ბედნიერება გაზიარებით (დასასრული)
• * * * და დგება ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც გულწრფელად ვამბობთ; აი, მარტო ამისთვის ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა. ასე ფიქრობდა ჩვენი რომანის მთავარი პერსონაჟი - ავალიანი, როდესაც ცოლ-შვილს შესცქეროდა. გვანცამ ძლივს წამოწია მისუსტებული ხელი ჰაერში და ქმარს გაუწოდა. თორნიკე მაშინვე მიიჭრა მასთან. არწივის ფრთებივით გაშალა მისი ღონიერი მკლავები და შენგელიას და ბავშვს შემოხვია. _როგორ შემაშინეთ ორივემ, - თქვა ჩურჩულით და ათრთოლებული ხმით კაცმა. გვანცა გატრუნულიყო. ბედნიერების ცრემლებს მისი ღაწვები დაენამა უკვე. პატარა ავალიანიც გრძნობდა თითქოს მშობლების დიდ სიყვარულს და ისიც ჩუმად იყო. აღარ ტიროდა. _როგორი ბედნიერი ვარ შენს ლამაზ თვალებს რომ ვხედავ. შენი სუნთქვა მესმის, შენი სურნელით შემიძლია თრობა... გახსენებაც არ მინდა, იმის, რაც გადავიტანე.. ყოჩაღი ხარ შენ, ბოლომდე იბრძოლეთ შენც და ჩვენმა შვილმაც.. ვიცოდი, რომ ვერ გამიმეტებდი მოურჩენელი ტკივილისთვის, ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ არ მიმატოვებდი... - ბუტბუტებდა კაცი და თან მხურვალე ტუჩებით ცოლის გაფითრებულ სახეს კოცნიდა. _ჩვენ აქ ვართ, შენთან ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ. - თქვა გვანცამ სიცილ-ტირილით და სველი ლოყა ქმრის გაუპარსავ სახეს გაუხახუნა. - მომენატრე. _მეც, მეც მომენატრე... ახლაც გიყურებ და მაინც მენატრები. იცი რა ლამაზი ხარ? იცი როგორ ძალიან მოგიხდა დედობა? ჩვენი შვილი იცი როგორ მოგიხდა? სხვასაც რომ მოანდომმებს დედად ყოფნას, ისე გიხდება დედად ყოფნა. _რა კარგია რომ მყავხარ, თორნიკე. _კარგი ის არის, რომ შენი ხმა მესმის ისევ... მორჩა, ცუდმა ჩაიარა და ახლა დიდი ბედნიერებისთვის უნდა მოვემზადოთ... ყველაფერი კარგად იქნება. - საფეთქელზე აკოცა ცოლს, მერე ბავშვს დახედა და ფართედ გაიღიმა, - მოგეწონა ჩვენი შვილი? _რა ციცქნაა, რა პაწაწინაა.. როგორი უსუსურია... ძალიან მიყვარს. ძალიან, ძალიან... - შენგელიამ ვბავშვს ცხვირზე ჩამოუსვა ფრთხილად ხელი, მერე კი ცრემლიანი სახე შეიმშრალა. _მეც ძალიან მიყვარს. რა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც გაიაზრებ, რომ ის შენი ნაწილია, შენი შვილია, შენი მომავალი, შენი გაგრძელება, შენ გგავს... ჩვეულებრივი ადამიანია. ჩამოყალიბებული ადამიანი. - თორნიკემ მუცელზე დაადო გაშლილი ხელი შვილს. ბავშვი მშვიდად სუნთქავდა. _ექიმმა მითხრა, რომ მეტ შვილს ვერ გავაჩენ, - თქვა გულისწყვეტით, გვანცამ. _ერთი წამით არ დაგწყდეს გული. არც კი გამაგონო მაგაზე წუწუნი, გაფრთხილებ. შენ ნარკოზში იყავი და ვერ ხედავდი იმას რასაც მე ვუყურებდი. ვხედავდი, თუ როგორ მეცლებოდი ხელიდან. გული გაგიჩერდა... იცი, მაინც, ეს არ რას ნიშნავს?... ჩემთვის შენი სიცოცხლეა მთავარი. ჩვენ გვყავს უკვე შვილი და მას დედა გაზრდის. ჩვენს შვილს დედა ეყოლება, ესაა მთავარი. _მაინც ძალიან მწყდება გული... _აღარ იფიქრო ცუდზე, მორჩა. წავალ დანარჩენებს დავუძახებ, თორემ გიჟებს გვანან. - თორნიკემ ისევ აკოცა ცოლს და საწოლიდან წამოდგა. • * * * რამდნიმე დღეში გვანცას უკვე ფეხზე დგომა შეეძლო. სიარულიც. თუმცა უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა. ყველა დამშვიდდა და ბედნიერებამ დაისადგურა მათთან. ბავშვს დემეტრე დაარქვეს. დემეტრე ავალიანი. ოცდა-ათ დეკემბერს, საღამოს სახლშიც გაწერეს. პირველი ღამე იყო, ბატონი დემეტრესი სახლში ყოფნის და გარემოს გამოცვლას მეტად ჭირვეულად შეხვდა. თითქმის მიაძინეს და თავის საწოლში ჩასვეს. ღამის ორი საათის დროზე. გვანცა ძლივს დაწვა. მოკუნტული იწვა. მუცელზე ნაკერები აწუხებდა. ის იყო საძილეთში უნდა გაადშვებულიყვნენ თავდავიწყებით ახალბედა დედ-მამა, რომ პატარა ავალის ხმამ მაღვიძარასავით იჭექა. თორნიკე დამფრთხალი წამოხტა საწოლიდან. შენგელიამაც სცადა წამოდგომა. _იწექი, იწექი არ ადგე. მე მივხედავ, - უთხრა ავალიანმა ცოლს და ბავშვის საწოლისკენ გაემართა. დემეტრეს თვალები დაეჭყიტა და უდარდელი ხმით ტიროდა. უცრემლოდ. _ხომ არ შია? - იკითხა გვანცამ. _რამდენჯერ უნდა ჭამოს, მგონი ბევრს ჭამს და მიტომ ვერ იძინებს. _იქნებ ცხელა? _არა, არ დაცხავს, სახლში ოცდაოთხი გრადუსი სითბოა, რაც სავსებით ნორმალური ტემპერატურაა ჩვილის გარემოსთვის. - გასცა პასუხი კაცმა. - დაიძინე შენ მიდი, მე და ჩემს ბიჭის კაცური სალაპარაკო გვაქვს და ქალი არ უნდა დაესწროს ჩვენს საუბარს, - უთხრა ღიმილით ცოლს ავალიანმა და ბავშვი ხელში აიყვანა. ბავშვის საწოვარა ყუნწის მხრიდან კბილებით დაიკავა, ხოლო მეორე ხელით თბილი პლედი აიღო და ბავშვს მოაფარა. - იქეთ გავალთ ჩვენ. დაწექი, საბანს გაგისწორებ. - შენგელია ნელი მოძრაობით გასწორდა საწოლში. თორნიკემ ცალი ხელით საბანი გაუსწორა მზრუნველად, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და ოთახიდან გავიდა. ღიმილით გააყოლა მამა-შვილს თვალი გვანცამ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გულში ავალიანს, მისი არსებობისთვის. _მამი, არ გეძინება და ძალით გაძინებთ ხო? არ იტირო ოღონდ, დედა შეუძლოდ არის და ინერვიულებს შენ გამო. ჩვენ ხომ კაცები ვართ და მას უნდა გავუფრთხილდეთ, - ღიმილით უთხრა შვილს ავალიანმა, როდესაც მისაღებ ოთახში გავიდნენ. ბავშვი გაიყუსა. ერთი წერტილი ამოიჩემა და ფართე თვალებით მას მიაჩერდა. _მოდი, აბა პატარა ფეხუჩუნები შეგიმოწმო, ხომ არ შეგცივდა? - წინდებში საჩვენებელი თითი ჩაუყო ბავშვს და ფეხის გულზე მოუსვა. - არა, თბილი გაქვს. აბა მუცელი ხომ არ გტკივა? მოდი ასე დავწვეთ ჩვენ და თან ტელევიზორს ვუყუროთ. ფეხბურთი სჯობს თუ რაიმე შემეცნებითი დოკუმენტური ფილმი? - ისე ელაპარაკებოდა თორნიკე შვილს, თითქოს დემეტრე დიდი ყოფილიყო და მისი აზრის დაფიქსირება შეეძლო. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ბავშვს აშკარად ესმოდა მამის ლაპარაკი, რადგან ჩუმად იყო და უსმენდა მას. არ ტიროდა. _ვფიქრობ, შემეცნებით დოკუმენურ ფილმზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი, - განაგრძო მან და ტელევიზორის პულტი აიღო ხელში. ტახტზე ფრთხილად დაწვა, ბავშვი გულზე დაიწვინა და ტელევიზორი ჩართო. დემეტრე აწრიალდა, რაღაც არ მოეწონა. ბავშვს თავი გაუსწორა, ისე, რომ ცალი ყური მამის გულზე ედო და ფაქტიურად გულის ცემას უსმენდა. ტელევიზორი ჩართო და სასურველი გადაცემა მოძებნა. მერე ბავშვს ფრთხილად დაუწყო ზურგზე ფერება. _აი, უსმინე რა საინტერესოს ამბობენ, - უთხრა შვილს თორნიკემ. გადაცემა ინგლისურ ენაზე იყო, სათაურით „ამაზონის ველური მოსახლეობა“.. - თუ ვერ გაიგო რასაც იტყვიან მე გითარგმნი ეგ არ არის პრობლემა. ბავშვი აწრიალდა. სახეზე წამოწითლდა, აშკარად სატირლად ემზადებოდა. - რა მოხდა, არ მოგწონს? კარგი, კარგი, მაშინ მუსიკას მოვუსმინოთ, - ზურზე ხელის მოთათუნებით ჩააჭყნარა შვილი ავალიანმა და მაშინვე გადართო ტელევიზორი მუსიკის არხზე. ოთახში ლარა ფაბიანის “je t’aime” გაისმა. ბავშვი გაჩუმდა ისევ. _აჰა, მოგეწონა? - ღიმილით ჰკითხა შვილს კაცმა და მსუბუქად ჩაიხუტა, - ჩემი ჭკვიანი ბიჭი. - თავზე აკოცა. ერთ სიმღერას მეორე მიჰყვა. მამა-შვილი სიამოვნებით უსმენდნენ მუსიკებს. გვანცას შეეღვიძა. ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო და საათს შეხედა. დილის ხუთი დაწყებულიყო. საწოლს გადახედა, თორნიკე და ბავშვი ოთახში არ იყვნენ. სიცარიელემ შეაშინა უცებ და რის ვაი-ვაგლახით წამოდგა ფეხზე. ოთახის კარის გაღებისთანავე მის სმენას მუსიკის ხმა მისწვდა. ნელი ნაბიჯებით და კედელზე ხელის მიდებით გაიარა ჰოლი მისაღებ ოთახამდე. ნანახმა მეტად აღაფრთოვანა. სახეზე სიხარულის და ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა. მამა-შვილს ტახტზე ჩასძინებოდათ. თორნიკეს ცალი ფეხი იატაკზე ედო. მეორე ტახტზე. ბავშვი გულზე ეწვინა და ორივე ხელი მის ზურგზე დაედო. დემეტრე კი მამის გულისცემას ისმენდა და მშვიდად ძინავდა. შენგელიამ მაშინვე ფოტო-აპარატი მოიძია და ეს ლამაზი მომენტი ფირზე აღბეჭდა. მერე ფრთხილად სცადა ქმრის გაღვიძება. _როდის ჩამეძინა ვერ გავიგე, - თქვა ჩურჩულით კაცმა და ნელა წამოდგა ბავშვიანად. _იქეთ დაგაძინა შვილმა ხო? - გაეხუმრა გვანცა. _აბა?!.. - გაეღიმა ავალიანს, - მგონი ღრმად ძინავს და დილამდე იძინებს. _იმედია. ბავშვი ფრთხილად ჩასვეს საწოლში. პატარა ავალიანმა ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო ძილი. • * * * დრო სწრაფად გადიოდა. დემეტრე უკვე შვიდი თვის იყო. დამოუკიდებლად შეეძლო ჯდომა და უკვე ხოხვასაც ცდილობდა. გვანცამ სამსახურში დაიწყო სიარული. ბავშვს კი მანანა ბებო იტოვებდა ძიძასთან ერთად. ყველაფერ ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა. დილით ადრე ადგომა, ბავშვის მოწესრიგება, მერე სამსახურში თავ-ქუდ მოგლეჯილი გაქცევა და დატვირთული სამუშაო დღე. ისე მონატრებოდა ლექციების ჩატარება და სტუდენტები, რომ საუბრით არ იღლებოდა. საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლილობას. სამსახურის მერე სულდალეული მორბოდა სახლში, რათა შვილი ენახა და გულში ჩაეკრა. საღამოს კი ბედნიერი სახით და სათამაშოებით მიმოფანტული სახლით ხვდებოდა ქმარს. ავალიანი ჯრ ცოლს აკოცებდა, მერე შვილს და ბოლოს, მის წესრიგის მოყვარულ სახლს მოავლებდა თვალს. _შტორმი თანდათან მატულობს, ვატყობ მე ამას, - იტყოდა ხოლმე და სანამ გვანცა მაგიდას გააწყობდა, მანამდე მიმოფანტულ სათამაშოებს აკრეფდა და ყუთში ალაგებდა. თან შვილს უხსნიდა, როგორც კი მორჩები თამაშს, შენი ნივთები თავის ადგილზე უნდა დადოვო. ბავშვიც თვალს ადევნებდა მამის ყოველ მოძრაობას. განა გვანცას არ შეეძლო ის სათამაშოები აეკრიფა? კი შეეძლო, როგორ არა, მაგრამ სპეციალურად არ კიდებდა ხელს. უნდოდა თორნიკესაც მიეღო მონაწილეობა ბავშვის მიერ არეული სახლის მოწესრიგებაში. ავალიანი ამას კი დიდი სიამოვნებით აკეთებდა. ერთ დროს, თვითან თვემდე უცვლელი ნივთები უკვე თავის ადგილს კარგავდენენ და ეს მოსწონდა კიდეც მას. მით უმეტეს, ამ აურზაურის გამომწვევი პატარა ავალიანი, რომ იყო. _გვანცა, იცი რა ვიფიქრე?- უთხრა ერთ დღეს თორნიკემ ცოლს. _აბა გისმენ, ჩემო სიხარულო. - შენგელიამ ქმარს ტუჩებზე ეამბორა. _თუ შენ თანახმა იქნები, მინდა ნიკო და თეკლე ვიშვილოთ. თავშესაფარიდან წამოვიყვანოთ. კიდევ ერთი ძიძა ავიყვანოთ, რომ დაგეხმაროს ბავშვებზე. თან დიდები არიან უკვე, საბავშვო ბაღში შევიყვანთ. საღამოობით მეც მოგეხმარები. დემეტრეც წამოგვეზარდა, ათი თვისაა უკვე, საცაა ფეხზე გაივლის... _ამას სერიოზულად მეუბნები? - სუნთქვა შეკრულმა ჰკითხა შენგელიამ ქმარს. _თუ შენ გსურს, მე ძალას არ დაგატან... უბრალოდ ვიფიქრე, რომ.... _შენ წარმოდგენა გაქვს, რა იფიქრე? - ფეხზე წამოხტა გოგონა სიხარულისგან გაფართოვებული თვალებით და სახეზე ხელები აიფარა. თვალები ცრემლებით აევსო. ავალიანი ვერ მიუხვდა ცოლს რეაქციას და დაბნეული მიაჩერდა. _კი, კი თანახმა ვარ. ვიშვილოთ ნიკო და თეკლა, - შენგელია ტიროდა. ღაპა-ღუპით აფრქვევდა ცრემლებს. - როგორ გამაბედნიერე. წარმომიდგენია ბავშვებს როგორ გაეხარდებათ ეს ამბავი. თორნიკე, საოცრება ხარ. ბედნიერება ხარ, ჩემი ბედნიერება. - გოგონა ქმარს კისერზე მოეხვია და ასე განაგრძო ტირილი. - მე ვერ გავაჩენ მეტ შვილს, მაგრამ სამაგიეროდ სხვისი ორი შვილის დედა ვიქნები. ისინი იქნებიან ჩემი შვილები და დემეტრესავით მეყვარება. - ბუტბუტებდა გვანცა და უფროდაუფრო უჭერდა ქმარს ხელებს კისერზე. _მიხარია, ბედნიერს რომ გხედავ. კვირის ბოლოდან შევიდგები შვილად აყვანის საბუთების მოწესრიგება, მანამდე კი, ბავშვებს ვუთხრათ ჩვენი გადაწყვეტილება- უთხრა თბილი ხმით ავალიანმა ცოლს. _ხვალვე წავალ მათთან. დიდი მადლობა. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. _მეც მიყვარხარ მთელი ჩემი სულით და გულით. - ცამდე გულწრფელი იყო მისი სიტყვები. ცამდე გულწრფელი და სიყვარულით სავსე იყო ის კოცნაც წამის შემდეგ რომ ეამბორეს ერთმანეთს. იმ ღამით ავალიანი გვიან დაწვა. ბესომ, სასტუმროსთან დაკავშირებით საბუთები გადმოუგზავნა და მათ განხილვას მოუნდა შუა ღამემდე. ძილმორეულმა ყველა ფურცელი, რომელზედაც მეტად მნიშვენლოვანი ინფორმაციები ეწერა, სააღალდეში ჩააწყო და ყავის მაგიდაზე დატოვა. თვითონ კი დასაძინებლად დაწვა. დაღლილს მალევე ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა გააღვიძეს მაღვიძარას მაგივრად. საათს გახედა, დილის ცხრა სრულდებოდა. დღეს გვიან მიდოდა სამსახურში, ამიტომ ზანტად წამოდგა საწოლიდან. ბავშვი და გვანცა ოთახში არ იყვნენ. არც გვანცას ეჩქარებოდა სამსახურში, შუა დღეზე ჰქონდა ლექცია. სახლში სასიამოვნო, გახუხული პურის, სურნლი ტრიალებდა. ტელევიზორი დილის ამბებს გადმოცემდა. დრო და დრო, გვანცას ლაპარაკი ისმოდა სამზარეულოდან, შვილს ელაპარაკებოდა მხიარული ხმით. ნეტარებამ დაუარა მთელ სხეულში ავალიანს. კმაყოფილს გაეღიმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე შეეყინა სახეზე, როდესაც მისი საქაღალდე მაგიდაზე აღარ იდო. ყველა ფურცელი იატაკზე იყო მიმოფანტული, თან დაკუჭული. ტვინში სისხლი ჩაექცა კაცს. _დემეტრე, გვანცა, ორივემ გამოდით ახლავე, - დაიძახა განერვიულებული ხმით. შენგელია შეკრთა. მაშინვე ანება საქმეს თავი და სამზარეულოდან გავიდა. ბავშვიც დედას დაედევნა უკან, ხოხვით. _რა ხდება, თორნიკე? - იკითხა შეშფოთებით გვანცამ. _იგივეს გკითხავთ, ორივეს, დედა-შვილს, - სვანი თვალები ბრაზით ანთებოდა. - ჩემს საბუთებს რა უქენით. რას გავს ეს? - ხელი გაიშვირა იატაკისკენ. შენგელიამ თვალი გააყოლა ქმრის გაშვერილ თითს. _ახლავე მოვაწესრიგებ.. წუთით გამოვიდა აქეთ და მაშინვე რაღაც გააფუჭა. - შეწუხდა შენგელია და ქაღალდების ასაკრეფად გაემართა. დემეტრე იატაკზე იჯდა. კისერი მოეღერა და მშობლებს ასე ადევნებდა თვალს. _ეს რატომ ჩაიდინე? - მიუბრუნდა თორნიკე შვილს. ბავშვმა მამას შეხედა, ტან თვალები გაუფართოვდა. - მე ხომ გითხარი, რომ უფროსების ნივთები სათამაშო არ არის-თქო. ეს რა ჩაიდინე არ არის კარგი საქციელი... _კარგი შეეშვი, თორემ დაიწყებს ტირილს. - გამოექომაგა გვანცა შვილს. _არა, ბავშვმა აქედანვე უნდა შეიგრძნოს საყვედურის გემო, რომ დროთაგანმავლობაში აღარ მოუნდეს საყვედურის დამსახურება. - მთელი სერიოზულობით განაცხადა ავალიანმა და შვილს გაბრაზებულმა შეხედა. დემეტრე კი ისევ კისერმოღერილი, თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა მამას. შენგელიას მათ შემხედვარე სიცილი აუვარდა. _ნეტა განახა, რა სასაცილოები ხართ. - უთხრა სიცილით ქმარს. _ნახე, ნახე თვალს კი არ მაცილებს. როგორ მიბღვერს, - თქვა ავალიანმა ისე, წარბი არ გაუხსნია. არადა ერთი გულიანად გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა იმ წამს. წამიც და ბავშვს სახე ეცვლა. ვეღარ გაუძლო მამის ბრაზიან მზერას. ჯერ ქვედა ტუჩი ამოაბრუნა, მერე თვალები აუწყლიანდა და ბოლოს ხმით ატირდა. _კარგი რა, თორნიკეე, - გული მოეწურა გვანცას, ატირებული შვილი რომ დაინახა. _მამას პატარა კაცი, - სიბოთ დაიღვარა ავალიანი და შვილის წინ მუხლებზე დადგა. - არ იტირო მამი, მოდი ჩემთან, - ბავშვი ტირილს განაგრძობდა. თორნიკემ შვილი ხელში აიყვანა და გულში ჩაიხუტა. - ჩემი ამაყი ბიჭი, როგორ იუკადრისა საყვადურის თქმა. არადა თან მიხვდა მის დანაშაულს, - ეღიმებოდა ავალიანს და ბავშვს თავზე ეფერებოდა. _სანამ არ აატირე, არ მოეშვი. _არაუშავს, დავამშვიდებ ახლავე. - თვალი ჩაუკრა ცოლს კაცმა და შვილი კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა. • * * * ლექციების შემდეგ თავშესაფარში უნდა წასულიყო. ბავშვის ამბავი შეიტყო და მერე მშვიდად ჩაჯდა ტაქსიში. გზიდან ქმარს გადაურეკა. ჰკითხა თუ შეძლებდა დაწესებულებაში მისვლას. მაგრამ თორნიკე დაკავებული აღმოჩნდა. სირბილით შეიჭრა ეზოში და სწრაფად დააკაკუნა კარებზე. კარი თამრიკომ გააუღო. ბავშვები დიდი ჟრიამულით შეხვდნენ გვანცას მისვლას. განსაკუთრებით, ნიკო და თეკლა აქტიურობდნენ. შენგელია ბავშვებს დაეთხოვა ცოტა ხნით და დირექტორის კაბინეტში შევიდა. როდესაც გადაწყვეტილების შესახებ აცნობა მას, ძალიან გაეხარდა. საბუთების უპრობლემოდ მოგვარებას შეჰპირდა. _ნიკო და თეკლა, რაღაც მინდა გითხრათ... - დაიწყო შენგელიამ. ბავშვები ცალკე რომ გაიყვანა. პატარები სმენად იქცნენ. - გინდათ ჩემს სახლში იცხოვროთ და მე ვიყო თქვენი დედა? _კი, გვანცა დედა, კი. - მაშინვე მორთეს ჟრიამული ბავშვებმა და შენგელიას კისერზე შემოეხვივნენ ბედნიერებმა. _ჩემო პატარებო... ჩემო შვილებო... - ბუტბუტებდა აცრემლებული გვანცა და ბავშვებს გულში იკრავდა. _ჩვენთან როდის მოვა ჩვენი დედა? - უთხრა გულდაწყვეტით ერთმა ბავშვმა მეორეს, რომლებიც ღია კარში იდგნენ და შემთხვევით შეესწრნენ ამ სცენას. შენგელიას არ გამოპარვია მათი თვალები და გადალაპარაკება. გული მოეწურა. ატკივდა. ცრემლები ყელში მოაწვა. ნიკოს და თეკლას აკოცა და იმ ბავშვებისკენ გაემართა. მათ წინ ჩაიმუხლა და ორივე გულში ჩაიკრა. _მე თქვენი დედაც ვიქნები, ჩემო პატარებო. არ მიგატოვებთ, ხშირად ვივლი აქ საჩუქრებს მოგიტანთ, მოგეფერებით, სასეირნოდ წაგიყვანთ... ოღონდ არ იტიროთ... თქვენი ნამდვილი დედიკოც მალე დაბრუნდება... - გვანცას ცრემლები ნაკადულივით მოედინებოდა სახეზე და ბავშვების თმებში იკარგებოდა. _თეკლა და ნიკო, რატომ მიგყავს შენთან სახლში? ჩვენ მოგვენატრება ისინი. - უთხრა ერთ-ერთმა. ეს უკვე შენგელიასთვის პიკი იყო. მეტს ვეღარ გაუძლო. უცებ ადგა ფეხზე, გარეთ გავარდა, სახეზე ხელები აიფარა და ხმით ატირდა. „რატომ, რატომ, რატომ აკეთებ ადამიანო ამას... როგორ შეგიძლია საკუთარი სისხლი და ხორცი, შენი შვილი თავიდან მოიცილო უსარგებლო ნივთვით. არც მოიკითხო, არც გაიგო როგორ არის, არც დაინტერესდე მისით, იქნებ სცივა, იქნებ სიცხე აქვს, იქნებ ტირის და გეძახის დედიკო მიშველეო. მას ენატრები, ყოველ დღე გელოდება, იმედით და მოლოდინით გასცქერის ფანჯრიდან ეზოს და ჭიშკარს, იქნებ ჩემი დედიკო მოვიდესო. რატომ აკეთებთ ამას დედებო. როგორ ადვილად თმობთ შვილებს, განა მათ რამე დაგიშავეთ. განა ამ სამყაროს რამე დაუშავეს? რატომ მოაწყვე მათი ცხოვრება ასე უსამართლოდ. რატომ გაუკეთე ეს მათ... რატომ...“ _კარგი, შვილო დამშვიდდი... - ბეჭებზე თამრიკოს თბილი ხელები იგრძნო. _გული მტკივა, სუნთქვა მიჭირს... მოვკვდი მე წეღან, იმ ბავშვების შემხედვარე. - გულამომჯდარი ტიროდა გვანცა. - რამდენი უშვილო ოჯახია, რომლებიც შვილზე ოცნებობენ. ხომ შეუძლიათ ამ ბავშვების შვილად აყვანა. მათთვის სითბოს და ბედნიერების გაზიარება. ნუთუ ასე ძნელია ამის გაკეთება?... _რას გაუგებ ადამიანს... დამშვიდდი ახლა, გეხვეწები. ბავშვებმა არ შეგამჩნიონ, თორემ ინერვიულებენ. - სთხოვა თამრიკომ და თმაზე მიეფერა. შენგელია თანდათან დამშვიდდა. სახე შეიმშრალა. თმა გაისწორა და ტელეფონი მოიმარჯვა. თორნიკესთან დარეკა. _რა მოგივიდა? რა ხმა გაქვს? - შეშფოთებით იკითხა კაცმა, როგორც კი ცოლის ხმა გაიგო. _ძალიან გთხოვ, გემუდარები, თუ გიყვარვარ, გადადე ერთი საათით შენი საქმე, აქ მყოფი ბავშვებისთვის სათამაშოები და ტკბილეული იყიდე და მოდი. - უთხრა მუდარით სავსე ხმით ქმარს. თორნიკემ პასუხი შეაყოვნა. _კარგი. გასაგებია. - თქვა მერე და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წუთის შემდეგ, დაწესებულების ჭიშკართან ავალიანის მაქანა გაჩერდა. მან მანქანიდან ორი, დიდი კუბოკრული, ხელჩანთა გადმოიღო და ჰელიუმის აირით დაბერილი ფერადი ბუშტები. თორნიკეს სამხედრო ფორმა ეცვა. მის დანახვაზე ბავშვები ჟივი-ხივილით გაიჭრნენ ეზოში და გარს შემოეხვივნენ. რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სხვა გააბედნიერო. სხვას გაუზიარო ბედნიერება... სხვა აზიარო ბდენიერებას... ერთი კვირის შემდეგ, თავშესაფრიდან ორი აღსაზრდელის საბუთებში ეწერა: დედობილი - გვანცა შენგელია. მამობილი - თორნიკე ავალიანი. ხოლო ბავშვებზე - ნიკო და თეკლა ავალიანები. • * * * უკვე სამი შვილის მშობლები გახდნენ ჩვენი რომანის გმირები. სახლი უფრო მეტად აივსო ჟრიამულით. დემეტრე, ლუკა, ნიკო და თეკლა ერთად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. გვანცა თავშესაფარში დადიოდა, იქ დარჩენილ ბავშვებს ძველებურად უნაწილებდა სითბოს და ცოტა ხნით მაინც დედურ მზუნველობას აგრძნობინებდა მათ. როგორ იყვნენ სხვა დანარჩენი პერსონაჟები? მანანა და მალხაზი, ბედნიერები იყვნენ, შვილებით და შვილიშვილებით. წლების მატებასთან ერთად მათი ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემაც მატულობდა. პაატა და ნუცა? მათ დაქორწინება გადაწყვიტეს გაზაფხულზე. ნუცა თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სამსახურშიც კარგად მოეწყო. ქეთი? ქეთიმ საქართველო დატოვა. კოტესთან ერთად რუსეთში გაემგზავრა საცხოვრებლად. ჩვენი თორნიკე და გვანცა? ისინი ხომ ყოველდღე ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. ისინი ყოველ დანახვაზე გრძნობდნენ, თუ როგორ ეცვლებოდათ პულსი. ისინი ისევ ძველებურად უმზერდნენ თვალებში ერთმანეთს სუნთქვა შეკრულნი. ისევ ძველებურად მჩქეფარედ დაუდიოდათ ვენებში ვნებისგან აბობოქრებული და ადუღებული სისხლი. ისინი თავიან სიყვარულს უფრთხილდებოდნენ და ამით ხარობდნენ.... ისინი ერთმანეთს ბედნიერებას უზიარებდნენ... თითქმის ყოველ ღამით, გვიანობამდე ენთო შუქი ავალიანის სახლის ფანჯრებში. „_იცი? სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ წავიკითხე ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და მის მერე მე სხვანაირი გავხდი, მწერალი ამბობს: ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”... - ო, ამიტომაც, მე ჩემი სულის ბედნიერებას სხვას ვუნაწილებ, სხვა კიდევ, სხვას, ის სხვა, სხვას და მერე მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება. - თორნიკე, სულგანაბული უსმენდა გვანცას ბავშვივით ტაატს, თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. _ახლა გიყურებ და ვფიქრობ, ასეთი დიდი ჯილდო რით დავიმსახურე ღმერთისგან, რომ შენი თავი მე მარგუნა? - საოცრად გულწფელი იყო ამ დროს ავალიანი. შენგელიას მორცხვად გაეღიმა და თავი დახარა. „ 2015 წელი. დასასრული. ეს რომანი მივუძღვენი ჩემი მეგობრის - გვანცა შენგელიას ხსოვნას. ______________________________________ დიდი მადლობა ყველას, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ყოფნისთვის და ბედნიერების გაზიარებისთვის. წავალ მე ვიტირებ და მოვალ მერე. თუმცა უკვე ვტირი..... მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.