

 


№10  offline წევრი masu

Rakargi iyo <3 shemdegi tavi male dade ra da didi <3 velodebi axals <3

 


№11  offline წევრი teddy))

Ukve ise shevechvie, rom ar minda damtavrdes! Dzalian kargi istoria da dzalian kargi xart tqven!

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ნამდვილი საოცრება ხარ ეს ისტორია არის ჩემთვის ფავორიტი საუკეთესოთა შორის love წინაზე თუ მართლა ვტიროდი ახლა მომინდა სიხარულისგან მეტირა , love სხვა იტირებდა კიდეც დარწმუნებული ვარ მაგრამ რა ვქნა არ გამომდის ეს ტირილი wink wink ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო მსგავსი ემოცია ყოველთვის ვერ გექნება მსგავსი რამ რომ შექმნა და ბუნებრივი იყო დაგვიანება feel აუუ დასასრული იქნება? არ მინდა რო დასრულდეს ვიცი უკვე რთული იქნება ამდენი რამის შემდეგ კიდე გააგრძელო მაგრამ რა ვქნა რო ვერ ველევი ამ ისტორიას love love ამათ ბიჭს წარმოვიდგენ და კიდევ უფრო ვბედნიერდები love love love

ნამდვილი საოცრება ხარ ეს ისტორია არის ჩემთვის ფავორიტი საუკეთესოთა შორის love წინაზე თუ მართლა ვტიროდი ახლა მომინდა სიხარულისგან მეტირა , love სხვა იტირებდა კიდეც დარწმუნებული ვარ მაგრამ რა ვქნა არ გამომდის ეს ტირილი winkბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო მსგავსი ემოცია ყოველთვის ვერ გექნება მსგავსი რამ რომ შექმნა და ბუნებრივი იყო დაგვიანება feel აუუ დასასრული იქნება? არ მინდა რო დასრულდეს ვიცი უკვე რთული იქნება ამდენი რამის შემდეგ კიდე გააგრძელო მაგრამ რა ვქნა რო ვერ ველევი ამ ისტორიას love

 


№13 სტუმარი salo

namdvili saswauli xarr,emociebis gareshee vercert tavs ver vkitxulobb,madlobaa romamxela bednierebass gvanijebb.

 


№14  offline ახალბედა მწერალი Keke27

love love love love love

მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№15  offline წევრი meri89

კარგი ისტორია love

 


№16  offline წევრი Diosa Dela Tristeza

უთბილესი უტკბილესი გსაოცარი ამაღელვებელი შესანიშნავი და ცუდად ვარ ვგიჟდები ამ ისტორიაზე love

 


№17  offline წევრი ნ ი ნ ა

ამ ისტორიას სულმოუთქმელად ველი ხოლმე. winked მირჩევნია დააგვიანო და ისე დადო ახალი თავი ვიდრე მიაფურცუხო და დანაკლისის გრძნოა გამიჩნდეს,თუმცა ახლა ისეც არ დააგვიანო რომ მოუთმენლობით მოვკვდე love am

 


№18  offline წევრი gvancacuna

Dges dadeb ?

 


№19 სტუმარი vendi

rogorc iqna movida dasasruli
uxrogorvelodi. kargi xar

 


№20  offline წევრი gvancacuna

Rodis dadeb?

 


№21  offline წევრი gvanca jejelava

აუუუუ კეკეეე როდიიის დადეებ შემდეგ თავს (((

 


№22 სტუმარი mari

droa ukveee damelia suliii

 


№23 სტუმარი eloelo

დამელია სული რას წერ ასეთს რო ვეღარ ეტებ ჩვენთვის ამდენი ხანია:-) :-) :-)

ეტებ- იმეტებ:-) :-) :-) :-)

 


№24 სტუმარი Maiko maiko

47 tavi ver mipovia

 


№25 სტუმარი სარანგი

მგონი ლექსებსაც წერს კეკე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent